logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საიდ მულიანი - ფერეიდანში ქართული ენა დავიწყების საფრთხის წინაშე დგას
საიდ მულიანი - ფერეიდანში ქართული ენა დავიწყების საფრთხის წინაშე დგას
10:42 19.11.2013
ინტერვიუ ფერეიდნელ ქართველთან, ქართული საგანმანათლებლო კერების დამაარსებელ საიდ მულიანთან

ისპაჰანის უნივერსიტეტის ლექტორი და ქართველოლოგი საიდ მულიანი ბოლო რამდენიმე წელია ქართულ საქმეს ემსახურება და ფერეიდანში ქართული წერა-კითხვის გავრცელებას ცდილობს.

დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ირანში ქართული სკოლების გახსნა მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი, სადაც ადგილობრივ ქართველებს, მშობლიური ენის თავისუფლად შესწავლის საშუალება ექნებათ.

საიდ მულიანი ქართული საზაფხულო სკოლის დამფუძნებელი და ქართული სკოლის გახსნის ინიციატორია. მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, მულიანი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ირანში მცხოვრებ ქართველებში ქართული ენა დავიწყებას არ მიეცეს.

რა პირობებში უწევთ ფერეიდნელ ქართველებს ირანში ქართულად სწავლა-განათლების მიღება, რა წვლილი მიუძღვის საიდ მულიანს ამ მამულიშვილურ საქმეში და სჭირდება თუ არა საქართველოს მხრიდან მას დახმარება, ამ საკითხებზე „ნიუსპრესი“ საიდ მულიანს ესაუბრა:

-მოგვიყევით როდის შეისწავლეთ ქართულად წერა-კითხვა და თქვენი საქმიანობის შესახებ.

პროფესიით ისტორიკოსი ვარ. განათლების სამინისტროში მუშაობის 25 წლიანი სტაჟი მაქვს და 42 წლის ასაკში უკვე პენსიაზე გავედი. მუშაობის გაგრძელება შემეძლო, თუმცა, გადავწყვიტე ჩემი დრო მთლიანად ქართულ საქმეს დავუთმო, ამიტომ პენსიაზე ადრე გავედი. მართალია ამ საქმისთვის ფინანსებია საჭირო, მაგრამ მჯერა, რაც უფრო დიდია სურვილი, მით უფრო შევძლებთ ამ პრობლემის დაძლევას.

ქართულად წერა-კითხვა კი დაახლოებით 15 წელია ვისწავლე.

-როგორ ვრცელდებოდა გასულ საუკუნეებში დედა ენა ფერეიდნელ ქართველებს შორის?

ჩვენი წინაპრები ქართულ ენას ოთხი საუკუნის მანძილზე ოჯახებში ასწავლიდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში სიტყვათა მარაგი შემცირდა და ქართული ენაც შესუსტდა, თავისი თვისებები დაკარგა. შემდეგ ისინი იძულებული გახდნენ სიტყვები სპარსულიდან ესესხათ, რამაც ენას თანდათანობით სახე შეუცვალა. თუმცა, ქართული ენა თაობიდან თაობას მაინც გადაეცემოდა. მისი დავიწყება სწრაფი ტემპით განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში დაიწყო.

-პირველად როდის გაჩნდა ფერეიდანში ქართული სახელმძღვანელოები?

საქართველოდან სახელმძღვანელოები 20-ე საუკუნეში სეიფოლაჰ ხანმა ჩამოიტანა, მაგრამ, როგორც ჩანს ერთი-ორზე მეტს არ უსწავლია. შემდეგ, 1927 წელს, საბჭოთა კავშირის ბანკის თანამშრომელი ამბაკო ჭელიძე ჩამოვიდა ფერეიდანში და საქართველოდან წიგნები მან ჩამოიტანა. ქართული წერა-კითხვის გავრცელება კი, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. მაშინ დაახლოებით ოცმა კაცმა დამოუკიდებლად ისწავლა წერა-კითხვა, ხოლო ფართოდ გავრცელება ქართულმა წიგნებმა, საბჭოთა კავშირის დაშლისა და ისლამური რევოლუციის შემდეგ დაიწყო.

ჩემამდე, ერთ ზაფხულს, ირანის სოფელ მარტყოფში ქართულ ენას ფერეიდნელი ქართველის ცოლი ქალბატონი მაყვალა ასწავლიდა. ქართული ენის სწავლების მცდელობა ქალაქ ნაჯაფაბადიშიც იყო. ამ მოვლენებით ქართული ენით დაინტერესების ახალი ტალღა აგორდა.

-დღეს რა პირობებში უწევთ ფერეიდნელ ქართველებს განათლების ქართულად მიღება?

რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოსთან მისვლა-მოსვლა აღდგა, თანამედროვე ქართულის სწავლა უამრავმა აქ მცხოვრებმა გადაწყვიტა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი ბევრს აქვს, ამისთვის შესაფერისი პირობები ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ამას ასე თუ ისე, მაინც ვახერხებთ. ბოლო წლებში, ერთადერთი ადგილი, სადაც მსურველებს სწავლის საშუალება ჰქონდათ, ჩემი საზაფხულო სკოლა იყო. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ქართული ენის შესწავლას დამოუკიდებლად ცდილობს.

-რამდენი სკოლა არსებობს და არის თუ არა უმაღლესი განათლების ქათულად მიღების საშუალება?

ქართული სკოლები ჯერჯერობით მხოლოდ მარტყოფსა და ისპაჰანშია. ქართულ ენაზე ირანში უმაღლესი განათლების მიღება კი შორი ოცნებაა, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია ქართული ენის განვითარება და გავრცელება, რათა ის დავიწყებას არ მიეცეს.

-ამ პროცესში რამდენად არის ჩართული საქართველოს მთავრობა?

სამწუხაროდ მხარდაჭერა არასაკმარისია. რომ არა ჩვენი მიმართვა და თხოვნა, იმ რამდენიმე წიგნსაც ვერ მივიღებთ, რასაც სამინისტრო დიასპორას აძლევს, ისიც 2 500 კილომეტრზე ზურგზე აკიდებულებს ჩამოგვაქვს. თუმცა, ვიცით, რომ დაბრკოლებების გარეშე არცერთი კეთილი საქმე არ კეთდება.

-იქ მცხოვრები ქართველების ადათ-წესებზე რას გვეტყვით? ძნელია ფერეიდანში ქართველობა?

სამწუხაროდ გლობალიზაცია ამ საკითხზეც აისახა, ძალიან სწრაფად გაქრა ტრადიციები. თუმცა, რელიგიის შეცვლის გამო, ადათ-წესები მანამდეც დავიწყებული იყო. მაშინ, როდესაც აქ ყველაფერი შენს წინააღმდეგაა, რა თქმა უნდა ქართველობა ძალიან ძნელია.

-თქვენი წიგნი დაიბეჭდა - „ქართველთა როლი ირანის ცივილიზაციაში, კულტურასა და ისტორიაში“. როგორია ქართველთა როლი ირანის ისტორიაში?

ქართველები სეფიანთა დროს ძალიან მაღალ თანამდებობებზე იყვნენ, ეს მაშინ, როდესაც ისინი ტყვედ ჩამოიყვანეს. თუმცა, ტყვედ ერთი წამიც არ უცხოვრიათ, რადგან ძალიან მალე, მთავრობაში მაღალი თანამდებობები დაიმსახურეს. მათ შორის იყო მთავრსარდალი პირველი სპასალარი ალავერდიხან უნდილაიძე. ისპაჰანის მმართველი ანუ დედაქალაქის თავი ყოველთვის ქართველი იყო. მაღალ თანამდებობაზე მყოფი ქართველების ძალიან გრძელი სია არსებობს.

-რამდენიმე კვირის წინ, თქვენი ძალისხმევით ირანში კიდევ ერთი ქართული სკოლა გაიხსნა. რას გვეტყვით ამ სკოლის შესახებ?

იყო დრო, როდესაც ადამიანები ქართული სახელმძღვანელოების ქონის გამო ისჯებოდნენ, დღეს კი, ქართული სკოლები იხსნება, რაც დიდი წარმატებაა. თუმცა, თუ ამ საქმეს გამოხმაურება არ მოჰყვა და მხარდაჭერა არ ვიგრძენით, არ ვიცი სკოლას რა ბედი ეწევა.

მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს ვინც ამ საქმის კეთებაში მორალურად და მატერიალურად გვერდით გვიდგას და გვეხმარება. ეს ჩვენ ძალიან დიდ ძალას გვაძლევს!

სოფიო გაბისონია


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა