logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართველი ექიმი სანდრა რულოვსისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს
ქართველი ექიმი სანდრა რულოვსისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს
16:05 06.12.2013
ბადრი სეფაშვილი იმ ქირურგთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც საფრანგეთში, გერმანიასა და აფრიკაში უნიკალური ოპერაციები აქვს ჩატარებული. ამ დამსახურებისთვის, უახლოეს მომავალში, კონგოში მისი სახელობის კლინიკის გახსნა იგეგმება.
ბადრი სეფაშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, საგურამოში სამედიცინო ბატალიონში მსახურობდა. ყველაფრის მიუხედავად, ექიმი ყოფილი ხელისუფლების სამიზნე გახდა და დღეს სამართლიანობის აღდგენასთან ერთად, ქონების დაბრუნებას ცდილობს, სადაც შემდეგში სამედიცინო ცენტრის აშენებას გეგმავს. რატომ დაბრუნდა ექიმი საქართველოში, როგორ გახდა ის ძველი ხელისუფლების თავდასხმის ობიექტი და რა პირობებში მოუწია მას ქონების ძალდატანებითი გადაფორმება, ამ საკითხებზე ,,ნიუსპრესი“ ბადრი სეფაშვილს ესაუბრა.
- რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა და როგორ გახდით ყოფილი ხელისუფლების ზეწოლის ობიექტი?

-ზოგადი ქირურგი ვარ, ევროპის ბევრი ქვეყნის მრავალ საუნივერსიტეტო ცენტრში მიმუშავია. როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და სათავეში ახალგაზრდა რეფორმატორები მოვიდნენ, 2004 წელს სამშობლოში დავბრუნდი. მინდოდა დაგროვებული დიდი გამოცდილება ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ გამომეყენებინა. კვალიფიკაციის მიუხედავად, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში მუდმივი სამსახური არ მქონია. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კვალიფიციური კადრების ძებნა-აღმოჩენის საკითხი მაინცდამაინც არც ახალ მთავრობას აინტერესებს. ამიტომ, ჩემი მუშაობის სტილი ეპიზოდურია. კერძო კლინიკებში რთული ოპერაციების ჩასატარებლად მიწვევენ. ჩემი ქვეყნის ყველა ომში ვარ ნამყოფი, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომში. მიუხედავად იმისა, რომ მთავარსარდალი ბუჩქებში სამარცხვინოდ დახოხავდა, ქართველმა ბიჭებმა ლომებივით იომეს. მე კი, ყველაზე მეტ დაზარალებულს აღმოვუჩინე დახმარება. ჩემს გვერდით მყოფმა მთავრობის პროტეჟე ექიმებმა, რომლებმაც ჩემი გაკეთებულის 10%-ც კი ვერ შეძლეს, ორდენები და დიდი ფულადი პრემიები მიიღეს, მე კი, ჯარში არსებული სიტუაცია ხმამაღლა რომ გავაკრიტიკე, გამომაგდეს! ეს გმირები კი, საკუთარი უფლებების დასაცავად გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, ხელისუფლებამ ხელკეტებით აცემინა, მათ შორის, ვეტერანის ცოლი!
მოკლედ, ჩამოვედი საქართველოში.
იმის გამო, რომ ჩემი პროფესიით სამსახური ვერ ვიშოვე, ყვარელში მამა–პაპისეულ სახლში დავსახლდი, ფერმა ავაშენე, რითაც თავს 5 ოჯახი ირჩენდა. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ტრაგედია.
-კონკრეტულად ვის ადანაშაულებთ ამ ტრაგედიაში?
-ზურაბ ადეიშვილს და ჩვენს დეპუტატს ზაზა გელაშვილს, ასევე, სანდრა რულოვსს, რომელსაც ახლა ჩემი ფერმის ადგილზე აშენებული სასტუმროების კომპლექსის ნაწილი ეკუთვნის. ყოველ კვირას მივმართავ პროკურატურას, რადგან რეალური საშიშროება არსებობს, რომ ჩემი ქონების ფორმალური გასხვისება მოხდეს და ე.წ. „კეთილსინდისიერი მყიდველი“ გაჩნდეს, ეს კი, საბოლოოდ დამიკარგავს უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნების შანსს.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: - როდესაც სააკაშვილმა ყვარელი დიდ ტურისტულ ზონად გამოაცხადა, ხმა დაირხა ვიღაცები მიწებს ყიდულობენო. ჩემი ფერმების გარშემო პატარა ტყე იყო და მის მიერთებას ვაპირებდი. მეგობრებთან ერთად დაგეგმილი მქონდა არალუკრატიული პროექტის განხორიელება, კერძოდ, ბავშვთა შრომით–გამაჯანსაღებელი ბანაკის მოწყობა. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე დღეში მოვიდნენ და მითხრეს იქნებ შენი ნაკვეთები გაყიდოო. შემოთავაზებაზე რამდენიმეჯერ უარი ვთქვი.
-კონკრეტულად ვინ შემოგთავაზათ და იყო თუ არა მუქარა?
-ჯერ შუამავლებს მიგზავნიდნენ, რომლებმაც ბოლოს მითხრეს, რომ ეგენი ისეთი საშიში ხალხია ნებით მიეცი თორემ ძალით წაგართმევენო. ფეხები არ მომჭამონთქო, შევუთვალე. ამის მერე კომპანია „ზიმოს“ სახელით ვინმე ილია ქავთარაძე დამიკავშირდა და მითხრა, „ზემოთ“ დაგვავალეს შენს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბიზნეს–პროექტის განხორციელებაო. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ამ კომპანიის ერთ–ერთი მეწილე მაია ნადირაძის ქმარი ზურა ჩიკვილაძეა. მაინც არ გავასხვისე. ბოლოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მიშა დოლიძემ დამიბარა და მითხრა ფინანსური პოლიციაა შენით დაინტერესებულიო. საუბარი იმაზეც იყო, რომ თუ ამ ნაკვეთს არ დავთმობდი, ლიცენზიას ჩამომართმევდნენ. ამანაც არ გაჭრა. ოპერაციის დროს წყლის დასალევად ვიყავი გასული, საოპერაციოში ქალი მყავდა გაჭრილი, პაციენტი მაგიდაზე დამატოვებინეს და ხელბორკილები ისე დამადეს.
-ასე შედგა „გარიგება“?
-დიახ. იქ მითხრეს მიწა უნდა გადმოგვიფორმოო. დავთანხმდი სხვა გზა არ იყო, ოღონდ მიწის ნაკვეთი სადმე სხვაგან მოვითხოვე და ბიზნეს–გეგმა ვაჩვენე თუ როგორი უნიკალური პროფილის მქონე კლინიკის აშენება მინდოდა. თავდაპირველად მითხრეს, თბილისის ზღვაზე მოგცემთო, ოღონდ მშენებლობა ხვალვე დაიწყეთო. ბიზნეს-გეგმაში ათი ათასი დოლარი გადავიხადეთ, მშენებლობა რომ დამეწყო, მილიონნახევარი მაინც მჭირდებოდა. ვუთხარი ბიზნეს-პარტნიორის მოსაძებნად დრო მჭირდებათქო. მერე კლინიკაში დამაბრუნეს, პაციენტი რთულ მდგომარეობაში დამხვდა. საბოლოოდ ის ქალი კი გადავარჩინე, მაგრამ ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა. ჩემს პრაქტიკაში პირველი შემთხვევა იყო, როცა ოპერაცია გამირთულდა.
-როგორ დასრულდა მიწის იძულებითი წესით გაცვლის საკითხი?
-მერიაში ვინმე ჭედიასთან მივედი. მან მითხრა, საავადმყოფოსთვის თბილისის ზღვის ტერიტორია არ შეიძლება და დიღომში მოგცემთო, იქ საავადმყოფოების კლასტერი შენდებაო. რაღაც ადგილი დამანახეს რუკაზე, პატარა კლინიკა დაეტეოდა. მერიიდან გამოვედით და ჩემი გამყოლი, გვარად კენკებაშვილი მეუბნება, ახლა ეს მიწა რომ მოგცეთ შენ იქ კლინიკას რომ გააკეთებ, მერე შეძლებ ძვირად გაყიდვას და გამდიდრებასო, ამიტომ ცოტა ფულს მოგცემთ ან მაგ ნაკვეთს საერთოდ დაკარგავო. გავჯიუტდი და ყველაფერი ასე დავკარგე.
-როგორც ვიცი, თქვენ საელჩოებისა და ამერიკელი სენატორებისთვის მიმართვას აპირებთ
-დიახ. სხვა გზა აღარ მაქვს. მათ დეტალურად ავუხსნი ჩემს მდგომარეობას და ვეტყვი თუ როგორი იყო მათი ნაქები „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მმართველობის პერიოდში, როგორც პროფესიონალ ქირურგს ჩემი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ მომეცა. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა 2012 წელს კერძო საკუთრება 7 ჰექტარი მიწის ნაკვეთი თავისი გამართული მეურნეობით და მამა-პაპისეული კაპიტალური სახლით, ზეწოლით და მუქარით წამართვა. ამ ძალადობაში უშუალოდ ჩართული იყო იუსტიციის ყოფილი მინისტრი, პრეზიდენტის მარჯვენა ხელი ზეწოლასა და ქონების ჩამორთმევაში, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი, ქვეყნის ფინანსური პოლიცია და ადეიშვილის მარჯვენა ხელი, ჩემი რაიონის დეპუტატი გელაშვილი. მათ ჩემი კერძო საკუთრების ხელში ჩასაგდებად წარმოუდგენელი რამ იკადრეს - სრულფასოვანი კვალიფიკაციის ექიმით ჩანაცვლების გარეშე, უპრეცედენტოდ რთული ოპერაციიდან პირდაპირ პოლიციაში წამიყვანეს. როდესაც საოპერაციოში ვიყავი და ტელეფონს არ ვპასუხობდი, დედაჩემს ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ, აშინებდნენ! სიზუსტისთვის, დედა ხანშიშესულია, სწორედ იმ დღეს 77 წლის გახდა! ჩემი კერძო საკუთრებიდან (აწ უკვე ყოფილი) რამდენიმე მეტრში ჩვენი საგვარეულო სასაფლაო მდებარეობს. მას შემდეგ მამის საფლავზე მიჭირს მისვლა, თითქოს, მისი ხსოვნის წინაშე დიდი დანაშაული მაქვს ჩადენილი. ამ გრძნობას ვერაფერს ვუხერხებ!
-რა ხდება დღეს, როცა ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა შეიცვალა?
-ახალი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სამართლიანობის აღდგენას დაგვპირდა. წინა ხელისუფლებისგან უკანონოდ შევიწროვებულ პირებს, კონკრეტულად კი, ქონებაჩამორთმეულ ადამიანებს დახმარება აღგვითქვა, მაგრამ შედეგი ამ დრომდე არ ჩანს. ბატონი სენატორები კი, ახალ ხელისუფლებაზე ზეწოლას ახდენენ, ისინი კანონიერების აღდგენას და ყოფილი ხელისუფლების დამნაშავე და კრიმინალ თანამდებობის პირთა დაკავებას პოლიტიკურ დევნას უწოდებენ. ასეთი პოზიციით ჩემი, როგორც პიროვნების უფლებები ირღვევა, რადგან სამართლიანობის აღდგენას სულმოუთქმელად ველი. ჩემსავით ასეულობით ათასი ადამიანია წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მიერ დაზარალებული და ძალიან ვთხოვ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ მათი პოზიცია ქართველი ხალხის განაწყენებისა და მათ მიმართ უნდობლობისა და ქვეყნებს შორის ბზარის გაჩენის საბაბი ნუ გახდება. მოვუწოდებ სენატორებს, ნუ ჩაერევიან და ნურც რომელიმე ტრიბუნას დაუთმობენ კრიმინალ პრეზიდენტს, რომელიც შემთხვევას არ უშვებს, რომ საკუთარ ხალხს ცილი დასწამოს არჩევნების ფულზე გაყიდვაში, სამშობლო შეუგინოს და ეთნიკური შუღლი გააღვივოს. ვთხოვ, რომ წერილებით და მიწვევებით ნუ წაახალისებენ სააკაშვილის რეჟიმის თანამონაწილე და დამნაშავე ჩინოვნიკებს. ველოდები როდის აღდგება კანონიერება, როდის დამიბრუნდება ჩემი ქონება და როდის დაისჯებიან ეს კრიმინალები.
-თავშესაფარსაც ხომ არ მოითხოვთ?
-ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება ვალდებულია კანონიერების აღდგენის შესახებ წინასაარჩევნო დანაპირები პირნათლად შეასრულოს. თუ მათ უცხოეთის ზეწოლით სისუსტე გამოიჩინეს და არაფერი შეიცვალა, მაშინ რომელიმე ქვეყანამ წამიყვანოს და შემიფაროს. ამის შესახებ პირდაპირ მივწერ სენატორებს. არადა, მთელი ცხოვრება სიკეთისმკეთებელ, სპორტში, ომებსა და მედიცინაში სამშობლოს წინაშე ვალმოხდილ კაცს პირადად მომიწევს სამართლიანობის აღდგენა! წერილი რამდენიმე თვეა მზად მაქვს, მაგრამ გაგზავნის ურყევი გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ამბავმა, ამ ისტორიაში ბოლო, ყველაზე ცინიკურმა ფაქტმა მიმაღებინა - ერთი წლის წინ წართმეული კერძო საკუთრების გადასახადი ჩემი საბანკო ანგარიშიდან გაუფრთხილებლად, ინკასოთი ამართვეს. არადა, ბანკში, ჩემი ფრანგი პენსიონერი კეთილისმყოფელების, თითქმის, დედობილ-მამობილის მიერ უმუშევრობისა და ძნელბედობის გადასატანად გამოგზავნილი ცოტა თანხა მქონდა.

თამარ ასანიშვილი
საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუსპრესი“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა