logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გვარამიას ხელწერა
გვარამიას ხელწერა
16:12 06.05.2014
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის დირექტორი, განათლების ყოფილი მინისტრი და მთავარი პროკურატურის ასევე ყოფილი მაღალჩინოსანი, ისევე როგორც მის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია, კვლავ ფორმაშია.

როგორც ბატონმა გვარამიამ განაცხადა, ახალი ხელისუფლება ტელეკომპანიის ტოპ-მენეჯმენტს უსმენს და მათ მიმართ ფარულ აუდიო და ვიზუალურ თვალთვალს ახორციელებს.

არსებობის უფლება, რა თქმა უნდა, ყველა ვერსიას გააჩნია და ნებისმიერ მსგავს განცხადებაზე საფუძვლიანი გამოძიება უნდა ჩატარდეს, მაგრამ მეორე მხრივ საკითხავია რამდენად სანდოდ მიიღო საზოგადოებამ იმ პირის განცხადება, რომელიც წლების განმავლობაში ფარული ჩანაწერების მემონტაჟედ იყო ცნობილი და რამდენად სანდოდ მიიღო საზოგადოებამ იმ ტელეკომპანიის განცხადება, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, „ნაციონალური ხელისუფლების“ პერიოდში, მთლად სიმართლეს არ ლაპარაკობდა?

საზოგადოებამ ნიკა გვარამიას განცხადება არ ირწმუნა და მას ამის საკმაოდ არგუმენტირებული საფუძველი ჰქონდა.
სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სწორედ ნიკა გვარამია იყო პიროვნება, რომელმაც აწ გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილისა და კოდუას ჩანაწერი დაამონტაჟა და საზოგადოებას ისე წარუდგინა, თითქოს პატარკაციშვილი ქვეყნის დამხობას აპირებდა.
სწორედ ნიკა გვარამია იყო პიროვნება, რომლის მიერაცაა დამონტაჟებული იმ მასალათა უდიდესი ნაწილი, რომელი მასალებიც თავის დროზე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის იყო გამოყენებული და რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობასაც სიმართლესთან არანაირი შეხება არ ჰქონდა.
ნიკა გვარამიას დამონტაჟებულ შედევრებს კი, თავის დროზე ასევე წარმატებით უწევდა ტირაჟირებას დღეს მის დაქვემდებარებაში მყოფი ტელეკომპანია და სწორედ ამ „შედევრების“ ნიადაგზე ახდენდა ვანო მერაბიშვილის სადამსჯელო კანტორა ადამიანების დაკავებას და მათ წამებას.
სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ საზოგადოებამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და მისი დირექტორის განცხადებები არ დაიჯერა.

რაც შეეხება იმის ალბათობას, სჭირდება თუ არა ხელისუფლების ძალოვან უწყებებს ტელეკომპანიის ტოპ-მენეჯმენტისა და მისი ჟურნალისტების თვალთვალი და ჩაწერა, უნდა ითქვას, რომ ამის საჭიროება ნაკლებადაა, ვინაიდან თავად ამ კომპანიის ხელმძღვანელებისა და ამ ხელმძღანელების ხელმძღვანელების ფიქრები, მიზნები და სურვილები მთლიანადაა გაცხადებული ამ ტელევიზიის ბადეში, დაწყებული საინფორმაციო გამოშვებით და დამთავრებული ე.წ. „იუმორისტული შოუებით,“ რომლებმაც უკვე კარგა ხანია თავიანთი მთავარი დანიშნულება ანუ იუმორი დაივიწყეს და მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის გამაღიზიანებელ იარაღად იქცნენ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას განცხადების ტექნიკურ მხარეებს:
საჭიროების შემთხვევაში მას ნამდვილად არ გაუჭირდება წარმოადგინოს „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ჩანაწერის“ ფრაგმენტი, რადგან ეს დღევანდელი ტექნიკის და მით უმეტეს „რუსთავი2“-ის მფლობელობაში არსებული ტექნიკის პირობებში არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.

ანუ, სულ ადვილადაა შესაძლებელი, რომ ტელეკომპანიის თანამშრომელთა გარკვეულმა ნაწილმა, წინასწარ შეთანხმებით მართლაც ჩაწეროს თავისი ყოველდღიური ყოფის ამსახველი გარკვეული ქრონომეტრაჟის მასალა, ხოლო შემდეგ ამ მასალიდან ამოღებული ფრაგმენტი, შინაგან საქმეთა ან სხვა უწყების მიერ ჩაწერილ მასალად გაასაღოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ფარული ჩანაწერების გადაღება მონტაჟის ისეთ სპეციალისტს, როგორიც ნიკა გვარამიაა, ამის გაკეთება ნამდვილად არ გაუჭირდება.

ცოტა არ იყოს სასაცილოდ ჟღერს მისივე განცხადება იმის შესახებ, რომ მოსასმენი აპარატურის ძებნისას მათ ნაბურღი ხვრელები აღმოაჩინეს, რითაც, სავარაუდოდ, მოსასმენი აპარატურა მაგრდებოდა. მოგეხსენებათ ნახვრეტების გასაკეთებელი ხელსაწყო, იგივე „დრელი“ ბაზარზე დაახლოებით 30 ლარი ღირს და არც კედლის გაბურღვაა დიდი პრობლემა.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ამ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება აუცილებლად უნდა წარიმართოს და მისი შედეგებიც საზოგადოებას მაქსიმალურად ოპერატიულად უნდა ეცნობოს, მაგრამ თავად ეს ფაქტი, იწვევს ნებსით თუ უნებლიე ასოციაციას იმ კამპანიასთან, რომელიც ქვეყნის გარედან დაფინანსებულმა არასამთავრობოებმა წამოიწყეს და რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ტოტალური მოსმენები ხორციელდება.

გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით დამთხვევაა. უფრო მეტიც, უკვე აშკარაა, რომ ამ ფაქტების უკან საკმაოდ სერიოზული ძალა დგას ასევე სერიოზული სცენარისტებით, რომლის მიზანიც ქვეყნის ძალოვანი უწყებების დისკრედიტაციაა, იმ ძალოვანი უწყებებისა, რომელთა დეპოლიტიზირებასაც ქართველი საზოგადოება ძლივს ეღირსა. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება - მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმირება, რომლითაც ასერიგად არიან დაინტერესებულნი გარკვეული ძალები როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით და ასე განსაჯეთ, ზოგიერთი დაინტერესებული პოლიტიკური ძალა დღეს ახალ ხელისუფლებაშიცაა მოკალათებული.

რაც შეეხება ფაქტს იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას უსმენდნენ, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სერიების გადამღერებას უფრო ჰგავს და ამ პოლიტიკურ ძალაში იდეების ნაკლებობაზე მიუთითებს, ვინაიდან მათ საკუთარი, გარკვეული ხელწერის შეცვლა დღემდე ვერ შეძლეს.

ნატა ქობალია


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა