logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რეპორტაჟი კონფლიქტისპირა სოფლიდან - ცელოფნისა და ჭიკარტის ამოტანას, ზეთი, შაქარი ან პურის ფქვილი ამოეტანათ
რეპორტაჟი კონფლიქტისპირა სოფლიდან - ცელოფნისა და ჭიკარტის ამოტანას, ზეთი, შაქარი ან პურის ფქვილი ამოეტანათ
13:33 31.01.2014
გასულ კვირას, ევროკავშირი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ე.წ. „სამხრეთ ოსეთის” გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს ერთობლივად დაეხმარნენ. მათი განცხადებით ამ აქციით, ევროკავშირისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ზამთრის დახმარების ერთობლივი პროექტი დაიწყო, რაც, ე.წ. „სამხრეთ ოსეთთან“ გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებთა ოჯახების სტაბილურობისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ხელს შეუწყობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ჩართულობას საქართველოს მთავრობის მოწოდებაზე, ყურადღება გამახვილდეს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებზე.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში, საბჭოთა პერიოდის სკოლის ყოფილ შენობასთან, სადაც ამჟამად ქართული პოლიციაა დაბანაკებული, ადგილობრივი მოსახლეობა ნელ-ნელა იკრიბება. ისინი ევროკავშირისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებეს და მათ საჩუქარს ელოდებინ. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ამინდი იყო, სოფლის მოსახლეობა მაინც შეიკრიბა. ადგილობრივები ჟურნალისტების სტუმრობით სარგებლობენ და საკუთარ გასაჭირზე გვიყვებიან. სოფელში სოციალური და ეკონომიური პრობლემებია. არ არის სკოლა, ბაღი. ბავშვები მეზობელი სოფლის სკოლაში დადიან, რომელიც სოფელ ღოღეთიდან 7 კილომეტრით არის დაშორებული.
ჩვენს კითხვაზე: ხომ არ გაწუხებენ გამყოფი ხაზის მეორე მხრიდან? აცხადებენ, რომ - „ოსები ადრე გადმოდიოდნენ. ყველაფერი წაიღეს. მაგრამ, რაც აქ ჩვენი პოლიცია დადგა, მის შემდეგ სიმშვიდეა."
სოფლის მკვიდრი ნუგზარ გელაშვილი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ის შიშობს, რომ ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ახალგაზრდები საცხოვრებლად ქალაქში გადავლენ და სოფელი დაბერდება.
„არ გვაქს სკოლა და საბავშვო ბაღი. ახალგაზრდები რომ ქორწინდებიან, მეუღლეები აიძულებენ, სოფელი დატოვონ. ახალგაზრდებიც მიდიან და სოფელი ბერდება. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გვჭირდება. საბავშვო ბაღი, სკოლა და პატარა სპორტული მოედანი. სოფელში დაახლოებით 5 ბიჭი დაქორწინდა, როგორც კი პატარა ბავშვი გაუჩნდებათ სოფელს დატოვებენ. ამიტომ, სოფლის სიბერე და დაცლა რომ არ მოხდეს, ახალგაზრდებს ხელის შეწყობა უნდათ."
76 წლის ცისანა შალუტაშვილი სახელმწიფოს მიერ გაუქმებული სოციალური დახმარების დაბრუნებას თხოვს:
„ძალიან გაჭირვებულად ვარ. სოფელს არანაირი შემოსავალი არ აქვს. ნაკვეთები წაგვართვეს. ზოგს სააკაშვილის დროს აუქციონზეც გაუყიდეს, ზოგს ოსებმა წაართვეს. სახელმწიფოს დახმარებას ვთხოვ. ერთი სოციალური მქონდა და ისიც მომიხსნეს. ჩემი რძალი საზღვარგარეთ არის წასული. გაჭირვება რომ არ გვქონოდა, ხომ არ წავიდოდა. 2 თვის ბავშვი გვყავს. სამ დღეში ერთხელ 15 ლარიანი საჭმელი უნდა. გუშინ ჩემი პენსიის სესხი გამოვიტანე და იმას ვაჭმევთ ბავშვს. ახლა რომ ვერ ავიღებ პენსიას, რა ვქნა, ბავშვი მშიერი მომიკვდება."
ადგილობრივი გულნარა ღვალაძე აცხადებს, რომ - „ახალგაზრდები სოფლიდან მიდიან. აქ არ ჩერდებიან. ეკონომიკური პირობები არ გვაქვს. სოფელში ერთი პირველკლასელი ბავშვი გვყავს, რომელიც ავტობუსით ჩაჰყავთ და 4 საათამდე იმავე ავტობუსს ელოდება, სახლში რომ დაბრუნდეს. შეიძლება პატარა ბავშვი დილის 7 საათზე წავიდეს სახლიდან და ასე გვიან დაბრუნდეს სახლში? 7 კილომეტრს გადიან სოფელ ფცამდე."
ღოღეთში, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის, ელჩის ფილიპ დიმიტროვის, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლის სიმონე ვოკენისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის ამოსვლამდე, საჩუქრებით დატვირთული სატვირთო მანქანა ამოვიდა. მოგვიანებით თავად დიმიტროვიც გამოჩნდა, რომელმაც ადგილობრივებს ასე მიმართა:
„ახლა ამინდი ცოტა უკეთესია. მაგრამ, სამომავლოდ, როცა ამინდი გაფუჭდება რას ელით, პრობლემები გექნებათ? ჩვენ ვცდილობთ შეძლებისდაგვარად დაგეხმაროთ. მე მესმის, რომ საჭიროებები ძალიან დიდია. ჩვენი დახმარება კი მოკრძალებულია. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმას, რასაც ისინი სჩადიან, ანუ საზღვრების გაფართოებას და მავთულხლართების გაბმას. მე მესმის რამდენად აწუხებს ეს ადგილობრივ მცხოვრებლებს."
ადგილობრივებმა მინისტრის მოადგილე ციხელაშვილს სკოლის, საბავშვო ბაღისა და მინი სპორტული მოედნის მშენებლობაში დახმარება თხოვეს. მინისტრის მოადგილემ, სამაჩაბლოში ამოსვლისთვის და საჩუქრებისთვის დიმიტროვს და ვოკენს მადლობა გადაუხადა.
„დღეს გაეროს უმაღლესი კომისარი და ევროკავშირი ელჩი აქ არიან, იმისთვის, რომ თქვენ და თქვენს ოჯახებს დახმარება გაუწიონ. ძალიან მადლიერი ვართ მათი."
საჩუქარი მუყაოს ყუთებით დარიგდა, რომელიც ადგილობრივებმა იქვე გახსნეს. მასში რამდენიმე ცალი ჭიკარტი, 2 ცალი პოლიეთილენის თეთრი პარკი, 2 ცალი პლედი და ორმაგი წებოვანი ლენტი აღმოჩნდა.
საჩუქრის ყუთში აღმოჩენილი ნივთების შემდეგ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მამაკაცმა გვითხრა:
„შვილო, ჩემი სახელი და გვარი რად გინდა. ამას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. ეს რომ არ ვთქვა არ შემიძლია. თუ სადმე დაწერ ასე თქვი: ღოღეთელმა ძიამ ასე მითხრა: ჩვენ აქ არც ისე ცუდად ვცხოვრობთ „ცელოფანი" და ჭიკარტი ვერ ვიყიდოთ. სახლში ალუმინის კარ-ფანჯრები მაქვს. ამდენი ფული რომ დახარჯეს, ცელოფნის და ჭიკარტის ამოტანას, არ სჯობდა ზეთი, შაქარი ან პურის ფქვილი ამოეტანათ? ამ ყველაფერში ხომ დიდი თანხა დახარჯეს."


ნათია კაცია
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა