logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ხადურის მენიუ ანუ როგორ აშინებენ სამეგრელოში ურჩ ციკნებს ფინანსთა მინისტრით
ხადურის მენიუ ანუ როგორ აშინებენ სამეგრელოში ურჩ ციკნებს ფინანსთა მინისტრით
14:37 28.04.2014
ნუ ქმნით საჭმელისგან კულტს, თქვა ოსტაპმა და პანიკოვსკის შემთბარი კიტრი ხელიდან წაგლიჯა. შემდეგ კიტრი თვითონ შეჭამა... (ი.ილფი; ე.პეტროვი - „ოქროს კერპი“)

ჩემმა ერთმა კვიმატმა მეგრელმა მეგობარმა მითხრა, რომელიც სააღდგომო მოგზაურობიდან დაბრუნდა, მარტვილში ადრე ურჩ ციკნებს მგლით აშინებდნენ, ახლა ხადურით აშინებენო. ანუ გამოთქმა - „შენ შეგჭამა მგელმა,“ „შენ შეგჭამა ხადურმა“ ჩაანაცვლა.

ეს ხუმრობით, თუმცა ხადურის მადა ამ ბოლო დროს მართლაც ზეპოპულარული თემა გახდა და მან ლამის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების თემასაც კი გადაუსწრო პოულარობითა და მოხსენიების სიხშირით. ამ ყველაფერს კი, არც მეტი არც ნაკლები, ხელს თავად ჩვენი ფინანსთა მინისტრიც უწყობს, რომელმაც მისი რესტორნების თემა იმით გაანეიტრალა, რომ მენიუ წინასწარ გამოაქვეყნა, თან არც მეტი არც ნაკლები, საზოგადოებას განუცხადა, რომ თუ მენიუში რაიმე კორექტივებს შეიტანთ, აგერ ვარ და ბაზარი არ არისო.

ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამ კი ის მენიუ და ის ტექსტი, რომლითაც ნოდარ ხადურმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქეიფს გადაყოლილი საზოგადოება „პახმელიიდან“ უცებ გამოიყვანა. ამასთან, გაფრთხილებთ, რომ მშივრებისთვის ამ მენიუს წაკითხვა სასურველი არ არის.

„მიმდინარე წლის 23-25 აპრილს, პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB)სახელმწიფო ვალის მართვის რეგიონალური ფორუმი იმართება.
ფორუმში 35 ქვეყნიდან 120 წარმომადგენელი მონაწილეობს, ღონისძიების მასპინძლები კი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და აზიის განვითარების ბანკი არიან.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ოფიციალური ღონისძიებების გარდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ქართული კულტურის წარმოსაჩენად და 120 სტუმრის პატივსაცემად, ანსამბლ „რუსთავის“ მოწვევას და ოფიციალური მიღების გამართვას გეგმავს.
გამომდინარე იქედან, რომ მიზანმიმართულად არ მთავრდება საუბარი ფინანსთა სამინისტროს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების თაობაზე, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წინასწარ აქვეყნებს ოფიციალური მიღების მენიუს და სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი შეხედულებებისამებრ შეიტანონ მასში შესწორებები.
მენიუ 120 კაცზე:
(ერთი პორციის ფასი)
1. კიტრისა და პომიდვრის სალათი - 3 ლარი;
2. ქათმის სალათი - 3.50 ლარი;
3. სალათი „ოლივიე“ – 4.00 ლარი;
4. ქათმის ღვიძლის სალათი - 5.30 ლარი;
5. ბადრიჯანი ნიგვზით - 4.50 ლარი;
6. ყველის ასორტი - 7 ლარი;
7. ნადუღი სულგუნში - 4.00 ლარი;
8. მწნილის ასორტი - 4.00 ლარი;
9. ზეთისხილი - 2.00 ლარი;
10. ხბოს მწვადი - 12.00 ლარი;
11. საქონლის ხორცის წვნიანი (ოსტრი) - 7.50 ლარი;
12. ქათმის ღვიძლი კეცზე - 3.50 ლარი;
13. შემწვარი კარტოფილი (გლეხურად) – 3.50 ლარი;
14. სოკო კეცზე - 5.00 ლარი;
15. ხორცის ბლინები - 4.00 ლარი;
16. ლობიო ქოთანში ნიგვზით - 4.50 ლარი;
17. შემწვარი კალმახი - 6.00 ლარი;
18. თევზი ქინძმარში - 13.00 ლარი;
19. შემწვარი ქათამი - 17.50 ლარი;
20. იმერული ხაჭაპური - 6.50 ლარი;
21. პური - 0.75 ლარი;
22. მჭადი - 1.00 ლარი;
23. ლიმონათი - 1.50 ლარი;
24. ბორჯომი - 1.40 ლარი
25. ღვინო „წარაფი“ – 1ლ - 4.50 ლარი.
მენიუს ვარიანტი გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mof.ge, აგრეთვე, ფინანსთა სამინისტროს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
ამიერიდან, ფინანსთა სამინისტრო გამოგზავნილი წინადადებების გათვალისწინებით გაუმასპინძლდება სტუმრებს, რომლებიც პირველად არიან ქვეყანაში - არ იცნობენ ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს და ქართულ სამზარეულოს.
ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომავალშიც წინასწარ გამოქვეყნდება ოფიციალური დელეგაციების პატივსაცემად გასამართი მიღებების მენიუები, რათა ერთხელ და სამუდამოდ, შეწყდეს სამინისტროს წინააღმდეგ დაგეგმილი მიზანმიმართული და სამარცხვინო კამპანია“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ასე, რომ პატივცემულო მკითხველო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თითოეული სტუმრის ერთჯერადი გამოკვება თურმე 130 ლარამდე უჯდება.
კი ბატონო, ჭამონ ღმერთმა შეარგოთ და თუ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკით ცნობილი დასავლელი მეგობრები მათთვის უცნობი კერძების არასასურველი კომბინაციის გამო დიარეას დაიმართებენ, თავს არც ამაზე მოვიკლავთ დიდად, მაგრამ საინტერესო ისაა, როგორ უნდა შეიტანოს კორექტირება საზოგადოებამ ხადურის მენიუში, როგორც ამას თავად ხადურის უწყება გვთავაზობს?
„ამიერიდან, ფინანსთა სამინისტრო გამოგზავნილი წინადადებების გათვალისწინებით გაუმასპინძლდება სტუმრებს, რომლებიც პირველად არიან ქვეყანაში - არ იცნობენ ქვეყნის კულტურას, ტრადიციებსა და ქართულ სამზარეულოს“ - აცხადებენ სამინისტროში, მაგრამ არ აკონკრეტებენ, რა ფორმით უნდა გავგზავნო მაგალითად, მე ჩემი წინადადება ხადურის სტუმრების მენიუს სრულყოფის მიზნით?
ან დავუშვათ, საქართველოს რომელიმე მოქალაქეს შავი პური, ხახვი და მარილიანი „სელიოდკა“ ან კარგა ბლომად ნივრით შეზავებული ხაში უყვარს, თუ ეს მოქალაქე ფინანსთა სამინისტროში წერილს აფრენს, არიქა ჩვენ უცხოელ სტუმრებს ეს კერძებიც დააგემოვნებინეთო, გაითვალისწინებს კი ამას ნოდარ ხადური?
სავარაუდოდ, აქ საქმე ფინანსთა მინისტრის ერთ ჭკვიანურ გათვლასთან გვაქვს: ქართველი კაცი თავისი ბუნებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ზემოთჩამოთვლილ მენიუს არაფერს მოაკლებს, რადგან პირის გემო არავისზე ნაკლებად არ ვიცით, ხოლო აი დამატებას რაც შეეხება, აღნიშნული მენიუს გამდიდრება უამრავი სხვა გემრიელი კერძით შეიძლება. ანუ, ხადურის სავარაუდო გათვლებით, საზოგადოების აქტივობა მენიუს შედგენაში მისი გამდიდრების მიმართულებით წარიმართებოდა, რაც თავისთავად მენიუს გამრავალფეროვნებას გამოიწვევდა, ხოლო ამის შემდეგ, ფინანსთა მინისტრს ვერავინ ვეღარ ეტყოდა, რატომ შეუკვეთე ესეთი ძვირადღირებული კერძიო. ხოლო თუ ვინმე მაინც გაბედავდა და ეტყოდა, ხადურიც მსწრაფლ მიუგებდა, მე ამდენი საჭმელის შეკვეთის მომხრე არ ვიყავი, მაგრამ საზოგადოებამ მოითხოვა და ჩემთვის საზოგადოების მოთხოვნა უზენაესიაო.
ასე, რომ, თუ ვინმე სამინისტროს წერილს გაუგზავნის და ეტყვის, რომ ამიერიდან მენიუში მთლიანად შემწვარი ციკანი მუდმივად შეიტანეთო, ამით ხადურის გულსაც მოიგებს და ეროვნული მეციკნეობის (თუ მეთხევეობის) განვითარებაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
ერთადერთი, რაშიც ხადურს შეიძლება დაეთანხმო ისაა, რომ წინა ხელისუფლება საბიუჯეტო თანხებს გაცილებით დიდი რაოდენობით და გაცილებით უფრო არამიზნობრივად, უფრო პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, სულელურად ხარჯავდა.
ამისთვის მხოლოდ სილიკონის ძუძუებიანი კბენია მასაჟისტის დოქტორ დოტის საქართველოში ჩამოყვანაც კმარა, რომელიც ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს რამდენიმე დღის განმავლობაში კბენდა და ეს კბენა, ქვეყნის ბიუჯეტს მილიონზე მეტი დაუჯდა.
მართალია შემწვარი ციკნის ხორცისთვის კბენა დოქტორ დოტის კბენაზე გაცილებით უფრო იაფი ჯდება, მაგრამ უპრიანი იქნებოდა, თუ თუნდაც იგივე ხადურის უწყება, იმ მენიუსაც გამოაქვეყნებდა, რითაც მას უცხოეთში ვიზიტების დროს უმასპინძლდებიან.
გასაგებია, პროტოკოლი ითვალისწინებს სამახსოვრო საჩუქრებს, კულტურულ ტურებს და კვებასაც, რაც ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ საეჭვოა, რომ დასავლეთ ევროპაში ხადურს ისეთივე გულუხვი და მრავალფეროვანი სარესტორნო მენიუთი დახვდნენ, როგორც ის ხვდება პოტენციურ ინვესტორებსა და სხვა ტიპის სტუმრებს.
თავად ბატონი მინისტრი კი ხარჯების ამ ოდენობას ქართული სტუმარ-მასპინძლობით და ტრადიციებით ხსნის. პოპულარულ ენაზე მისი ლოგიკა ამგვარად ჟღერს: - აბა, თავს ხომ არ მოვიჭრით და სტუმარს მშიერს ხომ არ გავუშვებთ?
კი ბატონო გასაგებია, რომ ჩვენს ტრადიციებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მენიუში, დაახლოებით კერძების ნახევარი არაქართული წარმომავლობისაა, დარჩენილი ნახევრის ნახევარი კი საეჭვო ან სადავო წარმომავლობისაა და რა შუაშია აქ ქართული ტრადიციები?
ზოგადად კი, სჯობს ხადურს ის პირები ვასტუმროთ, ვინც, რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს მიმართ არცთუ კეთილად არიან განწყობილები. დაახლოებით 1 კვირაში, მათ, ჭარბი ქოლესტერინის მიღების გამო მინიმუმ მოციმციმე არითმია განუვითარდებათ, რაც ჩვენი გატანჯული ქვეყნისთვის მცირედი შვება მაინც იქნება.

გიორგი აბრამიშვილი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა