logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
უკრაინის „ვარდოვანი“ მომავალი
უკრაინის „ვარდოვანი“ მომავალი
10:41 10.03.2014
უკრაინას, რომელიც დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში მსოფლიო ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული და სადაც საპროტესტო აქციების დროს უამრავი სისხლი დაიღვარა, თურმე, არც მეტი არც ნაკლები, მიზნად, საქართველოს მსგავსი განვითარების დონის მიღწევა ჰქონია.
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები მედიასთან აცხადებენ და თან ადასტურებენ, რომ ისინი უკრაინის ახალ მთავრობასთან, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ააშენონ და ააყვავონ ქვეყანა, კონსულტაციებსაც მართავენ და მათ მეგობრულ რჩევებსაც აძლევენ.
უკრაინელი ხალხი ყველაზე მეტად, ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ შემეცოდა.
თუ უკრაინელების მიზანი იმის მიღწევა იყო, რასაც საქართველომ 2003 წლიდან 2013 წლამდე მიაღწია, მაშინ მათ შეეძლოთ მინუს 30 გრადუსიან ყინვაში გარეთ დგომით თავი არ შეეწუხებინათ, პირდაპირ დაენგრიათ ქვეყნის ეკონომიკა, ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთისთვის ეჩუქებინათ, ეროვნული წარმოება მოესპოთ, ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთისთვის მიეყიდათ, ინტელიგენცია დაცინვის ობიექტად ექციათ, ტარას შევჩენკო ჩამორჩენილი იდეების მატარებელ ვაიმწერლად გამოეცხადებინათ, ახალგაზრდები ქუჩაში უმოწყალოდ და განუკითხავად ეხოცათ, სამაგიეროდ კი შენობები ჭრელა-ჭრულა ფერებში შეეღებათ, ხოლო შუშის ხიდსა და რიყეზე დადგმულ „ტრუბებს,“ ქართული მხარე მათ, ეჭვი არ მეპარება, რომ უფასოდ, საჩუქრად გადასცემდა.
ჯანდაბას, კიევში დოქტორ დოტის ორიოდე ვიზიტსაც დავაფინანსებდით.
აღსანიშნავია, რომ ნაციონალების ნაწილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის ახალ ხელისუფლებას კონსულტაციას ისინი უწევენ, - უარყოფს, მაგრამ ეს ინფორმაცია დაადასტურა ჯერ მოქკავშირისა და შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ისეთმა სახემ, როგორიც კუბდარისმოყვარული გია ბარამიძეა და რომელსაც სოსო ჯაჭვლიანის მიერ ჩაზელილი წიხლის სიმწარე სავარაუდოდ, დღემდე ახსოვს.
როგორც ბარამიძემ განაცხადა, უკრაინის ახალი მთავრობა დაინტერესებული ყოფილა საქართველოში განხორციელებული რეფორმების წარმატების საიდუმლოებით და ქართველი ნაციონალებიც, მათთან, გამოცდილების გაზიარების მიზნით, თურმე კონსულტაციებს ალალად და უსაყვედუროდ მართავენ.
რა თქმა უნდა, უკრაინას შემდგომი განვითარების გზაზე წარმატებებს ვუსურვებთ, მაგრამ საინტერესო იქნება წარმოვიდგინოთ სურათი, როგორი იქნება უკრაინა 9 წლის შემდეგ, თუ მისი მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა და პირადად მიხეილ სააკაშვილის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს?
ამ შემთხვევაში, მმართველობის საწყის ეტაპზე, უკრაინის ახალი ხელისუფლება გამოაცხადებს „ნულოვან ტოლერანტობას,“ რასაც შედეგად, პოლიციის მიერ ქუჩაში ახალგაზრდა ბიჭების უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა მოჰყვება;
უკრაინის ხელისუფლება შეიძენს მსოფლიოში ულტრათანამედროვე აღჭურვილობას მიტინგების დასაშლელად, საკუთარი ხალხის მოსაწამლად და დასასახიჩრებლად;
უკრაინის საგარეო ვალი მინიმუმ რამდენჯერმე გაიზრდება, ხალხი შიმშილის ზღვარზე მივა, თუმცა ხელისუფლება ტოტო კუტუნიოს კონცერტებით საკუთარ მოსახლეობას დაარწმუნებს, რომ ისინი ბედნიერები არიან და საამურად ცხოვრობენ. თუ უკრაინელი ხალხისთვის ტოტო კუტუნიო საკმარისი არ აღმოჩნდება, შეიძლება მას დუეტში სოფო ნიჟარაძე ან ბუბა კიკაბიძეც დავახმაროთ;
უკრაინაში, „დემორატიული პრინციპების“ დაცვის საბაბით, პოლიციის სპეცრაზმი თავისუფალი ტელევიზიების ოფისებში შევარდება, ჟურნალისტებს იატაკზე დააწვენს, ეთერს წიხლებით გათიშავს, ტელეკომპანიებს მფლობელებს წაართმევს და მათ, მაუწყებლობას „დემოკრატიულ რელსებზე“ გადაიყვანს;
შენობიდან და ოფისებიდან გამოყრის თავისუფალ ბეჭდურ მედიასაშუალებებს, ხოლო მის კონტროლირებად პრესას ყველანაირად შეუწყობს ხელს, რომ ხალხის ტვინის გამორეცხვა კიდევ უფრო ეფექტურად აწარმოონ;
პოლიციას ყოველ დილით, მოწყობაზე, უკრაინის პრეზიდენტის სახელს გაამეორებინებს და სამჯერ „პოლიქრონიონს“ დაამღერებინებს;
მოსამართლეები ლაქია კურდღლებად გადაიქცევიან, რომლებიც პროკურორის მიერ თითის დაქნევაზე შიშისგან ჩაისველებენ და უდანაშაულო ადამიანებს ციხეში წლობით გამოამწყვდევენ;
უკრაინის ტერიტორია შაგრენის ტყავივით დაპატარავდება, სამაგიეროდ, უკრაინის მთავრობა საბოლოოდ ჩამოხსნის ნიღაბს პირსისხლიან რუსეთს და შეიძლება, ტერიტორიების დაკარგვის სანაცვლოდ, მან რუსეთთან ომშიც კი გაიმარჯვოს;
უკრაინა, მდაბიო კორუფციის ქვეყნებიდან ერთხელ და სამუდამოდ გადაიქცევა ელიტური კორუფცის ქვეყნად, სადაც ტენდერებს მხოლოდ კიევის მერთან დაახლოებული ბიზნესმენები მოიგებენ;
ერთხელ და სამუდამოდ დაიგმობა კიევისა და უკრაინის სხვა ძველი ქალაქების საუკუნოებრივად ჩამოყალიბებული, „მოძველებული“ არქიტექტურული სტილი და მას „შეშუშული“ შენობები და კვერცხებიანი „შლოპანცები“ ჩაანაცვლებს;
ოდესა გახდება ნიცა, კანი, დუბაი და სინგაპური ერთად, ხოლო პირსისხლიანი რუსები, როდესაც დაინახავენ თუ რა ლამაზ ფერებში იქნება გადაწყვეტილი ოდესის მთავარი „სვეტამუზიკა,“ შურით კბილებს ააღრჭიალებენ, თუმცა ვერაფერს გახდებიან და იძულებულები იქნებიან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე იფიქრონ;
უკრაინის მინისტრთა კაბინეტში, უმაღლეს თანამდებობებზე დაინიშნებიან 22-23 წლის კუდრაჭა ლამაზი გოგონები, რომლებსაც ამ ქვეყნის უკვე „გადემოკრატიულებული“ მედია თავიანთი სფეროს საუკეთესო სპეციალისტებად წარმოაჩენს;
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიჭერს უპატრონო “ხახოლ” ფედიას და მას აიძულებს აღიაროს, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებით ის კიევში ამერიკის საელჩოზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა, არაღიარების შემთხვევაში კი, მას თავის შტატიან გამაუპატიურებელს გააუპატიურებინებს. თუ ასეთი კადრი უკრაინის შსს-ში არ აღმოჩნდება, შეგვიძლია მას ჩვენი კადრი ვათხოვოთ, რომელიც სამეგრელოს ტყეებში უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს 35 ლარად აუპატიურებდა. მართალია ეს პირი დღეს პატიმრობაშია, მაგრამ ქართული მართლმსაჯულების გულჩვილობიდან გამომდინარე, ის „სვაბოდაზე“ ძალიან მალე გამოვა. თან მეძვირეც არაა;
უკრაინაში მოქმედი ოპოზიციური პარტიები ორ ნაწილად გაიყოფიან. მათგან ერთი ნაწილი რუსეთის აგენტებად და რუსეთუმეებად შეირაცხებიან და თავიანთ წევრებიან-ლიდერებიანად ციხეებში აღმოჩნდებიან, ხოლო მეორე და ჯანსაღი ნაწილი ოპოზიციისა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება დააფინანსებს, ქვეყნის განვითარების გზაზე, საკუთარ დამფინანსებელს, კოსტრუქციულ ოპონირებას გაუწევს;
მსოფლიო ბანკი აღიარებს, რომ უკრაინა ბიზნესის დაწყების სიიოლისა და მიმზიდველობის მხრივ მსოფლიოს ნომერ პირველი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი ამ ფაქტის აღსანიშნავად, საჯაროდ, ტელეკამერების თვალწინ, ძირმომპალი საბჭოთა „ვოლგიდან“ „მერსედესში“ გადაჯდება;
უკრაინელი მიშა თავხელიძეები და გია ნოდიები „დემოკრატიული მედიის“ ეთერში გამართულ „დემოკრატიულ“ დებატებში, ყოველთვის შეახსენებენ უკრაინელ ხალხს იმ დიდი წინსვლისა და აყვავების შესახებ, რომელიც მათ ბოლო პერიოდში განიცადეს და აგრეთვე მოუწოდებენ, რომ ერთი წამითაც არ მოადუნონ ყურადღება მეზობელი ოკუპანტის ქმედებებზე;
უკრანის რადას დეპუტატებს ხელისგულები მკვეთრად გაუუხეშდებათ, ვინაიდან პრეზიდენტის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მისვლის დროს, მისთვის, სიტყვის მქუხარე და ოვაციებში გადაზრდილი ტაშით გაწყვეტა წუთში დაახლოებით 4-ჯერ მოუწევთ,
გენმოდიფიცირებული სიმინდის მოსავლის აღებას უკრაინის პირველი პირი თავად დაესწრება და თუ ქართული მხარის გაკვეთილებს კარგად აითვისებს, შეიძლება ტრაქტორსაც კი შემოახტეს;
კიევის გასალამაზებლად იმ იტალიელ არქიტექტორს მიიწვევენ, რომელმაც მანამ თბილისი გაალამაზა;
და ბოლოს, უკრაინა გახდება ქვეყანა, რომელსაც ნატოც და ევროკავშირიც დაპირდება, რომ მას თავის რიგებში აუცილებლად მიიღებს, ხოლო კონკრეტული თარიღის დასახელებისგან, თუ როდის მიიღებს მას თავის რიგებში, დიპლომატიურად, მორცხვი ღიმილ-დუმილით უპასუხებს.
მოკლედ ესაა მეგობრებო ჩემი თვალით დანახული ის პერსპექტივა, რაც ჩვენს მოძმე უკრაინას დაუდგება, თუ მისი მთავრობა, გურუდ, მართლაც „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურებს და მიხეილ სააკაშვილს დაისვამს.
საერთოდ კი,უკრაინის ახალ ხელისუფლებას ვურჩევდი, სანამ საქართველოში გატარებული რეფორმებით აღფრთოვანდებიან, მანამ ჩვენს კურთხეულ სამშობლოში ერთი ნდობით აღჭურვილი პირი მაინც გამოგზავნონ იმ რეალური სურათის გასაცნობად, რაც ქვეყანას ნაციონალური მმართველობის შედეგად დაუდგა, ან უკიდურეს შემთხვევაში იმ სასმელისმოყვარულ უკრაინელს მაინც მოუსმინონ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ ჰკითხა იმ გზების შესახებ, თუ როგორ გახდა პრეზიდენტყოფილი მილიარდელი და რატომ ცხოვრობს ქართველი ხალხი დღემდე გაჭირვებაში. რამდენადაც მახსოვს, ამ კაცმა სააკაშვილს ბანდიტიც უწოდა.
ისევ უკრაინის ხელისუფლებას მივმართავ: მოუსმინეთ საკუთარ ხალხს ბატონებო, სხვა თუ არაფერი, თქვენ, როგორც ხელისუფლებას, ეს ნამდვილად გევალებათ.

გორგი აბრამიშვლი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა