logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„გეგუთში პატიმრებს დასამშვიდებლად კონიაკები შეუყარეს“ - ექსკლუზიური ინფორმაცია გეგუთის საპყრობილედან
„გეგუთში პატიმრებს დასამშვიდებლად კონიაკები შეუყარეს“ - ექსკლუზიური ინფორმაცია გეგუთის საპყრობილედან
16:14 11.02.2014
გეგუთის კოლონიაში წუხელ კიდევ ერთი ინცინდენტი მოხდა - პატიმრებმა ციხის თანამშრომელს - ჯონი დანელიას სცემეს;
გეგუთის ციხეში პატიმრები შიმშილობას აგრძელებენ და ადმინისტრაციის შეცვლას მოითხოვენ. რამდენიმე მათგანმა თვითდაზიანებაც კი მიიყენა, მაგრამ დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად ყველა მათგანი უვნებლად გადარჩა. სახალხო დამცველი არ გამორიცხავს, რომ პატიმრების პროტესტი გარედან იმართება, სასჯელაღსრულების სამინისტრო კი, მსჯავრდებულთა ცემას და ციხეში გაუსაძლისი პირობების არსებობას არ ადასტურებს.

გეგუთის N17 დაწესებულების თანამშრომელი სოსო ( სახელი რესპოდენტის თხოვნით შევცვალეთ), „ნიუსპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ პატიმრების აღშფოთება იმედა ხახუტაიშვილისა და კიდევ ოთხი მსჯავრდებულის ცემას მოყვა. სოსოს თქმით, ხახუტაიშვილს ნეკნები აქვს ჩამტვრეული.
-რა გახდა პატიმრის ცემის მიზეზი?
- მიზეზი ამანათი იყო. იმედა ამანათს და ტანსაცმელს ითხოვდა, ესენი კი ეუბნებოდნენ ფული გადაიხადეო. რეჟიმის უფროსმა რომან ენუქიძემ, რომელსაც ბალუს ეძახიან, უსაფრთხოების უფროსმა ტარიელ მიშვიძემ და ციხის უფროსმა კახა ბებიამ ეს პატიმარი გაიყვანეს და სცემეს. მოატყუეს, ადვოკატს უნდა შენ ნახვაო და ადვოკატების ოთახში ურტყეს.
-გეგუთში მაყურებლები არიან?
-არიან. ციხის შიგნითაც და გარეთაც. ანუ გარეთაც იკრიბება „ობშიაკის“ ფული. მე როგორც ვიცი, ვინმე მუკბანიანი აგროვებს გარეთ „ობშიაკს“, შიგნით კი ონიანები და ნიკოლაძე. გარეთა მაყურებლებშია ვატანგ ფურცელაძეც, ხომ გახსოვთ საუკუნის ძარცვა რომ მოხდა თურქეთში და რვამეტრიანი გვირაბის საშუალებით ოქროს საცავი გაქურდეს? ამ ფურცელაძეს 2012 წლის დეკემბერში 12 წელი მიუსაჯა სასამართლომ და დღეს უკვე გარეთ არის. ვადამდელით ეწ. უდოთი გაუშვეს. მადლობის ნიშნად ფურცელაძემ „ბალუს“ ანუ რეჟიმის უფროსს რესტორანში საზეიმოდ გადასცა ოქროს ჯაჭვი ჯვრით. ეს ფურცელაძე დღე-დღეზე ქურდად უნდა მოინათლოს, სხვათაშორის როგორც მე ვიცი მან ციხის უფროსის რჩევით გვარი შეიცვალა და ეხლა ჩახუნაშვილია.
-ფურცელაძე -ჩახუნაშვილი გეგუთში იხდიდა სასჯელს?
-მაყურებელი იყო გეგუთში, ეხლა გავიდა და გარედან აგვარებს საქმეებს. ხანდხან ციხეშიც შეყავთ და ადგილზეც აგვარებნებენ პრობლემებს.
- პატიმრების უკმაყოფილებას რა იწვევს?
-ისინი ხედავენ, რომ ყველაზე კარგი „პერედაჩები“ მაყურებლებთან მიდის, მათთვის ქალები შეყავთ ციხეში, გოჭები და ცხელ-ცხელი ხაჭაპურები შეაქვთ. ამის გამო პრეტენზია და აგრესია უჩნდებათ. ვინც ფულს იხდის მათთვის ფსიქოტროპული მედიკამენტებიც ხელმისაწვდომია. ციხის უფროსი კახა ბებია თავს დაცულად გრძნობს, ყველას უმტკიცებს, საიმედო პატრონი მყავს და ვერავინ შემეხებაო. ალბათ იცით, რომ ყველა პატიმარს აქვს „ლიბერთი ბანკის“ კარტა, საიდანაც მათ 5 ლარი ეჭრებათ. ამ თანხას რეჟიმის და უსაფრთხოების უფროსები ინაწილებენ.
-თქვენ ამბობთ, რომ ციხეში აკრძალული ნივთები შედის?
-ფულს თუ გადაიხდი, ყველაფრის შეტანა შეიძლება. 4 დღის წინ პატიმრებმა რომ პროტესტი გამოთქვეს, იცით რა ქნა ადმინისტრაციამ? კონიაკი შეიტანა ზონაზე და ფანჯრებიდან უყრიდნენ პატიმრებს, რომ დაელიათ და დაწყნარებულიყვნენ. თან როგორც ჩანს უნდოდათ ეთქვთ რომ პატიმრებმა „ბრაგა“ დალიეს და მერე ვითარების განსამუხტავად სპეცნაზი შეეყვანათ, მაგრამ ეს ამბავი არ გამოვიდა. პატიმრებმა სასმელზე უარი თქვეს და უკან გადმოუყარეს ადმინისტრაციას.
-ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რეჟიმისა და უსაფრთხოების უფროსები არ შეცვლილან?
-რეჟიმის უფროსი ძველია. გაიგო კახა ბებიამ, რომ „ბალუ“ ფულის კარგი ამგროვებელი იყო და არ გაუშვა. მშვენივრად შეხმატკბილდნენ, დადიან რესტორნებში პატიმრების მშობლებთან ერთად, იღებენ მათგან საჩუქრებს და ყიდულობენ ჯიპებს.
-ციხეში მუშაობით ჯიპები იყიდეს?
-იყიდეს, აქ ფული ძირითადად დახასიათებებში კეთდება. პატიმრებს უწერენ, რომ ვითომ არ მისდევს ქურდულ ტრადიციებს, მშრომელია, რეჟიმს იცავს და ამაში იღებენ ფულს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ სასჯელაღსრულების სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თაია მახარაშვილი ადასტურებს, რომ იმედა ხახუტაშვილს დაზიანებები აღენიშნება. მისივე თქმით, მომხდარს პროკურატურა უკვე სწავლობს.
„ფიზიკური დაზიანება ერთ პატიმარს აღენიშნებოდა, რომელიც ჯერ კიდევ 6 თებერვალს ანუ იმავე დღეს, როგორც კი მან ამის შესახებ განაცხადა, შეამოწმეს დაწესებულების ექიმებმა ყველა დაზიანება აღნუსხეს და ოქმი შეადგინეს. იმავე დღეს, სამსახურებრივი შემოწმება ჩაატარა გენერალურმა ინსპექციამ და საქმე პროკურატურას გადასცა. ეს ხდება სახალხო დამცველის გეგუთის ციხეში შესვლამდე ანუ როდესაც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ სასურველი იყო ამ საქმეში პროკურატურის ჩართვა, პროკურატურა უკვე ჩართული იყო“ - განაცხადა მან „ნიუსპრესთან“ საუბარში.
სასჯელაღსრულების სამინისტრო ასევე ადასტურებს, რომ ე.წ. საუკუნის ძარცვისთვის მსჯავრდებული ვახტანგ ფურცელაძე ამ დროისთვის თავისუფალია.
„ვახტანგ ფურცელაძეს 2012 წლის 10 მარტს მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2013 წლის იანვრის ამნისტიით, სასჯელის შეკრებითობის გაუქმების საფუძველზე, მას სასჯელი შეუმცირდა და ამავე დროს შეკრებითობაც გაუუქმდა. შესაბამისად მოსახდელი დარჩა 1 წელი, 10 თვე და 15 დღე. პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ მისი საკითხი განიხილა და საბჭოების გადწყვეტილებით, მისი გათავისუფლება 2013 წლის 22 ნოემბერს მოხდა. როცა გათავისუფლდა, სასჯელის დასრულებამდე 2 თვე და 3 დღე ჰქონდა დაჩენილი, ანუ, რეალურად, ამ დროისთვის ის უკვე გათავისუფლებული იქნებოდა. გადაწყვეტილება ადგილობრივმა საბჭომ მიიღო, რომელიც ხუთწევრიანია და აქედან მხოლოდ ორია ჩვენი წარმომადგენელი, ერთი პრობაციის და ერთიც ცენტრალური აპარატის წარმომადგენელია. ხმების უმრავლესობით საბჭომ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა“ - განაცხადა მახარაშვილმა.
რაც შეეხება მაყურებლების არსებობას, სასჯელაღსრულებლების სამინისტრო მათ არსებობას ადასტურებს, თუმცა ამტკიცებს რომ ადმინისტრაციას მათთან კავშირი არ აქვს.
„ზოგადად, არიან დაწესებულებაში მსჯავრდებულები, რომლებსაც ადრე საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ. ამჟამად ამ ავტორიტეტის შენარჩუნებას ცდილობენ, თუმცა ბერკეტები, რითაც ისინი ინარჩუნებდნენ ამ გავლენას, - არ აქვთ. ამისთვის საჭიროა ადმინისტრაციის მხარდაჭერა, ადმინისტრაცია კი ავტორიტეტებთან არ თანამშრომლობს. საბოლოოდ, ამ ავტორიტეტების პრობლემას ყველა დაწესებულებაში, ინფრასტურული პროექტები და საკანონმდებლო ცვლილებები გადაჭრის, რომლებიც პარლამენტში შევა“-ამბობს თაია მახარაშვილი.

„ნიუსპრესის“ ინფორმაციითვე, წუხელ გეგუთში კიდევ ერთი ინცინდენტი მოხდა. პატიმრებმა ციხის თანამშრომელს - ჯონი დანელიას სცემეს. დანელია ქსანში მუშაობდა და პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობით იყო ცნობილი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სისტემიდან გაუშვეს, თუმცა როგორც ჩვენი წყარო იტყობინება, ის ერთი კვირის წინ გეგუთის ციხის უფროსის მოადგილემ ბესიკ მაქაცარიამ გეგუთში დაასაქმა.
„4 დღის წინ პატიმრების ცემაში მონაწილებდა დანელია, სახეზე კაშნე ჰქონდა აფარებული ეგონა ვერ იცნობდნენ, მაგრამ ქსნის ციხიდან გადმოყვანილმა პატიმრებმა მაშინვე იცნეს. წუხელ მეექვსე კორპუსისი მესამე სართულზე ჩაიჭრეს და მაგრად სცემეს, იქ დედა გვიტირა და აქაც არ გვასვენებს, ჩვენ ეგ ციხეში გვეგონაო“ - აცხადებს წყარო.

ევა ალფენიძე

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა