logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ადუაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პატიმარი, სასჯელაღსრულების სამინისტროს მკურნალობაზე უარის თქმაში ადანაშაულებს
ადუაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პატიმარი, სასჯელაღსრულების სამინისტროს მკურნალობაზე უარის თქმაში ადანაშაულებს
00:36 26.02.2014
რამდენიმე დღის წინ, „ნიუსპრესს“ №6 საპყრობილედან პატიმარი კობა ყურუა დაუკავშირდა, რომელიც ციხის ადმინისტრაციასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს უყურადღებობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ სასწრაფოდ საჭიროებს თვალის ოპერაციას, რომლის დაფინანსებაზეც სასჯელაღსრულების სამინისტრო უარს აცხადებს.
„ცხოვრებაში ინტერვიუ არასოდეს მიმიცია. მე ამ მთავრობის მსხვერპლი ვარ. თუ გახსოვთ ანტონ ადუაშვილის მკვლეობის საქმე. ეს საკმაოდ გახმაურებული საქმეა, სადაც სოსო პავლიაშვილი და მისი სიძე ფიგურირებს. სწორედ ამ საქმეზე ვარ ბრალდებული. დამაკავეს, მაგრამ, არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ ჩემთვის ბრალი წაეყენებინათ. მე დღემდე წამების მსხვერპლი ვარ, რადგან ჩემგან დღემდე სასურველი ჩვენების მიცემას ითხოვენ. მათ სურდათ დამებრალებინა ის, რაც მე არ დამიშავებია“ - აცხადებს ყურუა.
- ვინ არის ის ადამიანი, რომელიც თქვენგან აღიარებით ჩვენებას ითხოვდა?
-2012 წლის 7 დეკემბერს ქალაქ ფოთში დამაკავეს, თითქოს მე ნარკოტიკული საშუალება მქონდა და ზუგდიდის სამხარეო სამმართველოში გადმომიყვანეს, სადაც ნარკოტიკული საშუალება დამიდეს. როცა დამაკავეს და ზუგდიდის საპყრობილეში გადამიყვანეს, იქ დამხვდა პროკურორი ბიბილაშვილი, რომელიც ანტონ ადუაშვილის მკვლელობის საქმეს იძიებდა და მითხრა: ვიცი, რომ ამა და ამ რიცხვში შენ თბილისში შენს მეგობარს გაყევი და ისიც ვიცით, რომ ამ საქმეში ხარ გარეული. ითანამშრომლე ჩემთან და ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნები, ხელს შეგიწყობ ოღონდ ეს საქმე გამახსნევინეო. მე და ბიბილაშვილი ვერ მოვრიგდით, რადგან ამ საქმის ირგვლივ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. არ ვითანამშრომლე მასთან და შემდეგ წამლის მუხლით გამასამართლეს. თუმცა ზუგდიდის სასამართლომ 10 000 ლარი გირაო შემიფარდა და გამათავისუფლა. გათავისუფლებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ, სახლში სამართალდამცავები მოვიდნენ. რომლებმაც მითხრეს, რომ ზუგდიდის სამხარეოში უნდა გამოცხადდე, რადგან გირაოთი გათავისუფლების ერთ-ერთ საბუთზე ხელია მოსაწერიო. მე, დედაჩემთან და სიძესთან ერთად, ზუგდიდში გამომძიებელთან მივედი. ვუთხარი, გამოვცხადდი და ამიხსენით რომელ საბუთზე მაქვს ხელი მოსაწერი მეთქი. მითხრეს, ცოტა ხანი უნდა დაელოდოო. თურმე ისინი თბილისიდან ხალხს ელოდებოდნენ, რომლების მე თბილისში გადამიყვანდნენ, თუმცა რატომ და რისთვის, - არაფერი ვიცი.
-ვინ არიან ის ადამიანები ვისზეც საუბრობთ, სახელი და გვარი არ იცით?
-ყველას სახელი არ ვიცი. მაგრამ, ერთის ვიცი, ამის საბუთები მაქვს და იქ წერია მისი სახელი და გვარი. ჩემი მშობლები მოგიტანენ ყველა საბუთს.
ზუგდიდში მითხრეს, შენ ჩვენთან ერთად თბილისში უნდა წამოხვიდეო. როცა ვიკითხე, რატომ უნდა წამოვიდე თბილისშითქო, მიპასუხეს - იქ გაგაგებინეთ ყველაფერსო. წამომიყვანეს, გზაზე ვეკითხებოდი, მითხარით, რატომ მივდივართ თბილისში, დედაჩემი და სიძე მელოდებიან, მათ უნდა გავაგებინო სად მიგყავართ-თქო.
გამომიცხადეს, რომ ანტონ ადუაშვილის შეკვეთილ მკვლეობაში გედება ბრალიო. ვუთხარი, რომ 7 დეკემბერს, როდესაც დამაკავეს, პროკურორმა ბიბილაშვილმაც მითხრა ამის შესახებ და მასაც ავუხსენი, რომ ამ მკვლელობასთან საერთო არაფერი მქონდა. როდესაც მკვლელობა არ დავიბრალე, წამება დამიწყეს. წელიწადი და ორი თვე ბლაგვი საგნებით, წიგნებით და წყლის ბოთლით მაწამებნდენ. ამ საგნებს თავში მირტყამდენენ, რის გამოც მხედველობა დამეკარგა. ვინც მაწამებდა იმ ადამიანს ლადო ჰქვია. შემიძლია ამოვიცნო. 8 თვეა თეა წულუკიანს, ეკა ბესელიას და სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს ვეხმიანები. მიპასუხონ რატომ და რისთვის მაწამეს? რატომ დამიკარგეს მხედველობა? ჩემს წინააღმდეგ არანაირი ფაქტი არ გაჩნიათ, რატომ მომისაჯეს 20 წელი? როგორც კი გლდანის №8 ციხეში გადამაგზავნეს, ჩემი ფსიქოლოგიური წამება იქაც გააგრძლეს. როდესაც სასამართლოდან ციხეში მივყავდი, რეჟიმის უფროსი გია ფიფია დამხვდა და ფიზიკურად გამისწორდა. თავისა და ხერხემლის არეში მცემდა.
მხედველობის დაქვეითების შემდეგ, №8 დაწესებულების ექიმს მივმართე. გამსინჯა ოფთამოლოგმა ნინო მიშველიანმა და მითხრა, რომ თქვენ ჩემი პაციენტი არ ხართ, გარეთ უნდა გაგიყვანონ, სატანადო აპარატურაზე შეგამოწმონ და ამის შემდეგ დავადგენთ რა გჭირს თვალებზეო. მივმართე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს ნათია ლანდიას, რომელმაც ჯანმრთელობის ცენტრში გადამაგზავნა. იქ გამსინჯეს და მითხრეს, რომ თვალებზე დაზიანებები გაქვს და ორივე თვალზე ოპერაცია გჭირდებაო. ხოლო სანამ ოპერაცია გაგიკეთდება, სათვალე უნდა ატაროო და – 1,5 ზომის სათვალე დამინიშნეს.
ჩემი წამებისა და ცემის ფაქტზე ადვოკატს მოვუყევი, რომელმაც ეს სასამართლოზეც განაცხადა. როდესაც ამის შესახებ გაიგეს, №8 ციხიდან, 1 სექტემბერს, № 7 ციხეში გადამაგზავნეს, სადაც ერთი თვის განმავლობაში ფსიქოლოგიურად მაწამებდნენ და მთხოვდნენ დამებრალებინა და აღიარებითი ჩვენება მიმეცა. მე პირადად მაწამებდა №7 ციხის დირექტორის მოადგილე, სახელად გია. ზეწოლა გავასაჩივრე და დამკითხეს. ამის შემდეგ კი ისე მცემს და მაწამეს, რომ ტკივილს ვერ გავუძელი. სათვალე, რომელსაც ვატარებდი, დავამტვრიე და სხეული დავისერე. ამის შემდეგ ისევ ჩემს საკანში შემაგდეს, სადაც 2 დღე და ღამე სისხლისგან ვიცლებოდი და ყურადღებაც არავინ მომაქცია. 38 ნაკერი მადევს ხელებზე და მუცელზე. გარედან მოიყვანეს ექიმი, რომელსაც შეეშინდა და განაცხადა, რომ „რეზბალნიცაზე“ უნდა გადაიყვანოთო. წამომიყვანეს, მაგრამ „რეზბალნიცის“ მაგივრად № 6 ციხეში მიმიყვანეს, სადაც დირექტორს ვუთხარი, რომ ჩემს წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ არსებობს, არაფერი დამიშავებია და თუ თქვენ, ჩემი საქმის გამოძიებაში არ დამეხმარებით, ჭრილობებს არ ამოვიკერავ მეთქი. შემპირდა, რომ დამეხმარებოდა.
-ადვოკატები რას ამბობდნენ თქვენი ცემისა და წამების ფაქტზე?
- 2 ადვოკატი გამექცა, ვუსაყვედურე მაწამებენ, მცემენ თქვენ კი არაფერს აკეთებთ მეთქი და ასე მითხრეს, რომ ამ მთავრობასთან არ მინდა დატაკებაო. იძულებული გავხდი და ხელი სკამზე დავიჭედე. 4 დღე ვიყავი დაჭედილი, მაგრამ კაციშვილი ყურადღებას არ მაქცევდა. როცა ადმინისტრაცია მიხვდა, რომ მე უარესის გამკეთებელი ვიყავი, სამედიცინო დაწესებულებაში გადამიყვანეს. ოპერაცია ორივე თვალზე გამიკეთეს, თვალის ბროლები გამომიცვალეს. თუმცა ქირურგიული ჩარევა უშედეგო აღმოჩნდა და მარჯვენა თვალში ჩინი საერთოდ დამეკარგა. დღემდე დეპარტამენტის სამედიცინო ნაწილის ხელმძღვანელობისგან, ვითხოვ, რომ ყურადღება მომაქციონ, გამოყონ ექსპერტი და შეამოწმონ რა მდგომარეობა მაქვს თვალზე.
ნათია ლანდიას თანაშემწე ვინმე ქეთიმ კი ტელეფონზე მითხრა ოპერაცია ძვირი ჯდება, თან მაგრა არ გვაინტერესებ, შენი სახსრებით გაიკეთე ოპერაციაო და ტელეფონი გამითიშა. №6 დაწესებულების ექიმს თამუნა შურღაიას მივმართე და მინდა გითხრათ, ეს ექიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოპერაცია გამიკეთონ. მე „კამერაში“მეორე ადამიანი რომ არ მყავდეს, გადაადგილებასაც ვერ შევძლებ. ყველა სასამართლო ინსტანციაში და უწყებაში მაქვს დაწერილი საჩივარი. 8 თვეა თეა წულუკიანისაგან და ეკა ბესელიასგან წერილზე პასუხს ველოდები მაგრამ, ჯერ პასუხი არ ჩანს. რატომ მომისაჯეს 20 წელი დღემდე ვერ ვხვდები.
-სასამართლო და გამოძიება, ანტონ ადუაშვილის მკვლელობაში თანამონაწილეობასა და მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, მეგობრებთან ქარჩავასთან, გერგაიასთან და უბილავასთან ერთად თბილისში ყოფნას გედავებოდათ...
- დიახ, დიახ. მომისაჯეს თანამონაწილეობა და 109 მუხლი. მაგრამ რისთვის? დასამტკიცებელი არაფერი არ მაქვს, რადგან ამ საქმეში მე დამნაშავე არ ვარ. ქარჩავამ სასამართლო პროცესზეც განაცხადა, რომ ყურუა 23 ნოემბერს ჩემთან არ იმყოფებოდაო და დაასახელა პიროვნება, ვინც მასთან ერთად იყო. დღეს ის პიროვნება გირაოთია გათავისუფლებული. იცით კიდევ რა იყო, პიროვნებას, რომელსაც ქარჩავამ მანქანა სთხოვა, მიაცემინეს ჩვენება, თითქოს მე შევასრულე დაკვეთილი მკვლელობა.
ნაფიცმა მსაჯულებმა დილის 11-ის ნახევარზე დაიწყეს სასამართლო და ღამის 4 ნახევარზე დამთავრეს, ვერდიქტი ვერ გამოჰქონდათ და იძულებით გამოატანინეს. ჩემს მიმართ არანაირი მტკიცებულება არ იყო. მე ჩემზე მაქვს საუბარი და არა გერგაიაზე, ქარჩავაზე და სხვებზე.
დამეხმარეთ, თქვენი მეშვეობით სასჯელაღსრულების დაწესებულებას ვთხოვ, აღმიდგინონ მხედველობა. ასევე მაინტერესებს, რატომ მაწამეს დიღმის პოლიციის სამმართველოში და №7 და №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ყურადღებასაც კი არ მაქცევენ და სასჯელაღსრულების სამინისტრო ჩემს მკურნალობაზე უარს აცხადებს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ რუსთავის №6 პატიმრის კობა ყურუას ჯანმრთლობის მდგომარეობის გასარკვევად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს თაია მახარაშვილს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, პატიმარი კობა ყურუა ცრუობს, რადგან მხედველობასთან დაკავშირებით, მას მაღალტექნოლოგიური კვლევები და რეფერალური დახმარება 8–ჯერ ჩაუტარდა.
„მსჯავრდებულ კობა ყურუას 2013-2014 წლის განმავლობაში ჩაუტარდა არაერთი კონსულტაცია, მაღალტექნოლოგიური კვლევები და მკურნალობა, მათ შორის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში რეფერალით 8-ჯერ ისარგებლა. აღნიშნულ მომსახურებაზე სამინისტრომ 7033 ლარი დახარჯა. შესაბამისად, მისი განცხადება, თითქოს სამედიცინო პერსონალმა განუცხადა, რომ ოპერაცია საკუთარი ხარჯით უნდა გაიკეთოს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ექიმების დასკვნით, მსჯავრდებული ამ ეტაპზე რაიმე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. სასჯელაღსრულების სამინისტრო სამედიცინო პერსონალის კომპეტენციაში ვერ ჩაერევა, ასევე, რომელიმე მსჯავრდებულს, რაიმე ტიპის მურნალობას ექიმის დანიშნულების და სამედიცინო ჩვენების გარეშე, - ვერ ჩაუტარებს. პაციენტს განემარტა, რომ თუ აღნიშნულ პოზიციას არ ენდობა, კანონმდებლობის თანახმად მიეცემა შესაძლებლობა, რომ ალტერნატიული სამედიცინო აზრი მოიძიოს.
რაც შეეხება ინფორმაციას მსჯავრდებულის დიაგნოზისა და გაწეული მომსახურების შესახებ, იგი კონფიდენციალურია და მედიას მხოლოდ პაციენტის თანხმობის შემთხვევაში მიეწოდება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მსჯავრდებულები და მათი ახლობლები მედიით არასწორი და არასრულყოფილი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ, რათა შემდგომში მართლმსაჯულების სისტემაზე სცადონ ზეგავლენის მოხდენა. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი მსჯავრდებული ქალბატონის დედამთილმა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო რძლის სიკვდილის დამალვაში დაადანაშაულა, მაშინ როდესაც, აღნიშნული პატიმარი პრაქტიკულად ჯანმრთელია და ქალთა საპატიმრო დაწესებულებაში იხდის სასჯელს“ - განაცხადა „ნიუსპრესთან“ საუბარში მახარაშვილმა.

ირმა მეგრელი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა