logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რა საფრთხეებს შეიცავს კანონპროექტი მოქალაქეობის შესახებ და ემუქრება თუ არა საქართველოს „სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვების სავანედ" გახდომის რისკი?
რა საფრთხეებს შეიცავს კანონპროექტი მოქალაქეობის შესახებ და ემუქრება თუ არა საქართველოს „სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვების სავანედ" გახდომის რისკი?
13:15 06.02.2014
კანონში - „საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეობის შესახებ," ცვლილებები შედის, რომელიც მალე საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნა.
იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, მარტივდება საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები. კონკრეტულად კი:
ა) არასრულწლოვანი პირი, რომლის დაბადების მომენტისთვის მისი ერთერთი მშობელი არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული არასრულწლოვანი პირი - თუ მისი ორივე მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს;
გ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადება.
დ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული არასრულწლოვანი პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელიც საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.
-რა საფრთხეებს შეიცავს ცვლილებები ორგანულ კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ", რატომ არ გახდა ეს ცვლილება საზოგადოების განხილვის საგანი და აქვს თუ არა საქართველოს მთავრობას გათვლილი ის საფრთხეები და რისკები, რაც შეიძლება ამ ცვლილებას მოყვეს?
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესთან" საუბარში, იუსტიციის სამინისტორს მიერ ინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით, იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ - „საქართველოს მოქალაქეებს ეს პრობლემა არც აქვთ და არც ექნებათ და შესაბამისად, კანონის ამ მიზნით შეცვლა საჭიროც არ არის. ეს მუხლები პირდაპირ უცხოელი მოქალაქეების პრობლემას აგვარებს. საქართველოს ხელისუფლება გლობალური და ჯერ-ჯერობით ერთგვაროვნად გადაუჭრელი პრობლემის ლოკალურად მოგვარებას ცდილობს, რის შედეგადაც საქართველო, სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვების სავანე გახდება."
-ბატონო ლევან, კონკრეტულად რა შენიშვნები გაქვთ კანონპროექტთან დაკავშირებით?

-რეალურად ეს არ გახლავთ ცვლილებები, ეს არის ახალი კანონი, რომელიც ბევრ არსებით და ახალ რეგულაციას ითვალისწინებს. ყველაზე მნიშვნელოვანი და სახიფათო კი კონსტიტუციისა და კანონის გვერდის ავლის ან მისი მორგების მცდელობა გახლავთ.

ჩვენი კონსტიტუციის მე-12 მუხლი, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის მოწესრიგებას, მხოლოდ ორგანული კანონით ითვალისწინებს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, შემოთავაზებული კანონპროექტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი კი გვეუბნება, რომ რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობის მიღება, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ხდება და არა ორგანული კანონით.

ანალოგიურად, ჩვენი კონსტიტუციის 73-ე პრიმა მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ კონტრასიგნაციას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება მოქალაქეობის მინიჭებასა და შეწყვეტას.

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კანონპროექტის ავტორები 25-ე მუხლის მე-2 პუნქტში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და აღდგენის საკითხებზე, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს. სამწუხაროა, რომ კანონპროექტის ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა, რომლის უპირველესი ფუნქციაც, ქვეყნის ძირითადი კანონის - კონსტიტუციის ცოდნა და დაცვაა. ბოლო პერიოდში სახიფათო ტენდენციად ყალიბდება კონსტიტუციური ნორმების იგნორირება და როგორც წესი, ეს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებების შეზღუდვისა და მის ხარჯზე პრემიერის უფლებამოსილებების გაზრდის მიმართულებით ხდება.

კანონპროექტით შემოთავაზებული სიახლით, საქართველოს ტერიტორიაზე, სუროგაციის გზით დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შვილი, საქართველოს მოქალაქე ავტომატურად გახდება თუკი მისი მშობლების მოქალაქეობის სახელმწიფოები, სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვს (თუნდაც ის თავისივე მოქალაქეების შვილი იყოს) - მოქალაქედ არ აღიარებს.

დამეთანხმებით, რომ ეს სიახლე საქართველოს მოქალაქეთა წინაშე მდგარი პრობლემის მოგვარების მცდელობად ვერ ჩაითვლება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებს, ჩვენი კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქედ ისედაც აღიარებს. ამდენად, ეს უფრო უცხოელთა პრობლემების კანონით მოგვარებაზე ზრუნვაა.

კანონპროექტის ავტორებს კარგად უნდა ჰქონდეთ წარმოდგენილი ამ ნოვაციის ყველა უარყოფითი და დადებითი მხარე: სამართლებრივით დაწყებული, ეთიკურით თუ რელიგიურით დამთავრებული. ხელს ხომ არ შეუწყობს ეს ნოვაცია ე.წ. დემოგრაფიულ ტურიზმს, ანდა უცხოელი, ე.წ. ერთსქესიანთა ოჯახად წოდებული წყვილების სუროგაციის გზით გაჩენილი შვილების, როგორც საქართველოს მოქალაქეთა რიცხოვნობის ზრდას.

გასათვალისწინებელია, რომ ევროპისა თუ ამერიკის ნახევარი არათუ სუროგაციის გზით გაჩენილ ბავშვებს არ აღიარებს თავის მოქალაქეებად, არამედ იქ სუროგაცია საერთოდ აკრძალულია.

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო დღესაც იხილავს სუროგაციისა და მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებულ საქმეს სახელწოდებით - მენესონი საფრანგეთის წინააღმდეგ. სულ რამდენიმე დღის წინ კი, ისრაელში სკანდალად იქცა ტაილანდში დაქორწინებული ერთსქესიანი, - მამაკაცთა წყვილის შვილის მოქალაქეობის საკითხი.

კიდევ ერთი სიახლე ის გახლავთ, რომ კანონპროექტით, მარტივდება საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული უცხოელისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ასეთ პირს არ მოეთხოვება საქართველოში 5 წლიანი ცხოვრება. ამისთვის, 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრებაც საკმარისია; მას ასევე არ მოეთხოვება საქართველოში მუშაობა, ბიზნესის წარმოება თუ ქონების ფლობა.

დამაფიქრებელი სიახლე არის ისიც, რომ კანონპროექტის მიხედვით, რეპატრიანტებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამარტივებული წესით მოხდება.

ეს გახლავთ, ის არსებითი სიახლეები და საფრთხეები, რომელთა ჯეროვანი დასაბუთება არც კანონპროექტშია მოცემული და არც სხვა წყაროებით მოგვისმენია. სიღრმისეული კვლევისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე, იუსტიციის სამინისტროსა თუ სხვა უწყების ჩინოსნის კაბინეტში მომზადებული ასეთი ხასიათის ცვლილებები შედეგიანი ვერ იქნება და შესაძლოა ის ახალი საფრთხეების წყარო გახდეს.

-„დაბადებით საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული არასრულწლოვანი პირი - თუ მისი ორივე მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს“ - ეს მუხლი საქართველოს მოქალაქეობას აწესრიგებს, თუ უცხოელი მოქალაქისთვის ამარტივებს გარკვეულ პროცედურებს?

საქართველოს მოქალაქეებს ეს პრობლემა არც აქვთ და არც ექნებათ, შესაბამისად კანონის ცვლილების ამ მიზნით შეცვლა საჭირო არ არის. ეს მუხლი უცხოელი მოქალაქეების პრობლემას აგვარებს. საქართველოს ხელისუფლება გლობალური და ჯერ-ჯერობით ერთგვაროვნად გადაუჭრელი პრობლემის ლოკალურად მოგვარებას ცდილობს, რის სედეგადაც საქართველო სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვების სავანე გახდება.

- „დაბადებით საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა“ - რას გულისხმობს ეს მუხლი?

- ეს მუხლი არ არის რაიმე კავშირში საქართველოს მოქალაქეთა რომელიმე პრობლემის მოგვარებასთან. ეს ნორმა შეეხება იმ ბავშვის მოქალაქეობას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა და მისი მშობლებს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი აქვთ. ანუ ეს ბავშვები საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.

-„დაბადებით საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული არასრულწლოვანი პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია“ - ეს მუხლი რას ნიშნავს?

არც ეს ნორმა შეეხება საქართველოს მოქალაქეთა რაიმე პრობლემას. პრაქტიკულად ეს მუხლი შეეხება იმ მოქალაქეობის არმქონე ქალბატონს, რომელიც საქართველოში გააჩენს ბავშვს და არ ან ვერ მიუთითებს მამას, ანდა არ წარადგენს ქორწინების დოკუმენტსა თუ ე.წ. მამობის თანხმობას.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესმა“ იუსტიციის სამინისტროს მიმართა.

სამინისტროს პრესსამსახურმა, კითხვების - (1) "საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ" კანონში ცვლილებები შედის. რამ გამოიწვია ამის აუცილებლობა? და (2) დაბადებით საქართველოს მოქალაქეობას მოპოვების ა) და ბ) პუნქტი, - საქართველოს მოქალაქეობას აწესრიგებს თუ უცხოელი მოქალაქისთვის ამარტივებს გარკვეულ პროცედურებს?, საპასუხოდ, სააგენტოს, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის კომენტარის ვიდეო-ლინკი გამოუგზავნა.
ვიდეო-ლინკზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე, „საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ" კანონში ცვლილებების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ „ეს კანონი პირველ რიგში ბევრად ამარტივებს გარკვეულ, მაგალითად სისხლის პრინციპს. ანუ, თუ ბავშვის მშობელი დაბადების მომენტისთვის არის საქართველოს მოქალაქე, ბავშვი ავტომატურად შეიძენს საქართველოს მოქალაქეობას. ეს არის მთავარი სისხლის პრინციპი, რომელიც აქ არის გაწერილი. მაგრამ, აქ არსებობს ჩადებული ნიადაგის პრინციპიც. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვი, თუ მისი მშობლების სტატუსი განუსაზღვრელია, ან მისი მშობლების მოქალაქეობის არცერთი ქვეყანა ბავშვს არ ცნობს თავის მოქალაქედ, მაშინ ისიც ჩაითვლება საქართველოს მოქალაქედ. აქ ძალიან ბევრი სიახლე არის ჩადებული ისეთი, რომელიც ქართულ კანონმდებლობას საერთაშორისო კონვენციებთან შესაბამისობაში მოიყვანს. მაგალითად, გაეროს 1961 წლის კონვენციასთან, - მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ. საქმე ის არის, რომ საერთაშორისო სამართლით სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, ადამიანი მოქალაქეობის გარეშე არ დარჩეს. ამ მხრივ, აქ მთელი რიგი ფაქტორებია გათვალისწინებული. მაგალითად, შემოდის ე.წ. „პირობა დადებული პრეზიდენტის ბრძანებულების ინსტიტუტი“.
ამასთან, თუ პირი გადის საქართველოს მოქალაქეობიდან, ის ვერ გავა საქართველოს მოქალაქეობიდან მანამდე, სანამ არ იარსებებს დოკუმენტი, რომ რომელიმე უცხო ქვეყანამ ის თავისი ქვეყნის მოქალაქედ მიიღო. არცერთი წუთი და წამი არ შეიძლება, რომ პირი მოქალაქეობის გარეშე დარჩეს. ძალიან სერიოზული სიახლეა, რაც დაკავშირებული იყო თავის დროზე პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით, ბიძინა ივანიშვილისთვის ფაქტიურად საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით. ამ კანონში არ არის პუნქტი, რომლის თანახმად, მოქალაქეობა მინიჭებული პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს.
ასევე, თუ პირს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, როგორც ამას ქვეყნის კონსტიტუცია ითვალისწინებს, ასეთ შემთხვევაში, რამდენი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა გახდეს პირი, იგი საქართველოს მოქალაქეობას არ დაკარგავს.
არის ბევრი სხვა სიახლეც, მაგრამ, რადგან სუროგაციასთან დაკავშირებით არის ბევრი კითხვები, ვიტყვი რომ თუ ბავშვი სუროგაცის (ექსტრაკორპორული) ჩასახვის გზითაა დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გახდება თუ მისი მშობლების სახელმწიფოებმა მის მოქალაქედ მიღებაზე უარი თქვეს" - ნათქვამია ვიდეო-ლინკში, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ გაგზავნილი კითხვების საპასუხოდ გამოუგზავნა.


ნათია კაცია
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა