logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა რაბათის ციხის რეკონსტრუქციას და რა ქონებას ფლობს სინამდვილეში ვანო მერაბიშვილი?
რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა რაბათის ციხის რეკონსტრუქციას და რა ქონებას ფლობს სინამდვილეში ვანო მერაბიშვილი?
10:45 04.03.2014
რატომ გახდა ვანო მერაბიშვილი ,,ივანე მესაკუთრე“ და რატომ არ ხდება მისი დანაშაულების სრულყოფილი გამოძიება? როგორ ცდილობდა ის ახალციხეში ბიზნეს-მონოპოლიის შექმნას, ვის სახელს იყო ამოფარებული და რა ქონების მფლობელია ის სინამდვილეში?
ამ საკითხთან დაკავშირებით „ნიუსპრესს“ საზოგადოება „მშობლიური მესხეთის" დარბაზის თავჯდომარე თამარ სამსონიძე ესაუბრა, რომელიც ყოფილ მინისტრს, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ დანაშაულებში ამხელს.

-ქალბატონო თამარ, რა ინფორმაციას ფლობთ ვანო მერაბიშვილის იმ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც მის სახელზე არ არის გაფორმებული?
-მერაბიშვილს თითქმის ყველაფერი თავისი ნათესავების სახელზე აქვს გაფორმებული. დავიწყოთ ახალციხის ბაზრიდან. ახალციხის ცენტრში იყო საკოლმეურნეო ბაზარი, რომელიც ქალაქის შესასავლელში გადმოვიდა და სავაჭრო ცენტრი დაერქვა. იმ ადამიანს, ვისაც ეს ბაზარი დაუხურეს ნერვიულობისგან გულმა დაარტყა. ამ ბაზრის მშენებლობას თავიდან ბლომდე ვანო ხელმძღვანელობდა, მამამისი ხომ სულ იქ ტრიალებდა. თუ რამე მშენებლობა იყო, ყველგან მამამისი იყო და თუ შენი არ არის, რატომ იტრიალებ იქ ? რაც მათ ეს ბაზარი ხელში ჩაიგდეს, მას შემდეგ ფასებმა მოიმატა. ბაზარში ადგილობრივი არავინაა, რა თქმა უნდა ხელმძღვანელობას ვგულისხმობ. ისე კი, ყველამ იცის, რომ ეს ბაზარი მერაბიშვილისაა. ჩემი ინფორმაციით სასტუმრო „მესხეთი პალასშიც" წილი აქვს მერაბიშვილს.
-ეს ხომ ის სასტუმროა, რომელიც კომპანია ,,ვისოლმა“ ააშენა?
-კი, ეს სასტუმრო ,,ვისოლმა“ ააშენა. მაგრამ „ვისოლმა“ სხვაც ბევრი რამე ააშენა სადაც სულ მერაბიშვილის ახლობლები ტრიალებდნენ.
აბასთუმნის გზაზე საკონსერვო ქარხანა იყო, ახლა იქ სასაკლაოა აშენებული. მერაბიშვილს ხორცის ბიზნესის მონოპოლიის ხელში ჩაგდება ჰქონდა განზრახული, აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც, თუ პროდუქტი მათ ობიექტებს არ გაივლიდა, ბაზარში ვერ მოხვდებოდა. ამ სასაკლაოს მშენებლობას ვინმე ნუგზარ სარჯველაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ასევე ვანო მერაბიშვილის მოლარეა. თუ ეს ობიექტი კერძო პირისაა, ვანოს პერიოდში გამგებლის მანქანა რატომ ემსახურებოდა მაშინ?
ეს სასაკლაო ძალიან კარგად გააკეთეს, რაც საჭირო იყო ექსპერტიზიდან დაწყებული, ყველა აპარატურით უზრუნველყოფილი იყო. თუმცა მისი ამუშავება უკვე ვეღარ მოასწრეს და ასე მაგრად გაკეთებული ობიექტი აქამდე გაჩერებული იყო. ახლა თითქოს იქ ხალხის მოძრაობა შეინიშნება, არ ვიცი ამუშავებას აპირებენ თუ რას აპირებენ.
ასევე, ეს ჩიტაშვილი ახლა რომ მაჟორიტარია, კრიმინალი, მაშინ ოლქის პროკურორი იყო და სულ ამ მშენებლობაზე ტრიალებდა, მერე სარჯველაძე ხელმძღვანელობდა, ბანკიდან ფული გამოჰქონდა რაღაც გადარიცხვა-გადმორიცხვებს აწარმოებდა. ამას ყველა ხედავდა, ხალხისგან რა უნდა დამალო, მითუმეტეს უკმაყოფილო მუშები ჰყავდათ.
-როდის დაუპირისპირდით ვანო მერაბიშვილის გარემოცვას?
- ჩემი დაპირისპირება მაგათთან, მიწის მესაკუთრეთა ასოციაციიდან დაიწყო. მაგათ გრანტი მოიგეს და ბაქო-ჯეიჰანის პროექტმა ვის მიწებზეც გაიარა, იმ ადამიანების მიწების პასპორტიზაცია მაგათ ჩაატარეს. სინამდვილეში კი რა ხდებოდა: ვთქვათ პროექტმა გაიარა შენს მიწაზე და აღწერეს რამდენიც გეკუთვნის. შენ ჯერ არ მიგიღია პასპორტი და არც იცი რამდენი უნდა მოგცნენ.
ერთ საღამოს გირეკავს ვიღაც ქურდი, კრიმინალი და გეუბნება, შენ ხვალ ამა და ამ ბანკში დაგიბარებენ, აიღებ ამდენ და ამდენ თანხას და რომ ამ თანხიდან რაღაც ნაწილი მისია. ანუ ჯერ შენც არაფერი იცი და ქურდმა საიდან გაიგო? მე პირდაპირ დავადე ხელი მაგათ, აბა საიდან იგებდნენ ეს ქურდები ამ ყველაფერს? შეწუხდა ხალხი, ხან ვინ მირეკავდა ხან ვინ, ვეუბნებოდი რატომ არ კითხე საიდან გაიგეს ეს ამბავი-თქო. სხვა ვინ გაიტანდა ამ ინფორმაციას? ბანკი? ეს ხომ გამორიცხულია.
-საუბრის დასაწყისში რაბათის ციხესთან დაკავშირებითაც განაცხადეთ, რომ პრეტენზიები გაქვთ...
-რაც შეეხება რაბათის მშენებლობას, როგორც ვიცი ის 17 თუ 18 აგვისტოს გაიხსნა. ბრძანება კი მისი რეკონსტრუქციის შესახებ წინა დღეს დაიწერა. მანამდე აბსოლუტურად უკანონო მშენებლობა მიდიოდა. მერვე საუკუნის ძეგლი დაამახინჯეს. სცადოს ვინმემ და კოლიზეუმში ან აკროპოლისში ერთი აგური შეცვალოს, რა მოხდება? იგივე დატვირთვა ჰქონდა ამ ძეგლს. თურქულ-არაბული სტილი მიანიჭეს, ეს ორნამენტები მთლიანად თურქეთში დაამზადეს, სპეციალისტები ჩამოიყვანეს და იმათ დაამონტაჟებინეს. როგორც ამბობენ, ამაში ფული თურქეთმა ჩადო, მაგრამ საქართველოს მხარემაც გამოჰყო თანხები. არადა ხომ ისმის კითხვა, რანაირად გამოჰყო როცა ბრძანება, განკარგულებაც არ ჰქონდათ გაცემული ჯერ რეკონსტრუქციის შესახებ? უმთავრესი მაგ ამბავში რაც არის ისაა, რომ არავითარი არქეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა, 20 000 კუბური მეტრი მიწა მოთხარეს და მტკვარში გადაყარეს. რა იყო, რა ხდებოდა, რა ისტორია იყო ამ მიწის ქვეშ, ამით არავინ არ დაინტერესებულა.
-ეს თემები ხელისუფლებისთვის უცნობია?
-ამ საკითხებზე ჩემს გარდა არავინ ლაპარაკობს. არ უნდათ ჩაიხედონ ამ საქმეში და გამოიძიონ, არ უნდათ ამ ყველაფრის დანახვა. ჯერ მარტო ამ მშენებლობების პერიოდში, იქ, ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო 3 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი, სასტუმროს მშენებლობისას დაიღუპა. რა უნდოდა თვითონ ვანოს იცით? - ახალციხე რომ კაზინოების ქალაქად გადაექცია. ამიტომაც ხსნიდა ამ სასტუმროებს. თვითონ რაბათის ციხე, საუნებით, აბანოებით და რაღაც სისულელეებით აბსოლუტურად დაამახინჯეს და ის უკვე ისტორიული ძეგლი აღარ არის. რაც მთავარია მშენებლობა ისეთ პერიოდში დაიწყო, როცა ძალიან ციოდა, მშენებლობას აწარმოებდნენ ისეთი ნივთიერებით, ყინვისთვის რომ გაეძლო. ამიტომ ექსპონატებს, რაც იყო მანდ განთავსებული, ჟანგი მოეკიდა, არც მუზეუმის ხელმძღვანელობა იღებს ხმას, არც არავინ. არავინ არ მეხმარება. თუ რამეს დავწერ, მაშინ მწერენ პირადში და ტელეფონზე, რომ მაგარი ვარ. ეს რაში მჭირდება, გამოვიდნენ და ხმა ამოიღონ. მე რამდენი შემიძლია, ნაქირავებში ვცხოვრობ მაგათ გამო.
დიდი ბიზნესი მოაწყვეს რაბათის ძეგლზე. ნინო ჩხეიძისა და გიორგაძის (ამხანაგთა კავშირის თვმჯდომარე რომ იყო) ბიზნესები გახსნეს. როგორ შეიძლება ძეგლზე კაფე-ბარებისა და საუნების დამონტაჟება?! ოთხივე კუთხეში ამ უზარმაზარ ტერიტორიას მერვე საუკუნიდან წმინდა გიორგის ეკლესიები ჰქონდა დადგმული. მათგან მხოლოდ ერთი აღადგინეს შესასვლელში და იქვე დაუდგეს ფაშას სახლი. ისეთი რაღაცები დადგეს, რომელიც ისტორიულად არ მდგარა. მე ფოტოები მაქვს 1914 წლის არის თუ არ ვცდები, სადაც იმ მეჩეთზე ჯვარი ჰკიდია.
თუნდაც ვარძია ავიღოთ. ვარძიიდან რომ გადმოიხედავ, წინ უზარმაზარი ტურისტული ცენტრი იყო, რომელსაც ძალიან დიდხანს აშენებდნენ კომუნისტები. ერთ მშვენიერ დღეს ეს ტურისტული ცენტრი გაიყიდა. ასპინძელებმა მითხრეს, ჩამოფრინდა ვანო, ჩამოიყვანა ვიღაც არაბი და იმან უყიდა თავის ქალიშვილსო. კულტურის სამინისტრო ხომ ნიშნავს ძეგლისმცველს, რას იცავს იქ? ტურისტები რომ ჩადიან, ძალიან დიდ გულისტივილს გამოხატავენ, რომ ეს ობიექტი ის აღარ არის.
-მოკავშირეები ხომ ჰყავდა ვანოს, ვისზეც იყო გაფორმებული გარკვეული ობიექტები?
- როგორ არა. არის ერთი ადამიანი, გვარად კაპანაძეა, რომელიც ძალიან კარგი ბიჭი იყო. ვანოსაც და მასაც ერთნაირად კარგად ვიცნობდი. ერთი კლასით წინ იყო თუ უკან ვანოზე, აღარ მახსოვს. სკოლის დამთავრების შემდეგ რუსეთში წავიდა, ფულიც იშოვა, კარგადაც მოეწყო, ყველანაირად წესიერი ადამიანი იყო. თუმცა მისი შეცდომა ის იყო, რომ დაბრუნდა და ამათთან მივიდა. მის სახელზე რაც ფიგურირებს სამცხე-ჯავახეთში, ყველაფერი ვანოსია. არა მარტო ეგ, კიდევ ვიღაცას ასახელებენ ახლა, ვიღაც ტეფნაძეს, თბილისის ზღვაზე მიწები მისიაო. თუნდაც გია მესხელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის" თავჯდომარე. სად არის ახლა გია მესხელი, რატომ არავინ კითხულობს? წავიდა, გადაკვეთა საზღვარი, ბოლოს ესპანეთში იყო, როგორც ვიცი და არც არავინ კითხულობს მასზე არაფერს. მესხელი იყო სუფთა ბნელეთის მოციქული.
- არ გიფიქრიათ რომ ამისთვის სამართლებრივი ფორმა მიგეცათ, ან მერაბიშვილის წინააღმდეგ საჩივარი ახალი ხელისუფლების პირობებში მაინც დაგეწერათ?
-ტომები გვაქვს შეტანილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში, მათ შორის პირადი განცხადებაც. მოკვლევა დაწყებულია, ყველა მოწმე დაკითხულია და ამით მთავრდება ყველაფერი. გამოძიების ვადები კიდევ 2-დან 25 წლამდეა. გაოგნებულები ვართ. არანაირად არ შეიძლება, რომ ვანოს ეს ყველაფერი შერჩეს.

მარიამ კახიაშვილი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა