logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
2013 წლის 27 დეკემბრიდან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 17800 მოქალაქეზე მეტს აღუდგა
2013 წლის 27 დეკემბრიდან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 17800 მოქალაქეზე მეტს აღუდგა
18:03 28.04.2014
ქვეყანაში ხელისუფლების ცვლის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ჯარიმებისა და სხვა სახის სასჯელები შეამსუბუქა.
როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, - „სამინისტროს მიერ 2013 წელს პარლამენტისთვის წარდგენილ იქნა არაერთი კანონპროექტი, რომლებიც მიზნად, საგზაო მოძრაობაზე ზედამხედველობის გაუმჯობესებას, სამართალდარღვევათა ეფექტურ პრევენციასა და აღკვეთას, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, საკანონმდებლო ხარვეზებისა და უზუსტობების აღმოფხვრას და კონკრეტულ სამართალდარღვევაზე პროპორციულობის პრინციპების გათვალისწინებით ადეკვატური სახდელის დაწესებას ისახავდა. წლის განმავლობაში სხვადასხვა პროექტზე მუშაობისას, სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის საფუძველზე შესწავლილ იქნა არსებული მდგომარეობა, სამართალდარღვევების სიხშირე, სიმძიმე და მათზე განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის ზომიერება და მიზანშეწონილობა. ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, წარმატებით განხორციელდა დასახული სტრატეგია ამა თუ იმ საკითხის გადაჭრისთვის. 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში პარლამენტთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის გზით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, არაერთი წარმატებული ცვლილება განხორციელდა“.

სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, განხორციელებული ცვლილებების შედეგად განახევრდა ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის გამო მართვის უფლების შეჩერების ვადები და აღნიშნულიდან გამომდინარე, 2013 წლის 27 დეკემბრიდან, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 17800 მოქალაქეზე მეტს აღუდგა. საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით გამარტივდა შეჩერებული მართვის უფლების დაბრუნების პროცედურაც, კერძოდ კი შეჩერების ვადის გასვლის შემდგომ მოქალაქეს მართვის უფლება, მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე აღუდგება.
„აქტუალურ საკითხს წარმოადგენდა დადგენილი სიჩქარის გადაჭარბების გამო გამოწვეული უარყოფითი შედეგები, რომლის მოგვარების მიზნით სახელწიფომ არაერთ მეთოდს მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2013 წელს შესწავლილი იქნა აღნიშნული საკითხი და დადგინდა, რომ მაღალი ოდენობის ჯარიმა აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის პრევენციას ვერ უზრუნველყოფს, შესაბამისად შემუშავებულ იქნა პრევენციული ხასიათის ახალი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც განახევრდა ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებაზე და ქვეყნის მასშტაბით განთავსდა სიჩქარის მზომი რადარები. აღნიშნული სტრატეგია დღევანდელ სტატისტიკურ მონაცემებზე დადებითად აისახა, რისი შედეგიც, რადარების განთავსების ადგილებზე საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვის, (რომელიც დასრულდა სიკვდილით ან სხეულის დაზიანებით) 85% – ით შემცირებაა.
პროპორციული და ადეკვატური სახდელის დაწესების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით განახევრდა ჯარიმა ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე და 100 ლარის ნაცვლად ჯარიმის ოდენობად 50 ლარი განისაზღვრა, ხოლო აღნიშნული დარღვევის განმეორებით ჩადენისთვის კი 200 ლარის ნაცვლად ჯარიმა 100 ლარის ოდენობით განისაზღვრა“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობითვე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გამკაცრდა 116–ე მუხლით გათვალისწინებული სახდელის ზომები, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვას ეხება და ამავე მუხლის პირველი ნაწილით, ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებაზე განისაზღვრა მართვის უფლების შეჩერება 6 თვის ვადით.
„ამ შემთხვევაშიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არჩეული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა არა ფისკალურ შედეგზე ორიენტირებას ან მაღალი ჯარიმის ოდენობის არსებობას, არამედ სამართალდარღვევის რეალურად შემცირებას, პრევენციას და აღკვეთას, – წარმატებული აღმოჩნდა. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2014 წლის 1 იანვრიდან შევიდა. 2014 წლის იანვარ–თებერვალში, 2013 წლის იგივე საანგარიშო პერიოდთან შედარებით 66%–ით იკლო 116–ე მუხლით გათვალისწინებულმა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებმა.
გარდა ამისა, 2014 წლიდან გამკაცრდა პასუხისმგებლობის ზომები მართვის უფლების არმქონე პირების მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვისაც. მართვის უფლების არმქონე პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა მაღალი საფრთხის შემცველია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის, ადამიანების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ცვლილებების შემდგომ 2014 წლის იანვარ–თებერვალში, 2013 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 121–ე მუხლით გათვალისწინებულმა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებმა 40%–ით იკლო“ - აცხადებენ უწყებაში.
რა შეეხება დამუქებული მინებით მოძრაობას, შსს მას საგზაო მოძრაობისთვის საკმაო საფრთხის შემცველად აფასებს.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სატრანსპორტო საშუალებაზე დამუქებული მინებით მოძრაობისთვის არსებულმა სახდელის ზომამ (ჯარიმა 50 ლარი) ამ ტიპის სამართალდარღვევის აღკვეთა ვერ მოახდინა და შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გამკაცრდა სახდელის ზომა აღნიშნული დარღვევისთვის და ამ სამართალდარღვევის მეორედ ჩადენისთვის ჯარიმა 100 ლარის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო წლის განმავლობაში მესამედ და მეტჯერ ჩადენისთვის, მართვის უფლების 6 თვით შეჩერება განისაზღვრა. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მძღოლს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა 3 დღის განმავლობაში და მიეცემა სამართალდარღვევის აღმოფხვრის საშუალება, რასაც მოქალაქე მოკლებული იყო ძველი კანონმდებლობის მიხედვით. 2014 წლის იანვარ–თებერვალში, 2013 წლის იგივე საანგარიშო პერიოდთან შედარებით 69%–ით შემცირდა 119–ე მუხლის მე–7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები“ - აცხადებენ სამინისტროში.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის, საგზაო მოძრაობის ზედამხედველობის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინების, ადეკვატური და პროპორციული ადმინისტრაციული სახდელის დაწესების და საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, პერმანენტულად ახორციელებს საკანონმდებლო ბაზის გადახედვას და სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის საფუძველზე ისახავს სამომავლო სტრატეგიას, რაც ასევე ნათლად აისახება დღეს წარმოდგენილი პროექტით“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ნინო გიორგობიანმა.

ნატა ქობალია

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა