logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"საღამოს გაზეთი" - ინვალიდის ეტლში მჯდომი პატიმარი კომისიას დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს
"საღამოს გაზეთი" - ინვალიდის ეტლში მჯდომი პატიმარი კომისიას დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს
12:12 15.04.2014

სასჯელაღსრულების ტუბერკულოზით დაავადებულთა მკურნალობის #19 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული დავით გორდაძე აცხადებს,

რომ მისი სამედიცინო დასკვნა გაყალბებულია.
როგორც მსჯავრდებულმა „საღამოს გაზეთს“ განუცხადა, დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ერთობლივმა მუდმივმოქმედმა კომისიამ გააყალბა, რომელიც ინდივიდუალურად იკვლევს პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობას და დასკვნის საფუძველზე მსჯავრდებულთა გათავისუფლების გადაწყვეტილებებს იღებს. გორდაძე პროკურატურას, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელს ეკა ბესელიას დახმარებას და მისი პრობლემით დაინტერესებას სთხოვს.
როგორც გორდაძემ „საღამო გაზეთს“ განუცხადა, სამედიცინო დასკვნაში მისი ყველა დაავადება ასახული არ არის, რეალური მდგომარეობა კი, გაცილებით მძიმეა. მსჯავრდებულის თქმითვე, მას სამი წელი აქვს სასჯელის სახით მოსახდელი, თუმცა რადგანაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, ის სასჯელის გადავადებას ან გაუქმებას ითხოვს. არსებული სამედიცინო დასკვნის საფუძველზე კი, მის ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებენ.
-აცხადებთ, რომ დასკვნა გაგიყალბეს, ვის ადანაშაულებთ ამაში?
-ჩემი სამედიცინო დასკვნა კონკრეტულად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მარიამ ჯაშის კომისიამ გააყალბა.
-რა მიზნით?
არ ვიცი, რა მოტივაცია ჰქონდათ. არადა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა სასჯელი გადამივადონ ან გამიუქმონ. ამ დასკვნის საფუძველზე კი, ეს შეუძლებელია.
-რა წერია დასკვნაში?
დასკვნაში წერია, რომ ქრონიკული C ჰეპატიტი, ქრონიკული ტუბერკულიოზი და ასევე, ქრონიკული პროსტატიტი მჭირს, თუმცა ჩემი ხარჯებით ჩავიტარე გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ საქმე უფრო სერიოზულადაა. მაქვს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც ჯაშის კომისიის დასკვნას არ ემთხვევა. სინამდვილეში ამ დაავადებებთან ერთად მაქვს მესამე ხარისხის ჰაერის უკმარისობა, თავის ტვინის ატროფია და წელს ქვემოთ მოწყვეტილი ვარ, ინვალიდის ეტლით გადავადგილდები.
-რამდენი წელი გაქვთ დარჩელი?
16 წელი უნდა მომეხადა, მაგრამ ამნისტია შემეხო. 11 წელი მოვიხადე. შემდეგ, სპეციალურად ჩადებული ტელეფონის გამო, ისევ მომისაჯეს სამი წელი და ეს სამი წელი მაქვს მოსახდელი, მაგრამ აღარ შემიძლია, უკვე უჯრედების კვდომა მიმდინარეობს, ეტლში ვზივარ ხომ გითხარით.
„საღამოს გაზეთი“ მსჯავრდებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად და იმის დასადგენად, გაყალბებულია თუ არა დავით გორდაძის სამედიცინო დასკვნა, სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, სასჯელაღსრულების ტუბერკულოზით დაავადებულთა მკურნალობის #19 დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ დავით გორდაძეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მისი შემთხვევა განსახილველად ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ერთობლივ კომისიაზე იყო წარდგენილი. კომისიამ, მოწვეული დამოუკიდებელი ექიმ-სპეციალისტების შეფასებათა საფუძველზე უარი უთხრა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გათავისუფლებაზე - მისი მდგომარეობა მძიმედ არ შეფასდა .
„შეუძლებელია სამი დამოუკიდებელი წყარო - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები, სამოქალაქო სექტორის ექიმი-სპეციალისტები და პენიტენციური ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მექანიზმების ფარგლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას შეცდომას უშვებდნენ, ან განზრახ ცვლიდნენ მონაცემებს,“ - აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.

ხატია ვარდოსანიძე

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა