logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ნაციონალური აგონია“ და პირგამეხებული პირველი ლედი
„ნაციონალური აგონია“ და პირგამეხებული პირველი ლედი
13:37 07.10.2013
„ნაციონალური აგონია“ ან „მონანიება ნაციონალურად“ შეიძლება დაარქვა იმ საცოდაობას, რასაც სრულიად საქართველომ, ტელევიზიების მეშვეობით შაბათს, სპორტის სასახლიდან მიმდინარე ტრანსლაციის დროს უყურა.
„ნაციონალური მოძრაობის ყრილობად“ მონათლული სანახაობა, რომელიც ამ პოლიტიკური ძალის რექვიემს უფრო მოგვაგონებდა, მთლიანად იმ პათოსით იყო გამსჭვალული, რომ ისინი გამოსწორდებიან და იმ საშინელ „შეცდომებს“ აღარ დაუშვებენ, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს უშვებდნენ.
რა თქმა უნდა მათ თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ ეს გარეგნული მონანიება, რომლის მსგავსიც სხვათა შორის ადრეც არაერთი გაუკეთებიათ, - შედეგს ნამდვილად აღარ მოუტანს, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ თითქმის 10 წლის განმავლობაში გამწარებული მოსახლეობის გულის ოდნავ მოსალბობად მაინც, მათ სხვა გზა არც დარჩენიათ.
საკუთარ შეცდომებზე სწავლისა და გამოსწორების პირობას იძლეოდა ყველა, დაწყებული „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატით, დამთავრებული ვადამიწურული მიხეილ სააკაშვილით, რომელიც აქვე ვიტყვი, რომ ადექვატურობის ჩარჩოებს კიდევ უფრო დიდი მანძილით იყო გაცილებული და ისეთ ცოფებს ყრიდა, რომ სიტვების დასრულებასაც კი ვეღარ ახერხებდა. აშკარაა, რომ მას უკვე ანგარიშს აღარავინ უწევს და კიდევ უფრო სავალალო დღეში აღმოჩნდება დაახლოებით სამიოდე კვირაში, როცა მისი ამბით მხოლოდ დედამისი, მოხუცი მაკკეინი და საგამოძიებო სტრუქტურები დაინტერესდებიან.
მიუხედავად მომნანიებელი ტონისა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ტრადიციისთვის არც ამჯერად უღალატია და მისი ლიდერების გამოსვლები, დემაგოგიისა და ხშირ შემთხვევაში სითავხედის ელემენტებსაც მრავლად შეიცავდა. გარდა ამისა, საზოგადოება პირველად გახდა მუდამ მომღიმარი პირველი ლედის პირგამეხებული კადრის მხილველი, რის სავარაუდო მიზეზზეც ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ.
რაც შეეხება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და ამჟამად საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსვლას, როგორც აღვნიშნეთ ის მონანიებისა და სითავხედის პათოსით იყო შეზავებული და დარჩა შთაბეჭდილება, რომ გამოსვლა, საზოგადოების კიდევ უფრო მეტად გაღიზიანებას ემსახურებოდა.
როგორც ბაქრაძემ განაცხადა, საქართველომ თურმე მკაცრ სისხლის სამართლის კოდექსზე უარი უნდა თქვას და გაცილებით უფრო ლოიალური სადამსჯელო სისტემა უნდა შექმნას. მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ შეცდომებზე ისწავლა და ის ამიერიდან სულ სხვა პოლიტიკური ძალა გახდება.
თუ მკაცრ სისხლის სამართლის კოდექსზე მიდგება საქმე, ამ კოდექსს სწორედ ის მორჩილი და უენო პარლამენტი იღებდა, რომელსაც დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობდა, ხოლო თუ კოდექსის სიმკაცრე მიუღებელი იყო, ბაქრაძეს მაშინ ამოეღო ხმა, როცა ის ოფიციალურად ქვეყნის მეორე პირად ითვლებოდა. რაც შეეხება შეცდომებზე სწავლას, რამდენიც არ უნდა იძახოს დავით ბაქრაძემ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ის თამრო“ აღარ არისო, ამას საზოგადოება აღარ დაიჯერებს, რადგან ეს სერია მათ რამდენჯერმე აქვს ნანახი.
საერთოდ კი, როცა დავით ბაქრაძე შეცდომების მონანიების ტექსტებით გამოდის, ავიწყდება, რომ ბევრი უგუნური ქმედება მათთვის „შეცდომა“ იყო, ათასობით ადამიანისთვის კი ეს შეცდომა ოჯახის წევრების ქუჩაში დახვრეტას, უკანონოდ დაპატიმრებას, ფეთქებადი ტყვიებითა და მხუთავი აირით ანგარიშსწორებას, ტყეებში მოწყობილ ბუნაგებში მაგიდაზე სკოტჩით დაბმას და გაუპატიურებას, ცხოვრების გაუბედურებას, ოჯახების ამოწყვეტასა და მორალურ განადგურებას ნიშნავდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მატერიალურ მხარეზე.
ასე, რომ აღნიშნული უგუნურება ვისთვის შეცდომას, ვისთვის კი მთელ ცხოვრებას ნიშნავდა.
სწორედ ამიტომ ღიზიანდება ხალხი უფრო მეტად, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელმეორედ დაბადებისა და დანაშაულების (და არა შეცდომების) მონანიების შესახებ ზღაპრებს ყვება.
დავით ბაქრაძის კიდევ ერთი დემაგოგია, ისევ რუსეთის თემას მიეძღვნა, როდესაც განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში არავის, მათ შორის არც იმ პიროვნებას არ ინდობდა, რომელმაც მას სამხედრო ბაზები 25 წლით დაუკანონაო.
პოლიტიკურად არც ისე ბეცია დავით ბაქრაძე, რომ მის მიერ შევარდნაძის მისამართით ნათქვამი ფრაზის დემაგოგიურობასა და სიყალბეს ვერ მიხვდეს.
მართალია შევარდნაძემ, მას შემდეგ რაც რუსეთის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა გრაჩოვმა მაგიდაზე მუშტები აბრახუნა, რუსეთის ბაზების 25 წლით დატოვებაზე თანხმობა განუცხადა, თუმცა მანვე დაიწყო საკმაოდ აქტიური დიპლომატიური მუშაობა აღნიშნული ბაზების საქართველოდან ვადაზე ადრე გასაყვანად. სხვათა შორის, ედუარდ შევარდნაძის ეს მცდელობა წარმატებით დასრულდა, როდესაც სტამბულში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის ძალითაც, დღეს, წესით, საქართველოში არცერთი რუსი ჯარისკაცი აღარ უნდა ყოფილიყო.
სწორედ ამის გამო აღარ აწყობდათ შევარდნაძე და სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ის ტერაქტების სამიზნე რამდენჯერმე გახდა.
ბოლო წლების განმავლობაში ლანძღვის ობიექტად ქცეული ედუარდ შევარდნაძის მიერ გაყვანილი რუსული სამხედრო ბაზები კი, დავით ბაქრაძემ და მისმა მარჩენალმა სააკაშვილმა, დღეს საქართველოში ისე შემოიყვანეს და ჩაადუღაბეს, რომ კვლავ მათი აქედან გაყვანა უდიდეს შრომას, დიპლომატიასა და დროს მოითხოვს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, დავით ბაქრაძე ნამდვილად არაა ისეთი უმეცარი, რომ ეს ყველაფერი არ იცოდეს, თუმცა თავისი პოლიტიკური ძალისთვის ნაჩვევ დემაგოგიას ვერც ამ შემთხვევაში გადაუხვია, რითაც საზოგადოების კრიტიკული განწყობა კიდევ უფრო გაამძაფრა.
რაც შეეხება ყოფილი მმართველი პარტიის იმ პრინციპებს, რომელიც სპორტის სასახლეში ერთმა პირმშვენიერმა „ნაციონალმა“ გოგონამ წარმოადგინა, ის სითავხედის ჩარჩოებსაც კი სცდება და მასში ყველაფერი იმის საწინააღმდეგოა ჩამოთვლილი, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში აკეთებდა.
თუმცა, სანამ ამ „პრინციპებზე“ გადავალთ, ერთი დეტალია აღსანიშნავი, რისი მომსწრეც ქართული საზოგადოებრიობა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ტრანსლაციის მეშვეობით გახდა.
თუ ბაქრაძის გამოსვლის დროს, გვერდიგვერდ მჯდომი მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი ტაშს უგულოდ უკრავდნენ და ვადამიწურულ პრეზიდენტს წონასწორობიდან გამოსვლა სახეზე აშკარად ეტყობოდა, მისი განწყობა აღნიშნული პირმშვენიერი გოგოს ტრიბუნაზე გამოჩენისთანავე რადიკალურად შეიცვალა და ახლა უკვე გაბადრულმა, ხელების ტყაპუნი მთელი ძალით დაიწყო. ეს პირველ ლედის არ გამოჰპარვია და თავის მეუღლეს გვერდულად გამგმირავი მზერით გახედა, რაც მიხეილ სააკაშვილს არც კი შეუმჩნევია. თავად სანდრას კი იმ გოგონასთვის, რომელმაც საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის პრინციპები“ გააცნო, - ტაში არ დაუკრავს.
აღნიშნული კადრის ეთერში გაპარვა, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის რეჟისორების უგულისყურობას უნდა დავაბრალოთ, თუმცა მათსავე სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს შეცდომა მალევე გამოასწორეს და შემდეგ, მუდმივად, მიხეილ სააკაშვილის იმ რაკურსით აღებულ კადრს აჩვენებდნენ, სადაც ქალბატონი სანდრას გამეხებული სახე აღარ ჩანდა.
რაც შეეხება თავად პრინციპებს, რომელიც თურმე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონია, როგორც აღვნიშნეთ ის სითავხედის ზღვარსაც კი სცდება, რადგან იქ ისეთ რამეებზეა საუბარი, რის საწინააღმდეგოსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება მთელი 9 წლის განამვლობაში აკეთებდა.
მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ის პრინციპია, რომელიც ბიზნესის ხელშეუხებლობას გულისხმობს.
ვისაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი ახსოვს, ძალიან კარგად მოეხსენება, თუ რას გულისხმობს ბიზენესის ხელშეუხებლობა „ნაციონალურად.“ ეს წილების წართმევას, ფულის „შეწერვას,“ ღამის 3 სააათზე ნოტარიუსის თანდასწრებით ბიზნესების სახელმწიფოსათვის „ჩუქებას“, ხოლო ურჩი ბიზნესმენების ციხეში ჩაყრას ან უკეთეს შემთხვევაში საქართველოდან გაძევებას გულისხმობს.
დღეს კი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბიზნესის თავისუფლებაზე საუბარი და ამის შესახებ პირობის დადება იგივეა, მგელი მარხვაზე დააყენო.
ყოფილი მმართველი პარტიის კიდევ ერთი პრინციპი დემოკრატია და თავისუფლებაა. აქ კი კომენტარის გაკეთებაც ზედმეტია, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თუ რაიმეს არ დაგიდევდნენ და თუ რაიმის იგნორირებას აკეთებდნენ, ეს სწორედ დემოკრატია და ადამიანის უფლებები იყო.
რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილს, როგორც აღვნიშნეთ, ის ადექვატურობის ჩარჩოებიდან აშკარად გასული იყო და შინაგანი ფსიქიური მდგომარეობა, მთლიანად სახეზე ეწერა.
ეს კიდევ უფრო თვალშისაცემი მისი სიტყვით გამოსვლის დროს გახდა, როცა ზედმეტი ემოციებისგან სიტყვების დასრულებასაც კი ვერ ახერხებდა და მთელი სხეულით კანკალებდა.
მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა რამდენიმე მარგალიტის დაფრქვევა და ისე კოხტად განაცხადა მხოლოდ მოძრაობაშია გადარჩენის გზაო, რომ თითქოს ეს სიტყვები საუკუნეზე მეტი ხნის წინ ილია ჭავჭავაძეს არც ეთქვას.
სააკაშვილის თქმითვე, ის, რომ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა, თურმე მათი განვითარების მაჩვენებელი ყოფილა, ქართველი ხალხის აზრით კი, ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით, იმ კოჰაბიტაციის შედეგია, რომლის გაგონებაზეც კი, საზოგადოებას უკვე ნერვები აღარ ყოფნის.
საერთოდ, მიხეილ სააკაშვილი სულ უფრო და უფრო მეტად უახლოვდება მეფე ლირის მდგომარეობას, რასაც ის აშკარად გრძნობს და სავარაუდოდ სწორედ ესაა მიზეზი მისი გახშირებული არაადექვატური ქცევებისა თუ განცხადებებისა.
ზოგადად კი, როდესაც მილიონნახევრიან ქალაქში რამდენიმე ათას მხარდამჭერს ვერ მოაგროვებ და სპორტის სასახლის გასავსებად ხალხის რეგიონებიდან ჩამოყვანა დაგჭირდება, საქმე მთლად კარგად ვერაა და მიხეილ სააკაშვილი ამასაც თვალნათლივ გრძნობს.
მითუმეტეს, რომ მის შესაძლო დაჭერაზე უკვე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესშიც ალაპარაკდნენ.
ერთადერთი, რის გამოც შეიძლება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არსებობა, მიხეილ სააკაშვილმა კი სუფთა ჰაერის სუნთქვა გააგრძელოს, ისევ და ისევ იმ მახინჯი კოჰაბიტაციის გაგრძელება იქნება, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის არავის უკითხვას ისე მოახვიეს თავს.
კიდევ ერთი საგულისხმო მომენტი, რაც აღნიშნულ ყრილობაზე დაფიქსირდა, ეს ისევ და ისევ მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს უკავშირდება.
ყველასთვის თვალშისაცემი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილზე აშკარად ცალყბად, მოვალეობის მოხდის მიზნით ისაუბრა და მისი ბედი აშკარად არ აღელვებს, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ძალიან მალე ის თავისი ხელისუფლების „ხერხემალს“ გაუმეზობლდეს, მეზობელზე კი ასეთი ცალყბა ტონით საუბარი მიღებული არ არის.

გიორგი აბრამიშვილი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა