logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„კა გე ბე“-შნიკური კუდი, რომლის დამალვაც შეუძლებელია
„კა გე ბე“-შნიკური კუდი, რომლის დამალვაც შეუძლებელია
12:10 24.03.2014
თუ აქამდე საზოგადოება, საქართველოს პრეზიდენტყოფილის ნათესავებიდან, მხოლოდ მეცნიერ-ბიზნესმენ გიული ალასანიასა და მზია ბებოს იცნობდა, ხოლო მიშას “კა გე ბე”-შნიკი ბიძის თემურ ალასანიას შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, დღეს ეს რეალობა ნაწილობრივ შეიცვალა.
როგორც ჩანს მიხეილ სააკაშვილს ძალიან გაუჭირდა, რადგან მისი ბიძა თემურ ალასანია, საზოგადოებას უჩვეულო ამპლუაში მოევლინა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ს, პირდაპირ ეთერში ვრცელი ინტერვიუ მისცა.
ამ ინტერვიუს განხილვით თავს ნამდვილად არ შეგაწყენთ და ყურადღებას მხოლოდ ბატონი თემურის „პატრიოტულ წარსულზე“ გავამახვილებთ.
როგორც ინტერვიუს მსმენელმა დაასკვნა, ბატონი თემურ ალასანიას მოღვაწეობა სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა და საქართველოს ბედნიერი მომავლისთვის უკომპრომისო და რისკიანი ბრძოლა.
სინამდვილეში ვინ არის თემურ ალასანია და რა წარსული აქვს პრეზიდენტის ბიძას?
ნამდვილად არ შევუდგებით იმაზე საუბარს, რასაც სათანადო მტკიცებულებები სჭირდება. მაგალითად იმას, რომ სააკაშვილის ბიძა იარაღით ვაჭრობის მსოფლიო დონის უკანონო ბიზნესშია ჩართული ან იმას, რომ სწორედ მან მოაწყო თავის დროზე სააკაშვილი საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურის ძალებში.
ვეცდებით უფრო კონკრეტული ფაქტებით ვისაუბროთ.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის სიძლიერე კვლავ ზენიტში იყო და მისი სპეცსამსახურები, მსოფლიოს სხვა განვითარებული ქვეყნების უძლიერეს სპეცსამსახურებს კვლავ შიშის ზარს სცემდნენ, ბატონი ალასანია, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ყმაწვილი, დიპლომატიური მისიით, არც მეტი არც ნაკლები, საბჭოთა კავშირის დაუძინებელი მოწინააღმდეგისა და რკინის ფარდის მიღმა მყოფი მთავარი ძალის - ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, სამუშაოდ გაუშვეს.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც საბჭოთა მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა პრაქტიკულად აუხდენელ ოცნებად ჰქონდათ ქცეული. ოცნება იყო თუნდაც ახლო აღმოსავლეთის იმ სოციალისტურ ქვეყნებში მოხვედრა, რომელთანაც საბჭოთა კავშირს ზედმეტად თბილი და ტკბილი დამოკიდებულება ჰქონდა.
ლავრენტი ბერიას მიერ აწყობილი სისტემა, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობდა, მაქსიმალურად უშლიდა ხელს რიგით მოქალაქეებს, რომ საბჭოთა კავშირის საზღვარი გადაეკვეთათ.
იმ შემთხვევაში კი, თუ მოქალაქეთა ამა თუ იმ ჯგუფს, კულტურულ, სპორტულ ან სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მიზნით საზღვარგარეთ წასვლის აუცილებლობა მაინც დაუდგებოდა, ამ ჯგუფის წევრებს „კა გე ბე“ გულმოდგინედ სწავლობდა. სწავლობდა საზღვარგარეთ წასვლის მსურველთა და მისი ოჯახის წევრების, ასევე სხვა ახლო ნათესავების ბიოგრაფიებს, ამოწმებდა ხომ არ ჰყავდა ამა თუ იმ პიროვნებას საზღვარგარეთ ნათესავი, ფარულად ამოწმებდა მის იდეურ-პოლიტიკურ დონეს და მხოლოდ ყველა კრიტერიუმის 100 პროცენტით დაკმაყოფილების შემთხვევაში თუ ეღირსებოდა საბჭოთა მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთის ნებართვა მიეღო.
თუმცა „მზრუნველი თვალი“ არც ვიზამიღებულ მოქალაქეს აკლდა და იმ ჯგუფში, რომელთან ერთადაც ის საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა, აუცილებლად ჩაუსვამდნენ ხოლმე პიროვნებას, რომლის მოვალეობაც სწორედ, საბჭოთა მოქალაქეების ქცევის გაკონტროლება იყო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ის რომელიმე მათგანს საეჭვო ქცევას შეამჩნევდა, ვალდებული იყო საბჭოთა კავშირის ადგილობრივი საელჩოსთვის ეცნობებინა. გარდა ჯგუფში ჩასმული ამ „ფხიზელი თვალისა“ უცხოეთში მყოფ საბჭოთა მოქალაქეებს მუდმივად უთვალთვალებდა კიდევ რამდენიმე „მზრუნველი თვალი,“ რომლებიც ამ მოქალაქეებისა და მათთან ჩასმული თავიანთი თანამშრომლის ქცევებს ერთნაირი სკულპულოზურობით აკვირდებოდნენ.
ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც „კა გე ბე“-ს აგენტები, უცხოელებად წარუდგებოდნენ საბჭოთა მოქალაქეებს და მათ შედარებით შინაურულ გარემოში, იდეურ-პოლიტიკური სიმტკიცის შემოწმების მიზნით, პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამდნენ.
სწორედ ასეთ დროს და ასეთ პერიოდში მიავლინეს „დიპლომატიური მისიით“ ბატონი თემურ ალასანია ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ, ხოლო მანამ ეკრა თუ არა მას პიჯაკის შიგნიდან „კა გე ბე“-ს უჩინარი „პაგონები“ და მინიმუმ რამდენი ვარსკვლავი იქნებოდა ზედ, - ეს თავად მკითხველმა განსაჯოს.
ფაქტს, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში, ამერიკაში დიპლომატიური მისიით სამუშაოდ მიავლინეს, ბატონი თემურ ალასანია ვერც უარყოფს და ვერც დამალავს, ვინაიდან არსებობს ისეთი მოწმე, რომელიც მართალია დღეს ცოცხალი აღარაა, მაგრამ მის მიერ დაწერილ თითოეულ სიტყვას განუზომლად უფრო მეტი ძალა და ნდობის ხარისხი აქვს, ვიდრე თემურ ალასანიას დისწულის სიტყვებს.
ეს „მოწმე“ კი, არც მეტი, არც ნაკლები, ყველასათვის საყვარელი ქართველი მწერალი და ჰუმანისტი ნოდარ დუმბაძეა.
მოგეხსენებათ, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა მწერალთა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ნოდარ დუმბაძეც შედიოდა, გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. სწორედ ამ მოგზაურობის დროს გაიცნო ბატონმა ნოდარმა თემურ ალასანია ქალაქ ვაშინგტონში.
„მახსოვს ვაშინგტონში მელორ სტურუამ შინ მიმიპატიჟა. იქ თემურ ალასანიაც იყო. მშვენიერი, ზრდილი ქართველი ახალგაზრდა, - დიპლომატიური კორპუსის თანამშრომელი“ - წერს ბატონი ნოდარი თავის „ამერიკულ დღიურში.“
ეს ის პერიოდია, რომ საბჭოთა კავშირიდან მწერლები და ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები, ნებისმიერი ხელსაყრელი შემთხვევის დროს გარბოდნენ და უმთავრესად მათ თავშესაფარს სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები აძლევდა, რაც, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის იდეოლოგიისთვის და საერთაშორისო იმიჯისთვის სერიოზული დარტყმა იყო.
აქედან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია, რომ საბჭოთა დაზვერვას ამერიკაში მყოფი მწერლების ჯგუფი გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყოლოდა და ამ მიზნით „დიპლომატიური კორპუსის თანამშრომელი“ თემურ ალასანიაც გამოეყენებინა. მითუმეტეს, რომ ბატონი ალასანია თავისი მანქანითაც კი ემსახურებოდა თურმე ნოდარ დუმბაძეს.
„თემურ ალასანიამ თავისი პატარა სპორტული მანქანით არლინგტონის სასაფლაოზე წაგვიყვანა მე, გრიშა ბაკლანოვი, იასენ ზასურსკი და ზალგინი“ - წერს ბატონი ნოდარ დუმბაძე.
ასე, რომ დღევანდელი განცხადებები რუსეთის მტრობისა და შეუდრეკელი პატრიოტობის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია.
სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „რუსთავი 2“-ის ეთერით გამოსვლისას, თემურ ალასანიამ ისეთი სამსახურები ჩამოთვალა სადაც მას უმუშავია, რომ იქ სპეციალურად დამუშავებული ადამიანების გარეშე არავის არ მიიყვანდნენ.
რამდენად შესაძლებელია ვირწმუნოთ ვერსია, რომ თემურ ალასანია შესაძლოა გასული საკუნის 80-იანი წლების დასაწყისში მართლაც იყო საბჭოთა სპეცსამსახურების აგენტი, ხოლო მოგვიანებით მასში პატრიოტიზმის გრძნობამ იძალა და „კა გე ბე“-ს მარწუხებიდან თავი დაიხსნა?
ეს ყველაფერი ფანტაზიის სფეროსაც კი სცილდება, რადგან ცნება „ყოფილი კა გე ბე“- შნიკი არ არსებობს.
ცნება „ყოფილი კა გე ბე“ - შნიკი იგივეა, რაც მშრალი წყალი, მყარი ჰაერი, გაყინული ცეცხლი ან გახურებული ყინული.
ყოფილი „კა გე ბე“ - შნიკები, უკეთეს შემთხვევაში, მიწის ქვეშ არიან და მათი საფლავები ოჯახის წევრებმა იციან, უარეს შემთხვევაში კი, ისინი ისეთი ხსნარით არიან დამუშავებულები, რის შემდეგაც დაშლილ-დამდნარი ადამიანის აბაზანის ტრაპში ჩარეცხვა არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს.
ასე, რომ სანამ რუსეთის წინააღმდეგ მუშტების მკერდში ბრაგუნზე გადავიდოდეს, მავანს ურჩევნია საკუთარ წარსულს გადახედოს და განცხადებები მერე აკეთოს, თუმცა, ამ შემთხვევაში რჩება ერთი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია და სპეცსამსახურების მუშაობის სფეროში დიდ ცოდნასა და ანალიზის უნარს მოითხოვს.
ეს კითხვა კი იმაში მდგომარეობს, რომ რატომ ვერ ახერხებს თემურ ალასანია საკუთარი დისშვილის ლობირებას რუსული პოლიტელიტის კარზე?
აქ რამდენიმე ვარაუდი შეიძლება წამოვაყენოთ, თუმცა ყველაზე საფუძვლიანია ვარაუდი იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კონტროლის ზონიდან გავიდა და მან დამოუკიდებლად, „ალექსანდრე მაკედონელობანას“ თამაში წამოიწყო, რამაც ასევე „კა გე ბე“-შნიკი ვლადიმერ პუტინი საკმაოზე მეტად გააღიზიანა.
ვარაუდს იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ბიძას აღარ უსმენდა, აძლიერებს ის ფაქტიც, რომ, მიხეილ სააკაშვილს, რევოლუციამდე მიცემული 2 მილიონი დოლარის სანაცვლოდ, ერთ- ერთმა გავლენიანმა კანონიერმა ქურდმა რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელად საკუთარი კანდიდატურის დანიშვნა სთხოვა, რაზეც თავდაპირველად სააკაშვილისგან თანხმობა მიიღო. ოდნავ მოგვიანებით კი, მას შემდეგ რაც ის პრეზიდენტად აირჩიეს, სააკაშვილმა დანაპირები წყალს გააყოლა.
როგორც კონკრეტული სანდო წყარო ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ პრესის ფურცლებიდან აცხადებდა, კანონიერ ქურდსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შუამავალი, სწორედ თემურ ალასანია ყოფილა, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მიშასთან დანაპირების ასრულების მოთხოვნით მისულა, მიხეილ სააკაშვილს კი, სასტუმრო „თბილისი მერიოტიდან,“ სადაც ეს შეხვედრა შემდგარა, საკუთარი ბიძაც საკმაოდ უხეში და არცთუ კორექტული ფრაზეოლოგიის თანხლებით გამოუსტუმრებია.

გიორგი აბრამიშვილი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა