logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
62 ადამიანის სია - ვის დაჭერას აპირებდა სამეგრელოში მეგის ქარდავას სამხედრო დაჯგუფება?
62 ადამიანის სია - ვის დაჭერას აპირებდა სამეგრელოში მეგის ქარდავას სამხედრო დაჯგუფება?
11:42 11.03.2014
2014 წლის 20 თებერვალს, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „მეგის ქარდავას სამხედრო დაჯგუფება და „მიწისქვეშა ქალაქი" პარტიზანული ბრძოლებისთვის," სადაც საუბარი იყო, იმის შესახებ, თუ როგორ ააშენეს მეგის ქარდავას ბრძანებით სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე სოფლებში მიწისქვეშა სახლები და რა აღმოჩნდა ზუსტად იქ ნაპოვნ სამალავებში.
რაში სჭირდებოდა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას მიწისქვეშა ქალაქი და ცეცხლსასროლი იარაღის არსენალი? კონკრეტულ საქმეზე 2013 წლის 15 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება დაიწყო. გამოძიებამ ქ.ზუგდიდიდან დაახლოებით 10 კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ ნარაზენის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიტოვებულ ჩაის პლანტაციებში 8 ცალი დამარხული კასრი აღმოაჩინა, რომელშიც დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, 18 ცალი ვიდეოფირი და საბუთები იდო.
18 ვიდეოფირიდან 2 ფირზე მამაკაცების გაუპატიურების ფაქტი იყო აღბეჭდილი. ამასთან დაკავშირებით 2014 წლის 6 მარტს „ნიუსპრესსში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „როგორ გააუპატიურა ბოთლით კოხტა კოდუამ მამაკაცი, სამეგრელოს ტყეში მოწყობილ ბუნაგში" სადაც საუბარი იყო, უკანონოდ დაკავებულ ზ.ა.-ზე რომელიც დააკავეს და მისგან აღიარებით ჩვენებას ითხოვდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები დაკავებულ ზ.ა.-სგან საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აფეთქებების მოწყობაში მონაწილეობის აღიარებას ითხოვდნენ და როდესაც დაკავებულისგან სასურველი ჩვენება ვერ მიიღეს, დეტექტივმა კოხტა კოდუამ იგი პლასტმასით ბოთლით გააუპატიურა, შემდეგ კი გამაუპატიურებელი მამაკაცი თ.უ. მოიყვანეს, რომელმაც ზ.ა. გააუპატიურა. მან გაუპატიურების სანაცვლოდ 35 ლარი აიღო.
ე.წ. „კასრების საქმეში" არსებული სისხლის სამართლის საქმეზე „ნიუსპრესი" მუშაობას აგრძელებს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასრებში იარაღისა და გაუპატიურების ვიდეო ჩანაწერის გარდა, სხვა საბუთები და დასაჭერ პირთა სიაც აღმოჩნდა.
საქმეში არსებული „ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმში," რომელიც 2013 წლის 15 ივნისით არის დათარიღებული, 62 დასაჭერი ადამიანის სიაა მოცემული.
საქმის მასალების მიხედვით: – „თეთრ ფერის საქაღალდეში, რომელსაც ხელით გამოყვანილი მოყვითალო ფერის მინაწერი – „დასაჭერები" აქვს, სავარაუდოდ მოთავსებულია შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან ამობეჭდილი დოკუმენტები. კერძოდ: კობა ღვინჯილიას, თეა თოდუას, მაკა ხუბუნაიას, შოთა ბუაძის, დურმიშხანი წითლიძის, რამინ ციმინტიას, ლევან ლემონჯავას, ლაშა მაღრაძის, გოჩა ბარკალაიას, ხვიჩა ბარკალაიას, აკაკი ჭანტურიას, მერაბ აბლოთიას, ჯუსტან ხუბუტიას, ტატიანა არახამიას, ზაზა სამინავას, ზურაბ ცაავას, დავით ყორშია, ლაშა წულეისკირის, გიორგი ახალაიას, გია ხიტიას, ადამურ ხურცილავას, ლაშა შანავას, ირაკლი გოგოხიას, ნიკოლოზ გოგოხიას, ალიკო გოგოხიას, ლევან ყალიჩავას, ციცინო ზაქარაიას, მირო ჟვანიას, ქეთევან ფეტელავას, ირაკლი ჩაბრავას, მაკა აბხაზავას, როლანდი ფანცულაიას, ფრიდონ ბერიას, შოთა ახალაიას, პაატა ოჩიგავას, გიორგი ასვანუას, ზაალ შედანაის, ზვიად ნანავას, რამაზ შენგელიას, ზურაბ ბაღათურიას, ლევან ექონიას, ბელა შამათავას, თამარ შამათავას, მაიას სტეფანიას, ნონა ბასილაძის, ციცინო დავითიძის, ქსენია გვიანიძის, ნანული მეფარიშვილის, მარინე ქავჟარაძის, თინა ღორჯომელიძის, ბაგრატ ჭაღლაძის, დავით ჭაღლაძის, იამზე მოწერელიას, ბადრი გორგოშაძის, ინდირა მახარაძის, ფატი ქოქოლაძის, გოდერძი კაკაბაძის, ადამური ხურცილავას, დარეჯან მამუჭაძის, ზებურ მამუჭაძის, გულიკო გერგენიძის და ნატალია გურგენიძის საპასპორტო და დემოგრაფიული მონაცემები. ასევე, სატელეფონო ნომრების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულ საქაღალდეში სულ 81 ფურცელია მოთავსებული“ – ნათქვამია საქმის მასალებში.
კასრიდან ასევე ამოღებულია 18 ცალი ვიდეოფირი. მათგან 14 ფირზე აღინიშნება წარწერები: 1. – „გაგუა. სამეგრელო-გოგოხია-3“; 2. – „2010 წლის ნამუშევარი ნარკოტიკებზე და იარაღებზე სექტემბრის თვემდე“; 3. – „კიტია მერსედესი ფოთი“; 4. – „ქვარცხავა ხეთა, ვლადიმერ ვახანიას სახლის და მანქანის ჩხრეკა“; 5. – „ნიკა ცანავა, გია ჩიტაია, მეთავანეები“; 6. – „ჯინჯოლავა თამაზი, თოლორდავა დათო, გოჩალეიშვილი ლაშა, დგებუაძე დავითი, ჯოლოგუა პაატა“; 7. – „სამხარეო რუსების გასვლა შენობიდან“ 8. – „ჯაჯანიძე მალხაზი, ჩარკინა კახაბერი, ანთია ეკატერინე“; 9. – „23.06.2010 სამხარაძე რამინი“; 10. – „კარავი“; 11. – „ბოხონკო, კარკუშა, საჯაია სენაკი, ჩარგაზია სენაკი, ნასარაია, ჩხაიძე“; 12. – „კიტია კახა, გერგედავა მამუკა, შამათავა კახა, სვირავა არკადი, მირცხულავა ნუგზარი, კიფაია, დგებუაძე მარინა, ზუხბაიას თემ. მანია, ყალიჩავა ლევან, ჩიტაია გია“; 13. – „ბროლია“; 14. – „რამაზი ზაქარაიას ჩხრეკა“; ასევე ამოღებულია 2 ვიდეოფირი თავისვე ჩასადებისა და წარწერის გარეშე, ასევე 2 ვიდეოფირი ჩასადებით და წარწერის გარეშე. იქედან გამომდინარე, რომ მხოლოდ 2 ვიდეოფირის დათვალიერება მოხდა, რა წერია დანარჩენ 14 ფირზე, – ცნობილი არ არის.
კასრებიდან ასევე ამოღებულია 37 ფურცლიანი ბლოკნოტი, რომელიც მეგის ქარდავას დღიური აღმოჩნდა.
–„მოყვითალო ფერის რვეულის ტიპის ბლოკნოტი, სადაც შესრულებულია სავარაუდოდ მეგის ქარდავას ჩანაწერები (დღიური) არის 37 გვერდი“ – აღნიშნულია საქმის მასალებში, თუმცა დღიურში არსებულ ჩანაწერებზე არაფერია ნათქვამი.
ასევე, ვინ არის სიაში ჩამოთვლილი 62 ადამიანი და რატომ აპირებდნენ სამეგრელოს რეგიონის სამართალდამცავები მათ დაჭერას, საქმის მასალებში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.
p.s. საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესი“ სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილი სამალავების თემაზე მუშაობას აგრძელებს და ის მკითხველს, უახლოესი დღეების განმავლობაში, ამ თემაზე ახალ, შოკისმომგვრელ ექსლუზიურ მასალას შესთავაზებს!

ირმა მეგრელი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა