logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დემურ გიორხელიძე - სახელმწიფო ვალი უკვე საკმაოდ მაღალია და ფრთხილად უნდა ვიყოთ
დემურ გიორხელიძე - სახელმწიფო ვალი უკვე საკმაოდ მაღალია და ფრთხილად უნდა ვიყოთ
11:54 24.12.2013
საქართველოში ეკონომიკური ზრდა შემცირებულია. 8 ნოემბრიდან ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში უფასურდება. რამდენიმე დღის წინ ლარი დოლართან მიმართებაში ოდნავ გამყარდა, თუმცა შემდეგ ისევ ვარდნა დაიწყო. მთავრობა მომავალ წელს როგორც შიდა, ისე საგარეო ვალის აღებას გეგმავს, რომლის მოცულობაც 1 მლრდ 600 მლნ ლარი იქნება. მიმდინარე პროცესების გამო პოლიტიკური ოპონენტები საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ. მთავრობა კი აცხადებს, რომ საგანგაშო არაფერია. რა ხდება დღეს ქართულ ეკონომიკაში და რამ განაპირობა ეროვნული ვალუტის გაუფასურება? ამ და სხვა საკითხებზე „ნიუსპრესი“ დამოუკიდებელ ანალიტიკოსს დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.

- ბატონო დემურ, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შემცირებულია, მართალია ნოემბერში ეკონომიკურმა აქტივობამ მოიმატა, თუმცა მცირედით. რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოს ეკონომიკა და რამდენად საგანგაშოა ვითარება?

- პირდაპირ და ძალიან ობიექტურად უნდა ვთქვათ, ეკონომიკური ზრდის ტემპები რომ დაეცა, ამაში საგანგაშო არაფერია. დიახ, ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილება გარკვეულ პერიოდში აუცილებლად გამოიწვევდა ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებას. ამის თაობაზე წლის დასაწყისში ვწერდი და მთავრობას მოვუწოდებდი, რომ გაბედული ნაბიჯები გადაედგა. თუ არაფერი შეიცვლებოდა და თუ დარჩებოდა ის პოლიტიკა, რომელიც წინა მთავრობას ჰქონდა, ჩვენ ძალიან მალე ჩიხში შევიდოდით, იმიტომ რომ სრული უპერსპექტივობა იყო. დღეს ერთი მხრივ მცირე, მაგრამ ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ალბათ წლის ბოლომდე ზრდის მაჩვენებელი 2.5 პროცენტამდე იქნება, მაგრამ ეკონომიკის ასეთი ზრდა ქვეყნის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას ვერ შველის. მეორე მხრივ თითონ სიტუაცია არის კატასტროფული, რადგანაც საქართველოს ეკონომიკა უსაშველოდ პატარაა. ჩვენ, მთელ ქვეყანას, ერთი საშუალოზე სუსტი ამერიკული კომპანიის შემოსავალი გვაქვს. თუ ოპტიმისტური პროგნოზი გამართლდა და გაისად 5 პროცენტიან ზრდას მივაღწიეთ, მივიღებთ იმას, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 17 მლრდ 300 მლნ დოლარამდე იქნება. რა გამოდის, ასეთი უსაშველოდ მცირე ეკონომიკით განვითარება შეუძლებელია. აი, ეს კი დამაფიქრებელია. აქ ჩვეულებრივი მეთოდებით წარმატების მიღწევა შეუძლებელია. უნდა გაჩნდეს ზრდის ახალი ფაქტორები და საქართველოს ეკონომიკა აბსოლუტურად სხვა რელსებზე გადავიდეს. თუ მკითხავთ რა რა რელსებზეო, გეტყვით, რომ ინოვაციურ რელსებზე. ამას კი სჭირდება განათლებული ადამიანები. ამდენად, ქვეყნის მთავარი სტრატეგიული ამოცანა უნდა იყოს, საქართველოს განათლების სისტემის მოდერნიზაცია, მთელი ინფრასტრუქტურის შექმნა და სტრატეგიული მიზნების გადაწყვეტა. მოკლედ, თავსატეხი საქართველოს რომ აქვს იმდენი უნდა, ჩვენ კი რატომღაც უდარდელად ვიქცევით. ახლა გაჩნდა ილუზია, რომ ამ მდგომარეობიდან შეიძლება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებით გამოვიდეთ, რომლის ხელმოწერაც ევროპასთან ინტგრაციას, არ გულისხმობს, იმიტომ, რომ ინტეგრაცია იქნებოდა ევროკავშირის წევრობა, სხვანაირი ინტეგრაცია გაუგებარია.

- საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში საქართველოსთვის ევროპის ბაზრები გაიხსნება. თუ ეს შანსი მოგვეცა, როგორ ფიქრობთ, რამდენად შევძლებთ მის გამოყენებას?


- რაც შეეხება ბაზრების გახსნას, ევროპული ბაზრები საქართველოსთვის ახლაც ღიაა, იმიტომ, რომ პრეფერენციების სისტემა მოგვანიჭეს, მაგრამ ვერ ვითვისებთ. ამ შანსს არაფერში ვიყენებთ. ბაზარი რომ გაგიხსნან გასატანი უნდა გქონდეს რაიმე და მზად უნდა იყო კონკურენციისთვის. ევროკავშირი საქველმოქმედო ორგანიზაცია სულაც არ არის, მას თავისი პოლიტიკური, ხისტი და დომინირებული მიზნები აქვს. ამიტომ ქართული გულარხეინობა და ნაცარქექიობა, აი, ჩვენ რაღაცას ხელი მოვაწერეთ, აწი შრომა საჭირო არ არის, ევროპელები მოგვხედავენო, რა თქმა უნდა, არასწორია. ცხადია, ვერ მოგვხედავენ, იმიტომ, რომ ამის სურვილიც არავის აქვს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაშიც არ იცვლება ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მოდერნიზაციის ამოცანის გარდაუვალობა. არ იცვლება გონიერი შიდა პოლიტიკის გატარების აუცილებლობა, რადგან ყველაფერი სხვა არის დამხმარე იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს. თუ ადამიანები არ შრომობენ, ქვეყანა თავისით ვერ განვითარდება.

- ბატონო დემურ, ეკონომიკური პოლიტიკის თემას თქვენ მოკლედ შეეხეთ, უფრო კონკრეტულად რას იტყოდით საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე?


- ამ ეტაპზე საჭიროა იმის გააზრება, რომ ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ამ მდგომარეობიდან გამოსვლას გამიზნული სტრატეგია სჭირდება, რომელიც კარგად გათვლილი და ეტაპობრივად დამუშავებული იქნება. უნდა იყოს სამთავრობო გადაწყვეტილება, რომ ასეთი სტრატეგია სახელმძღვანელოდ ჰქონდეთ. მთავრობაში კარგი ადამიანები, თავიანთი საქმის კარგად მცოდნეები არიან, მაგრამ სისტემური კრიზისიდან თავიანთი საქმის კარგად კეთებით ქვეყანას ვერ გამოიყვანენ. ამას სულ სხვა მიდგომები სჭირდება, რომელიც სტრატეგიაში უნდა იყოს ჩადებული. ესენია: მიზანმიმართულობა, უმკაცრესი გადაწყვეტილებები, ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, ინსტიტუტების გაძლიერება, თამაშის ერთიანი წესების ჩამოყალიბება და განვითარების საფეხურების კონტროლი. უნდა ვიცოდეთ, ვვითარდებით თუ არ ვვითარდებით და რას ვეძახით განვითარებას? რაღაც კრიტერიუმები გვჭირდება, რომ საზოგადოებამ ერთი პერიოდი მეორეს შეადაროს და თქვას ვვითარდებით თუ არა. ჩვენ ისიც კი არ ვიცით განვითარება რა არის. ევროკავშირი, ნატო, თურმე აი რა არის ჩვენი განვითარება. ასე პრიმიტიულად სახელმწიფოები არ ვითარდებიან. ევროკავშირი და ნატო არიან ქვეყნის განვითარებისთვის მხოლოდ ხელშემწყობები და ისინი არ განაპირობებენ ქვეყნის განვითარებას. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისადმი, საკუთარი ხალხისადმი და მომავლისადმი. თუ ეს არ არის, ვერანაირი ნატო და ევროკავშირი ვერ გვიშველის.

- მთავრობას ეკონომიკურ პოლიტიკაში კონკრეტულად რა არ მოგწონთ?


- არ მომწონს, რომ ერთიანი სტრატეგია არ არსებობს, თუმცა ყველაფერი ძალიან კარგად არის დამუშავებული. ეს წინა პრემიერ-მინისტრის თხოვნით კეთდებოდა და ოქტომბერში უნდა მიეღოთ. გასაგებია, რომ საკადრო ცვლილებებმა გადავადება გამოიწვია. იანვარში მაინც მიიღონ სტრატეგია. ამის გარეშე მთავრობა შედეგს ვერ დატოვებს, რადგან კრიზისი კრიზისია. იგი მკაცრ მიდგომებს მოითხოვს. ნებელობითი გადაწყვეტილებები აქ ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, რამდენად პროფესიონალურ დონეზე არის ყველაფერი გააზრებული და რამდენად დაცულია თანმიმდევრობა.

- საქართველო 2014 წელს ვალის სახით 1 მლრდ 600 მლნ ლარის აღებას აპირებს. 600 მლნ შიდა ვალია, საიდანაც 200 მლნ ლარი ბანკებში გრძელვადიან დეპოზიტებზე განთავსდება, რომ მათ გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტები გასცენ. მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს, წყალში გადაყრილი ფულია, რადგანაც საქართველოს ეკონომიკის სტიმულირებისთვის 200 მლნ ლარი საკმაოდ ცოტაა. თქვენ რას იტყოდით ამის თაობაზე?


- წყალში გადაყრილი ფული ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს თანხა მცირეა. დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა რა არის? ეს გახლავთ ფინანსების ხელმიუწვდომლობა, მახინჯი საბანკო სისტემა, რომელიც არ აფინანსებს ეკონომიკას, არ აფინანსებს სტარტაპს - დამწყებ ბიზნესს, არ აფინანსებს დამოუკიდებელ, არალობირებულ ჯგუფებს. აქ არის ჩაკეტილი წრეები, კლანები, საკუთარი მეგობრები, საკუთარი საქმის ინტერესები და სხვა არაფერი. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში მთავრობას გაცილებით ენერგიული გადაწყვეტილებები უნდა მიეღო. მთავრობის პოლიტიკა დღეს ითვალისწინებს, იმას, რომ აღებული შიდა ვალიდან 200 მლნ ბანკებს დაუბრუნდება, რომელიც მიზნობრივად სტარტაპსა და მცირე და საშუალო ბიზნესზე გაიცემა. როდესაც ფინანსთა მინისტრათან ვიყავით შეკრებილები, მე მას ვუთხარი, რომ 600 მილიონი მთლიანად ამ მიზნით რომ განესაზღვრათ, გაცილებით მეტი ეფექტი ექნებოდათ. ეს უკუდაბრუნებითი ფულია. არავინ არავის არაფერს ჩუქნის. ჯერჯერობით ასეთი ვითარებაა. სხვა საშუალებები არ არის. აქედან გამომდინარე, 2014 წელს დასაქმებაში განსაკუთრებული გარდატეხა არ მოხდება. 2014 წელი, 2013 წლისგან დიდად განსხვავებები არ იქნება. ამისთვის ილუზიები საჭირო არ არის. მოსამზადებელი სამუშაოები ბევრია, რომ 2015 წლიდან მაინც დაიწყოს დასაქმების პროცესი და უფრო სწრაფი ტემპებით განვვითარდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ერთი ციცქნა ეკონომიკა, გინდა 2.5 პროცენტით გაზარდე და გინდ 6 პროცენტით, შედეგი მაინც ნულოვანი იქნება. ამიტომ, არიქა ქვეყანა იქცევაო, რომ ამბობენ, პოლიტიკური მიზნით არის ეს აჟიოტაჟი ატეხილი. ქვეყანა იმის გამო იქცევა, რომ იგი 9 წლის განმავლობაში იქცეოდა და მისი დაქცევა 22 წლის წინ დაიწყო, რის შემდეგაც სტაბილურად იქცევა და იქცევა. ამიტომ მთლად ნაციონალები დამნაშავეები არ არიან, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა, სული ამოხადეს ქვეყანას, ამ სიტყვის ყველაზე ზუსტი მნიშვნელობით. აქედან გამომდინარე საჭიროა, მთავრობის გლობალური გადაწყვეტილებები რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ამ გადაწყვეტილებებმა ახლო მომავალში სიტუაცია უნდა დაალაგოს. ცხადია, ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯები გადავდგათ. ეს პარალელური პროცესებია. ერთის მხრივ ჩვენ მოძრაობაში უნდა მოვიყვანოთ ყველა ის რესურსი, რომელიც არსებობს, მატერიალური და ადამიანური. შემდეგ კი შეიძლება, იყოს საუბარი მის განვითარებაზე. სანამ ქვეყანაში ნორმალურად მიწაც კი არ არის დახნული, სანამ 70 პროცენტიანი უმუშევრობაა, ამ ვითარებაში უცხოურ ინვესტიციებზე საუბარი და ამ იმედზე ყოფნა არის არა მარტო ძალიან დიდი დილეტანტიზმი, არამედ საკმაოდ სერიოზული უპასუხისმგებლობა.

- ჩაკეტილი საბანკო სისტემა ახსენეთ, კონკრეტულად რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას, რომ ბანკები, ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო?


- ძალიან მარტივი ქმედება იყო საჭირო. მას უნდა გაეღო საბანკო ბაზარი. არავინ ამბობს, რომ ვინმემ ვინმეს რაიმე უნდა წაართვას. კარგი პირობების შემთხვევაში მსოფლიოში ცნობილი ერთი-ორი საბანკო ჯგუფი საქართველოში შემოვა და ეს სივრცე გაიხსნება. ბაზარზე კონკურენცია იქნება. ეს ბანკები სინამდვილეში ბანკები ხომ არ არის. ეს გახლავთ მთავრობის მიერ შექმნილი სტრუქტურები, რომლებიც მთლიანად მათ მიერ არის ორგანიზებული. ბოლო 9 წლის განმავლობაში ბანკებს ხელისუფლების გარეშე არაფრის გაკეთების უფლება არ ჰქონდათ. სიტუაცია უნდა შეიცალოს. იყოს ეს ბანკები, როგორც უნდათ ისე მართონ, მაგრამ კონკურენტული გარემო და ცივილიზებული თამაშის წესები უნდა არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში რა გამოდის, მთელს მსოფლიოში უამრავი ფულია და საპროცენტო განაკვეთები უსაშველოდ დაბალია. აქ კი ხელოვნურად მოტანილი მიზეზებით ხდება საკუთარი ხალხის არანორმალური ძარცვა. მსხვილი უცხოური ბანკები რომ შემოსულიყვნენ ქართულ ბაზარზე, პოლიტიკური ნება არ არსებობდა. ამიტომაც იყო საბანკო სისტემა სასათბურე პირობებში. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა, ბანკები ისევ „თავის საქმეს აკეთებენ“. ხალხი დაუსაქმებელია, ფული ხელმიუწვდომელია.

- მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, რომ 1 მლრდ 600 მლნ ლარი, რომელსაც ვალის სახით 2014 წელს საქართველოს ხელისუფლება აიღებს, ქვეყნისთვის მტკივნეული იქნება


- ეს ფული იმითაა საინტერესო, რაც ოპონენტებს გამორჩათ. ეს არის გრძელვადიანი ფული, რომელიც ეკონომიკას აუცილებლად სჭირდება. ბანკები 4-5 წელიწადზე დიდი ვადით სესხს არ გასცემენ. 4-5 წელი კი წარმოებების ფეხზე დასაყენებლად და ფულის უკან დაბრუნებისთვის საკმარისი არ არის, ამიტომ მთავრობამ კარგი ნაბიჯი გადადგა. ვფიქრობ, ეს იქნება იმის ნიმუში, თუ როგორ შეიძლება საქმიანმა მიდგომამ რაღაც შედეგი მოიტანოს. რა თქმა უნდა, ეს ყველა პრობლემას ვერ ხსნის, მაგრამ კარგი პრეცედენტია.

- მომავალ წელს საქართველოს 1 მლრდ ლარამდე ვალის გასტუმრება მოუწევს. რამდენად დიდია ეს თანხა საქართველოს ბიუჯეტისთვის?


- 2014 წელს საქართველოს ბიუჯეტის სავალო მომსახურებება 930 მლნ ლარი იქნება. ანუ ბიუჯეტის თითქმის 10 პროცენტი ვალის გადასახდელად დაიხარჯება. ბუნებრივია, ვალი საშიში არ არის, თუ კი ადამიანიც და სახელმწიფოც მოქმედებაშია, შრომობს და შემოსავალი სტაბილურია. მაშინ ისინი გეგმავენ როდის რა გადაიხადონ.

- ჩვენს შემთხვევაში რამდენად საშიშია ვალი?


- ჩვენ ვალებს ვიღებთ და ეკონომიკა უკან მიდის. ეკონომიკა იმდენად მცირეა, მასზე ვალის წნეხის გაზრდა აბსოლუტურად დაუშვებელია, თუ ბიუჯეტის 20-30 პროცენტი ვალებს უნდა მოემსახუროს, მაშინ რა გრჩება? ჩვენ თან არ ვუკვირდებით იმას, რომ საქართველოს ბიუჯეტის 50 პროცენტი არის განათლება პლუს ყველა დონის სოციალური გადახდები. რჩება მეორე ნახევარი, უბადრუკი 4 მლრდ ლარი. რამდენ რამეს უნდა მოხმარდეს? ამიტომ ეკონომიკის განვითარება და ადამიანების დასაქმება უალტერნატივოა. თუ კი 2014 წელი ისეთივე მინორული იქნა, როგორიც 2013 წელი იყო, მაშინ შემიძლია გარანტირებულად გითხრათ, რომ 2015 წელსაც არაფერი მოხდება. ეკონომიკაში თავისით არაფერი ხდება. ეკონომიკაში აუცილებელია სწორი პოლიტიკა. რაც შეეხება 930 მლნ ლარს, ეს ისეთი მოცულობა არ არის, რომელიც ბიუჯეტს დაახრჩობს, მაგრამ ვალი უკვე საკმაოდ მაღალია და ფრთხილად უნდა ვიყოთ.



- ბატონო დემურ, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურებულია. ეს პროცესი ნოემბერში დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ლარი დოლართან მიმართებაში ოდნავ გამყარდა, თუმცა შემდეგ ისევ გაუფასურდა. რამ განაპირობა ლარის კურსის დაცემა?

- არ არსებობს პასუხი, რომელიც ამას გამართულად, ტრადიციული მაკროეკონომიკური ტერმინოლოგიით ახსნიდა. ქვეყნის ეკონომიკაში სასიკეთო არაფერი ხდება და ლარი გაუფასურდა. ეს უფრო სპეკულაციური ხასიათის იყო და საქართველოდან ფულის გატანას უკავშირდება. საქართველოდან ფული გადის. ბოლო 3 თვეში 312 მლნ დოლარი გავიდა, წლის დასაწყისიდან კი 600 მლნ დოლარი. ეს სერიოზული საკითხია.


- ვის მიერ შეიძლება მომხდარიყო ჩარევა?

- ეს თავისუფალი კურსი, თავისუფალი ვალუტა არ არის. ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებების მიღების დროს თავისუფალი არ გახლავთ. ის გავლენის ჯგუფების ზემოქმედებას განიცდის.


- „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობთ?

- თავისთავად ცხადია. ბუნებრივია, როდესაც ლარის კურსის ვარდნის მაპროვოცირებელი არაფერი ხდება და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს უფასურდება, ეს ყოველთვის დიდი განუსაზღვრელობების შემცველია. ასეთივე გაუგებრობების შედეგი იყო, როდესაც რეფორმების მამამ შავი პარასკევი მოაწყო. 30 მილიონ დოლარზე მეტი იშოვეს. ხალხს კი ბიზნესები და ცხოვრება დაუნგრიეს. ასეთი კურსი როდესაც არის, ეს ყოველთვის ვიღაც ჯგუფის კურსია. შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო ინტერესთა ჯგუფების ინტერესებში. მათი გავლენები ძალიან მაღალია როგორც ეროვნულ ბანკში, ისე ძველ და ახალ ხელისუფლებაში.


- ანუ, ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებული არგუმენტი, რომ ლარის კურსის დაცემა სეზონურია, უსაფუძვლოდ მიგაჩნიათ?

- მინისტრის არგუმენტი მთლად უსაფუძვლო არ არის, მაგრამ რეალობას სრულად არ ასახავს. მინისტრი განცხადებების გაკეთებისას ფრთხილობს. ის ვალდებულია თავშეკავებული იყოს. ჩვენ ვალდებულები ვართ თავშეკავებულები არ ვიყოთ და პრობლემები გავაშიშვლოთ. თორემ სახალისოდ ამაზე არ ვსაუბრობთ.


- თქვენი აზრით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების პარალელურად, ეროვნული ბანკი რამდენად ადექვატურად მოქმედებს, რომ ლარის კურსის ვარდნა შეაჩეროს?

- არის გაურკვეველი მომენტები. დოლარი მყარდება, ლარი მყარდება. დოლარი სუსტდება, ლარი სუსტდება. ასეთი პირდაპირი კორელაცია ვთქვათ ევროს კურსსა და ეროვნული ვალუტის კურსს შორის, არ არსებობს. ამიტომ ყველაფერს ხელოვნურობის ელფერი დაჰკრავს. ამ მიმართულებით პრობლემა არის. სწორი ჩარევები არ ხდებოდა. მე ვიტყოდი, რომ ეროვნული ბანკი რეგულაციების ნაწილში ბანკებს არასაკმარისად ამოწმებს. ეს ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად.


- ანუ, იმის გამო, რომ მთავრობას ზიანი მიაყენონ?

- დიახ, არ არის გამორიცხული, ეს სირთულეები იქეთ იყოს მიმართული, რომ ხელისუფლებას პრობლემები შეექმნას.


- რაც შეეხება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას. მათ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვეს - 3.75%, ანუ შერბილებული მონეტარული პოლიტიკა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება?

- ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გამოაცხადა და რეაქცია ნული იყო. იმიტომ, რომ ეს სისტემური კრიზისია. ეროვნული ბანკი ვერ ახერხებს მის მიერ დაწესებული კურსი შეინარჩუნოს. რადგან მას რაღაც უშლის ხელს, რაც არის არა სუბიექტურ მომენტებში, არამედ იმ კანონმდებლობაში და იმ გავლენებზე პასუხისმგებლობაში, რომელსაც ესა თუ ის ინსტიტუტი გარკვეული პირობების შემთხვევაში იღებს. ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული საკითხია.


- თქვენ წეღან რეაქცია ახსენეთ. ბაზრის რეაქციასაც გულისხმობდით?

- ბაზრის რეაქცია საქართველოში მაშინ იქნებოდა, საბაზრო ეკონომიკის ნიშნები რომ იყოს. ეს არის აბსოლუტურად მონოპოლიზირებილი ეკონომიკა, რომელიც საბაზრო ეკონომიკისგან ძალიან შორსაა. ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით რეალურად თუ რა არის საბაზრო ეკონომიკა. ნორმალურ ქვეყანაში, ყველა, ბიზნესმენი იქნება თუ ინვესტორი, ელოდება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამოცხადებას. რის შემდეგაც ისინი მომენტალურად რეაგირებენ. ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება, რომ არსებულ რეალობაში უფრო ღრმად ჩავიხედოთ და გავერკვეთ იმ ნიუანსებში, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას განსაზღვრავს.


სოფო ჩიხლაძე

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა