logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შს სამინისტრო ფართომასშტაბიან ანტინარკოტიკულ კამპანიას იწყებს
შს სამინისტრო ფართომასშტაბიან ანტინარკოტიკულ კამპანიას იწყებს
11:54 24.03.2014
შინაგან საქმეთა სამინისტროში ე.წ. „ბიოს“ მოხმარების წინააღმდეგ მიმართული ანტინარკოტიკული საგანმანათლებლო კამპანიის და კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო რგოლების პრეზენტაცია გაიმართა.

კამპანიის მიზანია ე.წ. „ბიონარკოტიკის“ გამოყენების პრევენცია და მოსახლეობის ინფორმირებულობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეს შეიცავს აღნიშნული ნარკოტიკი ჯანმრთელობისთვის.

შსს-მ პარლამენტში კანონპროექტიც შეიტანა, რომლის მიზანიც ე.წ. „ბიონარკოტიკის“ გამოყენების პრევენციაა. კანონპროექტის თანახმად,
აიკრძალება ე.წ „ბიოს“ შეძენა, შენახვა, გასაღება, შემოტანა და გატანა. აღნიშნული ქმედებების ჩადენა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალებები ძნელად მოპოვება და თუ მსგავსი ფაქტი გამოვლინდა, შსს-ს შესაბამისი რეაქცია ექნება.

„ჩვენ რამდენიმე ხნის უკან შევიტანეთ კანონპროექტი პარლამენტში, რომლის მიზანიც ე.წ. ბიო ნარკოტიკის გამოყენების პრევენცია და მოსახლეობის ინფორმირებულობაა, თუ რა საფრთხეებს შეიცავს მათი ჯანმრთელობისთვის აღნიშნული ნარკოტიკები.

საქართველოში დღეს ნარკოტიკული საშუალებები ძნელად მოიპოვება და თუ მსგავსი ფაქტი გამოვლინდება შსს შესაბამის რეაქციას მოახდენს”- აცხადებს ჭიკაიძე.

ანტინარკოტიკული კამპანიის პრეზენტაციას შს მინისტრის გარდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სპორტისა და ახლგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრნენ.

მინისტრებმა ყურადღება ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების როლზე გაამახვილეს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ნარკოტიკებთან ბრძოლის მიმართულებითაა დაგეგმილი, სააფთიაქო ნარკომანიის მართვასაც გულისხმობს და ამ კუთხით უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგმულია.

„ნარკოტიკული დამოკიდებულების პრობლემის მოგვარებას ვერც ცალკე აღებული რომელიმე სამინისტრო და ვერც მთავრობა ვერ გაუმკლავდება, თუ საზოგადოების მხარდაჭერა არ იქნება.

სახელმწიფოს უკვე მზად აქვს ფართომასშტაბიანი სტრატეგია, რომელიც ნარკოდამოკიდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციას, ზიანის შემცირებას, მოთხოვნისა და მიწოდების შემცირებას და პირველ რიგში, ამ ადამიანთა მკურნალობასა და რეაბილიტაციას მოიცავს.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიმართულია ნარკოდამოკიდებულების მართვისადმი, სააფთიაქო ნარკომანიის მართვასაც ითვალისწინებს.

უკვე განხორციელდა რიგი საკანონმდებლო ცვლილებები ამ მიმართულებით და მედიკამენტები, რომლებიც ნარკოტიკული თრობისთვის გამოიყენება, თავისუფალ გაყიდვაში აღარ არის, ამ სფეროს რეცეპტი არეგულირებს,“ - განმარტავს დავით სერგეენკო.

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ლევან ყიფიანის თქმით კი,
ნარკომანიასთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა სპორტსაც ენიჭება.
როგორც მინისტრი აცხადებს სპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

„სლოგანი - „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“ გამოხატავს მთავრობის დამოკიდებულებას ამ პრობლემისადმი. ამ პროცესში მთელი საზოგადოება უნდა იყოს ჩართული, სპორტს ჩვენ დიდ როლს ვანიჭებთ. ის ალტერნატივა გახლავთ, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს უნდა შევთაზოთ. სპორტი უნდა გახდეს ჩვენი ახალგაზრდობისთვის ხელმისაწვდომი და ეს უნდა იყო მთელი საზოგადოების ზრუნვის საგანი“- აცხადებს ყიფიანი.

კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლებით, ექიმები მოქალაქეებს იმის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, თუ რა საფრთხეებს შეიცავს მათი ჯანმრთელობისთვის ე.წ. „ბიონარკოტიკი“.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო რგოლის საშუალებით კი, საზოგადოება იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყობს, რაც ე.წ. „ბიოს“ მოხმარებას ახასიათებს.

საინფორმაციო რგოლები ტელე და რადიო ეთერში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდება.


ხატია ვარდოსანიძე

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა