logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მანანა კობახიძის უნებლიე აღიარება
მანანა კობახიძის უნებლიე აღიარება
12:00 24.03.2014
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციის შესახებ ეჭვი, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან რამდენიმე დღეში გაჩნდა, სულ რამდენიმე დღის წინ, ამავე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ქალბატონმა მანანა კობახიძემ კიდევ უფრო გაამყარა.
ვიცე-სპიკერმა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაცია ეჭქვეშ, ერთ-ერთ თოქ-შოუში მონაწილეობისას, გოკა გაბაშვილთან ოპონირების დროს დააყენა.
მართალია ეს „აღიარება“ უნებლიე, პაექრობისას წარმოქმნილი ემოციის შედეგი იყო, მაგრამ შინაარსობრივად ის ძალიან დიდ დატვირთვას ატარებდა.
კონკრეტულად კი, ვიცე-სპიკერმა ეთერში ნაციონალური მოძრაობის კლებად რეიტინგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აგონიაში მყოფი პარტიის საუბარი ხელისუფლების მხრიდან შევიწროებაზე, - სასაცილოა, რადგან ნაციონალებმა საპრეზიდენტო არჩევნებზე დაბალი შედეგი დადეს, ხოლო საპარლამენტო არჩევნები არასამართლიან და არაკონკურენტულ გარემოში ჩატარდა. კობახიძემ ინტერესი გამოთქვა აგრეთვე იმის შესახებ, თუ რამდენ პროცენტს აიღებს ნაციონალური მოძრაობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
„ღიმილის მომგვრელია, როცა ამბობთ, რომ ბრალს იმიტომ გიყენებთ, რომ პოლიტიკური ოპონენტი მოვიშოროთ. ნახეთ საიდან სად ჩამოხვედით. თქვენი რეიტინგი ძალიან ქვემოთ ჩამოვიდა. ნახეთ რა პროცენტი გქონდათ საპრალამენტო არჩევნებში. მართლა სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გარემო რომ ყოფილიყო, იმ ხმებს ნამდვილად ვერ მიიღებდით. ნახეთ რა მიიღეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე და იმასაც ნახავთ, რას მიიღებთ თვითმმართველობის არჩევნებზე“ - განაცხადა მანანა კობახიძემ გოკა გაბაშვილთან ოპონირებისას.

ამ განცხადებით ქალბატონმა მანანამ პრაქტიკულად დაადასტურა ქართველი ხალხის უმრავლესობის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა ამომრჩევლების რეალურ განწყობას არ ასახავს და მისი ლეგიტიმურობა, რბილად რომ ვთქვათ, დიდი ეჭვის ქვეშაა.

საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მართლაც მიიჩნევს, რომ დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობა არაადეკვატურია, თუმცა გაკეთდა თუ არა რამე ხელისუფლების ცვლის შემდეგ იმისთვის, რომ სამართლიანობა, თუნდაც ამ კუთხით მაინც აღმდგარიყო და ხალხს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მართლაც ის დეპუტატები ეხილა, ვისი ხილვაც სურდა, - ეს ცალკე საკითხია.

როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ეს მინიმუმ ნიშნავს, რომ ჩვენ, ჩვენი ჯიბიდან ხელფასებს, პრემიებსა და სამივლინებო ხარჯებს ვუხდით ადამიანებს, რომლებიც არ აგვირჩევია, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, იმ მილიონების ნაწილი, რაც პარლამენტის შესანახად ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი, კვლავ წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა კეთილდღებას ხმარდება.

საზოგადოებას კარგად ახსოვს, აგრეთვე, ყოფილი პრემიერისა და სამოქალაქო სექტორში გადასული ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების გაყალბება იგივე დონის დანაშაულია, რაც ფულის გაყალბებაო.

დაისაჯა ვინმე ფულის გაყალბების დონის დანაშაულის გამო?

არავინ არ დასჯილა, უფრო მეტიც, დღეს უკვე პარლამენტის ვიცე-სპიკერმაც აღიარა, რომ 2012 წლის არჩევნები არათანაბარ და ძალადობრივ გარემოში ჩატარდა, თორემ ნაციონალები ამდენ ხმებს ვერ აიღებდნენო.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას, რომელზეც, როგორც გამოდის თვალი ერთნარი წარმატებით დახუჭეს ნაციონალებმაც და ქართულმა ოცნებამაც, - თან, დასავლეთის მიერ თავსმოხვეული და ახალი ხელისუფლების გარკვეული ძალების მიერ ბეჯითად ატაცებული კოჰაბიტაცია მოჰყვა, რომელიც დღემდე წარმატებით გრძელდება.

ამ ფონზე, ნამდვილად რეალურ სახეს იძენს ეჭვი, რომ წინა და ახალ ხელისუფლებას შორის ხალხის ზურგს უკან დადებული გარიგება მოქმედებს, რომლის ძალითაც, ახალ ხელისუფლებას რეიტინგგაცვეთილი და მრავალგზის დანაშაულის ჩამდენი ოპოზიცია აწყობს, ხოლო ამ „ოპოზიციას“ გადასარჩენად, მინიმუმ, მათი საკანონმდებლო ორგანოში სათანადო დოზით ყოფნა სჭირდება.

ვერავინ ვერ იტყვის ქალბატონ მანანა კობახიძეზე, რომ ის კოჰაბიტაციის პროცესით ტკბობას ისევე მიეცა, როგორც თუნდაც, მისი თანაგუნდელი რესპუბლიკელები, რადგან ხელისუფლების ცვლილებამდე, მანანა კობახიძე იყო ადამიანი, რომელიც თავის ორგანიზაცია - „საზოგადოებრივ დამცველთან“ ერთად სააკაშვილის რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ადამიანებს კბილებით იცავდა.

ეს ყველაფერი საზოგადოებას ახსოვს და მით უფრო გასაკვირია, რომ პარლამენტში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებული ის ძალები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს არა „კონსტრუქციულად“, არამედ რეალურად ებრძოდნენ, დღეს გაჩუმებულები არიან და კოჰაბიტაცისთვის ფეხაწყობილ პოლიტიკოსებს მისდევენ.

არჩევნები ყალბდებოდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც და ამას, ავტორიტარული და რეპრესიული რეჟიმისგან დაშინებული მოსახლეობა ეგუებოდა, ვინაიდან, მაშინ ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლას ერთეულები თუ ბედავდნენ და როგორც წესი, მათ უმრავლესობას „დინების წინააღმდეგ წასვლა“ ქონების ან უარეს შემთხვევაში, თავისუფლების დაკარგვად უჯდებოდათ.

გასაგებია, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა არჩევნები, რომლის შედეგებიც საზოგადოების განწყობას სრულად გამოხატავს, რადგან ყოველთვის, ყველა ქვეყანაში არსებობს მცირედი და არცთუ უშედეგო მცდელობა იმისა, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინონ.

ეს, როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიოსთვის ჩვეულებრივი ფაქტია, მაგრამ აქ განსხვავება, მასშტაბებში უნდა ვეძებოთ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები რომ საზოგადოების რეალური განწყობისგან 2, 3 ან თუნდაც 5 პროცენტით ყოფილიყო აცილებული, ხალხი ამაზე თვალებს დახუჭავდა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერი იყო პერიოდი, როცა მიხეილ სააკაშვილის რეპრესიულ-ტერორისტული მანქანა ჯერ კიდევ მძლავრად მუშაობდა, როცა ადმინისტრაციულ რესურსს მთლიანად „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებდა და როცა მათ ხელში იყო აგრეთვე ისეთი დიდი პროპაგანდისტული იარაღი, როგორიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი 3 მდიდარი ტელეკომპანიაა.

რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში არჩევნების უმნიშვნელო გაყალბებაზე საუბარიც კი სასაცილოა.

აღარაფერს ვამბობ იმ ცნობილ ფაქტებზე, როცა საარჩევნო უბნებზე ავტომატიანი ძალოვნები დარბოდნენ და ყუთებს იტაცებდნენ.
ასე, რომ ქართველი ხალხის განწყობა და რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი პარლამენტი არალეგიტიმურია, ქალბატონმა მანანამ ირიბად დაადასტურა.

ეს პარლამენტი კი ამ შემდაგენლობით, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სტატუსს, თუ ასე გაგრძელდა, 2016 წლის ბოლომდე შეინარჩუნებს, რის შემდეგაც მის წევრებს, ასევე სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ანუ ჩვენი ჯიბიდან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში საკმაოდ სოლიდური პენსია უნდა ვუხადოთ.


გიორგი აბრამიშვილი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა