logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიგლა ბარამიძე - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სერიოზულ შედეგს დავდებთ
გიგლა ბარამიძე - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სერიოზულ შედეგს დავდებთ
13:39 14.02.2014
ინტერვიუ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგლა ბარამიძესთან
რეგიონული განვითარების სამინიტრო, თავისი ბიუჯეტით, ნარმანიას იმიჯსა და პოპულარიზებაზე მუშაობს;
ხელისუფლების მხრიდან მცდელობაც კი არ არის, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს;
„ქართულმა ოცნებამ“, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიტანა თავისი და პრეზიდენტი პრაქტიკულად დანიშნა, დაახლოებით ასე უნდათ მერების და სხვა თანამდებობის პირების „დანიშვნაც“.
ბევრ საკითხში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა;

- პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარით დააჯარიმა. როგორ აფასებს პარტია ამ ფაქტს და აპირებთ თუ არა სააპელაციო სასამართლოში მის გასაჩივრებას?
- 2014 წლის 12 თებერვალს ჩაგვბარდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დააკმაყოფილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უსამართლო მოთხოვნა და „დემოკრატიული მოძრაობა “ 65 000 ლარის ოდენობით დააჯარიმა.
იმის მაგივრად, რომ დღეს, „ქართული ოცნება“ და საგამოძიებო ორგანოები რეზონანსული და გახმაურებული საქმეების გამოძიებით დაკავდნენ, რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა წელიწადზე მეტია ელოდება, თორდია - მოგელაძის სამსახურის მიერ უზარმაზარი რესურსი იქნა დახარჯული „დემოკრატიული მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლისთვის წინასაარჩევნო პერიოდში და რეალური საფუძვლის არარსებობის მიუხედავად, მოსამართლე ილონა თოდუამ, უსამართლო და არაობიექტური გადაწყვეტილება მაინც გამოიტანა.

შეგახსენებთ, ეს ის მოსამართლე გახლავთ, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა.

საგანგაშოა, რომ მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, დღემდე მოქმედებს ის კაბალური კანონები, რომლებიც „ნაციონალური ხელისუფლების“ მიერ, რეალური ოპოზიციის დასჯისთვის იყო შექმნილი.

იმის მაგივრად, რომ „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის თავისი რეალური დანიშნულება დაებრუნებინა, რაც პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარებით შემოიფარგლება, ის დღემდე უნარჩუნებს აუდიტის სამსახურს სადამსჯელო ფუნქციას.

არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის დაჯარიმება, პირდაპირ ემსახურება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საერთო ინტერესებს.

ამასთან, „დემოკრატიული მოძრაობა“ მოუწოდებს ხელისუფლებას, აღნიშნულ საკითხზე ადექვატური რეაგირება მოახდინოს. ჩვენ ბრძოლას სამართლებრივი გზით გავაგრძელებთ და დარწმუნებულნი ვართ, რომ აუცილებლად მოვა ქვეყანაში დრო, როდესაც მივაღწევთ სამართლიანობას არა მხოლოდ ჩვენი პარტიისათვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.
- კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით გედავებათ კონტროლის პალატა?
- პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონის თანახმად, ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არჩევნების შემდეგ წარვუდგინეთ არჩევნების პერიოდში გაწეული ხარჯები. კონტროლის პალატა გვედავებოდა, რომ პარტიის ოფისები გახსნილი გქონდათ და შესაბამისად, დეკლარაციები უფრო ადრე უნდა წარმოგედგინათო. სინამდვილეში, როგორც კი ჩვენს მიერ გახსნილმა ოფისებმა ფუნქციონირება დაიწყო, იმავე წუთს შევიტანეთ ეს დეკლარაციაში. რა თქმა უნდა, ოფისები ადრეც გვქონდა, თუმცა არ ფუნქციონირებდა. შესაბამისად, მათ იურიდიულად უფლება არ ჰქონდათ დავეჯარიმებინეთ. არანაირი ფინანსური დარღვევები ჩვენ არ გვქონია, ამიტომაც ოფისების გახსნის დღეებს და საათებს გვითვლიან. სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და რა თქმა უნდა მას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ, მაგრამ მთავარი ეს კი არ არის, მთავარი ხელისუფლების დამოკიდებულებაა. ნაცვლად იმისა, რომ ადგილობრივი აჩევნების წინ ნორმალური საარჩევნო გარემო შექნან, ყველაფერი პირიქით ხდება. ჩვენი პარტია ყველაზე მრავალწევრიანი და მაღალრეიტინგული პარტიაა. ეს ფაქტი საპრეზიდენტო არჩევნებმა ოფიციალურად დაადასტურა. ხელისუფლება კი სწორედ ჩვენ გვიტევს. საარჩევნო კოდექსში მათ ჯერ არანაირი ცვლილება არ შეუტანიათ, ისევ ის სიებია, რომლითაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში არჩევნების დროს ხელმძღვანელობდნენ. ქართული ოცნების წარმომადგენლები ხელისუფლებაში მოსვლამდე აცხადებდნენ, ყველაფერი უნდა შევცვალოთო, მაგრამ ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა და არც არაფერი გაუმჯობესებულა. ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ეძახის იმას, რომ არ ხდება ადამიანების გატაცება, მათი სახურავებზე აყვანა და მკვლელობები. გავიგეთ ბატონო, რომ შიშის სინდრომი მოიხსნა, მაგრამ ხომ შეიძლება, კიდევ წინ გადავდგათ ნაბიჯი.
მცდელობაც კი არ არის, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს. კოალიცია ქართულმა ოცნებამ, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიტანა თავისი და პრეზიდენტი პრაქტიკულად დანიშნეს, დაახლოებით ასე უნდათ მერების და სხვა თანამდებობის პირების „დანიშვნაც“. ბევრ საკითხში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩვენ ეს უკვე ვნახეთ. მათი ინტერესები ემთხვევა, რადგანაც სურთ რომ მდგომარეობა შეინარჩუნონ. თავისუფალი საარჩევნო გარემო რომ იყოს, ჩვენ რა თქმა უნდა, სერიოზული შედეგები გვექნება. თუმცა არც ის შედეგი იყო ცუდი, რაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს მივიღეთ, როდესაც ორ ურჩხულს, ორ სახელისუფლებო პარტიას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შორის ვიბრძოდით. თავისუფალი საარჩევნო გარემო რომ შეიქმნას, მათ ძალიან გაუჭირდებათ თავიანთი მერების არჩევა და თავიანთი კანდიდატურების გაყვანა. ამიტომ ამ საკითხს თავს არიდებენ.
- გაქვთ იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს?
- იმედით ვცოცხლობთ. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ.
- ბატონო გიგლა, იმისთვის, რომ წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს, რა არის გასაკეთებელი?
- თუ რა უნდა გაკეთდეს წინასაარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, ეს ყველაფერი ინტერფრაქციულ ჯგუფს დეტალურად აქვს ჩამოთვლილი, თუმცა ინტერფრაქციული ჯგუფი ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული, როცა ამ მოთხოვნებს ჩვენი პარტია აყენებდა. უნდა არსებობდეს ბიომეტრიული სიები. გვახსოვს, რომ ამას ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ითხოვდა. უნდა მოხდეს სიების მკვდარი სულებისგან გათავისუფლება. ამ სიებით არჩევნების ჩატარება ნიშნავს იმას, რომ ის კვლავ გაყალბდება. ასევე ვითხოვთ, დაფინანსებას, თავისუფალ საეთერო დროს. არ მიგვაჩნია სწორად მერის არჩევნებზე 50 პროცენტის ქვემოთ ბარიერის არსებობა. ორმოცდაათს პლუს ერთის ფორმულა უნდა იყოს. უამრავი ასეთი საკითხია, რომელიც უნდა მოგვარდეს. ინტერფრაქციულმა ჯგუფმა თავისი მოთხოვნები ადრესატებს არაერთხელ წარუდგინა, თუმცა მათ ყველა უგულვებელყვეს. ბოლო შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა, რომელიც დაგვპირდა, რომ თქვენს მიერ წამოყენებულ ყველა საკითხს განვიხილავ და ერთ კვირაში პასუხს გეტყვით, ალბათ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ცვლილებებს განვახორციელებთო. ერთი კვირა მომავალ ორშაბათს გადის. ვნახოთ, რას იტყვიან. უნდა მოგვეცეს საშუალება რომ არჩევნები ნორმალურ პირობებში ჩატარდეს.
- ინფრასტრუქტურის მინისტრმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მოწესრიგებული და დემოკრატიული იქნებაო. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს?
- ბატონი ნარმანია არ იქცევა კარგად, როდესაც მერის საარჩევნო მარათონში უკვე ჩართულია და ამავდროულად, ყველაზე მაღალი ბიუჯეტის მქონე სამინისტროს ხელმძღვანელობს. იმ წუთიდანვე, როდესაც მერობის მთავარ კანდიდატად დასახელდა, ის მინისტრის თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო. იურიდიულად მას აქვს ამის უფლება, მაგრამ მორალურ მხარეზეც ხომ უნდა ვისაუბროთ. მორალურად, დავით ნარმანიას არ ჰქონდა უფლება, მინისტრის თანამდებობაზე დარჩენილიყო. ის უკვე განსაკუთრებულ პირობებშია. მთელი მისი სამინიტრო, თავისი ბიუჯეტით, ნარმანიას იმიჯსა და პოპულარიზებაზე მუშაობს. დავით ნარმანიას განცხადება არარეალურია.
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ძალებს როგორ შეაფასებდით? რა შანსები აქვთ მათ?
- არიან პარტიები, რომლებიც შრომობენ, ლიდერები ჰყავთ, მაგრამ პრაქტიკულად მეტ-ნაკლებად სუსტები არიან. ძალიან ბევრი პარტია, ასე ვთქვათ ერთი კაცის პარტიაა. რეალურად ხალხი, რეგიონალური, რაიონული რგოლები და მხარდამჭერები არ ჰყავთ. მათ ძალიან გაუჭირდებათ. მითუმეტეს, თუ ფინანსებიც არ იქნა.
- ბევრს საუბრობენ იმის თაობაზე, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას იმდენად გაუწბილა იმედები, თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ შანსები გაზრდებაო. თქვენ რას იტყოდით ამის შესახებ?
- კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს რეგიონებში ვნახეთ, ძალიან ბევრ საკითხში კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ერთმანეთს ემთხვევოდა, იმ თვალსაზრისით, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტი ვერ გამხდარიყო. ამისათვის ისინი ყველაფერს აკეთებდნენ. დღეს ქართულ ოცნებას აწყობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ყავდეს. ისეთ კრიმინალურ ჯგუფთან ოპონირება, როგორიც ნაციონალური მოძრაობაა, - იოლია. ხარვეზები ყველას აქვს, მათ შორის ალბათ ჩვენც, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას როგორ შევედრებით. სუფთა ლიდერებისა და წარსულის მქონე პარტიასთან ქართულ ოცნებას საუბარიც კი არ უნდა, გაგვირბიან. ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც ქართული ოცნებისგან იმედგაცრუებულნი არიან, ჩვენ მოგვცემენ ხმას და არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“. საქართველოში არ მგონია ჭკუათმყოფელი ადამიანი, რომელიც სხვა პარტიიდან წამოვა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს შეუერთდება. მათ თავიანთი ელექტორატი ჰყავთ, რომელთა რაოდენობაც არ იზრდება. ნაციონალური მოძრაობის წევრები ხმას ვერ ამოიღებდნენ, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მეტი პროფესიონალიზმი, მეტი პრინციპულობა და სამართლებრივი სიხისტე გამოეჩინა მათ მიმართ. ყველაფერს თავიდანვე თავისი სახელი უნდა დარქმეოდა. პირველივე დღეს უნდა ეთქვათ, რომ სისტემური დანაშაული იყო და მისი ჩამდენი პირების, ხელმძღვანელი პირების, ვგულისხმობ სააკაშვილის და სხვების, პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო. მათ ეს არ გააკეთეს. სწორედ ამიტომ, თუ ადრე ნაციონალური მოძრაობა ქუჩაში ცხვირის გამოყოფას ვერ ბედავდა, დღეს სულ ტელეეთერშია, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ დღის წესრიგს გვთავაზობს და მოქალაქეებს აღიზიანებს.
- „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ შანსებს როგორ აფასებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის?
- ჩვენ საკმაოდ კარგი შანსები გვაქვს. რაც შეხება ადამიანურ რესურსს, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, საკმაოდ დიდი რესურსი გაგვაჩნია. პრობლემას ფინანსური საკითხები წარმოადგენს, ფინანსების მოზიდვა გვიჭირს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხები მოგვარდება. საპრეზიდენტო არჩევნებში ათპროცენტიანი ბარიერი რომ გადავლახეთ ჩვენ ერთი მილიონი ლარი გვეკუთვნის, იქნებ სახელმწიფომ დამატებითი სახსრები მოგვცეს. გარდა ამისა, არის შემოწირულობები, არიან მეწარმეები, რომელთაც არც ოცნებასთან და არც ნაციონალებთან თანამშრომლობის სურვილი არ აქვთ და თუ ისინი ღირსეულები იქნებიან, ჩვენ მათთან ურთიერთობას არ გამოვრიცხავთ. ალბათ ფინანსური რესურსებიც მოიძებნება, თუმცა დიდი რესურსებიც რომ არ იყოს, მთავარია ხმები არ გაგვიყალბონ და ხმების დაცვის საშუალება მოგვეცეს. თუ კოდექსი არ შეიცვალა, ამის საშუალება არ გვექნება. დავიღალეთ ოცნების წევრების დაყვედრებით, ნაციონალები ხომ გავუშვითო. ჯერ ერთი, ნაციონალები ვერსადაც ვერ გაუშვით, მათი მოპარული სახსრები ვერ დააბრუნეთ, ნაციონალური მოძრაობიდან კაცისმკვლელებს ვერანაირი მუხლი ვერ მიუყენეთ. ისიც გაიხსენეთ, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხალხის მხარდაჭერა, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი რომელი პარტიის ლიდერი მოახერხებდა ერთი პროცენტის აღებას? - ვერც ერთი.
თუ ისეთი ხელისშეშლა არ იქნება, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო, ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სერიოზულ შედეგს დავდებთ. ოფიციალურად დაგვიდასტურეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში 10 პროცენტი მივიღეთ, მაგრამ რეალურად სხვადასხვა გზებით, პლუს 10-15 პროცენტი წაგვართვეს. ისეთი ტექნოლოგიები გამოიყენეს, რომელიც აქამდე არც კი იყო ჩვენთვის ცნობილი.
- ბატონო გიგლა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში განაცხადა, რომ მზად არის საქართველოს პრზიდენტს შეხვდეს. როგორი უნდა იყოს ქართული მხარის რეაქცია?
- ორი სიტყვა ისროლა რუსეთის პრეზიდენტმა და მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება და საკანონმდებლო ორგანო ახლა გეგმავს, თუ როგორ მოხდეს პრეზიდენტების შეხვედრა. ამისთვის მზად აქამდე არ უნდა ყოფილიყვნენ? ჯერ ერთი, არ უნდა დალოდებოდნენ რუსეთის პრეზიდენტის წამოსროლილ სიტყვებს. ის მასპინძელია და ყველას ეპატიჟება. პუტინის რამდენიმე სიტყვამ მთელი ქართული პოლიტიკური ოფიციალური ელიტა მდგომარეობიდან ამოაგდო. არ იციან რა ჰქნან. მათ ამ საკითხზე უნდა ემუშავათ, რომ პირველი პირების შეხვედრისათვის მზად ყოფილიყვნენ. სწორედ ამას ამბობდა ნინო ბურჯანაძე. ჭკუა მაინც ჰკითხონ. სასაცილოა ის, რაც ახლა ხდება. ასე პოლიტიკა და დიპლიმატია არ კეთდება.
- სამართლიანობის აღდგენა კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყებას საზოგადოება დღემდე ელოდება. როგორ ფიქრობთ, ეს პროცესი დროში რატომ ჭიანურდება?
- რაშიც დასჭირდათ, დანაკლისები უცებ აღიდგინეს, მაგალითად „ქართუ ბანკის“ შემთხვევა გავიხსენოთ. ვისზეც უნდათ სამართლიანობას აღადგენენ, მაგრამ ფართო მასშტაბით ეს პროცესი არ დაწყებულა. სააკაშვილმა და სხვებმა ქვეყნიდან მილიარდები რომ გაიტანეს, ის თანხები ვინმემ დააბრუნებინა? რომელიმე ქონებაწართმეულ ადამიანს, საკუთრება დაუბრუნეს? ღამით თითო ლარად რომ აჩუქებინებდნენ ხალხს ქონებას. არ არიან პროფესიონალები და ვერ ერევიან ამ საქმეებს. გარდა ამისა, ისევ ის კადრები ჰყავთ, ვინც ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობდა, ვინც 26 მაისს სისხლს ღვრიდა, ვინც ნოემბერში აქციებს არბევდა. ეს ხალხი ისევ მუშაობს და თავის თავს ძირს ხომ არ გამოუთხრიან.

სოფო ჩიხლაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა