logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შეწუხებული ქართული საზოგადოება
შეწუხებული ქართული საზოგადოება
13:30 31.01.2014
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა იმდენად შეაწუხა ქართული საზოგადოება, რომ, ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკურ-სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ლამის გადაფარა. კიევში არსებული დაპირისპირების გასაშუქებლად, საინფორმაციო გამოშვებები დროს და „ძალღონეს“ არ იშურებენ. სწორედ ის ტელეკომპანიები, რომლებიც 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გაშუქებისგან თავს იკავებდნენ და ცდილობდნენ ხელისუფლებისთვის ანგარიში გაეწიათ...

„სოლიდარობა უკრაინელებს“, - ამ ლოზუნგის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რა თქმა უნდა, საქართველოში უკრაინელების მხარდამჭერი აქციები უნდა გაიმართოს, უნდა დავუთმოთ დიდი დრო საინფორმაციო გამოშვებებში უკრაინელებს, მათ თავდადებას, მათ ერთად დგომას და მათ ბრძოლას... იქნებ, ქართველებისთვისაც სამაგალითო იყოს, რომ საზოგადოება ხელისუფლებაზე ძლიერია, რომ საზოგადოების ხელშია ქვეყნის მმართველი, ის ირჩევს და ის ითხოვს მისგან რაც უნდა და არ აქვს მნიშვნელობა შედეგს, მთავარია მონდომება და არსებული რეჟიმისადმი დაუმორჩილებლობა... მაგრამ ცოტა სასაცილოა, როცა ის ადამიანები, ვინც 26 მაისის აქციის მონაწილეების მიმართ ძალა გამოიყენეს და ამ ძალას საზოგადოების გარკვეული ნაწილიც ამართლებდა, დღეს, ის ხალხი გამოდის პირდაპირი ეთერით და მოუწოდებს ყველას, რომ უკრაინელებს მხარში დაუდგეს... ის ხალხი, რომელმაც საკუთარ სისხლზე და ხორცზე ხელი აღმართა და მისი გაზით გაგუდვას და ხელკეტებით ცემას არ მოერიდა.

სხვის საქმეში რომ მაგრები ვართ ამას თქმა არ სჭირდება... ფაქტი სახეზეა... შეწუხებული ქართველები კიევის მიტინგის მომავალი შედგების შესახებ დისკუსიების გამართვისგან, თავს არ ზოგავს... არადა ზოგმა არც ის იცის, თუ რას ემსახურება უკრაინელების პროტესტი, მათ არა მარტო ხელისუფლების შეცვლა, არამედ სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობის შეცვლაც სურთ...

საქართველოში, საერთოდ, მოდად იქცა აქტუალური თემებით მანიპულირება და „წუხილი“. არ ვიცი ეს სოციალური ქსელის ბრალია თუ რაიმე გარდატეხა მოხდა ქართველების ცნობიერებში. „ფეისბუქის“ კედელზე დაფიქსირებული პოზიცია გულებამდე ვერ აღწევს... მხოლოდ „შეაყარე კედელს ცერვის“ პრიცნიპი მოქმედებს. ამ შემთხვევაში, „ფეისბუქის“ კედელს ძალიან ბევრ ცერცვს აყრიან, მაგრამ მოტივი სულ სხვაგვარია - დაანახო სხვას, რომ თანამედროვეობას ფეხს უწყობ და ყველაფრის შესახებ საკუთარ აზრს აფიქსირებ...

სოციალურ ქსელში ვიღაცის კომენტარს გადავაწყდი: „ქართველებს ასე საკუთარი დროშები რომ დაგვეყენებინა „ფეისბუქის პროფაილის“ სურათად, დღეს გერმანიას გავუტოლდებოდით“. ეს ისე ხუმრობით, მაგრამ არის ამაში რაღაც ჭეშმარიტების მარცვალი...

ალბათ, დღეს რომ ასეთ არეულ-დარეულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ესეც ქართული ხასიათის ბრალია. აღარ ვიცით რა მოვიმოქმედოთ, საკუთარ ტყავში ვერ ვეტევით, მეზობელ ქვეყანაში ისეთი ვითარებაა... არადა, ჩვენ რა პოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში?!... ესეც ჩვენი ბრალია... საზოგადოება იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას, როგრიც არის თვითონ... და როგორი ვართ ჩვენ? რა გვსურს? პასუხი მარტივია ჩვენ ვართ ყველაზე მაგარი, მაგრამ ზარმაცი ერი... გვსურს უკეთესი ქვეყანა, სადაც ბევრი სამუშაო ადგილი იქნება, სადაც ადამიანებს საარსებო მინიმუმი მაინც ექნებათ, სადაც პოლიტიკოსები ხალხის ბედითაც დაინტერესდებიან და ერთმანეთზე ქილიკში ქვეყანას არ გადააყოლებენ, სადაც ბევრი ღიმილიანი სახე იქნება და სადაც უბრალოდ ცხოვრება გაგიხარდება...

ამისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა შეიცვალოს ხელისუფლება, რომელმაც 9 წლიანი მმართველობა არ ან ვერ გაამართლა, მაგრამ როგორ შეიცვალა, საკითხავი აი ეს არის... რატომ ავირჩიეთ მის ადგილზე სხვა? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა ერს სააკაშვილი მობეზრდა?! მივხვდით, რომ ქვეყნის განვითარებას გეზი სულ სხვაგვარად წავიდა?! თუ უფრო იმიტომ რომ ბატონი ბიძინა კეთილი ბიზნესმენი „ბიძიაა“ და ყველას დაეხმარება?! აი, ეს იყო საზოგადოების კრახი... რა და როგორ გვინდა ჯერ უნდა ჩამოვაყალიბოთ და მერე გავაკრიტიკოთ ხელისუფლება, მერე მოვითხოვოთ სიახლე, ოღონდ ეს სიახლე პირად კეთილდღეობაზე ფიქრს უნდა გასცდეს...

საზოგადოებას მოსწონს სიახლეები... ახალი მთავრობის მოსვლას სიახლეები, ახალი დაპირებები ალამაზებს... ბიძინა ივანიშვილის მოსვლას ხალხი აღფრთოვანებით შეხვდა. ყველას ეგონა, რომ სიღარიბეს ბოლო მოეღებოდა. ბიძინას „კეთილი ბიზნესმენური“ იმიჯის გვერდით უფრო სოციალურად გაჭირვებული ფენა დაუდგა და ერთ წელში ახალ ხელისფულებას ვერდიქტი გამოუტანა, საზოგადოებამ იმედგაცრუება მიიღო... მე პირადად ვნახულობდი და ვესაუბრებოდი ხალხს სოციოლოგიური გამოკითხვების დროს, და ისინი ზუსტად ასე მპასუხობდნენ: „ბიძინა გვიშველის და დაგვეხმარება, ჩვენ აღარ ვიქნებით ღარიბები“. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლვის შემდეგ კი ხალხი იმედგაცრუებას ვერ მალავდა: „შევცდით მან დაპირებები არ აასრულა, ქვეყანას უკეთესობის არაფერი ეტყობა და ა.შ.“ არაფერი ეტყობა, აბა რა... ერთ წელში ბიძინამ ვერ შეძლო ყველა გაჭირვებულის დახმარება... ესაა ჩვენი პრობლემა, რისთვის ვიბრძვით არ ვიცით... არ შეიძლება ქვეყანას ეშველოს მაშინ, როცა გგონია რომ ფულით ყევლაფერს მოაგვარებ...

პოლიტიკა საზოგადოების „პროდუქტი“ და საზოგადოების იმიჯიცაა... დღევანდელი საზოგადოების იმიჯი ადეკვატურია ზოგადად ქვეყნის პოლიტიკური იმიჯისა. მასა, ისევე როგორც პოლიტიკოსები ინდივიდუალურ სარგებელზე ფიქრობს... ხალხს მაშინ უცრუვდება იმედი, როცა ხვდება რომ პოლიტიკა უბრალო ადამიანებით ასე ადვილად არ ინტერესდება, რომ ის დაპირებები, რაც მმართველებს აქვთ მხოლოდ სიტყვებად რჩება...

დავიკარგეთ სადღაც სოციალურ ქსელებსა და საკუთარ თავებს შორის... რა გვინდა? რას ველოდებით? რა მოგვწონს? არ ვიცით... არაფერი მოგვწონს, არაფრით ვკმაყოფილდებით, მოვლენებს ადეკვატურად ვერ ვაფასებთ, ანდა თუ ვაფასებთ ერთ წელში ვითხოვთ პასუხს... პასუხს, რომელიც ჯერ ძალიან ადრეა... პასუხს, რომელიც ყველამ საკუთარ თავს უნდა მოვკითხოთ და მერე ხელისუფლებას...




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა