logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიაგნოზი, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება
დიაგნოზი, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება
13:11 31.03.2014
ამ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ცნობილი ქართული ტელევიზიის ეთერით, ასევე ერთ-ერთი ცნობილი პიროვნების მონოლოგს ვუსმენდი, რომელიც, რატომღაც ინტერვიუდ მონათლეს.
პიროვნება, რომელიც ამ ტელეეთერში საუბრობდა და რომლის სახელისა და გვარის გამხელისგან თავს შევიკავებ, ჯანსაღი ადამიანის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოროტი ხმების თანახმად, ამ ადამიანის ფსიქიური აშლილობის შესახებ ჯერ კიდევ 7-8 წლის წინ მსოფლიოს რამდენიმე წამყვანმა ფსიქიატრიულმა კლინიკამ დადო დასკვნა, ეს ადამიანი ამ პერიოდის განმავლობაში, თავისი ავტორიტარული ბუნებიდან გამომდინარე, შიშის ქვეშ მყოფ მოსახლეობას მაინც აიძულებდა, რომ ის ბრძნად ეღიარებინათ.
დღეს კი, როგორც იტყვიან „მეფე შიშველია“ და არც მისი ჯანმრთელობის შესახებაა დიაგნოზის დასმა რთული.
მოგეხსენებათ, ფსიქიატრიული მეცნიერება საკმაოდ ბევრ მიმართულებას მოიცავს და შესაბამისად, ზუსტი დიაგნოსტირება შესაძლოა პრობლემას წარმოადგენდეს, მაგრამ ამ ადამიანის მდგომარეობას, სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია, რომ შიზოფრენია ვუწოდოთ.
შევეცდებით ჩვენი დიაგნოზის სისწორეში დაგარწმუნოთ:
სამედიცინო ენციკლოპედიის თანახმად, შიზოფრენია ბერძნული სიტყვაა და ის სიტყვასიტყვით ჭკუის გათიშვად ( SCIZO -გათიშვა, PHREN- ჭკუა) ითარგმნება.
დაავადება შიზოფრენია მძიმე ფსიქიური დაავადებაა და ძირითადად, ახასიათებს დაუკავშირებელი მეტყველება, გარემოდან მოწყვეტა, ბოდვა, კარჩაკეტილობა, ჰალუცინაცია, ზოგ შემთხვევაში კი აკვიატებული აზრები. დაავადების დროს თანდათან ქვეითდება ფსიქიური აქტივობა, ხოლო დაავადება არცთუ იშვიათად 35-40 წლის ასაკში ვლინდება.
სამწუხაროდ, დაავადების მიმდინარეობა ქრონიკულია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ იკურნება.
რაც შეეხება ჩვენს მიერ დასმულ დიაგნოზს, დასაწყისშივე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პაციენტი სიტყვა „შიზოფრენიას“ აბსოლუტურად ამართლებს, ანუ მას ტვინი გათიშული აქვს. ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ადამიანი, რომელსაც ტვინი ჩართული აქვს და ის უმუშავებს, ღიად ლანძღვა-გინებას და პიროვნული შეურაცხყოფის მიყენებას დაუწყებს ვლადიმერ პუტინს, რომელსაც ამ რამდენიმე დღის წინ, სხვათა შორის, ისეთი ქვეყნის ლიდერიც კი მოეფერა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, როდესაც ობამამ განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე არც კი ვფიქრობთო. ამასთან, მხოლოდ გათიშული ტვინის პატრონს შეეძლო წამოგებოდა 2008 წლის აგვისტოს პროვოკაციას და მსოფლიოს თვალში რუსეთისთვის ნიღაბის ჩამოგლეჯის მოტივით, საკუთარი ტერიტორიების 20 პროცენტი უიმედოდ დაეკარგა. და, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტვინგამორთულ ადამიანს შეეძლო სწორედ იმ დროს, როცა ცხინვალში ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები სიცხისგან იბერებოდა და როცა კოდორის ხეობას თოფის გაუსროლელად ვაბარებდით, დედაქალაქის ცენტრში, შუა რუსთაველზე ტაშფანდურა მოეწყო და უფრო მეტიც, სამარცხვინოდ წაგებული ომი მოგებულად გამოეცხადებინა.
ანუ, როგორც დასაწყისიდან ჩანს, ჩვენი მასალის გმირს, ბერძნული სიტყვა „შიზოფრენიის“ ქართული თარგმანი აბსოლუტურად მიესადაგება.
რაც შეეხება სიმპტომატიკას, რომელიც აღნიშნულ დაავადებას ახასიათებს, სამწუხაროდ ეს სიმპტომები ჩვენი გმირის ქცევებში ნორმაზე მეტად გვაქვს სახეზე.
თითოეული მათგანი განვიხილოთ:
შიზოფრენიით დაავადებულებს ახასიათებთ დაუკავშირებელი მეტყველება; - ჩვენი მასალის გმირის თითოეული გამოსვლაც სწორედ ამის გამოხატულებაა. მას შეიძლება შეკითხვა დაუსვან საქართველოს გაჩანაგების, მისი მმართველობის დროს ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვისა და ქუჩაში ახალგაზრად ბიჭების ჩახოცვის შესახებ, ხოლო მან უპასუხოს თუ რა ცუდია პუტინი, რომელიც მას ერთი ადგილით ჩამოკიდებას უპირებს.
დამეთანხმებით, მსგავსი დაუკავშირებელი მეტყველების კლასიკურ მაგალითს ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტთა შორისაც კი ვერ წააწყდებით.
დაავადების მეორე სიმპტომი გარემოსგან მოწყვეტაა. როგორც წინა სიმპტომი, ჩვენს გმირს ეს სიმპტომიც ჭარბად აღენიშნებოდა და ის, გარემოსგან მოწყვეტის მიზნით, ხშირად თავს ბოდრუმს, ნიცასა და კანს აფარებდა, ორიოდე კეკლუცა გოგოს თანხლებით და რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. გარემოსგან მოწყვეტის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი, 2008 წელს გორში განვითარებული მოვლენების დროს, თვითმფრინავის ხმის გაგონებისას ჩვენი გმირის მოკურცხვლა იყო, როდესაც მან ადგილიდან ისე „მოწყვიტა“, რომ მაღალი რანგის ფრანგი სტუმარი და უცხოელი და ქართველი ჟურნალისტები გაოცებული დატოვა. საბოლოოდ კი, გარემოსგან მოწყვეტის მსურველმა, თავი ჯერ დაცვის ლაჯებში, ხოლო შემდეგ დაჯავშნულ მანქანაში ამოჰყო და შემთხვევის ადგილს სხვების დახმარებით გაერიდა.
შიზოფრენიის მესამე სიმპტომი ბოდვაა. ამ სიმპტომზე დიდხანს არ შევჩერდები, ვინაიდან, ვინც ჩვენი გმირის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით გამოსვლას უყურა, ამ სიმპტომს ეჭვის ქვეშ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დააყენებს, ვინაიდან, მთელი გამოსვლის განმავლობაში მაყურებელი ბოდვას უსმენდა, რომელიც შიგადაშიგ, თავხედობამდე მისული ტყუილებით იყო შეზავებული.
კიდევ ერთი სიმპტომი, რაც ჩვენს მიერ დასმულ დიაგნოზს, ანუ შიზოფრენიას ახასიათებს, ეს კარჩაკეტილობაა.
მოგეხსენებათ, რომ კრიზისულ სიტუაციებში, ჩვენი მასალის გმირი მუდმივად კარჩაკეტილობას მიმართავდა და მასთან კონტაქტს მხოლოდ დედამისი ან ბებიამისი თუ ახერხებდნენ. ჩვენი გმირის კარჩაკეტილობას უსვამს ხაზს ის გარემოებაც, რომ დღიდან ძალაუფლების დათმობისა, ის თავის ყოფილ თანაგუნდელებთან და თანამებრძოლებთან ურთიერთობასაც კი გაურბის და ცდილობს, რომ ყველასგან იზოლირებული იყოს.
რაც შეეხება მეხუთე სიმპტომს, ეს ჰალუცინაციაა და შეიძლება ითქვას, რომ იმ სიმპტოთა შორის, რომელიც ჩვენს გმირს მრავლად აქვს, ყველაზე წარმომადგენლობითად სწორედ ჰალუცინაციის სიმპტომი გამოირჩევა.
მოგეხსენებათ, ჰალუცინაცია იგივე მოჩვენებაა.
ჩვენს გმირს კი მრავალი წლების განმავლობაში ეჩვენებოდა, რომ მისი ქვეყანა ორი სახეობის პოპულაციით იყო დასახლებული, რომელთაგან პირველნი, ანუ ჯანსაღი ნაწილი მისი მხარდამჭერები იყვნენ, ხოლო მეორენი უკლებლივ ყველა, - რუსეთის აგენტები.
მას მრავალი წლის განამვლობაში ეჩვენებოდა, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ერთი ადგილით კიდებდა და ამ მოჩვენებით გამწარებული, ბრაზს საკუთარ ხალხზე იყრიდა,
მას მრავალი წლის განმავლობაში ეჩვენებოდა, რომ საქართველოსთვის თანამედროვე დავით აღმაშენებელი იყო და ეგონა, რომ ქვეყანას, რომელსაც სინამდვილეში წარმოუდგენელი ტემპებით ანგრევდა, - წარმოუდგენელი ტემპებით აშენებდა.
ეჩვენებოდა, რომ ხალხს უყვარდა და ვერ გრძნობდა იმ სიძულვილსა და აგრესიას, რაც მან თავისი მოღვაწეობის დროს საკუთარ ხალხში დათესა.
როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენს გმირს ჰალუცინაციები განსაკუთრებით შორს ჰქონდა წასულითქო, ვგულისხმობთ იმასაც, რომ მას მუდმივად მიაჩნდა ნახევრად დანგრეული ბათუმი ნიცასა და კანზე უკეთესი ინფრასტრუქტურისა და კლიმატური პირობების მქონე კურორტად და ამის დასამტკიცებლად, შემოდგომის მიწურულს ზღვაშიც კი ხტებოდა და ჰაერის ტენიანობას გრადუსებში ზომავდა.
ჩვენი გმირის ფსიქიკაში არსებული ჰალუცინაციების ჩამოთვლა თითქმის უსასრულოდ შეიძლება, ამიტომ სჯობს მისი დაავადების შემდეგ სიმპტომატიკაზე გადავიდეთ.
შემდეგი სიმპტომი კი აკვიატებული აზრებია, რომლის სიმცირესაც, დამეთანხმებით, რომ ჩვენი გმირი ნამდვილად არ უჩიოდა.
მას აკვიატებული ჰქონდა, რომ როგორც ქვეყნის უდიდეს პატრიოტს, მუდმივად ებრძოდა რუსეთი და მისი პრეზიდენტი და ამ მიზნით, საქართველოს ტერიტოტიაზე კარგად „გაწვრთნილ ტერორისტებს“ აგზავნიდა. თანაც რუსები თბილისში ტერაქტების მოსაწყობად „ტერორისტებს“ ისე არჩევდნენ, რომ ისინი დედაქალაქში ნამყოფებიც კი არ იყვნენ.
ჩვენს გმირს აკვიატებული ჰქონდა, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ხიდებს, შადრევნებსა და „ტრუბებს“ აშენებდა და ამასთან, მთელ მსოფლიოში ყველაზე გემოვნებიან ფერებში ღებავდა შენობათა ფასადებს.
ჰალუცინაციური სიმპტომებისა არ იყოს, ჩვენი გმირის აკვიატებული აზრების შესახებ სიმპტომების ჩამოთვლაც თითქმის უსასრულოდ შეიძლება, ამიტომ შემდეგ სიმპტომზე, ანუ - ფსიქიური აქტივობის დაქვეითებაზე გადავიდეთ.
მისი ფსიქიური აქტივობის დაქვეითება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ის ძალაუფლებას ეზიარა და ეს დაქვეითება, წლების განმავლობაში გეომეტრიულად პროგრესირებდა, რისი მაგალითიც აშკარად სახეზე გვაქვს.
კიდევ ერთი სიმპტომი, რაც შიზოფრენიას ახასიათებს, ეს მისი გამოვლინების ასაკია. ანუ, როგორც აღვნიშნეთ, შიზოფრენია ძირითადად, 35-40 წლის ასაკში ვლინდება.
თუ იმასაც გავითვალისწინეთ, რომ ჩვენი გმირი თავის შიზოფრენიულ ბუნებას მაქსიმალურად მალავდა დაამ დაავადებას პატრიოტიზმის ნაბადში ახვევდა, გამოდის, რომ მან თავისი შიზოფრენიკობა საჯაროდ 36 წლის ასაკიდან, ანუ უმაღლესი ხელისუფლების ხელში აღებიდან დაიწყო.
ვფიქრობთ აქ კამათიც კი უადგილოა.
რაც შეეხება ბოლო სიმპტომს, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, კამათი აქაც უადგილოა, რადგან ფაქტი, რომ შიზოფრენიის დაავადება ქრონიკულია და არ იკურნება, - აშკარად სახეზეა.
ეს ფაქტი სახეზეა 2003 წლის შემდეგ და თუ მის შეუქცევადობას და სამედიცინო პრაქტიკაში მსგავსი პრეცედენტის არქონას გავითვალისწინებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენი მასალის გმირი ამ დაავადებისგან განიკურნოს.
თუმცა უნდა ითქვას, რომ აღნიშნული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება ისეთი ეფექტური იარაღი, როგორც სპეციალური ხალათია და რომლის სახელოებიც ზურგზე იკვრება.
ხოლო იმაში, რომ ჩვენს მეგობარს ჯერჯერობით ეს ხალათი არ აცვია, ან თუნდაც ხელბორკილები არ უკეთია, ისევ და ისევ, ახალი ხელისუფლების და მასში შემავალი ზოგიერთი პოლიტიკური ძალის დამსახურებაა. კონკრეტულად კი იმ სახელისუფლებო ძალების, რომლებიც ჩვენი გმირის დაკითხვაზე დაბარების გამო, დღემდე მოთქვამენ და აცხადებენ, რომ ეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის კარგის მომტანი არ იქნება.

გიორგი აბრამიშვილი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა