logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„მატროსოვის ციხის“ კოშმარები
„მატროსოვის ციხის“ კოშმარები
10:30 15.10.2013
მას შემდეგ რაც ქვეყნის აწ გამრუდებული ხერხემლის დაპატიმრების გამო სრულიად ევროპა აქოთქოთდა, ადამიანის უფლებები გაახსენდა და საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის უფლებების დაცვა მოსთხოვა, - როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს სრული კომფორტი შეუქმნეს და როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, ის ციხეში ისეთი რამეებითაა უზრუნველყოფილი, რაც ბევრ ჩვენთაგანს შეიძლება თავისუფლებაზე ყოფნის დროსაც კი ენატრებოდეს.
ახალი ხელისუფლება, იმის შიშით, რომ გარშემომყოფი პატიმრების სავარაუდოდ არცთუ ალერსიან შეძახილებს ჩვენი ვანოს ნერვიული სისტემა არ დაეზიანებინა, ადგა და მის ახლომახლო სხვა პატიმრის ჭაჭანება აღარ დატოვა, რათა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვანო მერაბიშვილს მშვიდად და განცხრომით ყოფნის საშუალება ჰქონოდა.
ყველა, და მათ შორის ალბათ ხელისუფლება, ასევე „ადამიანის უფლებების დაცვაზე თავგადაკლული“ ევროპელი პოლიტიკოსები და თავად ვანო მერაბიშვილიც ფიქრობდა, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამის შემდეგ სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ნაბიჯმა უკუშედეგი გამოიღო და მარტოდ, სიჩუმეში დარჩენილ ხერხემალყოფილს, ავი ფიქრები მოეძალა.
აღნიშნული ავი ფიქრების მოძალებას კი, მერაბიშვილის შემთხვევაში საკმარისზე მეტი საფუძველი გააჩნია, ვინაიდან, თუ ის იმედს დაპატიმრების შემდეგაც არ კარგავდა და პოლიტიკაში წამებულის მანტიით დაბრუნებასაც გეგმავდა, დღეს მის თავზე საავდრო ღრუბლები იქუფრება და ამას ის ყველაზე კარგად გრძნობს.
სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ბატონ მერაბიშვილს ღამღამობით როგორც ჩანს კოშმარები დასჩემდა და უფრო მეტიც, ის ამ კოშმარებს, მართალია ტრანსფორმირებული და შეცვლილი სახით, მაგრამ საკუთარი სოციალური გვერდების მეშვეობით, მაინც აქვეყნებს.
ბოლო „კოშმარი“ რისი შემოსაღებაც მერაბიშვილმა საზოგადოებისთვის დააპირა, ეს მოსალოდნელი არეულობაა და ამასთან, მან არეულობის თარიღიც ზუსტად იწინასწარმეტყველა - 28 ოქტომბერი, ანუ არჩევნების მეორე დღე.
როგორც ყოფილმა ხერხემალმა განაცხადა, ამ დღეს თურმე რუსეთი საქართველოში არეულობის მოწყობას გეგმავს, ხოლო არეულობის უშუალო განმახორციელებელი და სულისჩამდგმელი თბილისში, ამჟამინდელი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ნინო ბურჯანაძე იქნებაო.
შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს არც ნინო ბურჯანაძის მეუღლე და თავისი ყოფილი მოადგილე ბადრი ბიწაძე დავიწყებია, როცა განაცხადა, რომ მან, სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობის დროს, თავისი უწყების ნაწილების ომში ჩართვაზე უარი თქვაო.
მერაბიშვილის განცხადების ამ ნაწილზე დიდხანს არ შევჩერდებით, ვინაიდან მას სასაზღვრო პოლიციის იმ თანამშრომლებმა გასცეს სათანადო პასუხი, ვინც აგვისტოს ომში უშუალოდ მონაწილეობდა და რომლებსაც, სხვათა შორის, ომში გამოჩენილი მამაცობისთვის, თავად ვანო მერაბიშვილის სამადლობელი წერილები აქვთ მიღებული.
ნაკლებადსარწმუნოა, რომ ეს ვანო მერაბიშვილს არ ახსოვდეს. მაშინ რაში დასჭირდა მას თავისი ყოფილი თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, თითქოსდა ისინი ომში არ იბრძოდნენ?
გასაგებია, რომ ამ უტიფარი ტექსტით, მან ნინო ბურჯანაძის მეუღლის მიმართ შავი პიარის აგორება სცადა, მაგრამ კიდევ უფრო სავარაუდოა, რომ ამ განცხადებით, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, უფრო დიდი კვალის დაფარვა მოინდომა.
ეს კვალი კი, არც მეტი არც ნაკლები, 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გაუჩინარებას უკავშირდება.
დიახ, 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, ვანო მერაბიშვილი არათუ ფრონტის ხაზზე ან მის სიახლოვეს, არამედ დედაქალაქშიც კი არავის უნახავს.
ალბათ ყველას ახსოვს მერაბიშვილის მაშინდელი მოადგილე ზღულაძე, რომელიც სპიკერობასთან ერთად, იმ პერიოდში მგონი მინისტრის ფუნქციასაც ითავსებდა, თავად მერაბიშვილი კი, 8 აგვისტოს შემდეგ ისე გაქრა, რომ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მისი ასავალ-დასავალი ვერავინ გაიგო.
ამ განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა არაპირდაპირად ხაზი იმას გაუსვა, რომ, თითქოსდა ის ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა, ხოლო სხვები ომს თავს არიდებდნენ.
არადა, რამდენადაც მახსოვს, მგონი თავადვე განაცხადა ერთხელ, ომის დღეებში იმიტომ არ ვჩანდი, რომ ქვეყანას გარშემო ვუვლიდი და საზღვრებს ვაკონტროლებდიო.
ეს უკვე სასაცილოც აღარაა.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერის იმ განცხადებას, რომ ქვეყანაში არეულობა იგეგმებაო, ეს კი ნამდვილად სასაცილოა.
როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილი, მიღებული სტრესის გამო რეალობის აღქმის უნარს ჯერჯერობით კვლავ მოკლებულია და თავი ისევ შინაგან საქმეთა მინისტრი ჰგონია.
აი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს კი, ის ქვეყანაში არათუ არეულობებს პროგნოზირებდა, არამედ წარმატებით ახერხებდა დაეჭირა შავი კატა ბნელ ოთახში, მაშინაც კი, როდესაც ის იქ არ იყო.
ამის სადემონსტრაციოდ, საწყალი „კოჭოიას“ მაგალითიც გამოდგება, რომელიც თბილისში ნამყოფიც კი არ იყო და რომელსაც თითქოსდა რუსებმა, ამერიკის საელჩოს აფეთქება დაავალეს, თან ისე, რომ არც კი აუხსნეს საელჩოს შენობა სად იდგა, ხოლო ტერაქტის იარაღად, მას კოსნერვის კოლოფში ჩადებული კუსტარული ასაფეთქებელი მოწყობილობა მისცეს.
ვანო მერაბიშვილო, ხალხს მაშინაც არ სჯეროდა შენი ბოროტი ზღაპრების, როცა ქვეყნის ხერხემალი გერქვა, როცა ყველა ტელეფონს აყურადებდი, როცა ყველა სასტუმროს ნომრებში სათვალთვალო კამერებს აყენებდი და როცა აღიარებითი ჩვენების მოთხოვნით, შენი შტატიანი ჯალათ-გამაუპატიურებლები, სამეგრელოს ტყეებში მოწყობილ ბუნაგებში, არმომხდარი ტერაქტის აღიარების მოთხოვნით, სპეციალურად შერჩეულ უპატრონო გლეხებს ჯერ სასტიკად სცემდნენ, ხოლო ამის შემდეგ მაგიდაზე სკოტჩით აბამდნენ და ისე აუპატიურებდნენ.
მაშინ როცა ძალაუფლების მწვერვალზე მყოფიც კი, მეზღაპრეობას ეწეოდი და ამას სრულიად საქართველო ხედავდა და ხვდებოდა, რატომ გგონია მერაბიშვილო, რომ დღეს ხალხი შენს ნათქვამს დაიჯერებს?
საინტერესოა, საიდან მოხვდა შენს ხელში ესოდენ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ან ვინ, ან რა ფორმით შემოგიტანა ციხეში „ქსივა“ მოსალოდნელი დიდი არეულობის შესახებ?
ეს განცხადებაც, ისევე როგორც არაერთი წინა განცხადებები ვანო მერაბიშვილისა, მისი სულიერი მამა მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობისა“, მთლიანად სიყალბეზე და სიცრუეზე იყო აგებული და არც გასაკვირია, რომ ის ხალხმა მოსმენისთანავე დაივიწყა.
ამ განცხადებითვე, ქვეყნის ყოფილმა ხერხემალმა და 7 ნოემბრისა და 26 მაისის შემოქმედმა, სცადა თავი საქართველოს მომავალზე მღელვარე პირად წარმოეჩინა, თუმცა თითქმის 10-წლიანი ნგრევის შემდეგ, ვანო მერაბიშვილის სოლომონ ლიონიძეობას რა თქმა უნდა აღარავინ დაიჯერებს და ეს წესით, ყველაზე უკეთ, თუ მას ადექვატურობის განცდა ოდნავ მაინც შერჩენია, თავად მერაბიშვილმა უნდა იცოდეს და ალბათ იცის კიდეც.
მაშ რას ემსახურებოდა და ემსახურება ის განცხადებები, რომელსაც მერაბიშვილი ლამის ყოველ მეორე დღეს გვივრცელებს ციხიდან?
ლოგიკურად, ეს ყველაფერი ერთადერთ რამეს, სუფთა ჰაერის სუნთქვის პერსპექტივის დიდი ხნით დაკარგვის შიშს უკავშირდება.
ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ხელისუფლების ცვლის შემდეგ, დაჭერამდეც და დაჭერის შემდეგაც, ვანო მერაბიშვილი ფრიად მხიარულად და არხეინად გამოიყურებოდა, რადგან კოჰაბიტაციისა და მის ბედზე მოწუხარი დასავლეთის იმედი ჰქონდა, თუმცა დღეს, როდესაც წინასაარჩევნოდ ვითარება რადიკალურად იცვლება, პატიმარმა მერაბიშვილმა ის საფრთხე დაინახა, რომელსაც ის, დარწმუნებული ვარ ქვეცნობიერად მუდმივად გრძნობდა. ეს, ჩადენილ დანაშაულებზე სრულად პასუხისმგებლობის შიშია.
ცალკე თემაა ახალი პროკურატურის განსაცვიფრებელი მოქმედება, როდესაც წინა ხელისუფლების წევრი ერთ-ერთი ყველაზე დამნაშავე პირი, რომლის სახელსაც არაერთი მკვლელობა თუ სხვა სახის უმძიმესი დანაშაულები უკავშირდება, პროკურატურამ ბენზინის ტალონების მითვისებისა თუ არამიზნობრივად გამოყენების გამო დააკავა, ხოლო იმ უმძიმეს დანაშაულებზე, რასაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და 26 მაისის სპეცოპერაცია ჰქვია, ბრალი მოგვიანებით წაუყენა.
ეს რა თქმა უნდა დასავლეთისთვის ძნელად ასახსნელი იყო.
სწორედ ამის იმედი ჰქონდა მერაბიშვილს, რომ ის საპყრობილეს თავს მალე დააღწევდა, თუმცა ბოლო პერიოდში საზოგადოების მხრიდან წამოსული სამართლიანობის აღდგენის მკაცრი მოთხოვნის გამო, ხერხემალყოფილი თავს მთლად არხეინად ვეღარ გრძნობს და როგორც აღვნიშნეთ, აშკარად კოშმარები სტანჯავს.
ხოლო ნინო ბურჯანაძის მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი სამართლიანობის აღდგენისა და ყველა დამნაშავისთვის პასუხის მთელი სიმკაცრით მოთხოვნის შესახებ, სავარაუდოდ, ამ კოშმარების ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი ძალაა და შესაბამისად, ვანო მერაბიშვილის განცხადებების მიზეზების ახსნაც სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს.





გიორგი აბრამიშვილი








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა