logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტი ომბუდსმენმა შესაძლოა 15 იანვრის შემდეგ თავად წარადგინოს
მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტი ომბუდსმენმა შესაძლოა 15 იანვრის შემდეგ თავად წარადგინოს
12:05 12.12.2013
მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადადების ფაქტს, როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოების მხრიდან ნეგატიური გამოხმაურება მოყვა. მთავრობამ კომისიის შესაქმნელად კანონპროექტი კი მოამზადა, მაგრამ მისი განხილვა-მიღება შეაჩერა და დოკუმენტი პარლამენტს არ გადაუგზავნა. იუსტიციის მინისტრმა ამ გადაწყვეტილების არგუმენტად განაცხადა, რომ თუ კომისია ადამიანებს გაამართლებს და ისინი მატერიალური ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ, საქართველოს ბიუჯეტიდან, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ თანხის გადახდა ვერ მოხერხდებაო.
მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა კომისიის შექმნის შეჩერების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება გაახმოვანა, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ თუ მთავრობა პოზიციას არ შეიცვლის, პარლამენტს კანონპროექტს განსახილველად სახალხო დამცველის აპარატი გადაუგზავნისო. ის ასევე ხელისუფლებას კითხვით მიმართავს, თუ რა ვადით გადაიდო ეს პროცესი.
რა უპასუხა მთავრობამ სახალხო დამცველს, კანონპროექტის პარლამენტში წარსადგენად რა ვადა მისცა მან ხელისუფლებას და რამდენი პატიმარი შიმშილობს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის მოთხოვნით?
ამ და სხვა საკითხებზე „ნიუსპრესი“ სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს ესაუბრა.

- მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა გადაიდო, რის შემდეგაც თქვენ განაცხადეთ, რომ თეა წულუკიანის მიერ დასახელებული მიზეზი კომისიის შექმნის გადადების თაობაზე არგუმენტად ვერ გამოდგებაო. თქვენი აზრით მაშ რა იყო ამის რეალური მიზეზი?

- მიზეზებზე საუბარი გამიჭირდება. ეს ალბათ მათ უფრო იციან. როგორც ცნობილია მიზეზად ფინანსური მხარე და ის რისკები დასახელდა, რაც შეიძლება, კომისიის ამუშავების შემდეგ დღის წესრიგში დადგეს. დიახ, საუბარი სერიოზულ თანხებს შეეხება, თუმცა გარკვეულ ციფრებს რომ ასახელებენ ეს სწორი არ არის. არავინ იცის ეს ციფრები ვინ და როგორ დაითვალა ან რა საქმეებს გულისხმობენ. ხშირ შემთხვევაში საუბარია საქმეებზე, სადაც ქონების მეპატრონე რამდენიმეჯერ შეიცვალა და საკუთრება სხვადასხვა პირის ხელში გადავიდა. ასევე უცნობია, ყველა ითხოვს თუ არა ქონების დაბრუნებას. არის შემთხვევები და ეს ჩვენთვისაც ცნობილია, როდესაც მოქალაქეები მოითხოვენ არა კომპენსაციას, არამედ მხოლოდ გამართლებას, სახელისა და რეპუტაციის აღდგენას. ფინანსური კომპენსაციის მხრივ კი, მათ სახელმწიფოსთან არანაირი მოთხოვნა არ აქვთ. ამიტომ, მთავრობის არგუმენტი ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია. საზოგადოებაში წლების განმავლობაში ლეგიტიმური მოლოდინი არსებობდა, რომ სამართლიანობის აღდგენა მოხდებოდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საუბარი იყო, რომ არაერთი საქმე გადაიხედებოდა. ხელისუფლებას ამ მიზნით გარკვეული მექანიზმი უნდა შეექმნა.


- ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. როგორ უნდა მოქცეულიყო მთავრობა, რომ ეს დაპირება შეესრულებინა და თან ბიუჯეტისთვის პრობლემა არ შეექმნა? ბიუჯეტში ფინანსური პრობლემა რეალურად არის...


- რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ ეს პროცესი დაიწყოს და გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის ფინანსური, შესაძლებელია გადაიდოს, ან დროში გაიწეროს. კომისიის შექმნას ძალიან ბევრი ადამიანი მოითხოვს. 18 ათასზე მეტი განცხადება იყო პროკურატურაში შესული. მათ შორის 9500-ზე მეტი საქმე საკუთრების უფლების დარღვევას უკავშირდებოდა.


- როგორც ცნობილია, თქვენ მთავრობას კითხვით მიმართეთ, თუ რა ვადით გადაიდო კომისიის შექმნა. პასუხი ხომ არ მიგიღიათ?

- ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია. იმედი მაქვს, რომ მთავრობისგან ზუსტი პასუხი უახლოეს დღეებში გვექნება. თუ რამდენიმე მაღალჩინოსნის რეაქციის მიხედვით ვიმსჯელებთ, ფაქტია, მათ საკუთარი პოზიცია შეცვალეს. მათ თქვეს, რომ ამ საქმის გაურკვეველი ვადით გადადება არ მოხდებაო. დაველოდოთ მოვლენებს. მე ვფიქრობ, რომ ეს მექანიზმი რაც შეიძლება დროულად უნდა შეიქმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ქვეყანაში უფრო მეტი რისკები გაჩნდეს.


- რა რისკებს გულისხმობთ?

- ვგულისხმობ იგივე შიმშილობის აქციებს პენიტენციურ სისტემაში და არა მხოლოდ ციხეებში. არ არის გამორიცხული, რომ საპროტესტო აქციები და შიმშილობა გარეთაც დაიწყოს.


- მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის მოთხოვნით 15 დეკემბერს საპროტესტო აქციის გამართვა უკვე დაანონსებულია. შიმშილობის დაწყებასაც აპირებენ.

- ეს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საქმეა გადასახედი. არაერთ მსჯავრდებულთან მიწევს შეხვედრა. მართლაც ფაქტია, რომ ხშირ შემთხვევაში უკანონო განაჩენია გამოტანილი, ზოგ შემთხვევაში კი სასჯელი ძალიან მკაცრია. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ამ საკითხებზე დისკუსია დაიწყოს.

- მას შემდეგ რაც იუსტიციის მინისტრმა კომისიის შექმნის შეჩერებაზე განცხადება გააკეთა, ხომ არ შემოგხმიანებიათ ის ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკანონო პატიმრობაში არიან, ან უკანონოდ იყვნენ დაპატიმრებულები და როგორია მათი რეაქცია?


- რა თქმა უნდა, მათი რეაქცია მკვეთრად უარყოფითია. ამის შესახებ გვეგზავნება განცხადებები, ასევე ჩვენც ვხვდებით ამ პირებს. მათი სურვილი არის, რომ ამ მექანიზმის რაღაც ფორმით შექმნა დაუყოვნებლივ მოხდეს. პირადად მე არაერთი პატიმრის წერილი მაქვს მიღებული, სადაც ისინი კომისიის შექმნას ითხოვენ. მიმდინარე პროტესტი, ის რომ დღეის მონაცემებით 100-ზე მეტი პატიმარი შიმშილობს, სწორედ ამ პროტესტის გამოხატულებაა.

- თქვენ რამდენიმე დღის წინ განაცხადეთ, რომ თუ ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობა პოზიციას არ შეიცვლის, პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით ჩვენ მივმართავთო. რა ვადა მიეცით მთავრობას?


- კანონპროექტი არსებობს და თუ მთავრობა ამ კანონპროექტს პარლამენტში არ წარადგენს, ჩვენ კანონით მონიჭებულ უფლებამოსილებას გამოვიყენებთ. კანონით შეგვიძლია პარლამენტს წინადადებით მივმართოთ, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყოს, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს მთავრობა და რა პოზიციაზეა ის. ვფიქრობ, რაღაც პერიოდი უნდა მივცეთ მთავრობას, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ. თან მითუმეტეს, რომ ახალი წელი ახლოვდება და პარლამენტში სასესიო პერიოდი არ იქნება. შესაბამისად, თუ ხელისუფლება არანაირ ინიციატივას არ გამოიჩენს, ვფიქრობ, იანვრის მეორე ნახევარში ჩვენი მხრიდან კანონპროექტის ინიცირება მოხდება.

- როგორ ფიქრობთ, მთავრობაში პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ ეს კომისია შეიქმნას?


- ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს. იმიტომ, რომ ხელისუფლების მხრიდან პირადი საუბარი ვისთანაც მქონია, ყველა კომისიის შექმნის მომხრეა, უბრალოდ, როგორც ჩანს, ფორმებზე არის დისკუსია, ვერ შეთანხმებულან თუ კონკრეტულად რა ფორმით უნდა განხორციელდეს ამ მექანიზმის შექმნა. მე მაინც პესიმისტურად არ ვარ განწყობილი. ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მალე ყველაზე რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ეს პროცესი დაიძვრება.

- კანონპროექტთან დაკავშირებით რას იტყოდით. ამ კანონპროექტზე თქვენ შენიშვნები გაქვთ მომზადებული.


- კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენი შენიშვნები სამინისტროშია გადაგზავნილი. მთავარია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნები იყოს გათვალისწინებული, რომ მართლმსაჯულების პარალელური სტრუქტურა არ შეიქმნას. ვფიქრობ, ყველა მოდელი უნდა განვიხილოთ. ერთ-ერთ მოდელად უნდა განვიხილოთ ის, რომ საქმეების გადახედვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოხდეს, რადგანაც დღეის მონაცემებით, ეს სტრუქტურა ყველაზე ნაკლებად არის დატვირთული და იქ მცირე რაოდენობის საქმეებია შესული. რეალურად განყენებულია და ამ სისტემაში ცალკე დგას. ვფიქრობ, ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩართულია მსგავსი საქმეების გადაწყვეტაში, ერთ-ერთი კარგი ვარიანტი იქნებოდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. თუმცა რა თქმა უნდა, სხვა მოდელების გამოყენებაზეც შეიძლება იყოს საუბარი. იგივე დამოუკიდებელი კომისიის შექმნა. მთავარია, რომ ეს კომისია მაქსიმალურად აპოლიტიკური, დამოუკიდებელი იყოს და მასში აკადემიური წრეების წარმომადგენლები და პროფესიონალები მონაწილეობდნენ. რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ან მხარდამჭერი ამ კომისიაში არ უნდა იყოს.

- ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას, რომ თუ განზრახ უკანონო განაჩენის გამოტანის ფაქტი დადგინდა, მოსამართლემ პასუხი არ უნდა აგოს?


- თუ რომელიმე პირის ბრალეულობა გამოიკვეთა, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ის, რა თქმა უნდა, ხელშეუხებელი არავინ უნდა იყოს. ის პრობლემა, რომელიც ქვეყანაში წლების მანძილზე არსებობდა, სწორედ დაუსჯელობას უკავშირდებოდა. კონკრეტული დანაშაულისთვის რომ არავინ ისჯებოდა, ამან გამოიწვია დღევანდელი შედეგი. თუ დღესაც იგივე პრაქტიკა გაგრძელდა და კონკრეტული დანაშაულის ჩადენის გამო პასუხი არავინ აგო, მიუხედავად იმისა, თუ რა თანამდებობა უკავია მას, ქვეყანაში უფრო მეტი პრობლემა შეიქმნება. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ რეაგირება მოხდეს და ის პრაქტიკა შეიცვალოს, როდესაც ქვეყანაში დაუსჯელობის ატმოსფერო სუფევდა. მახსენდება ბერნარდ შოუს გამონათქვამი „ყველაზე დიდი დანაშაული დაუსჯელობაა“... თუკი კონკრეტული ბრალი არსებობს, შედეგი რატომ არ უნდა დადგეს? ეს ჩემთვის გაუგებარია. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, შესაბამისად ჩემთვის ცოტა გაუგებარია, თუ რატომ უნდა იყოს კანონი შერჩევითი.


სოფო ჩიხლაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა