logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართული სამართლის პარადოქსები
ქართული სამართლის პარადოქსები
11:13 03.03.2014
სასამართლომ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი პატიმრობაში დატოვა.
როგორც ყველას გვახსოვს, ემზარ კვიციანს სააკაშვილის რეჟიმმა ბრალი დაუმორჩილებლობაში დასდო, ხოლო მისი მეგობარი ირაკლი ბათიაშვილი, მსოფლიო იურისპრუდენციისთვის უცნობი მუხლით - „ინტელექტუალური მხარდაჭერის“ ბრალდებით დააპატიმრეს და რამდენიმე წელი ციხეში გამოამწყვდიეს.
პატიმრობაში იმყოფებოდა აგრეთვე, ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანიც.
მაინც რაში იყო საქმე და არის თუ არა ემზარ კვიციანი ის ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ წავიდოდა?
დავიწყოთ იქედან, რომ 2008 წელს ოკუპანტებისთვის, სამარცხვინოდ და პრაქტიკულად თოფის გაუსროლლად ჩაბარებულ კოდორის ხეობას, საქართველოსთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იმ შემთხვევაში, თუ საქართველო თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სამხედრო გზით გადაწყვეტდა, მაშინ ამ მიზნის მისაღწევად, კოდორის ხეობა სასიცოცხლო მნიშვნელობას შეიძენდა, რადგან ის არის სიმაღლე, საიდანაც საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ცეცხლი, საჭიროების შემთხვევაში სოხუმამდეც მიაღწევდა, აღარაფერს ვამბობ იმ მოკლე, პრაქტიკულად, საცალფეხო გზაზე, საიდანაც სოხუმში შეიარაღებული ძალების ფარულად შეყვანა დაახლოებით 3-4 საათის პერიოდში შეიძლებოდა.
რა თქმა უნდა, კოდორის ხეობის სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ, ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დასრულების დროს იცოდა რუსულმა მხარემ, იცოდა ედუარდ შევარდნაძემ და იცოდნენ აფხაზებმაც, მაგრამ, მაშინ, ედუარდ შევარდნაძემ შეძლო და კოდორის ხეობა შეინარჩუნა.
გამომდინარე თავისი რელიეფიდან, კოდორის ხეობის დასაცავად ქვეყნის მაშინდელმა ხელისუფლებამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და იქ ადგილობრივებისგან შემდგარი ბატალიონი ჩამოაყალიბა, რომლებმაც თითოეული კუთხე-კუნჭული ზეპირად იცოდნენ.
შეიძლება ვინმე შემომედავოს და თქვას, რომ ეს ხეობის დასაცავად ერთადერთი გამოსავალი არ ყოფილაო. ასეთებს შევახსნებ, რომ როდესაც რუსებმა კოდორის ხეობაში ვერტმფრენებით დესანტი გადმოსხეს, მათ უკან, სწორედ ადგილობრივებისგან შემდგარმა ბატალიონმა დაახევინა.
მაშინ ადგილზე ოპერატიულად გაფრინდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც თავის მემკვიდრეს სიმამაცით აშკარად რამდენიმე თავით აღემატება და რუსული დესანტის მეთაურს პირადად შეხვდა.
როგორც ედუარდ შევარდნაძე იხსენებს, რუსული არმიის დანაყოფის მეთაურებთან მოლაპარაკების დროს, მან მომხვდურებს უკან გაბრუნება ურჩია და უთხრა, რომ ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი ბატალიონი მოქმედებდა, რომელიც უკან არაფერზე დაიხევდა და რისი შედეგებიც ძალიან ძნელად საპროგნოზო იქნებოდა.
რუსული დანაყოფის ხელმძღვანელობამ, ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისა და ადგილობრივი ბატალიონის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ დესანტი უკანვე, ვერტმფრენებში შეაბრუნა და ტერიტორია დატოვა.
ძნელი სათქმელია დაიკარგებოდა თუ არა კოდორის ხეობა იმ შემთხვევაში, იქ რომ 2008 წელს ემზარ კვიციანი და მისი ბატალიონი ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი ერთია, ხეობა ასე სამარცხვინოდ, სააკაშვილის მიერ თბილისში გამართული ტინგიც-კონცერტის ფონზე ნამდვილად არ ჩაბარდებოდა.
ემზარ კვიციანი ნამდვილად იყო პიროვნება, რომელმაც საქართველოს რამდენიმე წლის განამვლობაში კოდორის ხეობა შეუნარჩუნა, თუმცა ყველას კარგად ახსოვს, ვარდოსანი ავანტიურისტების მიერ ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელსაც გორელი ბოზების რისხვა ირაკლი ოქრუაშვილი და ქვეყნის აწ უკვე სქოლიოზშეყრილი ხერხემალი ხელმძღვანელობდნენ.
სპეცოპერაცია უმსხვერპლოდ არ დასრულებულა და მას ერთი ხანდაზმული ქალბატონის სიცოცხლე შეეწირა, რომელსაც საკუთარი სახლის კუთხესთან წამოეწია ვერტმფრენიდან ნასროლი ტყვია.
ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა კოდორის ხეობის „დაბრუნება და გათავისუფლება“ საზოგადოებას დიდი ზარზეიმით აუწყა და მას ტოპონიმიკაც კი შეუცვალა და „ზემო აფხაზეთი“ უწოდა.
ამით მან ირიბად ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთის ნაწილი უკვე „დაიბრუნა.“ ამ ფაქტის შეფასება უფრო ფსიქოლოგ-ფსიქიატრების კომპეტენციას განეკუთვნება, მაგრამ ფაქტი ერთია, ამ ავანტიურამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა.
„ზემო აფხაზეთის დაბრუნების“ შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა იქ ხის კოტეჯები ჩადგა და როტაციის პრინციპით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები განალაგა, თუმცა როგორ იბრძოლეს იმ დანაყოფებმა 2008 წლის აგვისტოში იქ, ამის ნათელი დასტური სახეზეა.
ვარდოსანი ხელისუფლება, რომელსაც ემზარ კვიციანის დაპატიმრება ან შესაძლოა ლიკვიდაციაც კი ჰქონდა ჩაფიქრებული, ხელმოცარული დარჩა, რადგან ყოფილმა გუბერნატორმა ტერიტორიის დატოვება მოასწრო.
შემდეგ კი, საქართველოს თავს ბევრი ამბავი დატრიალდა, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, 2008 წელს კოდორის სამარცხვინოდ დატოვებით დასრულდა, თუმცა მანამ, კოდორის ხეობის სპეცოპერაციის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა მოახერხა და მიშა სააკაშვილთან ურთიერთობა დაძაბა, რაც მას ჯერ პატიმრობად, ერთი დღის შემდეგ კი, პირდაპირ ტელეაღიარებად დაუჯდა.
ამის შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლებამ, მოაგვარა რა იურიდიული ფორმალობები, ირაკლი ოქრუაშვილს საშუალება მისცა საქართველო დაეტოვებინა, შემდეგ კი მასზე ძებნა გამოაცხადა.
დღეს, საქართველოში დაბრუნებული ირაკლი ოქრუაშვილი თავისუფალია და როგორც ამბობენ, გორის მერობისთვის ბრძოლას აპირებსო.
უამრავი ის ადამიანი, რომლებმაც გასული 10 წლის განამვლობაში ქვეყანა გამოხრეს და მისი განვითარების პერსპექტივა ძალიან დიდი ხნით დაამუხრუჭეს, - დღეს თავისუფლები არიან;
დღეს თავისუფლები არიან სანდრო გირგვლიანის მკვლელები;
დღეს თავისუფლები არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ხალხს ქუჩაში უსასტიკესად უსწორდებოდნენ, ხოლო აგვისტოს ომის დროს სოროებში იმალებოდნენ;
დღეს თავისუფლები არიან ადამიანები, რომლებიც ვანო მერაბიშვილის გვამებით უზრნველყოფის შესახებ დავალებებს იღებდნენ;
სამაგიეროდ, დღეს პატიმრობაში რჩება ადამიანი, რომელმაც საქართველოს კოდორის ხეობა თითქმის 7 წლის განამვლობაში შეუნარჩუნა და ქვეყანა მხოლოდ იმის შემდეგ დატოვა, რაც მასზე ოფიცალური ნადირობა გამოცხადდა.
აღნიშნული პიროვნება საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა დააპატიმრებდნენ, - თავისი ფეხით ჩამოვიდა.
საინტერესოა რატომ ჩათვალა მოსამართლემ, რომ იმ კაცის გარეთ ყოფნა, რომელიც სამშობლოში დაპატიმრების ასპროცენტიანი საფრთხის მიუხედავად თავისი ფეხით ჩამოვიდა და რომელსაც რუსეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი გადეპორტების შესახებ ბავშვივით უხაროდა, - საფრთხეს წარმოადგენდა და მისგან მიმალვის საფრთხე არსებობდა?
მართლაც უჩველო პრეცედენტებთან გვაქვს საქმე.
მაშინ, როცა არსებული სასამართლო ხელისუფლება, იმ ხალხს, ვის მიმართაც საზოგადოებას აგრესიის უზარმაზარი მარაგი აქვს დაგროვებული, - გარეთ სასაცილო რაოდენობის გირაოს სანაცვლოდ უშვებს, ხოლო ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით პოლიტიკური დევნის მსხვეპრლად ოფიციალურად უნდა შეფასდეს, - დღემდე პატიმრობაში რჩება და მისი გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდაც კი შეუძლებელია.

ალეკო ჩუბინიძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა