logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„საღამოს გაზეთი“ - ჟვანიას კაბინეტში სეიფების გახსნასთან დაკავშირებით პეტრე მამრაძე დაკითხეს
„საღამოს გაზეთი“ - ჟვანიას კაბინეტში სეიფების გახსნასთან დაკავშირებით პეტრე მამრაძე დაკითხეს
10:58 12.04.2014
რას აცხადებს კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი „საღამოს გაზეთთან“ საუბრისას, ვის სდებს ის ბრალს ჟვანიას სეიფების გახსნაში და რა სავარაუდო სქემით მოხერხდა გარდაცვლილი პრემიერის კაბინეტში შეღწევა?
9 წლის შემდეგ ყოფილი პრემიერის საეჭვო გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება აქტიურ ფაზაში შედის. ამ დროისთვის დაკითხულია ათეულობით მოწმე და დაკავებულია სამი პირი: სახელმწიფო სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა და ჟვანიას დაცვის ორი წევრი მიხეილ ძაძამია და კობა ხარშილაძე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიება, ხმაურიანი დაკითხვებითა და დაპატიმრებებით კვლავ გაგრძელდება.
როგორც „საღამოს გაზეთისთვის“ ხდება ცნობილი, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურაში ძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური, პრემიერ-მინისტრის სეიფის ეპიზოდია. სეიფის, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში მის სამუშაო ოთახში იყო განთავსებული და გავრცელებული ვერსიით, ჟვანიას გარდაცვალების ღამეს გაიძარცვა.
ცნობილია აგრეთვე, რომ ყოფილი პრემიერის მეუღლე ნინო ქადაგიძე- ჟვანია, ეჭვობდა, რომ სეიფიდან ძვირფასი ნივთების ან დოკუმენტების გატანა, თვითნებურად, დაცვის უფროსის მონაწილეობით ან მისი მითითებით მოხდა.
ცნობილი ხდება კიდევ ერთი გაუხმაურებელი ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ სეიფის ეპიზოდზე დაკითხულია სახელმწიფო კანცელარიის მაშინდელი ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე.
„საღამოს გაზეთის“ კონფიდენციალური წყაროს მტკიცებით, მამრაძე ამ საქმეში ყელამდეა გასვრილი და შესაძლოა ის პასუხისგებაშიც მისცენ. მისივე თქმით, პეტრე მამრაძე უშუალო შემხებლობაშია სეიფიდან საიდუმლო და სრულიად საიდუმლო დოკუმენტების გაუჩინარებასთან.
9 წლის წინ გამოძიებისთვის კანცელარიიდან შეთავაზებული იქნა ვერსია, რომლის მიხედვითაც, ზურაბ ჟვანიამ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, სეიფიდან თავად გაიტანა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მათ შორის პირადი საბანკო ანგარიშებიც. თუმცა, ხელახალი ძიების შედეგად საქმე აყირავდა. კერძოდ კი, დგინდება, რომ საიდუმლო დოკუმენტები, სადაც სავარაუდოდ ჟვანიას პირადი საბანკო ანგარიშებიც იყო, სეიფიდან მისი გარდაცვალების ღამეს გაიტანეს. თუ რა იცის კანცელარიის ყოფილმა შეფმა აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, ამის გარკვევა ჩვენ პირადად პეტრე მამრაძესთან ვცადეთ.

-ბატონო პეტრე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, კერძოდ სეიფის ეპიზოდზე დაიკითხეთ...

- 2012 წლის დეკემბერში, მე მთხოვეს მომეყოლა, როგორც კანცელარიის უფროსის ხედვა ბოლო დღის ანუ ოთხშაბათი დღის შესახებ. მათ ეს ყველაფერი მოვუყევი და მერე მკითხეს ვიცოდი თუ არა რაიმე სეიფთან დაკავშირებით. მე ამაზე არაფერი არ ვიცოდი, მოგვიანებით კი მივხვდი, რომ მათ ჟვანიას დაცვის უფროსი კობა ხარშილაძე აინტერესებდათ, რომელიც იქ შევიდა და სეიფები გახსნა.

-ბატონო პეტრე როგორც კანცელარიის მაშინდელი ხელმძღვანელი, რით ხსნით იმ ფაქტს, რომ პრემიერის გარდაცვალების ღამეს მისი სეიფები ასე დაუდევრად გაიხსნა, ან თქვენ სად იყავით ამ დროს?

-მე ბევრჯერ მომიყოლია პრესით, მანამ, ვიდრე პროკურატურაში მექნებოდა საუბარი, რომ დაახლოებით დილის 4 საათზე გია ბარამიძემ დამირეკა და ეს ტრაგიკული ამბავი შემატყობინა. მე მას ვკითხე როგორ მოვიქცე-თქო. შეგახსენებთ, ბარამიძე მაშინ ვიცე-პრემიერი იყო, ანუ, ის, ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, მის მოვალეობას ავტომატურად ასრულებდა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება ჰქონდა.
მან ტელეფონში მითხრა, რომ შენ ცოტა ადრე მიდი კანცელარიაშიო. მართლაც ადრე მივედი, მაგრამ ეს იმის შემდეგ იყო, რაც ხარშილაძე მივიდა იქ და სეიფები გახსნა. ხაზს ვუსვამ, იმ შემთხვევაშიც კი, მე რომ კანცელარიაში ჩემს სართულზე ვყოფილიყავი, ვერც მე და ვერცერთი თანამშრომელი ხარშილაძის შემოსვლას ვერ გაიგებდა, რადაგნ მან სავარაუდოდ იმ ლიფტით ისარგებლა, რომელიც პრემიერისა და პრეზიდენტის კაბინეტებთან პირდაპირ ადიოდა. ამ სპეც-ლიფტს სახელმწიფო დაცვა იცავდა და მისი კაბინა რომ დაგეძრა, სპეციალური გასაღები სჭირდებოდა.

-ბატონო პეტრე წინა დღეებში, ვგულისხმობ ზურაბ ჟვანის გარდაცვალებამდე პერიოდს, სეიფთან ან მის პირად საიდუმლო დოკუმენტებთან შეხება არ გქონიათ?

-არასოდეს! მე არც კი ვიცოდი სად მდებარეობდა ეს სეიფები.

-ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ერთ-ერთი ინფორმაციით, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზურაბ ჟვანიამ სეიფიდან სრულიად საიდუმლო და გრიფით საიდუმლო დოკუმენტაცია თითქოს გაიტანაო?

-ეს არის ტყუილი! კანცელარიაში შემოსული და გასული ყველა დოკუმენტი ტარდება, ასე რომ ამის დადგენა ძალიან მარტივია, თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ თავად ჟვანიას ჰქონდა სეიფში ისეთი საიდუმლო დოკუმენტები, რომელიც გატარებული არ იყო. შესაბამისად, ასეთი დოკუმენტების გატანა შესაძლებლად მიმაჩნია, რადგან ის კანცელარიაში არ იქნებოდა გატარებული.

-ხომ არ გსმენიათ რაიმე პრემიერის პირად საბანკო ანგარიშებზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია შესაძლოა სწორედ მის სეიფებში ინახებოდა და შემდგომში გაუჩინარდა.?

-არა, პირად ანგარიშებზე არაფერი არ მსმენია. ვიცი მხოლოდ ის, რომ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ ოფიციალურად უჩივლა კობა ხარშილაძეს სეიფიდან დაკარგული თანხისა და ძვირფას ნივთებთან დაკავშირებით.

-კარგით, დიდი მადლობა ბატონო პეტრე..

-არა მოიცადეთ, მინდა თქვენთან ერთი განცხადება გავაკეთო. მე ძალიან კარგად ვიცნობდი მაშინდელ იერარქიას და მის როგორ ოფიციალურ, ასევე არაოფიცილურ მხარეებს. ამიტომაც მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კობა ხარშილაძე ვერ გაბედავდა იმ სპეცშესასვლელიდან პრემიერის აპარტამენტებში შეღწევას სპეციალური ლიფტით და ასევე ვერ გაბედავდა სეიფების გახსნას სააკაშვილის უშუალო ბრძანების გარეშე. ხაზს ვუსვამ, - სააკაშვილის ბრძანების გარეშე!!!

-ანუ პრეზიდენტმა უბრძანა ხარშილაძეს სეიფის გახსნა?

-რა თქმა უნდა პრეზიდენტი კობას პირადად არ დაელაპარაკებოდა, მაგრამ ეს მოხდებოდა მერაბიშვილისა და ადეიშვილის იერარქიიდან და ალბათ მას, სახელმწიფო დაცვის ხელმძღვანელი დაავალებდა. ფაქტია, რომ ნინო ჟვანიამ სეიფებთან დაკავშირებით იჩივლა და საქმეს მსვლელობა არ მისცემია. იმის მაგივრად, რომ კობა ხარშილაძე პასუხისგებაში მიეცათ, ის დააწინაურეს გამგებლის მოადგილე გახდა და მისი კარიერა ძალიან საინტერესოდ განვითარდა. აი ეს მინდოდა მეთქვა.

- როგორც ჩანს კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ სეიფების გახსნის და ძარცვის ეპიზოდი გამოძიებას სააკაშვილზე გაიყვანს, ხოლო ამ საქმესთან მის შემხებლობას გამორიცხავს. საპირისპიროს ამტკიცებს „საღამოს გაზეთის“ კონფიდენციალური წყარო, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც მამრაძის დაკითხვის შესახებ, თავად მამრაძემვე დაადასტურა.
მთავარი პროკურატურიდან გამოსული არაოფიციალური ინფორმაცით, სეიფების გახსნის საქმეში, ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სწორედ პეტრე მამრაძეა. ადამიანი, რომელიც დღემდე კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ზურაბ ჟვანია უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, ანუ გამათბობელიდან გაჟონილი ბუნებრივი აირით გაიგუდა.

ირაკლი ხომერიკი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა