logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ბლუმბერგი“ - საქართველო ეკონომიკური ზრდისათვის დავოსის ინვესტორების მოსაზიდად იღვწის
„ბლუმბერგი“ - საქართველო ეკონომიკური ზრდისათვის დავოსის ინვესტორების მოსაზიდად იღვწის
19:27 02.02.2014
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წელს საქართველოს ეკონომიკა ინვესტიციების წყალობით 6%-დან 7%-მდე გაიზრდება. ინვესტიციები საზღვაო პორტებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მოზიდულ $5 მილიარდსაც მოიცავს.
,,ჩვენ გვჯერა, რომ ეს აბსოლუტურად რეალისტური მოლოდინია,”- აღნიშნა 31 წლის ღარიბაშვილმა დავოსში (შვეიცარია) მიცემულ ინტერვიუში .
,,საქართველოს აკლდა გრძელვადიანი კაპიტალი, ამიტომაც თებერვალში ვქმნით ახალ სუვერენულ საინვესტიციო ფონდს და ვგეგმავთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.”
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობა ისწრაფვის მოიზიდოს ინვესტორები სახელმწიფო ფონდებში. პოტენციური მხარდამჭერები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „მოტივირებული“არიან განახორციელონ ინვესტირება შავი ზღვის ქვეყანაში. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის შეხვდა ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Lazard Ltd. (LAZ),Lafarge SA (LG), Blackstone ჯგუფი LP (BX), Jumeirah ჯგუფი LLC, Tata Group და OAO Lukoil (LKOH).
საქართველო არის ენერგორესურსების სამშობლო. იგი აკავშირებს ევროპას კასპიის ზღვის ქვეყნებთან, რომლებიც დასავლეთს აწვდიან ნავთობსა და გაზს რუსეთის შემოვლით, ებრძვის ეკონომიკური ზრდის შეფერხებას, აგრეთვე იმას, რომ შემცირებულია უცხოური ინვესტიციების აქტივობა. შარშან, შარშანწინდელ მესამე კვარტალთან შედარებით, ზრდის ტემპი შეადგენდა 1.4%-ს, რაც 2009 წლის შემდეგ ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
Moody-ს ინვესტორთა სარეიტინგო სამსახური ქვეყნის ვალს Ba3-ით აფასებს, საინვესტიციო დონის სამი საფეხურით ქვემოთ, რაც ქვეყანას ბანგლადეშისა და პორტუგალიის რეიტინგს უტოლებს.
ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას სურს $5-მილიარდიანი დიდი საზღვაო პორტის აშენება, რომელიც არის ქვეყნის სატრანსპორტო საკვანძო ცენტრად გადაქცევის გეგმის ნაწილი. ენერგეტიკის, წარმოების, ტურიზმის, ლოგისტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ინვესტირების განხორციელების მიზნებისათვის საქართველომ ასევე დააარსა $6-მილიარდიანი სახელმწიფო ფონდი, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდში ჩადებულ $1 მილიარდის კონტრიბუციასაც მოიცავს.

შერჩეული მემკვიდრე

ღარიბაშვილი იმ ივანიშვილის შერჩეული მემკვიდრეა, რომელიც, ბლუმბერგის მილიარდელთა მაჩვენებლის მონაცემებით, $5.6 მილიარდი ღირებულების ქონების მფლობელია. მაგნატმა ნოემბერში უარი თქვა თავის თანამდებობაზე, მას შემდეგ, რაც ერთ წელში „ქართული ოცნების“ პარტიამ დაიკავა როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე პრეზიდენტის თანამდებობა.
ღარიბაშვილი, რომელსაც აქვს პარიზის სორბონის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ხარისხი და თბილისის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მაგისტრის ხარისხი, ივანიშვილის კაბინეტში შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობდა, მანამდე კი- მილიარდელის საქველმოქმედო ფონდში.
მათმა ურთიერთობამ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტიის მხრიდან გარკვეული პრეტენზიები გამოიწვია იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ამ გზით ქვეყანაში კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს. გასულ კვირას საქართველოს დედაქალაქ თბილისში მიცემულ ინტერვიუში ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ,,სიამაყით“იღებს რჩევებს მისი მენტორისაგან.

ურთიერთობები რუსეთთან

ივანიშვილმა თავისი ქონება რუსეთში დააგროვა, რომელმაც 2008 წელს საქართველო ხუთდღიან ომში ჩააბა ორი სეპარატისტული პროვინციის გამო. 2012 წელს პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე მოსვლისას, მილიარდერმა პირობა დადო, რომ ქვეყნებს შორის კავშირებს გააუმჯობესებდა. მას შემდეგ რუსეთმა სავაჭრო შეზღუდვები გააუქმა, რაც მოიცავდა ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტირებასაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან.
ომის შემდეგ ამ ორი სეპარატისტული ქართული რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შედეგად რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზებს ინარჩუნებს.
,,ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისათვის ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ“, - თქვა ღარიბაშვილმა. ,,ექსპორტი გასამმაგდა ბაზრის გახსნის შემდეგ. ჩვენ მივესალმებით ამას, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, ვაწყდებით მთელ რიგ სირთულეებსა და პროვოკაციებს საზღვრის გასწვრივ“.

ელენა ბეუელი და ლუბოვ პრონინა, 24 იანვარი, 2014


http://www.businessweek.com/news/2014-01-24/georgia-seeks-davos-investors-to-boost-economic-expansion-to-7-percent



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა