logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
(+18) ახალი, შემზარავი მასალები სამეგრელოს ტყეებში მოწყობილი ბუნაგებიდან
(+18) ახალი, შემზარავი მასალები სამეგრელოს ტყეებში მოწყობილი ბუნაგებიდან
13:23 13.03.2014
მეხუთე მამაკაცს უთხრეს, რომ მას ჩემი გაუპატიურება განეხორციელებინა პირის ღრუში და მან იმათი მითითება შეასრულა;
როგორ მოიტაცეს საკუთარი სახლიდან მერაბიშვილის ხალხმა წლინახევრის შვილისა და მეუღლის თვალწინ მოქალაქე, რომელიც განსაკუთრებული არაადიამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა;

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ აგრძელებს ექსკლუზიური მასალების გამოქვეყნებას, გასული წლის ზაფხულში, სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილ სამალავებში მომხდარი ამბების შესახებ.
2014 წლის 6 მარტს, „ნიუსპრესსში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით „როგორ გააუპატიურა ბოთლით კოხტა კოდუამ მამაკაცი, სამეგრელოს ტყეში მოწყობილ ბუნაგში“, სადაც საუბარი იყო ერთ–ერთ კონკრეტულ საქმეზე.
2013 წლის ზაფხულში, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ქ.ზუგდიდიდან დაახლოებით 10 კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ ნარაზენის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიტოვებულ ჩაის პლანტაციებში, სამართალდამცველებმა 8 ცალი დამარხული კასრი აღმოაჩინეს, რომელშიც დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და 18 ცალი ვიდეო ფირი იდო.

ვიდეოფირებიდან სამართალდამცავების მხრიდან 2 ვიდეო ფირის დათვალიერება მოხდა, სადაც 2 მამაკაცის გაუპატიურების ფაქტი იყო გადაღებული. საქმეში არსებული მასალის მიხედვით, გამოძიებამ იდენტიფიცირება მოახდინა და ორივე გაუპატიურებული მამაკაცის ვინაობა დაადგინა. ერთ–ერთი გაუპატიურებული დ.ძ., რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში ცხოვრობს, ხოლო მეორე – ზ.ა., წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი სოფლის მკვიდრია. სწორედ ზ.ა. გაუპატიურების ფაქტზე იყო საუბარი წინა სტატიაში.
როგორც აღვნიშნეთ, „ნიუსპრესსი" აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე და მოგითხრობთ, თუ როგორ მოიტაცა საკუთარი სახლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაზე, წლინახევრის შვილისა და მეუღლის თვალწინ მოქალაქე დ.ძ., მეგის ქარდავას მიერ შექმნილმა დაჯგუფებამ და აღიარებითი ჩვენების მისაღებად როგორ მიიყვანა ის სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე სოფელში საგანგებოდ გაკეთებულ მიწისქვეშა სახლში.
ვანო მერაბიშვილის პოლიციელები დ.ძ.-სგან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ტერორისტული აფეთქებებში მონაწილეობის აღიარებას ითხოვდნენ. „სამართალდამცავებმა“ სასურველი ჩვენება ვერ მიიღეს. რის გამო დ.ძ. დასაჯეს და გააუპატიურეს.
„ნიუსპრესის“ მიერ მოპოვებულ საქმეში დ.ძ. ჩვენება დევს, სადაც ის გამოძიებასთან დეტალურად ყვება თუ რა მოხდა:
„2011 წლის 28 მაისს საღამოს ვიმყოფებოდი სახლში. მე ჩემი საცხოვრებელი სახლის შესასვლელ კარებთან ვიდექი, დაახლოებით საღამოს 8-9 საათი იქნებოდა. დავინახე, რომ მე მიახლოვდებოდა სამი მამაკაცი. თავიდან მეგონა რომ მეზობლები იყვნენ. როა მომიახლოვდნენ, შევამჩნიე, რომ სამივეს ნიღაბი ეკეთა. ნიღბოსნები ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, რომ სახლში შევსულიყავი, რის შემდეგაც სახლში ძალით შემათრიეს. საკუთარ სახლში სკამზე დამსვეს და გვერდით ჩემი მეუღლე თ.მ. და წლინახევრის შვილი ა.ძ. მომისვეს.

მომხდური სამივე პიროვნება ჩაცმული იყო სამოქალაქო ფორმაში და შავი ნიღბები ეკეთათ. ერთს ჰქონდა „კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მეორეს ჰქონდა დანა, მესამეს კი არაფერი არ ჰქონდა. მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი, რადგან ჩემთან საქმე ჰქონდათ. ისინი მეგრულ ენაზე მესაუბრებოდნენ. ჩემს მეუღლეს კატეგორიულად მოსთხოვეს ხმა არ ამოეღო და ჩემი წაყვანის შესახებ არაფერი ეთქვა. ამის შემდეგ შემიკრეს ხელ-ფეხი, შემიკრეს პირი და მითხრეს, რომ მათ გავყოლოდი. რადგან ფეხი შეკრული მქონდა, მე უთხარი, რომ ვერ ვიმოძრავებდი და ამის შემდეგ ფეხი შემიხსენეს. გამომიყვანეს სახლიდან და ტყის მიმართულებით ფეხით წამიყვანეს. ტყეში სიარულის დროს მე თვალები მქონდა ახვეული. ჩემთვის აღნიშნულ სამი პიროვნებიდან ორს ხელკავით მივყავდი, რადგან გზას ვერ ვხედავდი იმის გამო, რომ თვალები მქონდა ახვეული. დაახლოებით ორი საათის სიარულის შემდეგ თვალებიდან ნიღაბი მომხსნეს და შემდეგ ისევ ტყით სიარული გავაგრძელეთ. სიარულის დროს პერიოდულად 5-5 წუთი ვისვენებდით და შემდეგ ისევ ვაგრძელებდით მოძრაობას. დაახლოებით დილის 6 საათზე, (უკვე 29 მაისს), გალის სოფლების გავლით მივადექით მდინარე ენგურის ნაპირს. ნაპირთან მიახლოების დროს მე ისევ ამიხვიეს თვალები. ამის შემდეგ დამსვეს სატვირთო ავტომანქანის ბორტზე და გადამიყვანეს მდინარე ენგურის მეორე ნაპირზე ზუგდიდის მხარეს. მდინარეზე გადასვლის შემდეგ გადმომსვეს მანქანიდან და დასამალად ისევ ტყეში შემიყვანეს. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, გავიგე ხმა, რომ ტყეში კიდევ ერთი მამაკაცი მოვიდა. აღნიშნულ მამაკაცს, იმ სამმა მამაკაცმა, რომლებმაც სახლიდან წამომიყვანეს, უთხრეს ჩემზე, რომ მე ვიყავი ის კაცი და მას ჩააბარეს ჩემი თავი. მე თვალები ისევ ახვეული მქონდა და იმ მამაკაცმა, რომელიც ბოლოს მოვიდა, მითხრა ჩქარი ნაბიჯებით გავყოლოდი. მან სირბილით გამატარა რამდენიმე ნაბიჯი, რის შედეგად გავიგონე მანქანის ხმა, მან მანქანასთან მიმიყვანა და მითხრა, რომ ფეხი მაღლა ამეწია. ამით მივხვდი, რომ მანქანა იყო მაღალი გამავლობის, სავარაუდოდ ის „პიკაპი“ იქნებოდა. მე მანქანაში უკანა სავარძელზე ჩამსვეს, მარჯვნიდან და მარცხნიდან ჩემთვის უცნობი პიროვნებები ისხდნენ. ასევე საუბრით მივხვდი, რომ წინ მძღოლის გარდა კიდევ ერთი მამაკაცი იჯდა.
მანქანაში ყოფნის დროს, დასახელებული ოთხი პიროვნება ერთმანეთში ძირითადად მეგრულ ენაზე და ზოგჯერ ქართულადაც საუბრობდნენ. მანქანით დაახლოებით 30 წუთი ვიარეთ. შემდეგ მანქანა გაჩერდა. ჩამომიყვანეს მანქანიდან, რა დროსაც თვალები ისევ ახვეული მქონდა, ხელჩაკიდებული გამატარეს დაახლოებით 20-30 მეტრი და ჩამიყვანეს სარდაფის ტიპის შენობაში. დაბლა დაახლოებით 8-9 საფეხური იყო და მოძრაობისას ვიგრძენი, რომ საფეხურები მიწისგან იყოს გამოჭრილი. იქ შემიყვანეს და სკამზე დამსვეს. ამის შემდეგ მომხსნეს ნიღაბი და დავინახე, რომ ვიმყოფებოდი უფანჯრებო ოთახში, რომელიც შელესილი იყო თეთრი ფერის თაბაშირით და ნაწილობრივ ხის კედელზე გაკრული იყო ხის ფირფიტები. ასევე იატაკი დაუმთავრებელი იყო და დაგებული იყო ნახევრად ხის იატაკი. ოთახში ჩემთან ერთად იმყოფებოდა 4 პიროვნება.
როგორც დ.ძ.-ს ჩვენებიდან ირკვევა, ნიღბიანი ადამიანები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ:
„ოთახში მყოფო ოთხი პიროვნებიდან ერთ-ერთი, სხეულზე პისტოლეტს მირტყამდა და მეუბნებოდა მეღიარებინა, თუ რომელი რუსი გენერლის მიერ ვიყავი მოსყიდული. ასევე, მემუქრებოდა მოკვლით. ჩემ ცემა და ლანძღვა-გინება დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. ისინი დაჟინებით ითხოვდნენ, მეღიარებინა მ.ძ. და ა.ძ.-სთან ერთად ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილეობა. რაც რეალობას არ შეესაბამებოდა და შესაბამისად ვეუბნებოდი რომ არანაირი ტერორიზმის მომზადებაში მონაწილეობა არ მიმიღია. ასევე ავუხსენი, თუ რა ურთიერთობა მქონდა რეალურად მ.ძ.-სთან და ვუთხარი, რომ იგი დაახლოებით 7 წელი არ მყავდა ნანახი. ავუხსენი, რომ 7 წლიანი პერიოდის შემდეგ მ.ძ. ვნახე 2011 წლის მარტის თვეში. აღნიშნული მართლაც სიმართლე იყო. მ.ძ. მუშაობდა ოჩამჩირეს რაიონში და გალში იშვიათად ჩამოდიოდა“ - ნათქვამია ჩვენებაში.
ჩვენებიდან ირკვევა, რომ მ.ძ. და დ.ძ, 2011 წლის მარტის თვეში ერთმანეთს ნამდვილად შეხვდნენ. მათ, რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, სამეგრელო აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადმოკვეთეს და ქუთაისში ტრაქტორის ნაწილის საყიდლად ჩავიდნენ. იმერეთში ყოფნისას მ.ძ., ქუთაისში, ლეიბორისტული პარტიის ოფისით დაინტერესდა:
„ქ. ქუთაისში მივედით მაღაზიაში, სადაც ტრაქტორის ნაწილი ვერ ვიშოვეთ. ამის შემდეგ მ.ძ. -მ მკითხა ლეიბორისტული პარტიის ოფისი სად არის ხომ არ იცითო. აღნიშნული კითხვა მე გამიკვირდა და ვკითხე, რომ ლეიბორისტული პარტია რაში გაინტერესებს მეთქი. ამის შემდეგ მე უთხარი, რომ არ ვიცოდი თუ სად იყო ლეიბორისტული პარტია. მან ამაზე მიპასუხა, რომ შენ ქუთაისი არ გცოდნიაო და ა.ძ.-ს წამოვიყვან ქუთაისში, ის მანახებს ოფისსო.“
დ.ძ.-ს ჩვენების მიხედვით, მათი ქუთაისური ვოიაჟი აქ მთავრდება.
„არანაირი შეხება აღნიშნულ ფაქტთან არ მქონია. (საუბარია ტერორისტული აქტის მომზადებაზე.ავტ.) ამას ვუხსნიდი იმ ოთხ პიროვნებას, მაგრამ მათ ჩემი არ ეჯერათ. ამის შემდეგ საშუალო სიმაღლის მამაკაცი, რომელიც ყველაზე აქტიური იყო გავიდა დერეფანში და დაელაპარაკა სავარაუდოდ ერთერთ მამაკაცს. დაახლოებით 20-30 წუთში მოიყვანეს მეხუთე მამაკაცი, ისიც ნიღაბში იყო. ხმაზე ვიცანი, რომ განსხვავებული ხმა ჰქონდა და მივხვდი, რომ ის ოთხიდან ერთ-ერთი არ იყო და სხვა პიროვნებას წარმოადგენდა. როცა მეხუთე მამაკაცი ოთახში შემოიყვანეს, მე უკვე მაგიდაზე ვყავდით გადაწვენილი მკერდით , რის შემდეგაც წებოვანი ლენტით, ე.წ. „სკოჩით" დამაკრეს მაგიდას ისე, რომ მოძრაობის საშუალება არ მქონდა. ამასთან, ამ დროისთვის მე გაშიშვლებული ვიყავი თავიდან ბოლომდე, საცვალიც კი არ მეცვა.
მე მაგიდაზე დამაკრეს საშუალო სიმაღლის მამაკაცის მოთხოვნით და მისი უშუალო მითითებით. ფეხები იატაკზე მქონდა, „სკოჩი“ კი, ხელებზე და წელზე მრავალგზის მქონდა შემოხვეული.
შემოსასვლელ კარებს ვერ ვხედავდი სახით კედლის მხარეს ვიყავი. მეხუთე მამაკაცის მოყვანის შემდეგ საშუალო სიმაღლის მამაკაცმა მითხრა, ახლა ნახავ რაც მოგივა, ეს კაცი უკანა ტანში სასქესო ორგანოთი გაგაუპატიურებსო. ამის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი და მართლაც მომიახლოვდა ის მეხუთე მამაკაცი და სასქესო ორგანოთი ცდილობდა ჩემს გაუპატიურებას უკანა ტანში. მაგრამ, სასქესო ორგანო ერეგირებული არ იყო. მე მოძრაობის საშუალება არ მქონდა დაკრული ვიყავი მაგიდაზე. ცოტა ხანში მეხუთე მამაკაცი მომშორდა და ის პიროვნებები, ვინც მე იმ ოთახში მიმიყვანა, მეუბნებოდნენ ახლაც არ იტყვი, რომ შენც მონაწილეობდი ტერორისტული აქტის მომზადებაშიო. აღნიშნულზე მე ვპასუხობდი, რომ ყველაფერი სიმართლე ვუთხარი და მათთვის არაფერი დამიმალავს. ამის შემდეგ ჩემი უკანა ტანში გაუპატიურების მცდელობა განმეორდა კიდევ სამჯერ და ყოველი განმეორების შემდეგ მეუბნებოდნენ, რომ მეღიარებინა, რომ მეც ტერორისტი ვიყავი. ამის შემდეგ არ იკმარეს უკანა ტანში ჩემი გაუპატიურება და იმ მეხუთე მამაკაცს უთხრეს, რომ მას ჩემი გაუპატიურება განეხორციელებინა პირის ღრუში და მან იმათი მითითება შეასრულა და სცადა მამაკაცის სასქესო ორგანოთი ჩემი პირის ღრუში გაუპატიურება. მე პირს არ ვაღებდი და იმ ოთხი მამაკაციდან რამდენიმე იძულებით ცდილობდა, რომ პირი გამეღო. ამ ყველაფერს ვიდეოგადამღებით, ერთ-ერთი იმ ოთხთაგანი იღებდა, ვინც იმ ოთახში მიმიყვანა. ასევე, გადაღების დროს მანათებდნენ ფანარს, რომ კარგად დაფიქსირებულიყო ეს ყველაფერი. ჩემი წამება თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ისინი ჩემგან ითხოვდნენ არარსებული დანაშაული მეღიარებინა. გამთენიისას, როცა მიხვდნენ რომ მე, მიუხედავად ყველაფრისა რაც გამიკეთეს, არ ვაღიარებდი იმას რაც არ ჩამიდენია, ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ წავეყვანე იმ ოთახიდან. ისევ ამიხვიეს თვალები, ჩამაცვეს ტანსაცმელი და ჩამსვეს მანქანაში და დაახლოებით 30 წუთის სიარულის შემდეგ ჩამომსვეს მანქანიდან, ჩააქრეს მანქანის შუქი, სწრაფად მიაბრუნეს მანქანა და დამტოვეს. როგორც შემდეგ გავარკვიე, ეს ზუგდიდის რაიონის სოფელი ხურჩა იყო.
დ.ძ. ჩვენებაში წერს, რომ ხუთი მოძალადესგან ერთ-ერთის სახელი „კოხტაა“:
„მე ვცდილობდი მისი სახის ნაკვთები კარგად დამემახსოვრებინა, რადგან მომავალში მისი მოძებნა შემძლებოდა. მე მის სახელს სპეციალურად ვიმახსოვრებდი. სწორედ ჩემს მიერ აღწერილი ნიშნების მიხედვით შემიძლია მე ეს პიროვნება ამოვიცნო ნახვის შემთხვევაში. ასევე ვიხსენებ, ერთერთმა მეორეს მიმართა სავარაუდო მეტსახელით და „კოხტა“ დაუძახა“ - ნათქვამია ჩვენებაში.
რამდენი წლით დაისჯებიან ამ საქმეებში მონაწილე პირები, ეს 13 მარტს გახდება ცნობილი. თბილისის საქალაქო სასამართლოში გაუპატიურების საქმესთან დაკაშირებით განაჩენის გამოცხადება, სწორედ 13 მარტს იგეგმება.

ირმა მეგრელი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა