logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ელიზბარ ჯაველიძე -თუ მერაბიშვილი გათავისუფლდება, ქართველი ხალხი მას ლინჩის წესით გაუსწორდება
ელიზბარ ჯაველიძე -თუ მერაბიშვილი გათავისუფლდება, ქართველი ხალხი მას ლინჩის წესით გაუსწორდება
16:17 13.12.2013
წინასწარ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას საზოგადოების მხრიდან საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. 26 მაისის საქმეზე მიმდინარეობდა, როდესაც მან აღნიშნა, დღეს რომ 25, 26 მაისი იყოს და არჩევანის წინაშე ვიდგე, გავცე თუ არა იგივე ბრძანებები, როგორიც მაშინ გავეცი, ყველაფერს ისევ ისე გავაკეთებდი, როგორც მაშინ გავაკეთეო.
მერაბიშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, „ნიუსპრესი“ „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრს ელიზბარ ჯაველიძეს ესაუბრა.

- ბატონო ელიზბარ, ვანო მერაბიშვილმა თავის სასამართლო პროცესზე განაცხადა, დღეს რომ 2011 წლის 26 მაისი იყოს ყველაფერს ისევ ისე გავაკეთებდი, როგორც მაშინ გავაკეთეო. როგორ ფიქრობთ, რატომ აკეთებს ვანო მერაბიშვილი ასეთ თამამ განცხადებებს?

- ამის ერთად-ერთი მიზეზი გახლავთ ეწ. კოჰაბიტაცია. იმის ნაცვლად რომ ეს ფაშისტური რეჟიმი, ეს მკვლელები გასამართლებულიყვნენ, კოჰაბიტაცია შემოიღეს და ნაციონალების გადარჩენაზეა ლაპარაკი. ხომ თქვა დავით უსუფაშვილმა, რომ მათი მიზანია, თუ როგორ გადაარჩინონ ნაციონალური მოძრაობა? უსუფაშვილის ნათქვამი მე არ მიკვირს, რამეთუ რესპუბლიკელების და ნაციონალების იდეოლოგია თითქმის ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს. მათი გამოკვეთილი მიზანი ქართველი ერის როგორც ფიზიკური, ისე სულიერი გენოციდის განხორციელებაა. ფიზიკური განადგურება დაწყებულია. მოგეხსენებათ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, რომელიც თავზარდამცემია. რამდენიმე წელიწადში, საქართველოში უცხო ეთნიკური წარმომავლობის რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ქართველებისა. ტელევიზიას ხშირად არ ვუყურებ, მაგრამ თვალს როცა შევავლებ, საოცრება ხდება. ჯერ ერთი, ისეთ ადამიანებს იწვევენ, არა თუ ტელეეკრანზე, ქუჩაშიც კი არ უნდა გამოდიოდნენ. უზნეო, გათახსირებული და მკვლელი ადამიანები თავმომწონეობენ. ჩვენ ყველამ ვიცით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა ჩაიდინა. მათ შორის ვანო მერაბიშვილიმა. მან არა მარტო 26 მაისის აქციის დარბევის ბრძანება გასცა, არამედ მისი უშუალო ბრძანებით ქუჩაში, გაუსამართლებლად 100-მდე საჯიშე ბიჭია მოკლული. ეს ხომ ყველამ ვიცით. ნაციონალებს კი ცენტრალური ოფისის წინ მისი დიდი ბანერი აქვთ გამოკრული, თავისი ბრწყინვალე გარეგნობით. სახე კი აქვს ფოტოგენური, მაგრამ ჭკუა არ უვარგა. ამ ბანერზე წერია, თავისუფლება ვანო მერაბიშვილსო. ამის თქმას და დაწერას როგორ უნდა ბედავდნენ. ეს სითავხედეა, მაგრამ ვისი ბრალია ამას რომ ბედავენ? რა თქმა უნდა, ოცნების ბრალია, რომელმაც ისეთი კოჰაბიტაცია დაამყარა ნაციონალებთან, რომ ოცნება და ნაციონალები ერთ სულ და ერთ ხორც იქმნენ. მათ შორის განსხვავებას ვეღარ ვხედავ, მითუმეტეს, რომ დღეს პარლამენტში წამყვანი ძალა რესპუბლიკური პარტიაა. ეს რესპუბლიკელები კი ქვეყნის დანგრევასა და დაქუცმაცებას განაგრძობენ. თავად მერაბიშვილზე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის სავსებით უწიგნური კაცი. ასეთი გაუნათლებელი კაცი მე არ მეგულება. ალბათ თხა და გიგოც არ აქვს წაკითხული. კაცი გეპეის ლაბორანტად მუშაობდა, იმდროინდელი რექტორის ბატონი რამაზ ხუროძის სახელზე განცხადება დაწერა. განცხადებაში 7 სიტყვა იყო. ამ 7 სიტყვის დაწერაში კი 9 შეცდომა დაუშვა. მე ეს განცხადება გაზეთში გამოვაქვეყნე. ეს არის ნაციონალური მოძრაობის დონე. მერაბიშვილის განცხადება კადნიერება, თავხედობა და სისხლის სამართლის დანაშაულია. 26 მაისი კარგად გამოძიებული არ არის, თორემ მერაბიშვილი ამის თქმას ვერ გაბედავდა. პროკურატურა ისევ ძველი კადრებით არის დაკომპლექტებული. ადამიანებით, რომლებიც პატიოსან, უდანაშაულო პიროვნებებს ასამართლებდნენ. მათ „სახალხო კრების“ 45 უდანაშაულო წევრი გაასამართლეს. სასამართლო პროცესზე ერთი და იგივე მოწმეები მოჰყავდათ და მათ საშინელებები დააბრალეს. ეს აღმაშფოთებელი იყო. ერთ-ერთ პროცესს მე და ნონა გაფრინდაშვილი ვესწრებოდით. მერე ნონამ მითხრა, იმდენად ამაზრზენი მდგომარეობაა, აქ ვერ გავჩერდებიო. ვიცით როგორც ხდებოდა დაპატიმრებები. იტყოდა პროკურატურა რომ ადამიანი უნდა დაეჭირათ. მათ ფულს ახდევინებდნენ და მერე ციხეში უშვებდნენ. ამ მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი დადებითი ნაბიჯი იყო ის, რომ 200-მდე ადამიანი პოლიტპატიმრად გამოაცხა, მაგრამ დღეს ეს პოლიტპატიმრები დაჩაგრულები არიან, იმიტომ, რომ სტატუსი არ აღუდგინეს, ნასამართლეობა არ მოუხსნეს.

- იუსტიციის მინისტრმა ცოტა ხნის წინ საზოგადოებას მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა გადაიდო. ამის მიზეზად ფინანსური მხარე დასახელდა...


- ეს გადაწყვეტილება მთავრობამ დასავლეთის გავლენის გამო მიიღო.

- როგორ ფიქრობთ, დღეს ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის პოლიტიკური ნება არ არსებობს?


- არ არსებობს. პოლიტიკური ნება რომ ჰქონოდათ, მაშინ ესენი ნაციონალურ რეჟიმს, როგორც ფაშისტურს და როგორც ერის დამღუპველს, ისე გაასამართლებდნენ. ადამიანების წამების რამდენი კადრია გადაღებული. მარტო ციხის კადრები კი არა, უამრავი ჩანაწერი აღმოაჩინეს სამეგრელოში. ნაციონალური მოძრაობა იყო რეჟიმი, რომელიც საზოგადოებას აწამებდა. ყველას კარგად გვახსოვს, ნაციონალები ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ დაჭერები დაიწყეს. ოჯახში უვარდებოდნენ ხალხს და ეს ყველაფერი ტელეეთერში გადიოდა. რატომ აკეთებდნენ ამას? ხალხს აშინებდნენ. ხალხში შიშის სინდრომი გააჩინეს. 26 მაისს რუსთაველზე გამოსულ ადამიანებს კი არაფრის ეშინოდათ. ამან გააგიჟა ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი. როგორ გაბედა ქართველმა საზოგადოებამ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხმა აემაღლებინა.

- ბატონო ელიზბარ, მოდით გავიხსენოთ რა მოხდა 26 მაისს?


- 26 მაისს ჩვენ ვითხოვდით ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელიც გაყალბებებს გამორიცხავდა. ეს გაყალბებები ნაციონალების მოგონილია. ხათუნა გოგორიშვილი, მიშა მაჭავარიანი და ა.შ. ესენი ამ საქმის დიდოსტატები არიან. ჩვენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას მოვითხოვდით. ნაციონალებმა კი მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება და რაღაც სისულელეები დაგვაბრალეს. იმ საღამოს საშინლად წვიმდა და ამიტომ აქციაზე 1000-მდე ადამიანი იყო მოსული. მათ 5000-მდე დამრბევი გამოიყვანეს ჩვენს წინააღმდეგ. გასასვლელიც კი არ დაუტოვეს ხალხს, ისე ჩაკეტეს ყველაფერი. რომ თქვეს, რკალს არტყამენო, მაშინვე წავედი და შიგნით შესვლა ვერაფრით ვერ მოვახერხე. სოლოლაკელი კაცი ვარ და ყველა ადგილი ვიცი, მაგრამ ხომ გეუბნებით, ვერ შევედი, რკალი ვერსად გავარღვიე. მავანი როდიონოვს რომ ახსენებს, როდიონოვს ასეთი რამ არ გაუკეთებია. დამრბევებს ხალხმა გვარიანი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ 5000 კაცის წინაშე რას გახდებოდნენ. იქ რაც მოხდა, ეს იყო ქართველი ხალხის დასჯა. რუსთაველის თეატრში შესული ასაკოვანი ხალხი გარეთ გამოათრიეს და ცემეს. ადამიანები ჩახოცეს პოლიციის სამმართველოშიც, როგორც იქ მყოფი ადამიანები ამბობდნენ, კედლები სულ სისხლით იყო დასვრილი.

- ამ აქციის დარბევა იმით გაამართლეს, რომ მეორე დღეს იქ აღლუმი უნდა გამათულიყო


- სააკაშვილს არ ჰქონდა აღლუმის მიღების უფლება. სააკაშვილმა თავი მოგვჭრა. ჯერ მიწაზე იხოხა, მერე გალსტუკის ჭამა დაიწყო. ქართველი მთავარსარდალი, რომელიც თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა, მთელს მსოფლიოში ცნობილია, როგორც უბრალოდ თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე, მიწაზე მხოხავი ადამიანი. მათ აღლუმის მოწყობა სხვაგან შეეძლოთ, მაგრამ არა. მიშამ ისურვა და როგორ შეიძლებოდა ყველაფერი ისე არ გაკეთებულიყო, როგორც მას უნდოდა. მიშა დღეს ევროპაში დაწანწალებს და დღევანდელ ხელისუფლებას აგინებს. როგორ აძლევს თავს ამის უფლებას? ან ეს ხელისუფლება რატომ არ სთხოვს მას იმ ყველაფერზე პასუხს, რაც ჩაიდინა. თურმე პრეზიდენტის დაპატიმრება არ შეიძლება, არადა ამის უამრავი მაგალითია. თუ პრეზიდენტი დამნაშავეა, მას ასამართლებენ და აპატიმრებენ. ჩვენი ხელისუფლება მას იმიტომ არ იჭერს, რომ ამერიკამ საქართველო დემოკრატიის მოდელად გამოაცხადა, ხოლო სააკაშვილი კი დემოკრატიის შუქურად. უზნეობამ შეჭამა მთელი მსოფლიო და საქართველო. დღეს მსოფლიოს ახალი არქიტექტორების სურვილი, გლობალური იმპერიის შექმნაა. ამას კი ხელს ეროვნული სახელმწიფოების არსებობა და მართლმადიდებლობა უშლის. შევარდნაძეს იმდენი ვერ გააკეთებინეს, რაც სააკაშვილმა მოახერხა. შევარდნაძე ეკლესიას, მეცნიერებას, კულტურას ვერ უტევდა. მიშამ კი, ფიზიკურ განადგურებასთან ერთად, ქართველი ხალხის სულიერი განადგურება დაიწყო. ახალი აღთქმა გვეუბნება, რომ იმის კი არ უნდა გვეშინოდეს, ვინც ხორციელად მოგკლავს, არამედ იმის გეშინოდეს, ვინც სულს მოგისპობსო. სულის მოკვლას ცდილობდნენ და ამ პოლიტიკის იდეოლოგები, ყველანი უნდა გასამართლდნენ. ამ უზნეობის შვილები გახლავთ, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, ბარამიძე და ა.შ. ბარამიძემ აფრასიძეების ოჯახი ამოხოცა და მერე კუბდარის ჭამა მოინდომა. გუშინ პარლამენტში სოსო ჯაჭვლიანთან დაიწყო ჩხუბი. სოსო მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონია. მაგას ცალი ხელით აბურთავებს. როგორ ბედავს ეს კაცი, რომ ჭკუა დაგვარიგოს და ზნეობრიობაზე გვესაუბროს.

- ვანო მერაბიშვილმა სასამართლოზე თქვა, რომ დამნაშავე არ ვარო. ნაციონალური მოძრაობა კი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება


- დამნაშავე როგორ არ არის, მაგრამ ცუდად ხდება საქმის გამოძიება. ცუდად მუშაობს პროკურატურა. კბილაშვილი უწესიერესი კაცია, მაგრამ თუ პოლიტიკური ნება არ არსებობს, კაცს ვერ დაიჭერ. თან კბილაშვილი თავისი ბუნებით უფრო დამცველია, ვიდრე პროკურორი. ივანიშვილი რომ ამბობდა, პრეზიდენტი როგორ დავიჭიროთო. მას არავინ ეკითხება. დამნაშავე უნდა გასამართლდეს! შერჩევითი სამართალი, რომელიც ამერიკიდან გადმოიღეს, მიუღებელია. მერაბიშვილი რომ აცხადებს, დამნაშავე არ ვარო და ეს ნაძირალა, დაქირავებული არასამთავრობო ორგანიზაციები რომ გამოდიან, რომლებსაც ან სააკაშვილი, ან უცხოეთი უხდის ფულს, სწორედ ესენი არიან პირველი დამნაშავეები. არასამთავრობოებში იმათ ვგულისხმობ, რომლებიც ნაციონალებს და ლგბტ-ებს იცავენ. საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ძალიან მცირე რაოდენობა თუ იქნება, რომლებიც ქართულ, ეროვნულ ინტერესებს იცავს. როდესაც ფულს იღებ და მერე მოქმედებ, უცხოეთის აგენტი ხარ. რატომ არ ხდება შესწავლა, თუ საიდან ფინანსდებიან ისინი. რაც პუტინმა გააკეთა, ის უნდა გაკეთდეს. ეს საკითხი შესწავლონ და თუ დადგინდა, რომ ესა თუ ის არასამთავრობო საზღვარგარეთიდან ფინანსდება, ქართულ პოლიტიკაში ჩართვის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. კორძაია რომ გამობრძანდა, 4 შვილის დედა ვარო და ფულის გამო ერთსქესიანთა ქორწინებას ქადაგებს, პატრიარქზე რაც თქვა, იმის გამო ენა უნდა ამოგლიჯო. ეგ ქალი პარლამენტში არ უნდა იჯდეს. მთავარ თემას რომ დავუბრუნდეთ, მინდა გითხრათ, რომ თუ მერაბიშვილი განთავისუფლდება, ქართველი ხალხი მას ლინჩის წესით გაუსწორდება.

- ვანო მერაბიშვილი ასეთ განცხადებებს იმის გამო ხომ არ აკეთებს, რომ ფიქრობს დასავლეთის დახმარებით მალე გათავისუფლდება?


- კი, მას ასე ჰგონია. უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს გამოშვებას მთელი ევროპა რომ ითხოვს, ეს ევროპის საქმე არ არის. ტიმოშენკოს, ისევე როგორც მერაბიშვილს, უამრავი ფული აქვს გაფლანგული. მერაბიშვილმა მილიარდები მოიპარა. ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფული საქართველოდან გაიტანა. ის ყველაფერთან ერთად ამაზეც უნდა გასამართლდეს. ასევე მისი ცოლის გამო ჩადენილი მკვლელობის საქმეზე. მისი ცოლის წყალობთ ახალგაზრდა ბიჭი სანდრო გირგვლიანი მოკლეს. მთელი ოჯახი ამოწყდა, დედა და ბაბუა გადაყვა ამ დარდს. ნაციონალების გამოსწორება შეუძლებელია.



სოფო ჩიხლაძე

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა