logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მაია ორჯონიკიძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მაია ორჯონიკიძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ
12:58 06.02.2014
მაია ორჯონიკიძე ბინძური პიროვნებაა, უბინძურესი, ყველა წინადადებაში ტყუილს ლაპარაკობს;
ამ ადამიანმა ძალიან ბევრი დაგვიშავა,
მორალურად, ფინანსურად და ფიზიკურად გაგვანადგურა;
რატომ ადანაშაულებს მოქალაქე დარეჯან შარაბიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ აქტიურ სახეს მაია ორჯონიკიძეს თაღლითობაში და რა თანხის მითვისებას ედავება მას? რატომ უჩივიან სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის აქტიურ მხარდამჭერს და როგორ მიმდინარეობს საქმის გამოძიება?
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს,“ თავად დარეჯან შარაბიძე ესაუბრება:

-ქალბატონო დარეჯან, როდის და როგორ დაიწყო თქვენი და მაია ორჯონიკიძის ურთიერთობა?
-2006 წლის 25 ოქტომბერს, ჩემს ბინაზე სამი იპოთეკარი დაჯდა. ჩემი ბინა იპოთეკით თამარ მოსიძის სასარგებლოდ დაიტვირთა,რომელიც ჩემი ბიძაშვილის შვილის ცოლია. იპოთეკარებიც და შუამავალიც გარკვეულები იყვნენ ყველაფერში, მათ იცოდნენ რომ ჩემი ბინა იყო უბრალოდ გარანტია იმისა, რომ მოსიძე მათ ფულს გადაუხდიდა. ოთხი იპოთეკარიდან ერთ-ერთი მაია ორჯონიკიძე იყო, რომელმაც 20 000 დოლარი ჩადო. შუამავალი, ვინც ჩემი ბინის დატვირთვას ხელმძღვანელობდა, მადონა თუშიშვილი იყო.
სამწუხაროდ, მე ვერაფერში ვერკვეოდი, ვინ რას იტოვებდა და ვინ რას ღებულობდა. მათთან ყველაფერზე ჩემი ნათესავი იყო მოლაპარაკებული. 2008 წელს ერთი ამბავი ატყდა, რადგან ჩემი ნათესავი თამარ მოსიძე ცუდად გახდა და თანხებს ვეღარ ისტუმრებდა.
ამის შემდეგ, რამდენიმე თვეში, არბიტრაჟზე პირველი განცხადება მადონა თუშიშვილმა შეიტანა, რომელსაც ერთხელაც არ დაურეკავს ჩემთვის, რომ რამე ეთქვა, მაშინ როცა იცოდა რომ გარანტია ჩემი ბინა იყო. არადა, ჩვენ ასე მოვილაპარაკეთ, რომ თუ რამე პრობლემა იქნებოდა, შემატყობინებდნენ.
შემდეგ კი, არბიტრაჟზე განცხადება მაია ორჯონიკიძემაც შეიტანა .
-თუ ბინა დატვირთული იყო იპოთეკით და თქვენი ნათესავი ვალს ვერ ისტუმრებდა, მაშინ რას ედავებით მაია ორჯონიკიძეს?
-როცა მაია ორჯონიკიძემ არბიტრაჟზე განცხადებაშე იტანა, მას თურმე უკვე, თანხა მიღებული ჰქონია, რაც მე არ ვიცოდი. ჩადებული ჰქონდა 20 000, ხოლო მიღებული ჰქონდა მოსიძისაგან 27 070 დოლარი. მოსიძე ავად იყო, ვერ ლაპარაკობდა, ინსულტის ნიშნები ჰქონდა, მე კი არანაირი ხელწერილი ან საბუთი ხელში არ მეჭირა, რომ ეს თანხა გადახდილი იყო. ორჯონიკიძეს იმას ვედავები, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას 27 070 დოლარი უკვე მიღებული ჰქონდა, არბიტრაჟზე მაინც შეიტანა მოთხოვნა, რომ 20 000 დოლარი დამებრუნებინა, რაც ჩადებული ჰქონდა თავისი პირსაგამტეხლოებით, დღეში სამოცი დოლარის დარიცხვით.
შემდეგ კი, როცა ჩემმა ნათესავმა მოიკეთა, დეტალურად დაწერა თუ როგორ უხდიდა თანხას მაია ორჯონიკიძეს.
-არსებობს თუ არა რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მოსიძემ მაია ორჯონიკიძეს თანხა გადაუხადა?
-პრობლემაც ისაა, რომ არსად ფიქსირდებოდა, რომ ჩემი ნათესავი ორჯონიკიძეს ამ თანხას რომ უხდიდა. თვითონ ჰქონდა რვეული, სადაც გადახდილი თანხების რაოდენობას ინიშნავდა. არბიტრაჟიდან მოთხოვნა აღსრულებას გადაეცა. 2009 წლის 6 იანვარს პირველი აუქციონი იყო. მე ვთქვი, რომ მაია ორჯონიკიძეს თანხას გადავუხდიდი. დიდი თხოვნით, აუქციონი 26 იანვრამდე გადაიტანეს.
მართალია ორჯონიკიძეს ყველა ძველი თანხები გასტუმრებული ჰქონდა, მაგრამ თაღლითი ქალია და რადგან ყვიროდა, რომ ძალიან მიჭირს და თანხა აუცილებლად მჭირდებაო, ხოლო თანხას თუ არ მომაწოდებ, ბინას გაგიყიდიო, - მას 9 000 მივეცი.
მეც და ჩემს მეუღლესაც ჯანმრთელობის მხრივ გულზე გვაქვს პრობლემები, ამ სიტუაციამ კი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაშ ჩაგვყარა და რადგან თანხის მიტანა ჩვენ არ შეგვეძლო, ჩემს დეიდაშვილებს ვთხოვე, რომ მაიასათვის ეს თანხა წაეღოთ. ორჯონიკიძეს პირადად ყავდა კიდევ შუამავალი ირინა ჯიბლაძე, რომელიც მაგისი მული და დაქალია. ერთად აფერისტობენ და თაღლითობენ . ჯერ ჯიბლაძესთან უნდა მისულიყვნენ ჩემები, მერე ის დარეკავდა ორჯონიკიძესთან. მეორე დღეს აუქციონი იყო, შეიძლება ჩემი ბინა გაეყიდათ, ასე რომ იმ დღესვე უნდა მისვლოდა მაია ორჯონიკიძეს ფული. მე ჩემს დეიდაშვილებს ვენდობოდი, ორჯონიკიძის შუამავალმა კი ხელწერილი მოგვცა რომ თანხა მიიღო. ხელწერილი იყო ასეთი : - „მე, ჯიბლაძეს, შარაბიძისაგან (ანუ ჩემგან) გადმომეცემა 9 000 დოლარი მაია ორჯონიკიძეზე გადასაცემად“.
სულ, მთლიანობაში, ჩემ მიერ გადახდილი 9 000-ის დამატებით, გამოდის რომ მაიამ 36 070 დოლარი აიღო. რეალურად მან იმაზე მეტი თანხა აიღო, რაც ეკუთვნოდა. 26-ში მაია ორჯონიკიძემ მითხრა, რომ მიიღო თანხა, მაგრამ ამ თანხას პირსაგამტეხლოდ იტოვებდა. აუქციონი მარტამდე გადაიდო, თუმცა ორჯონიკიძე თანხას კიდევ ითხოვდა.
-რა თანხას ითხოვდა?
-20 000 დოლარს. თანხა რომ არ მქონდა, გადავწყვიტე სასამართლოში შემეტანა საქმე. ორჯონიკიძემ კი ის თანხები, რაც აღებული ჰქონდა, - დამალა. სანამ სასამართლოში სარჩელს შევიტანდი, მის შუამავალ ჯიბლაძესთან მივედი და ფარული ჩამწერი მივიტანე იმიტომ, რომ სხვა გზა არ მქონდა. აუდიო ჩანაწერი გავაკეთე, სადაც ჯიბლაძემ სიტყვასიტყვით მითხრა, თუ როგორ უხდიდა ჩემი ნათესავი მოსიძე თანხებს ორჯონიკიძეს. აღვძარი სისხლის სამართლის საქმე, ვიჩივლე ფინანსურშიც, რის შემდეგაც მაია ორჯონიკიძემ იმ 9 000 ათასის მიღებაც უარყო, იძახდა არ ამიღია, უკან გავატანეო. ვამბობდი, მისთვის განკუთვნილ თანხას რა უქნა, ეს მე არ მეხება მეთქი, მაგრამ მაინც უარს მეუბნებოდნენ.
- რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ?
- აღსრულებამ ჩემი ბინის ერთი მესამედი მაია ორჯონიკიძის მფლობელობაში გადაიყვანა. მაია ორჯონიკიძე სასამართლოზეც ზეწოლას ახდენდა. მიშისტი იყო და ამას ამიტომ ბედავდა. სისხლის სამართალმა კი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ საქმე შეწყვეტილყო, იმ მოტივით, რომ ჩვენ არ გვეხებაო. საქმე შემიწყვიტეს და იმის მერე სულ ვიბრძვი. ფინანსურშიც ვიჩივლე და ორი წელი თაროზე ჰქონდათ ჩემი საქმე შემოდებული.
-ახლა რა მდგომარეობაში ხართ და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თუ მიგიმართავთ სასამართლოსათვის?
- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირველად ახლა ვაპირებ სასამართლოში სარჩელის შეტანას. ახლა სარჩელი შემაქვს გენერალურ პროკურატურაში და ფინანსურშიც მინდა რომ შევიტანო. ვითხოვ, რომ ზუსტად იქნას გამოძიებული ეს საქმე. მე ორჯონიკიძეს აღარც ვუკავშირდები, ეგ არის ბინძური პიროვნება, უბინძურესი, ყველა წინადადებაში ტყუილს ლაპარაკობს. ცდილობს ისე არიოს საქმეები, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი დაგვიშავა, გაგვანადგურა მორალურად, ფინანსურად და ფიზიკურად. ჩემმა ქმარმა ორი ოპერაცია გაიკეთა, მეც ძალიან გამიუარესდა ჯანმრთელობა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენა ამ ქალმა. მე უბრალოდ სამართლიან გამოძიებას ვითხოვ.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ კომენტარისთვის მაია ორჯონიკიძესაც დაუკავშირდა, რომელმაც, საბოლოოდ, კომენტარზე უარი განაცხადა და სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილით დაიმუქრა.
მიუხედავად ამისა, სააგენტო „ნიუსპრესი“ მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის შემთხვევაში დააფიქსიროს ორივე მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.



გურანდა სურგულაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა