logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ერის „გამოკვლევების“ მცდელობა
ერის „გამოკვლევების“ მცდელობა
13:17 12.05.2014
ცნობილი პოლიტიკოსის ელენე თევდორაძის საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა „გამოკვლევების“ შესახებ გამახსენდა, როდესაც NDI-ს ახალი კვლევების შედეგებს გავეცანი.
ვინც არ იცის, ვაცნობებ, რომ ერთ-ერთი მოწვევის პარლამენტის სესიაზე, „მოქალაქეთა კავშირის“ წევრებს ოპოზიციური პარტიის დეპუტატმა მიმართა, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსაკვლევიაო, რაზეც ელენე თევდორაძემ (რომელიც ქართულს მთლად კარგად ვერ ფლობს) უპასუხა, - „ჩვენ გამოკვლევა არ გვესაჭიროება, ისედაც გამოკვლევებულები ვართო.“ გასაგები მიზეზის გამო, თევდორაძის ამ ფრაზას როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციურ პარტიათა დეპუტატების გამხიარულება მოჰყვა, რაც სავსებით ბუნებრივია, თუმცა დამეთანხმებით სამხიარულო ნამდვილად არაფერი არ იყო NDI-სა და მისი „ნაჩალნიკის“ საქართველოში, ლუის ნავაროს მიერ გამოქვეყნებულ ბოლო კვლევებში, რომელიც რეალობას ზუსტად იმდენად ასახავს, რამდენადაც თეთრი სახლის ინფორმაცია ასახავდა რეალობას, სადამ ჰუსეინს ატომური იარაღი აქვსო.
როგორც წესი, ბატონ ნავაროს და მის კანტორას ტრადიციისთვის არც ამჯერად უღალატია და ისეთი ტყუილების კორიანტელი დააყენა, რომ მოახერხა და მისგან გაოცებას გადაჩვეული საზოგადოება მაინც გააოცა.
NDI-ს კვლევებზე და მის სიმართლეზე იმდენი დაწერილა და თქმულა, რომ ახლის დამატება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ბოლო კვლევებმა ნამდვილად დაგვანახა რამდენიმე მიმართულება, რომლითაც აღნიშნული ორგანიზაცია და შესაბამისად, მისი პატრონი ანუ თეთრი სახლის ადმინისტრაციაა დაინტერესებული.
მათი სავარაუდო მიზანი კი, „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლებისა და მისთვის ხელოვნური სუნთქვის ჩატარების გარდა, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ალასანიას პერსონის გააქტიურებაა, რომლის სიყვარულითაც, თურმე სრულიად ქართული საზოგადოებაა გატაცებული.
როგორც ბატონმა ნავარომ მოგვახსენა, მათი კვლევის თანახმად, ლიდერთა შორის ყველაზე მოწონებადი ფიგურა თურმე, სწორედ ალასანია ყოფილა, რომელიც საზოგადოების 67 პროცენტს მოსწონს. იგივე მაჩვენებელი ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში 64 პროცენტია.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს, ის ლიდერთა შორის მოწონების მაჩვენებლით ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებთაგან ყველაზე მოწონებადი ყოფილა, ხოლო მისი მოწონების კოეფიციენტი 51 პროცენტს შეადგენსო.
აქ კი ყველაზე მთავარი და კურიოზული ის ფაქტორია, რომ დავით ბაქრაძის მოწონების მაჩვენებელი ზუსტად ისეთივეა, როგორიც ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მოწონების მაჩვენებელი.
ანუ ივანიშვილი და ბაქრაძეც საზოგადოებას ერთნაირად მოსწონს.
როგორც იტყვიან , აქ კომენტარიც ზედმეტია.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას ფაქტორს, დიდი ხანია მას დასავლეთი „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატიულ ძალად მოიაზრებს, რომელიც შეძლებს და ისეთივე ერთგულებას გამოავლენს დასავლეთის მიმართ, როგორსაც მიხეილ სააკაშვილი ავლენდა.
თუ თავდაცვის მოქმედი მინისტრის პოლიტიკურ ბეგრაუნდს გადავხედავთ, დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, რომ ის ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ სულიერი ძმა და მათი კურსის უპირობო მხარდამჭერია, საკმაოდ ადვილი იქნება.
ირაკლი ალასანია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ოპოზიციაში“ ყოფნის დროსაც კი, ყოველთვის ცდილობდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა ყველაზე კრიზისული პერიოდების დროს გადაერჩინა და მისთვის პრაქტიკული მხარდაჭერა გამოეხატა.
ძალიან ბევრი თქმულა და დაწერილა მის მოქმედებებზე 2009 წლის 9 აპრილის აქციების დროს, ასევე ცნობილი რვიანისა და ექვსიანების შესახებ, როდესაც ალასანია აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას არჩევნების გზით შევცლითო. მისი ეს პროგნოზი გამართლდა, თუმცა ამაში რომ ლომის წილი მხოლოდ ერთ კაცს მიუძღვის და ალასანია, თავისი კონსტრუქციული ოპონირებით სააკაშვილის რეჟიმს ვერასდროს ვერ შეცვლიდა, ამაში ეჭვი ვფიქრობ, არც თავად თავდაცვის მინისტრს ეპარება.
ასეა თუ ისე, ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ღიად აფიქსირებს ირაკლი ალასანიასადმი მხარდაჭერას და უკვე აშკარად ცდილობს მისი პერსონის აქტუალიზაცია მოახდინოს.
თეთრი სახლის სავარაუდო გეგმით, გამომდინარე იქედან, რომ სრულიად საქართველოს მასშტაბით „ნაციონალური მოძრაობა“ აბსოლუტურად დისკრედიტირებულია, ისინი მათ ჩანაცვლებას ირაკლი ალასანიას პოლიტიკური ძალით ეცდებიან. ასეთ შემთხვევაში იბადება კითხვა, თუ ამერიკა ფსონს ალასანიაზე დებს, მაშინ რატომღა ცდილობს პოლიტიკურად კრემირებული ნაცმოძრაობის ფერფლიდან აღდგენას?
ამ ფაქტორს ორი მიზეზი აქვს. პირველი ისაა, რომ დასავლეთი, საკუთარი პრესტიჟის გადასარჩენად, წლების განმავლობაში მის მიერვე „დემოკრატიის შუქურად“ მონათლული რეჟიმს ბოლომდე ვერ გაწირავს და ვალდებულია ის დაიცვას. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ იგივე დასავლეთი ცდილობს გადაარჩინოს „ნაციონალური მოძრაობის“ ის წევრები, რომელთა რეპუტაციაც შედარებით შეურყვნელია და რომელთა მიმართაც საზოგადოებას ნაკლები აგრესია აქვს, რათა შემდგომ ისინი ირაკლი ალასანიას გასაძლიერებლად გამოიყენოს.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც ირაკლი ალასანიას, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასაც,“ პარლამენტში საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლობა ჰყავთ, აღარაფერს ვამბობ მინისტრთა კაბინეტზე, რომლის დიდი ნაწილიც სწორედ ალასანიას კადრებითაა დაკომპლექტებული.
NDI-მ ირაკლი ალასანია მინისტრებს შორისაც პირველ ადგილზე გაიყვანა და მის საქმიანობას, გამოკითხულთა ყველაზე დიდი რაოდენობა აფასებს კარგად.
თუ გავითვალისწინებთ ალასანიას მიერ ოკეანისგაღმა გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც,როგორც აღოჩნდა, შეთანხმებული არ ყოფილა და ხელისუფლების გენერალური ხაზიდან გადახვევას წარმოადგენს, გამორიცხული არაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მმართველ გუნდში განხეთქილება დაიწყოს, რისი მოთავეც სწორედ ირაკლი ალასანია იქნება.
თუ ალასანია მმართველ გუნდს გაემიჯნება და დამოუკიდებლად თამაშის დაწყების სავარაუდო დირექტივას მიიღებს, მაშინ ის საკანონმდებლო ხელისუფლებაში სავარაუდოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრავს ალიანსს, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, შეეცდება, რომ კრიზისი გამოიწვიოს, რისი შესაძლებლობაც მას ჯერჯერობით გააჩნია.
ასე, რომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლუის ნავარომ ირაკლი ალასანია გულუბრყვილოდ „შეგვაყვარა,“ თავადაა გულუბრყვილო, რადგან ასევე წლების განმავლობაში გვაყვარებდა ის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა იმ პოლიტიკოსებს, რომელთა დანახვაც ხალხში აბსოლუტურად საწინააღმდეგო რეაქციას იწვევდა.
რაც შეეხება მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ჩატარებულ კვლევას, ამ კუთხით ნავაროს კანტორამ უკან დაიხია და ყველაზე რეიტინგულ კანდიდატად დავით ნარმანია დაასახელა.
თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე ტურის ალბათობის შანსიც დაიტოვა და სახელისუფლებო კანდიდატს 39 პროცენტი არგუნა.
გამომდინარე იქედან, რომ დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს შანსი პრაქტიკულად არ აქვს, NDI-ს ხელმძღვანელობამ მისი რეიტინგის ასამაღლებლად, როგორც ჩანს თავი დიდად აღარ შეიწუხა, თუმცა იმდენი მაინც მოახერხა, რომ ნიკა მელია მეორე ადგილზე დაასახელა.
ნავაროს კანტორის მტკიცებით, ნიკა მელიას რეიტინგს ერთი პროცენტით ჩამორჩება ,,ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატის რეიტინგი და მას მხარს ამომრჩეველთა 9 პროცენტი უჭერს.
საინტერესოა, რატომ შეიტანა ნავარომ რეიტინგულ პოლიტიკურ ძალთა სიაში ბურჯანაძის გაერთიანება, მაშინ, როდესაც ამ პოლიტიკოსისთვის მას 2 პროცენტზე მეტი არასდროს დაუწერია?
როგორც ჩანს ამაში გადამწყვეტი როლი საპრეზიდენტო არჩევნებმა ითამაშა, სადაც საეთერო დროისა და საბიუჯეტო ფინანსების არმქონე კანდიდატმა ხმების 11 პროცენტი მოაგროვა.
ანუ, სავარაუდოდ, NDI რეალობას ვეღარ გაექცა და იძულებული გახდა, რომ ბურჯანაძის გარშემო არსებული ოპოზიციური გაერთიანება თავის კვლევებში მესამე ადგილზე გაეყვანა. თან ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც კვლევის დაწყების მომენტში, „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ბლოკის მერობის კანდიდატი ცნობილიც კი არ იყო.
საზოგადოებას ისიც კარგად ახსოვს, თუ რამდენ პროცენტს უწერდა იგივე ორგანიზაცია „ქართულ ოცნებას“ თუნდაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მაშინ, როცა სააკაშვილის რეჟიმისგან გამწარებული და თავმობეზრებული ხალხის მიერ ეს კოალიცია პარლამენტში უმრავლესობით მოვიდა.
ასე, რომ ნავაროს საარჩევნო „ნავაროტკების“ შესახებ ქართული საზოგადოება უკვე კარგადაა ინფორმირებული და ნაკლებადსავარაუდოა, რომ მან არჩევნების შედეგებზე არსებითი გავლენა მოახდინოს. უფრო სავარაუდოა, რომ NDI-ს, როგორც ორგანიზაციის რეპუტაცია და სანდოობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოცხადების შემდეგ კიდევ უფრო დიდი ეჭვისა და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუმცა ეს მას სამომავლოდ, სათანადო პიარის არსებობის შემთხვევაში, ნამდვილად არ შეუშლის ხელს, რომ ირაკლი ალასანიას „რეიტინგის გაზრდაზე“ იმუშაოს, რისი გეგმაც სავარაუდოდ, თეთრ სახლს გააჩნია.
დღეს კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის ხანის მსგავსად, ერის „გამოკვლევების“ მცდელობები კვლავ ძველი წარმატებით გრძელდება.

გიორგი აბრამიშვილი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა