logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ალასანიას მორიგი ლუსტრირება
ალასანიას მორიგი ლუსტრირება
14:27 28.04.2014
მას შემდეგ, რაც, აწ უკვე პრემიერყოფილმა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში ფეხი შემოდგა, საზოგადოება მის მიმართ მადლიერების გრძნობასთან ერთად გაოცების გრძნობასაც განიცდის.
მადლიერების გრძნობა, რა თქმა უნდა, მის მიერ სააკაშვილის რეჟიმის უსისხლოდ მოშორებას უკავშირდება, გაოცების გრძნობა კი, ქართველ ხალხში ჯერ კიდევ მაშინ წარმოიქმნა, როდესაც პოლიტიკაში ახლადფეხშედგმულმა ივანიშვილმა თავის პარტნიორებად რესპუბლიკელები და ალასანიას პარტია დაასახელა.
ამ ფაქტის შემდეგ საკმაოდ დიდმა დრომ განვლო და ქვეყნის ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი რამეც შეიცვალა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩეული პოლიტიკური პარტნიორები, საზოგადოების გაოცებას დღემდე წარმატებით ახერხებენ.
ჯერ იყო და, მოსახლეობას თავს გაურკვეველი კოჰაბიტაცია მოახვიეს, რომლის არსიც მართალია ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცოდა, მაგრამ მას დიდი რუდუნებით იცავდნენ სწორედ ივანიშვილის მიერ არჩეული რესპუბლიკელები და ალასანია.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სულ რაღაც ორიოდე თვის წინ, სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოსული ხელისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა-დაპატიმრებით ბევრს წააგებსო.
ლევან ბერძენიშვილის ამ განცხადებას, ქართველი საზოგადოების მხრიდან სათანადო რეაქცია მოჰყვა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ საკუთარი ამომრჩევლის არასასიამოვნოდ გაოცებას წერტილი ამით არ დასმია და ეს ესტაფეტა, ყველასგან მოულოდნელად, წარმატებით აიტაცა ისეთმა „ყოფილმა შეურიგებელმა ოპოზიციონერმა“, როგორიც გია ცაგარეიშვილია.
საზოგადოებამ ეს „გაოცებაც“ გადაყლაპა, რადგან ისინი იმ პიროვნებისგან, რომელიც პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიერ ცემას მხოლოდ ღვარღვარა ცრემლებით პასუხობდა, - მეტს არც მოელოდნენ.
სწორედ იმ „შეუპოვარმა ოპოზიციონერმა“ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეგონა, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას ძელზე გავაკრავდით, მაშინ ჩვენთვის ხმა არასწორად მოუციაო.“ ცაგარეიშვილის ეს ფრაზა ქართველი ხალხისთვის სილის გაწვნის ტოლფასი იყო, რადგან იმავე საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ცაგარეიშვილის ცრემლებით მოთქმაც და პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ გულში მჯიღის ბრაგუნიც.
გია ცაგარეიშვილი ნამდვილად არაა ის პერსონა და ფიგურა, რომლის გამონათქვამებზეც დიდხანს შეჩერება ღირს, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ მისი აღნიშნული გამონათქვამი, ახალი ხელისუფლების პიარის საერთო ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენს.
ყოფილი რეჟიმის მიმართ სითბო-სიყვარულის გამოჩენის ქადაგების ესტაფეტა, გასულ კვირაშივე წარმატებით გააგრძელა თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, როცა მან ერთ-ერთ გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენ რაღაცები უნდა ვაპატიოთო.
„კარგად მესმის მათი, ვისაც ძალიან ცუდად მოექცა სააკაშვილის ხელისუფლება, ვისაც დევნიდნენ და უდანაშაულოდ გამოამწყვდიეს ციხეში. ვიცი, რომ მათთვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხია და მინდა ვუთხრა: ჩვენი შვილების მომავლისთვის აუცილებელია, არ დავუშვათ ძალადობა პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის საფრთხეები, რაც ქვეყანას ემუქრება და არ დავანახოთ სამყაროს, რომ შიგნიდან ვართ გახლეჩილი. აქედან გამომდინარე, მოთმინება და ,,ნაციონალური მოძრაობისთვის“ რაღაცების პატიება მოგვიწევს“ - განაცხადა თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა.
ალასანიასთვის 9 წლიანი დანაშაულის პატიება ადვილია, რადგან მას დანაშაულებრივი რეჟიმის სიმწარე საერთოდ არ უგრძვნია, ვინაიდან თვით ოპოზიციაში ყოფნის დროსაც კი, მშვენივრად ახერხებდა სააკაშვილის ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციას.
ყველას ახსოვს როგორი მოლოდინი ჰქონდა ქართველ ხალხს ჯერ კიდევ ამერიკაში მყოფი ალასანიას მიმართ, როდესაც მან, 2008 წლის ავადსახსენებელი და სამარცხვინოდ წაგებული ომის შემდეგ ოპოზიციაში გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
ხალხი ირაკლი ალასანიას სახით, იმ დროს, მათთვის საძულველი რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად ლიდერს ელოდა, საქართველოში ჩამოსული დღევანდელი თავდაცვის მინისტრისგან კი მხოლოდ იმედგაცრუება და ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი მიიღო.
ამის შემდეგ იყო 2009 წლის აპრილის სამთვიანი აქციები, რა დროსაც ალასანია ტრიბუნიდან ხალხს, მათ უკითხავად ნაბიჯის გადაუდგმელობას ჰპირდებოდა, ხოლო საღამოობით, უნომრო შავი ფერის BMW-ს მარკის მანქანით პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარესთან წყნეთის აგარაკზე დადიოდა. ნაკლებადსავარაუდოა, რომ ალასანია მაშინ დავით ბაქრაძის ოპოზიციაში გადმობირებისთვის იღწვოდა.
სწორედ ალასანიას დამსახურება იყო კოსტავას ქუჩაზე, ტელევიზიასთან საკნების აღება.
მოგვიანებით კი, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი უკვე ავტორიტარიზმის ფარგლებს გასცდა და დიქტატურის კონტურები გამოიკვეთა, ირაკლი ალასანია იყო ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ იმ კეთილად განწყობილ „ოპოზიციონრებს“ შორის, რომლებიც კონსტრუქციული ოპონირების იდეას კბილებით იცავდნენ და აცხადებდნენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობას შეცვლიდნენ, რასაც სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა მოჰყვებოდა.
რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ყველამ ძალიან კარგად ვიცით როგორ შეცვლიდა ალასანია თავისი რვიანებით თუ ექვსიანებით ჯერ საარჩევნო კანონმდებლობას და მერე სააკაშვილის რეჟიმს.
უფრო სავარაუდოა, რომ ირაკლი ალასანიას, გარდა სულიერი სიახლოვისა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სხვა ვალდებულებებიც აკავშირებს, რის გამოც პერიოდულად გამოხტება ხოლმე და იმ ხალხის დასაცავ განცხადებებს აკეთებს, რომელთა ხილვასაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი არა პარლამენტში ან სხვა არჩევით ორგანოში, არამედ ოთხ კედელში უფრო ისურვებდა.
სხვათა შორის, დღეს ალასანიას თანამდებობიდან გამომდინარე, მას არავინ ეკითხება ვინ ვის რას აპატიებს, ის არც მთავარი პროკურორი და არც შინაგან საქმეთა ან პრემიერ-მინისტრია. მას ერთი კონკრეტული სფერო - ქვეყნის თავდაცვა აბარია და მისატევებელი ფირმანების გამოცხობას ურჩევნია ჯარს მიხედოს, უვარგისი საკვების გამო ჯარისკაცები თითქმის ყოველდღე რომ ეწამლება.
დანაშაულისთვის და დამნაშავეებისთვის კი კანონი არსებობს და ყველა დამნაშავემ მას უნდა გასცეს პასუხი, ხოლო თუ დანაშაული დაუმტკიცდება, კეთილი ინებოს და საცხოვრებლად რამდენიმე წლით გლდანში, დაცულ ტერიტორიაზე გადაინაცვლოს.
რაც შეეხება პატიებას, პატიების პრეროგატივა მხოლოდ ერთს, - ქართველ საზოგადოებას აქვს, ხოლო რამდენადაა ის მზად იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმის შემოქმედებს 9 წლიანი ტერორი და ღირსების შელახვა აპატიონ, ეს ძნელი გამოსაცნობი არაა. ქართველი ხალხის დაკვეთა სამართლიანობის აღდგენაა და ვერც ლევან ბერძენიშვილი, ვერც გია ცაგარეიშვილი და ვერც ირაკლი ალასანია, ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლიან, ვინაიდან ხალხის ძალას ისინი ვერ გადაწონიან, ამ ჭიდაობაში კი შეიძლება გაიჭყლიტონ.
ყველაზე შემაშფოთებელი კი ისაა, რომ მიტევებაზე „ქართული ოცნების“ ისეთი წევრებიც ალაპარაკდნენ, რომლებისგანაც ხალხი ამას არ ელოდა, თორემ ირაკლი ალასანიასგან, რომელიც ქართველ ხალს ხარისხიანებად და უხარისხოებად ჰყოფს, ეს ბევრს არც გაჰკვირვებია.
ახალი ხელისუფლების გულჩვილობა კი, დანაშაულისა და დამნაშავეების მიმართ, თავის გამოძახილს, დიდი ალბათობით, ორიოდე თვეში, საარჩევნო ურნებთან ჰპოვებს.

გიორგი აბრამიშვილი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა