logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ეს თქვენ გეხებათ“-ანუ გაშიფრული სამოქალაქო სექტორი
„ეს თქვენ გეხებათ“-ანუ გაშიფრული სამოქალაქო სექტორი
14:46 17.03.2014

კამპანია სახელწოდებით - „ეს შენ გეხება“, ქართველ საზოგადოებას გასულ კვირას ახალი, რეინკარნირებული სახით წარუდგა,

რომლის სამიზნეც ამჯერად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღმოჩნდა.
კონკრეტულად კი, როგორც საზოგადოებას მოეხსენება, კამპანიის წამომწყებმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც წინა ხელისუფლების გადარჩენა-რეანიმირების მცდელობაში არიან ეჭვმიტანილნი და არცთუ უსაფუძვლოდ, - გასულ კვირას ახალი კამპანია წამოიწყეს, რითაც ისინი, მათივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ სატელეფონო მოსმენებს აპროტესტებდნენ.
სატელეფონო ან სხვა სახის მიყურადება, როდესაც ის კანონის ფარგლებს სცილდება და მოსამართლის ნებართვის გარეშე ხორციელდება, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა და მისი განმახორციელებლებიც აუცილებლად უნდა დაისაჯონ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ კამპანიის წამოწყებიდან დღემდე, მისმა ინიციატორებმა, უკანონოდ მოსმენის პრაქტიკულად ვერცერთი კონკრეტული ფაქტი ვერ წარმოადგინეს.
ეს კი გარკვეული ეჭვის საფუძვლებს ნამდვილად იძლევა.
უფრო მეტიც, საბედნიეროდ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანი ფარული მოსმენების საფუძველზე დაეჭიროთ, როგორც ეს ვანო მერაბიშვილის დროს ხდებოდა.
ყველას კარგად ახსოვს, ჯერ კიდევ სამიოდე წლის წინ, როგორ მუშაობდა მერაბიშვილის კანტორა და როგორ ახორციელებდა ის ტოტალურ თვალთვალსა და მოსმენებს, ხოლო მოსმენილი საუბრიდან ამოგლეჯილი ფრაზების მონტაჟით, როგორ ქმნიდა მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ როგორ გათხარა ამა თუ იმ პიროვნებამ გვირაბი ბომბეიდან ლონდონამდე.
ვანო მერაბიშვილის პოლიცმაისტერობის დროინდელ პერიოდს თუ გავიხსენებთ, ნამდვილად არ დაგვჭირდება მსგავსი ფაქტების გახსენებაზე ბევრი ფიქრი, ხოლო რაც შეეხება 2012 წლის შემდგომ პერიოდს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, - საბედნიეროდ, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს უკანონო ფარული ჩანაწერი გამოქვეყნებულიყო და მითუმეტეს, ასეთი დამონტაჟებული ჩანაწერის საფუძველზე ვინე დაეკავებინოთ.
მსგავს ფაქტებს ადგილი სწორედ რომ წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა, სწორედ იმ ხელისუფლების დროს, რომლის წარმომადგენლებსაც დღეს დიდი რუდუნებით იცავენ ის არასამთავრობოები, რომლებიც ამჯერად იმაზე მოთქვამენ, რომ არსებობს დიდი შანსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ უსმენდეს.
ვერ ვიტყვით, რომ კამპანია „ეს შენ გეხება“-ს ორგანიზატორი არასამთავრობოები ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც ნაციონალური ხელისუფლება ყოვლად უკანონო გზებით მოპოვებულ და მითუმეტეს, დამონტაჟებულ ფარულ ჩანაწერებს მისი კონტროლირებადი მედიასაშუალებების მეშვეობით აქვეყნებდა. აღნიშნული არასამთავრობოები უკანონო მოსმენის ფაქტებს მაშინაც აპროტესტებდნენ, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან მაშინ არსებობდა უამრავი პირდაპირი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ როგორ არღვევდა ვანო მერაბიშვილის დროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებებს მისი კონტროლირებადი მედიის პირდაპირ ეთერში.
ჩვენს მიერ ნახსენები არასამთავრობოები ამ ფაქტებს აპროტესტებდნენ, თუმცა ძირითადად მხოლოდ განცხადებების დონეზე და არ მახსენდება ეპიზოდი, რომ მათ, ამ, და ვანო მერაბიშვილის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებზე სპეციალური კაპანია წამოეწყოთ.
მაშ რა ხდება ახლა და რამ გაამწარა ასე ჩვენი სამოქალაქო სექტორის „ლიდერი ორგანიზაციები?“
სანამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებოდეთ, მანამ კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ხაზი დასავლეთის ორმაგ სტანდარტს წინა და ახალ ხელისუფლებასთან მიმართებაში.
მაშინ, როდესაც კონკრეტული დასავლური ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება და უშუალოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო უარს არ ამბობს იმ ტექნოლოგიაზე, რომელიც ვანო მერაბიშვილმა საკმაოდ ძვირად შეიძინაო, - ეს ყველაფერი უკვე ცინიზმის საზღვრებსაც სცილდება.
სად იყო მაშინ იგივე დასავლეთი, როდესაც ვანო მერაბიშვილი, თანამედროვე ტექნოლოგიების მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან ფირმებს მოსასმენ და სათვალთვალო აპარატურას უკვეთავდა, ან გაკეთდა თუ არა დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელი ავტორიტარიზმის საფრთხის შესახებ თუნდაც, გამაფრთხილებელი განცხადება?
ასეთი რამ მე სამწუხაროდ არ მახსენდება.
ისევ ჩვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, რამ გაამწარა ასე ჩვენი ცნობილი არასამთავრობო სექტორი და დასავლეთი და რატომ მიიტანეს მათ იერიში კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროზე?
აქ პასუხი ერთია, - როცა ებრძვი კონკრეტულ ძალას, მაშინ იერიში პირველ რიგში უნდა მიიტანო იმ საყრდენზე, რომელი საყრდენიც ამ ძალისთვის სერიოზული საფუძველია.
ვერავინ ვერ უარყოფს ფაქტს, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლის შემდეგ, პოლიცის დეპოლიტიზაცია მართლაც რომ რეკორდულად სწრაფ დროში მოხდა და ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილისეული მეთოდით, ანუ კადრების ერთიანად გაშვებით არ განხორციელებულა.
ცალკე საკითხია ის პრობლემა, რომელიც მთელ ქვეყანაში დგას, რომ ძალიან ბევრი დამნაშავე, ვის კისერზეც სისხლის სამართლის დანაშაულები თუ დანაშაულებრივი ბრძანების აღსრულებაა, დღესაც თანამდებობებს ინარჩუნებენ და უფრო მეტიც, გაცილებით კომფორტულადაც კი გრძნობენ თავს.
მაგრამ შიში იმისა, რომ მის საუბარს უკანონოდ უსმენენ, რომელიც ხვალ შეიძლება დაამონტაჟონ და ამის საფუძველზე დაიჭირონ, შიში იმისა, რომ ჯიბეში ნარკოტიკს ჩაუდებენ ან სახლში ყუმბარმტყორცნს აღმოუჩენენ, - ხალხში ნამდვილად გაქრა და ეს ფაქტია.
არასამთავრობოების ერთ-ერთი არგუმენტი საზოგადოებაში ჩატარებული კვლევა და მისი შედეგია, რომლის თანახმადაც, საზოგადოების დიდი ნაწილი, თურმე პოლიტიკურ საკითხებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ტელეფონზე საუბრისას ერიდება.
აქ საქმე არც მეტი არც ნაკლები, იმ ავტორიტარული რეჟიმის მიერ დანერგილი შიშის ინერციით გაგრძელებასთან გვაქვს, რომელ ავტორიტარულ რეჟიმსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა და რომელმაც წარმატებით დაამკვიდრა მითი იმის შესახებ, რომ ყოვლისშემძლე ვანო ყველას უსმენს.
და მაინც, რა არის მიზანი იმ კამპანიისა, რომელიც გასულ კვირაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ იქნა წამოწყებული?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გამართლება-გადარჩენის მცდელობაში არიან შემჩნეულნი.
რაც შეეხება მათ მიერ პირველ სამიზნედ შინაგან საქმეთა სამინისტროს შერჩევას, საქმე აქაც სრულიად მარტივ და აპრობირებულ გათვლასთან გვაქვს.
საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში, ხალხის აგრესიის ტალღა არსებული ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებით ძლიერდებოდა მაშინ, თუ პოლიციის დისკრედიტაცია წარმატებით ხორციელდებოდა.
საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ჯერ კიდევ ოპოზიციონერი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, როდესაც ისინი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძისა და მისი უწყების დისკრედიტაციას ცდილობდნენ, რასაც სხვათა შორის, მიაღწიეს კიდეც და რისი უშუალო დამსახურებაც 2003 წლის 23 ნოემბერი იყო.
პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოაშკარავებით დაიწყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ფართო ფენების ნეგატიური განწყობის ზრდაც, მაშინ, როცა ჯერ კიდევ დამოუკიდებელმა ტელეკომპანია „იმედმა,“ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ სენსაციური მასალა გაავრცელა.
ანუ, პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოში, ამა თუ იმ ხელისუფლების დასასრულის დასაწყისის დასაბამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაცია დახდა.
იმ შემთხვევაში, თუ ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის დროს, პოლიციას მართლაც ჰქონდა დაკისრებული გარკვეული სადამსჯელო ფუნქცია და მათ მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები ძალიან ხშირი იყო, განსაკუთრებთ კი სააკაშვილის რეჟიმის დროს, ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები მართლაც რომ მინიმუმამდეა დასული და ამ კუთხით საქართველო ევროპის წამყვან სახელმწიფოებს ნამდვილად შეგვიძლია შევადაროთ.
იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ, არც წინა ხელისუფლებას და არც მის დამცველ არასამთავრობო სექტორს არანაირი სერიოზული და არგუმენტირებული, ფაქტებზე დამყარებული პრეტენზიის საფუძველი არ გააჩნიათ, სეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაიწყეს ამ სამინისტროს მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ სულ ცოტა ხანში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ისეთ ბრალდებებსაც გავიგონებთ, რასაც ვანო მერაბიშვილის დროსაც კი არ ჰქონია ადგილი.
ცალკე საკითხია ის, რომ მოსახლეობა ხედავს, რა იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო ვანო მერაბიშვილის დროს და რა გახდა ის ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში, მაგრამ პრესა-ტელევიზიით მიზანმიმართული და მუდმივი ჩიჩინი იმასთან დაკავშირებით, რომ მონსტრი შსს მოქალაქეებს ისევ უსმენს და მათი უფლებების შელახვას პერმანენტულად ახორციელებს, - დროთა განმავლობაში თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს და არ უნდა გაგვიკვირდეს, ერთ მშვენიერ დღეს, თუ დაინტერესებულ ძალებს ამის საშუალება მიეცემათ, დისკრედიტებული შინაგან საქმეთა უწყება მივიღოთ, მიუხედავად იმისა, იმსახურებს თუ არა ის ამას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციის შემდეგ კი ადვილია საუბარი პოლიციურ რეჟიმზე, ავტორიტარიზმზე და დიქტატურაზე, რაც უკვე მოქმედი ხელისუფლების მიმართ ტოტალურ უკმაყოფილებაში გადაიზრდება.
სავარაუდოდ, სწორედ ესაა რეალური მიზანი იმ კამპანიისა, რომელიც მიზნად შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციას ისახავს.
როგორც აღვნიშნეთ, ამ ყველაფრის უკან დგას არასამთავრობო, იგივე სამოქალაქო სექტორი, რომელიც ქვეყნის გარედან ფინანსდება და რომლის პოზიციაც, სამწუხაროდ, ქართველი ხალხის პოზიციისგან მკვეთრად განსხვავდება.
ანუ, საქმე გვაქვს არასამთავრობო სექტორის გამოყენებასთან სამთავრობო სექტორის წინააღმდეგ. ასეთი ქმედებების უკან, კი, როგორც წესი, ყოველთვის კონკრეტული ძალები ან ქვეყნები დგანან.
ამ ფონზე კი, კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს სამოქალაქო სექტორში წასული იმ პიროვნების პასიურობა, რომლის უდიდესი დამსახურებაცაა სწორედ ის, რომ ქართველ ხალხს პოლიციელების აღარ ეშინია და მათ მიმართ ნდობა გაუჩნდა.
ბიძინა ივანიშვილს სამოქალაქო სექტორში წასვლის შემდეგ, ერთი საპრეზენტაციო პრესკონფერენციის გარდა, პრაქტიკულად, თვალშისაცემი და ხელშესახები არაფერი მოუმოქმედია თუნდაც გარედან დაფინანსებული არასამთავრობოების ქმედებათა დასაბალანსებლად, ან ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხისა და რეალური პოლიტიკური კონკურენციის კულტურის დასამკვიდრებლად,რის შესახებაც მას არაერთხელ აქვს გაცხადებული.
და ბოლოს, უნდა უსმენდეს თუ არა სატელეფონო საუბრებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელთანაც ამავდროულად უშიშროების სამინისტროცაა გაერთიანებული?1
რა თქმა უნდა, უნდა უსმენდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სასამართლოს ნებართვა და თუ ამას ქვეყნის საშინაო თუ საგარეო კუთხით უსაფრთხოება ითხოვს.
საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ისეთი უუნარო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ამა თუ იმ არასამთავრობოს შიშით საკუთარი ფუნქცია-მოვალეობის შესრულებაზე უარს იტყვის და ამის გამო, საკუთარი მოქალაქეების, ან ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
დიახ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები უნდა ახორციელებდნენ იმ პირების კონტროლს, რომელთა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ძალოვან უწყებას ინფორმაცია გააჩნია.
ხოლო იმაში, რომ დღევანდელი შინაგანი უწყება მერაბიშვილისეულ მახინჯ პრაქტიკას არ გამოიყენებს და ცოლ-ქმარს სათვალთვალო აპარატურით საძინებელში არ ჩაუსაფრდება, - პრაქტიკულად მთელი საქართველოა დარწმუნებული და მათ შორის ისინიც, ვინც დღეს იმაზე მოთქვამენ, რომ თურმე შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაძლებლობა აქვს უკანონო მოსმენები განახორციელოს.
ცინიზმის ზღვარს სცილდება „ნაციონალების“ აღშფოთებული სახით გაკეთებული განცხადებები უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, ხოლო დედაქალაქის მერობის ყოფილი ნაციონალი კანდიდატის გიორგი ვაშაძის მიერ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით გაკეთებული განცხადება, ყოველგვარ მორალსაა მოკლებული.
მაშინ, როდესაც ბატონი ვაშაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესაძლო უკანონო მოსმენებზე მოთქვამდა, მას ოპონენტმა ეკა ბესელიამ გაახსენა ვანო მერაბიშვილისდროინდელი პოლიციის მიერ განხორციელებული ქმედებები, მათ შორის უკანონო მოსმენებიც და სამეგრელოს ტყეებში უპატრონო ადამიანების გაუპატიურებებიც, რაზეც ვაშაძემ უპასუხა, რომ იმაზე კი ნუ ვლაპარაკობთ ადრე რაც იყო, იმაზე ვილაპარაკოთ დღეს რაც ხდებაო.
ანუ, ჩვენს მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაული დავივიწყოთო.
როგორც სოსო ჯაჭვლიანი იტყოდა, ამას სწორედ რომ ბლატაობა ჰქვია და „ნაციონალების“ ეს ბლატაობა, ისევ და ისევ ახალი ხელისუფლების დამსახურებაა, რადგან წინა ხელისუფლების წარმომადგნელებს ჯერჯერობით მათ მიერ ჩადენილი ცოდვები ცხვირიდან ძმრად არ ამოსდენიათ და უფრო მეტიც, მათთვის ამ ცოდვების ჩამორეცხვაზე მუხლჩაუხრელად შრომობენ ახალ ხელისუფლებაში არსებული ის ძალები, რომლებიც დღემდე საკმაო გავლენით სარგებლობენ.
რაც შეეხება იმ არასამთავრობოებს, რომლებმაც აღნიშნული კამპანია წამოიწყეს და რომლებიც წინა ხელისუფლების ნებისმიერი ყოფილ ჩინოვნიკის პასუხისგებაში მიცემაზე ერთ ამბავს ატეხენ ხოლმე, მათ მივმართავთ: ბატონო არასამთავრობოებო, ეს თქვენ გეხებათ: მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, ხშირად, ღიად თუ ფარულად, თქვენს საქმიანობას ხელს უწყობს, ხალხმა სიმართლე უკვე გაიგო და ისინი თქვენ აღარ გისმენენ, უკეთეს შემთხვევაში კი, თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისეთივე რეაქცია აქვთ, როგორც გივი თარგამაძის ან გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

გიორგი აბრამიშვილი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა