logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„გაძუყნული“ ბარამიძე, „გაბლატავებული“ მერაბიშვილი და „აკუბდარებულ-დაჩმორებული“ სამართალი
„გაძუყნული“ ბარამიძე, „გაბლატავებული“ მერაბიშვილი და „აკუბდარებულ-დაჩმორებული“ სამართალი
15:45 12.12.2013
„სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტში გია ბარამიძე გაძუყნა“ - ეს ფრაზა დედაქალაქის ერთ-ერთ სუპერმარკეტში, ქუთაისში მომხდარი ჩხუბიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გავიგონე. თავად ფრაზის დამაინტრიგებელი შინაარსისა და არცთუ დახვეწილი ფრაზეოლოგიის გარდა, ყველაზე მეტად აღსანიშნავი იმ პიროვნებისა და მისი ორი თანამოსაუბრის გაბადრული სახეები იყო, რომლებმაც ეჭვი არაა, რომ მათთვის ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია შეიტყვეს.
რა თქმა უნდა ფაქტი, როდესაც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის ვიცე-სპიკერს მუცელში წიხლებს სთავაზობენ და ცემენ, - ქვეყნის იმიჯისა და დემოკრატიისთვის არცთუ სასიამოვნოა, მაგრამ, როდესაც საქმე წლების განმავლობაში მიმდინარე პერმანენტული შეურაცხყოფის გამო გულში ნაგროვებ ბოღმას ეხება, ის რაც ოთხშაბათს პარლამენტში მოხდა და ის რაც ჯერ კიდევ არ ხმაურდება, ანუ ძველი პროკურორების მიმართ პირადი ანგარიშსწორების გახშირებული ფაქტები, - გასაკვირი ნამდვილად არ უნდა იყოს.
გასაკვირი არ უნდა იყოს იმ ადამიანების გაბადრული სახეებიც, რომელთა პირადი საუბრიდანაც პარლამენტში მომხდარი ჩხუბის შესახებ ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში შევიტყვე.
გასაკვირი არ უნდა იყოს სოციალური ქსელების მეშვეობით გამოთქმული ის ათასობით შეფასება და კომენტარი, სადაც სოსო ჯაჭვლიანს მკლავს აქებდნენ.
გარდა ბარამიძის ცემის ფაქტისა, პარლამენტში ოთხშაბათს მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოების რეალური განწყობა და რეალური დამოკიდებულება წინა ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომელთა ხილვასაც ხალხი პარლამენტის სავარძლის ნაცვლად საბრალდებო სკამზე უფრო ისურვებდა.
ავადსახსენებელი, გაუგებარი და ანეკდოტადქცეული „კოჰაბიტაციის“ შემდეგ, ექსპერტთა და ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი მუდმივად პროგნოზირებდა პირადი ანგარიშსწორების დაწყებას, რაც ქვეყნის განვითარებისთვის სასურველი ნამდვილად არ არის.
პრესაში უკვე გაჟონა ინფორმაციებმა ყოფილი პოლიტპატიმრების თუ უკანონო პატიმრების მიერ, თავიანთი საქმეების შემთითხვნელი პროკურორების მიმართ პირადი ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტების შესახებ, რომელსაც დიდი გულმოდგინებით ასაიდუმლოებენ.
რაც შეეხება პარლამენტში მომხდარ ფაქტს, - ეს შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური რეჟიმის“ მიერ თითქმის ათი წლის განმავლობაში ნატანჯი, უფლებებ და ქონებაწართმეული, ნაცემი, დაპატიმრებული და სხვა უბინძურესი მეთოდებით ანგარიშწორების ობიექტად ქცეული ხალხისთვის გულზე მალამო და იმის სტიმული იყო, რომ თავიანთ მჩაგვრელებს ოდესმე ისინიც გაუსწორდებიან პირადად იმ შემთხვევაში, თუ ამაზე სახელმწიფო კვლავ არ იზრუნებს.
საერთოდ კი, სვანური ხასიათიდან გამომდინარე, გია ბარამიძეს საძინებელში მშვიდად ნამდვილად არ უნდა ეძინოს, რადგან იმ შემთხვევაში თუ ის ოჯახგანადგურებულ სვანებს ჩაუვარდება ხელში, სოსო ჯაჭვლიანისგან პარლამენტის დარბაზში ჩარტყმული, ნაზ ღიტინად მოეჩვენება.
ასეა თუ ისე, პირადი ანგარიშსწორების ნებისმიერი ფაქტი, მოქმედი ხელისუფლებისთვის საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს და ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მსგავსი ფაქტების გახშირება არ დაუშვას. ამისთვის კი ერთადერთი და ყველაზე რეალური გამოსავალი სამართლიანობის აღდგენის პროცესის რეალურად დაწყებაა, რის შედეგადაც ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი აღმოჩნდება სახელმწიფოს მიერ საიმედოდ დაცულ შენობაში, რომლებზეც, გამწარებულ ხალხს ხელი აღარ მიუწვდება.
სხვა შემთხვევაში კი, აუცილებლად მოხდება ბევრი ისეთი ფაქტი, რომელთან შედარებითაც პარლამენტში მომხდარი ჩხუბი საბავშვო თამაშად მოგვეჩვენება.
რაც შეეხება დეპუტატ ჯაჭვლიანის მიერ პარლამენტში წამოჭრილ კიდევ ერთ აქტუალურ თემას, ე.წ. „ნაციონალების ბლატაობას,“ მისი მასტერკლასი ასევე ოთხშაბათს, ქვეყნის სქოლიოზშეყრილმა ყოფილმა ხერხემალმა საკუთარ სასამართლო პროცესზე ჩაატარა.
კონკრეტულად კი, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, დღეს რომ 2011 წლის 25-26 მაისის პერიოდი იყოს, ის ზუსტად იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა და ზუსტად იგივე ბრძანებას გასცემდა, რაც იმ ავადსახსენებელ ღამეს გასცა.
ანუ ვანო მერაბიშვილმა, პატიმრის სტატუსითაც კი, ხალხის სისხლის დალევის დაუოკებელი სურვილი კვლავ გამოხატა.
ვანო მერაბიშვილმა გამოხატა მზადყოფნა ალყაში მოაქციოს და უმოწყალოდ სცემოს, რეზინის ტყვიებით დაასახიჩროს, წყლის ჭავლით გაუმასპინძლდეს და მხუთავი აირით მოწამლოს ათასობით თანამოქალაქე.
ვანო მერაბიშვილმა გამოხატა მზადყოფნა, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი სრულიად სასაცილო ბრალდებებით ადმინისტრაციული წესით იზოლატორში გამოამწყვდიოს;
ვანო მერაბიშვილმა გამოხატა მზადყოფნა, რომ რამდენიმე ათეული აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი თავის მონა-მოსამართლეებს გაასამართლებინოს და თითოეული მათგანი ციხეში მინიმუმ 10 წლით გამოკეტოს;
ვანო მერაბიშვილმა გამოხატა მზადყოფნა, რომ ისევ დაშინებულ და დაჩაჩანაკებულ მდგომარეობაში ამყოფოს მათხოვრობამდე გაჭირვებული საზოგადოება და დღეში სამჯერ „პოლიქრონიონი“ აყვიროს.
აი სწორედ ეს არის სოსო ჯაჭვლიანის მიერ პარლამენტში წამოჭრილი „ნაციონალების ბლატაობის“ პრობლემის ყველაზე მკაფიო გამოხატულება, რაც დამერწმუნეთ, ხალხის ფსიქიკაზე ზუსტად ისეთ გავლენას ახდენს, რა გავლენასაც კორიდის ხარის ფსიქიკაზე ტორეადორის წითელი ნაჭერი ახდენს.
ამ ყველაფრის შემდეგ, ნურავის ნუ გაუკვირდება, თუ გამწარებული საზოგადოება იხუვლებს და თავის მტანჯველებს იმავე მეთოდებით გაუსწორდება, რაც სოსო ჯაჭვლიანმა იწინასწარმეტყველა. იგულისხმება „დუბინკები“ და ცოცხები.
სხვათა შორის ვანო მერაბიშვილს გია ბარამიძისგან განსხვავებით, „საბლატაოდ“ გაცილებით უკეთესი „სასტარტო პირობები“ აქვს, რადგან ის ე.წ. „მატროსოვის ციხეში“ საიმედოდაა გამოკეტილი, შეიარაღებული ბადრაგი იცავს და უფრო მეტიც, ხერხემალყოფილს სიმშვიდე რომ არ დაერღვეს, მის ახლომახლო, სხვა ე.წ. „ჩვეულებრივი პატიმრებსაც“ კი არ აჭაჭანებენ.
გია ბარამიძე კი იძულებულია ყოველდღე ქუთაისის პარლამენტს ესტუმროს, საიდანაც გამოსვლის შემდეგ ალბათ მხოლოდ საკუთარი დაცვის ორიოდე წევრისა და მძღოლის იმედზეა.
როგორც ერთ-ერთმა ქართულმა გაზეთმა ამ რამდენიმე დღის წინ დაწერა, გია ბარამიძეს ხალხის რისხვის ძალა უკვე გამოუცდია, მაშინ როცა ის ბათუმში მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. არც მეტი, არც ნაკლები, იმ დროს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ცოცხით გაუპატიურებას გადარჩენილა.
როგორც გაზეთი წერს, გამწარებული მოსახლეობა მას სწორედ ცოცხებით გამოჰკიდებია, დაოთხილ ბარამიძეს მანქანამდე ძლივს მიუსწრია, მძღოლსაც მანქანა ადგილიდან მოუწყვეტია, ამ დროს კი სალონში გადამხობილ ბარამიძეს ღია კარებიდან გამოჩრილი ფეხები თურმე ასფალტზე დასთრევდა.
ანუ დაახლოებით იგივე სიტუაცია განმეორდა, რაც ქურდბაცაცა პანიკოვსკის დროს, როდესაც მოპარული ბატის პატრონებისგან ოტებული ლეიტენანტ შმიდტის შვილი, დამსახურებულ სასჯელს „ანტილოპა გნუ“-მ გადაარჩინა.
ასეა თუ ისე, ფაქტიურად სახელმწიფოს ნების არარსებობის პირობებში, უკვე იკვეთება კონტურები, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აუცილებლად აღდგება, ხოლო რა ფორმები ექნება მას, ამის პროგნოზირება საკმაოდ ძნელია, თუმცა ერთი რამ ნამდვილად შეიძლება ითქვას - ის უმტკივნეულო პროცესი ნამდვილად არ იქნება.
დღესდღეობით კი სამართალი ქვეყანაში კვლავ არ ჩანს და ის ისევე „აკუბდარებულ-დაჩმორებულია“ როგორიც მიხეილ სააკაშვილის ზეობის პერიოდში იყო.
ის, რომ ქვეყანაში დღეს უსამართლოდ არავის იჭერენ, იარაღსა და ნარკოტიკს არავის უდებენ, პოლიცია რომ პოლიტიკური ჟანდარმის ფუნქციას აღარ ასრულებს, ეს აღდგენილი სამართალი არაა, თუმცა რა თქმა უნდა წლების განმავლობაში გაწამებული ხალხისთვის უდიდესი შვებაა.
ნამდვილ სამართალს საფუძველი უნდა გააჩნდეს, ათწლიან უსამართლობაზე დაშენებული სამართალი კი, დამერწმუნეთ მყარი ვერ იქნება და მუდმივად იარსებებს იმის საფრთხე, რომ ის ურემი, რომლითაც სამართალი დადის, გაუბედურებულმა ხალხმა თავად ააჩქაროს.

ალეკო ჩუბინიძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა