logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„თავისუფალი ზონის“ აქციებს თბილისის მერია აფინანსებს?
„თავისუფალი ზონის“ აქციებს თბილისის მერია აფინანსებს?
12:25 14.02.2014
არიან თუ არა გაფორმებულები ოფიციალურად თბილისის მერიაში „თავისუფალი ზონის“ ლიდერები?
ვარაუდები და მოსაზრებები იმის შესახებ, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ორგანიზაციას _ „თავისუფალ ზონას" ნაციონალური მოძრაობა აფინანსებს, - საზოგადოებაში დიდი ხანია მუსირებს. საკრებულოს დეპუტატმა მიშა ქავთარაძემ კი, ამ ორგანიზაციის პატრონად თბილისის მერია პირდაპირ დაასახელა. აღნიშნულ ინფორმაციას ირიბად ადასტურებს თავად „თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი წევრიც, რომელიც „ნიუსპრესს“ თავად დაუკავშირდა, ვინაობის გამხელისაგან კი თავი შეიკავა.
- „ამ კოლექტივში ზოგი პრივილეგირებულია, ზოგიც – არა. ვინც მეტს იყვირებს, იმას მეტად აფინანსებენ, ზოგიერთები კი, რომლებიც ორგანიზაციის პასიურ წევრებს წარმოადგენენ, მხოლოდ გზის ფულისა და ტელეფონის ფულის ამარა არიან. ვინც ე.წ. „ლიდერად" ითვლება, ყველას ხელფასი აქვს" - განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.
„თავისუფალი ზონის“ წევრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ორგანიზაციას მერია პირდაპირ არ აფინანსებს, მაგრამ მისი ზოგიერთი წევრი მერიაშია დასაქმებული. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი გირშელ ბართაიაა, რომელიც მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურშია გაფორმებული. ორგანიზაციის აქტივისტები კი, შტატგარეშე თნამშრომლებად ჰყავთ გაფორმებული.
„ეს ორგანო ნაციონალების ბოლო ოფიციალური ნავსაყუდელია, ამიტომ რაც შეუძლიათ, ბოლო გაბრძოლებასა და მომხრეებისთვის ბოლო ფულის გაღებას არ ერიდებიან. ერთჯერადადი აქციისთვის საჭირო ატრიბუტიკასაც კი მერია აფინანსებს. აბა, თქვენ რა გგონიათ, ასეთ მშიერ ქვეყანაში ვინმეს ვანო და ახალაია ადარდებს? ეს ახალგაზრდები ნაცების დროს ასე თუ ისე დასაქმებულები იყვნენ, ზოგი კოორდინატორად იყო გაფორმებული და ზოგი კიდევ ისე იღებდა ხელფასს, რა თქმა უნდა ამის სანაცვლოდ, რომ როცა ნაცებს დასჭირდებოდათ, აქციებისთვის ყველა მზად ყოფილიყო. ან უმუშევრობის პირობებში, ამ ახალგაზრდებს სხვა რა გზა აქვთ?“ - აცხადებს ორგანიზაციის წევრი.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი,“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, თავისუფალი ზონის ერთ–ერთ წევრს გირშელ ბართაიას დაუკავშირდა, რომლის შესახებაც ჩვენი წყარო საუბრობდა.
გირშელ ბართაიამ აღიარა, რომ მას მერიაში ხელფასი ერიცხება.
-ბატონო გირშელ თქვენ მერიაში შტატგარეშე თანამშრომელი ხართ და ხელფასს იღებთ?
-დიახ, ვმუშაობ მერიაში და იმაზე მაღალ თანამდებობაზეც ვყოფილვარ, ვიდრე ახლა ვარ. „თავისუფალ ზონაში" ჩემი მოხალისეობრივი წევრობა არ გამორიცხავს, რომ სხვაგანაც მქონდეს სამსახური, საკმაოდ მცირედი ანაზღაურებით.
-ამბობდით, რომ საქართველოს ფოსტიდან თქვენი პოლიტიკური მოსაზრებების გამო გამოგიშვეს. ხომ არ ელოდებით, რომ არჩევნების შემდეგ მერიიდანაც გამოგიშვებენ?
-ფოსტიდან ნამდვილად იმიტომ გამომიშვეს, რომ ნაციონალი ვიყავი. ახლა კი, ოცნებაში პორტირებული შიხიაშვილის მიერ ძალაუფლების მიტაცების შემდეგ, სულაც არაა გასაკვირი, რომ მერიიდანაც გამომიშვან.
-„თავისუფალი ზონის" ყველა ლიდერს მართლა თბილისის მერია გიხდით ხელფასს?
- ეგ დიდი სიცრუეა. ჯერ ერთი, მე არ ვთვლი თავს „ზონის" ლიდერად, „ზონაში" ყველა თანასწორია. პარლამენტარებიც კი არიან ჩვენთან მოხალისეობრივად გაერთიანებული და გვგულშემატკივრობენ. დაფარული არავისთვის არაფერი გვაქვს.
-როგორც შენ ამბობ, მერიაშიც მუშაობ და პარალელურად არასამთავრობოშიც, როგორ ახერხებ ამას მითუმეტეს, რომ მერაბიშვილისა და ახალაიას მხარდამჭერ ყველა აქციას ესწრები, თან სამუშაო საათებში?
-ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას მუშაობის დაწყებიდან პასუხისმგებლობით ვეკიდები. რაც შეეხება „ზონას," შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ მას არასამუშაო დროს ვუთმობ.
-საქართველოში უმეტესობა ფიქრობს, რომ „თავისუფალი ზონა" მართულია, შესაბამისად ფულსაც მმართველები უხდიან და დღის წესრიგსაც ისინი ადგენენ. რას იტყვით ამაზე?
-კიდევ ერთხელ გეუბნებით, „თავისუფალ ზონაში" ერთი იდეის ირგვლივაა ხალხი გაერთიანებული. აქ დავალებებს არავინ არავის აძლევს, ასეთი პრინციპია, რომ არავინ არავის წინაშეა ანგარიშვალდებული. „ზონა" თავისუფალი ადამიანების ნების გამოხატულებაა და აქ მხოლოდ ნაციონალების მხარდამჭერები არ არიან. ჩემი ინფორმაციით კიდევ ბევრი საღად მოაზროვნე ადამიანი შემოუერთდა „ზონას" ბოლო დროს. მეტი დრო რომ მქონდეს, უფრო მეტ რამეს გავაკეთებდი „ზონისთვის" და „ზონაში".
-მაშინ რატომ თქვა საკრებულოს დეპუტატმა, რომ „თავისუფალი ზონა" მერიის მიერაა მართული?
-საფრთხეა ეს ორგანიზაცია მათთვის და იმიტომ. „თავისუფალი ზონა" საკმაოდ დიდი ძალაა მთელი საქართველოს მასშტაბით და იქაც მერია გვაფინანსებს ნეტა, თუ ადგილობრივი გუბერნიები „გვიპადეშკებენ"?

მარიამ კახიაშვილი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა