logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არ „დაბოლდეთ“ პრემიერო
არ „დაბოლდეთ“ პრემიერო
12:54 16.12.2013
მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობამ 9 წლიანი სახადი უსისხლოდ და შედარებით უმტკივნეულოდ მოიშორა, როგორც მოსალოდნელი იყო, დასავლეთის ქვეყნები, მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ ეპიტნავებათ, იძულებულები არიან ახალ ხელისუფლებასთან ითანამშრომლონ და უფრო მეტიც, იძულებულები არიან აღნიშნონ დემოკრატიის გზაზე გადადგმული ის მართლაც რეალური ნაბიჯები, რასაც ქვეყნის ხელისუფლება ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცდილობს.
თუმცა, როგორც ჩანს, დასავლეთი „თავის ძაღლიშვილებს“ საბოლოოდ არასდროს ივიწყებს და მუდმივად მათ რეაბილიტაციას და გაძლიერებას ცდილობს.
ასეა საქართველოსთან მიმართებაშიც.
ცალკე საკითხია ის, რომ წინა ხელისუფლების ნარჩენებს, გადარჩენა-გაძლიერებისთვის სასათბურე პირობებს კოალიცია „ქართული ოცნების“ გარკვეული სუბიექტებიც უქმნიან, რასაც დასავლეთის მიერ თავსმოხვეული მაგიური სიტყვა - „კოჰაბიტაციაც“ ემატება და ცალკე საკითხია ასევე ის, რამდენად რეალურად ხდება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ ფაქტი ერთია, „ნაციონალური მოძრაობა“ დასავლეთისა და კოალიციის პრონაციონალი სუბიექტების დახმარებით, განადგურების რეჟიმიდან დღეს აშკარად ძალების მოკრების რეჟიმზე გადავიდა და თუ ასე გაგრძელდება, არც 2003 წლის ნოემბრის განმეორება უნდა გაგვიკვირდეს. აი შემდეგ კი, მათთან „კოჰაბიტაციაზე“ ვინ დაილაპარაკებს, ყველა ნახავს. ყველა ნახავს იმ უსასტიკეს შურისძიებას, რასაც ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში „ნაციონალები“ დაატრიალებენ.
არადა ფაქტია, რომ, როგორც აღვნიშნეთ, მათ მოსაბრუნებლად დასავლეთი ყველაფერს აკეთებს.
ამის ნათელი დასტური ბოლო დღეებში, ნატოს გენერალური მდივნის, სააკაშვილის მიერ საქართველოს მესიად გამოცხადებული ანდერს ფოგ რასმუსენის მისალოცი წერილია, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გამოუგზავნა და სადაც ის პრემიერს ამ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
მისალოცი წერილის დიპლომატიური ნაწილის გარდა, მასში ბატონი ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერს, ოპოზიციასთან მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ თურმე ეს „საქართველოს ამბიციური მიზნების მისაღწევად“ აუცილებელი ყოფილა.
ძნელი გამოსაცნობი არაა ვის გულისხმობს ანდერს ფოგი ოპოზიციაში, რადგან სწორედ მან და სხვა დასავლურმა სტრუქტურებმა არ დაიშურეს ძალ-ღონე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში ოპოზიციურ ძალად შეენარჩუნებინათ და სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები მაგიური სიტყვა - „კოჰაბიტაცია.“
საქართველოს და მის მოსახლეობას, მას შემდეგ, რაც 9 წლიანი კოშმარი წარსულს ჩააბარა, როგორც ბატონი რასმუსენი იტყოდა, მართლაც ბევრი „ამბიციური მიზანი“ გაუჩნდა, ხოლო ამ მიზნების მიღწევის გზაზე ხელშემწყობ ფაქტორად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა ვერანაირად ვერ გამოდგება.
საქართველოს ამბიციური მიზანი არაა მხოლოდ ნატოში გაწევრიანება, როგორც ეს სავარაუდოდ რასმუსენს წარმოუდგენია.
საქართველოს უმთავრესი მიზანია ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს, ამ გზაზე კი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მას კარგს არაფერს მოუტანს, რადგან სწორედ ამ პარტიის პირველმა პირმა დააკარგვინა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ხოლო თავად, ხან ჰალსტუხები ღეჭა და ხან შიშისგან დაოთხილმა ცხვირით მიწა ხნა;
საქართველოს ამბიციური მიზანია აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის აღორძინება, რათა მოსახლეობამ ამდენი წლის შემდეგ, თავი მოქალაქედ და არა მათხოვრად და ვაუჩერებზე დამოკიდებულად იგრძნოს. ბატონი რასმუსენის გასაწბილებლად უნდა ვთქვათ, რომ ახალ ხელისუფლებას, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა არც ამ მიზნის მიღწევის გზაზე გამოადგება, რადგან სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ,“ თავისი მმართველობის პერიოდში, ყველაფერი გააკეთა ქვეყნის ეკონომიკის გასაჩანაგებლად, ბიუჯეტის უმახინჯესი ფორმებით შესავსებად და ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების უცხო ქვეყნებისთვის, მათ შორის, მათგანვე მტრად შერაცხული ქვეყნისთვის გადასაცემად;
საქართველოს კიდევ ერთი ამბიციური მიზანი ქვეყანაში რეალური და არა ფასადური დემოკრატიის დამკვიდრებაა, ხოლო რამდენად გამოადგება ახალ ხელისუფლებას ამ მიზნის მისაღწევად იმ ძალასთან თანამშრომლობა, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭები ქუჩაში ჩახოცა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ 26 მაისის სისხლიანი სპეცოპერაცია ჩაატარა, ტელევიზიაში სპეცრაზმით შევარდა, ათეულობით გამომცემლობა ოფისებიდან პოლიციის ძალით გამოყარა, ათეულობით ათას ადამიანს ქონება წაართვა, ციხეებში პატიმრები სკამის ფეხებით, „დუბინკებითა“ და ცოცხებით გააუპატიურა, სამეგრელოს ტყეებში მოწყობილ საწამებელ ბუნაგებში კი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს შტატიანი გამაუპატიურებლები ჰყავდა, - ამის შესახებ თავად მკითხველმა და თუ სურვილი ექნება ბატონმა რასმუსენმა განსაჯოს.
ასე, რომ გარდა ნატოში გაწევრიანებისა, საქართველოს სხვა ამბიციური მიზნებიც გააჩნია, რისი მიღწევის გზაზეც, როგორც აღვნიშნეთ, მას მიხეილ სააკაშვილის გუნდის ნარჩენებთან თანამშრომლობა არავითარ შემთხვევაში არ გამოადგება.
მართლაც ფასდაუდებელი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის გამოცდილება იმ ქვეყნის ხელისუფლებისთვის, რომელსაც მიზნად ავტორიტარიზმის დამყარება, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე კბენია მასაჟისტების მომსახურება და ხალხის საბოლოოდ დაშინება-დაჩაჩანაკება აქვს გადაწყვეტილი. საქართველოს ახალ ხელისუფლებას კი, საბედნიეროდ საამისო მიდრეკილება არ ეტყობა, ისევე როგორც არ ეტყობა დიდი ენთუზიაზმი იმისა, რომ დამნაშავეს არა ოპონენტი, არამედ დამნაშავე დაარქვას და იქ მიაბრძანოს, სადაც სხვათა შორის ნატოს წევრ ქვეყნებშიც, დამნაშავეებს მიაბრძანებენ ხოლმე.
ბატონი რასმუსენის განცხადებითვე, ახალი ხელისუფლების მიერ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა, ქართველი ხალხის საკეთილდღეოდაც აუცილებელი ყოფილა.
ბატონო ანდერს, „ნაციონალური ხელისუფლების“ მიერ მოტანილი „კეთილდღეობის“ ძალა, ქართველმა ხალხმა საკუთარ ზურგზე უკვე იწვნია და დაგვერწმუნეთ, ამ „კეთილდღეობის“ ხელმეორედ განცდას, ასერიგად მომთმენი და ამტანი ქართული საზოგადოება ნამდვილად ვეღარ გაუძლებს, რასაც შეიძლება ისეთი შედეგები მოჰყვეს, რომ შემდეგ საქართველოსკენ აღარც გამოიხედოთ.
ვერავინ ვერ დაგვაჯერებს, რომ დასავლეთმა იმ ყველაფრის შესახებ, რაც საქართველოში გასული 10 წლის განმავლობაში ხდებოდა, დეტალურად არ იცოდეს, უბრალოდ მას არა ქართველი ხალხის, ან საქართველოს წინსვლა, არამედ ქვეყნის, როგორც სტრატეგიულ და საკვანძო ადგილას მყოფი ტერიტორიის გამოყენება აინტერესებს, ამის იქეთ კი, პრაგმატული ევროპა და ამერიკა ვერაფერს ხედავს და მისთვის, ვინც მათ საქართველოს გამოყენების შესაძლებლობას მისცემს, ყველა „დემოკრატიის შუქურა“ იქნება.
რასმუსენის წერილი მართალია განსხვავებული ლექსიკითაა შედგენილი, მაგრამ ის თავისი წყობით ძალიან ჰგავს შუა საუკუნეებში, ქართველი მეფეებისთვის სპარსეთიდან ან ოსმალეთიდან გამოგზავნილ შაჰისა თუ სულთნის ფირმანს, სადაც ისინი ადრესატებს ჯერ ხოტბას ასხამდნენ, ხოლო წერილის ბოლოში ხარკს ან ამა თუ იმ თავიანთთვის სასარგებლო რამეს სთხოვდნენ.
ასე, რომ ბატონი რასმუსენის წერილიც „დაბოლების“ ისეთივე მცდელობაა, როგორც საუკუნეების წინ სპარსეთის შაჰის ფირმანი იყო, ხოლო ქართველი ხალხის განწყობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენის მოთხოვნით რომ ანტიდასავლურ განწყობას მკვეთრად აძლიერებს, როგორც ჩანს ამაზე არც რასმუსენი და არც ევროპარლამენტარები არ ფიქრობენ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ საკმაოზე მეტი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ქვეყნისა და დემოკრატიის საკეთილდღეოდ რამე გაეკეთებინათ, თუმცა ამის გაკეთება მათ აზრადაც არ მოსვლიათ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაინცდამაინც ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში მოიკლან ამისთვის თავი.
ნაკლებად სავარაუდოა აგრეთვე, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გეგმებზე, რომლის გაპრემიერებასაც სამართლიანობის აღდგენის მოლოდინით დაღლილი ხალხი სასოებით შეხვდა, მსგავსი შინაარსის წერილებმა გავლენა მოახდინოს, თუმცა საზოგადოების უდიდესი ნაწილის რეაქცია და სათქმელი აღნიშნული შინაარსის წერილებზე მხოლოდ ერთგვარია - არ „დაბოლდეთ“ ბატონო პრემიერო.


გიორგი აბრამიშვილი

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა