logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თედო ჯაფარიძე - საქართველო რომ არ ყოფილიყო, მას ალბათ, რუსული ან გლობალური უსაფრთხოებისთვის გამოიგონებდნენ
თედო ჯაფარიძე - საქართველო რომ არ ყოფილიყო, მას ალბათ, რუსული ან გლობალური უსაფრთხოებისთვის გამოიგონებდნენ
18:21 27.09.2013

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის წერილშია აღნიშნული.



წერილს "რეგიონული პერსპექტივით სვლა მიმართულების შეცვლის გარეშე" ჰტტპ://წწწ.ჰურრიყეტდაილყნეწს.ცომ/ აქვეყნებს.

წერილში ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მოსკოვთან ურთიერთობების "გადალაგების" მოწოდება საქართველოს დედაქალაქში არ გაჩენილა და იმ ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან მომდინარეობს, რომელსაც საქართველო ყველაზე მეტად ეყრნობა.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველო არასოდეს იტყვის უარს თავის მოთხოვნაზე ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, რადგან ეს ნებისმიერი მთავრობისთვის პოლიტიკური თვითმკვლეობა იქნებოდა.
"2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, საქართველოში მყოფი ზოგიერთი პირი, განსაკუთრებით კი ოპოზიციის და სხვა წრეების წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ ახლა თბილისი პრორუსულ ტრაექტორიას მისდევდა, რამდენადაც ახალმა მთავრობამ რუსეთის ჩართვის სურვილი გამოხატა. თუმცა, მათ, ვინც ამას ამბობს, როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ მოსკოვთან ურთიერთობების "გადალაგების" მოწოდება საქართველოს დედაქალაქში არ გაჩენილა. ამის ნაცვლად, ეს იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციებიდან მომდინარეობს, რომელსაც საქართველო ყველაზე მეტად ეყრნობა: ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მე ამ სიაში, უპირველეს ყოვლისა, დავამატებდი თურქეთს (ჩვენ რეგიონში "რბილი ძალაუფლების" საუკეთესო წყაროს და კეთილისმყოფელს) ირანს და რუსეთს, ჩვენს ყველაზე ძლიერ მეზობლებს და ბუნებრივია, აზერბაიჯანს და სომხეთს. აღნიშნული ცვლილებები ასახავს თბილისის სურვილს, რომ უპირველეს ყოვლისა, რეგიონულ საკითხებზე მოახდინოს ფოკუსირება.
როგორც ყველა აღიარებს, რუსეთი დომინირებს იმ საერთაშორისო კონტექსტში, სადაც კავკასია არსებობს, მაგრამ, როგორც ასეთი, არ დომინირებს თავად რეგიონში. ამის ნაცვლად, სხვადასხვა ძალაუფლების ცენტრები და სტრუქტურები არსებობს, რომელთაგან თითოეული თავისებურად უნდა იქნას გათვალისწინებული. რუსეთს შეუძლია, რომ ხელი შეუშალოს თავის გეოპოლიტიკურ ოპონენტებს კავკასიაში გაბატონების მიმართ იმის მიუხედავად, რომ თავისი საკუთარი ბატონობის დამყარებაც არ შეუძლია. თუმცა, დღეს მოსკოვისთვის ამ "საერთაშორისო კონტექსტზე" კონტროლი ცენტრალურ იდეად რჩება, ძალაუფლებაზე უარის და იმის მიუხედავად, რომ ეს სერიოზულ ალტერნატიულ ხარჯებს მოიცავს.
მეორე მხრივ, ნავთობის და გაზის, როგორც "რბილი ძალაუფლების" ფორმის გამოყენების პოლიტიკური ფასი უაღრესად დიდია იმ მოცემულობით, თუ რამდენად ბევრს ხარჯავს მოსკოვი და რამდენად ცოტას იღებს ის ამის სანაცვლოდ და მეორე მხრივ, სუბსიდიების მეშვეობით იმპერიული ხელისუფლების უზრუნველყოფის ირიბი ხარჯები ძალიან მაღალია და სავარაუდოდ, გაიზრდება. ბელორუსიის, უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების რეაქცია რუსეთის მიერ გაზის, როგორც იარაღის გამოყენებისადმი, გასათვალისწინებელი მაგალითია და აფხაზების და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მოთხოვნებიც თანაბარწილად ასეთია ამ მხრივ.
საქართველოს რუსეთთან დაპირისპირება არ სურს. დასუსტებული ეკონომიკური თვალთახედვა, გერმანიის აშკარა ზეწოლა რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების დევნის შედეგად, მასობრივი დემონსტრაციები, უფრო და უფრო გახმოვანებული შიდა დაღმასვლა, ბურუსით მოცული უთანხმოება ოლიგარქიულ ინტერესებთან, აზრთა სხვადასხვაობა თუნდაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში - ეს ყველაფერი, ერთად აღებული, მოსკოვის პოზიციას ასუსტებს. თუმცა, მოსკოვზე ზეწოლით, როცა ევროპაც და ამერიკაც ახლა ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, ეს სუსტი წერტილები უკურეაქციას გამოიწვევს. ამის საპირისპიროდ, ცალკეულ სფეროში დანაწევრებულმა თანამშრომლობამ საქართველოსა და რუსეთს შორის, ფაქტობრივად შეიძლება სამსახური გაუწიოს თბილისს, მოსკოვს, ვაშინგტონს და ბრიუსელს. თუ რუსეთი დილემის წინაშე არ დგას, მაშინ სწორედ ახლაა დრო ძალისხმევის განსახორციელებლად თანამშრომლობის და ჩართულობისთვის და არა რიტორიკულ თუ არათანმიმდევრულ კონკურენციაში ჩაბმისთვის სხვისთვის თავის მოსაწონებლად.
სწორედ აღმოსავლეთსა და დასავლეთში არსებული სისუსტეების გამო იზრდება გადალაგების ღირებულება, დაპირისპირების ლოგიკის მხარდაჭერის ნაცვლად.
დრო ცვალებადია. რამდენადაც ენერგეტიკიდან მიღებული შემოსავლების ალტერნატიული ხარჯი პოლიტიკური კუთხით უფრო დიდი ხდება, მოსკოვს არ შეუძლია უსაზღვროდ გამოიყენოს თანდათან ამოწურვადი რესურსები ჩიხში შესული კონფლიქტების შესანარჩუნებლად. საბოლოო ჯამში, ჩრდილოეთ კავკასიის დაკავშირება გლობალურ ეკონომიკასთან შეიძლება ერთადერთი პერსპექტიული პროგრამა იყოს ჩრდილოეთ კავკასიისთვის. ამას გარდა, თუ მოსკოვმა უფრო დადებითი მიდგომა უნდა გამოიჩინოს სამხრეთ კავკასიასთან ჩართულობის მხრივ, საჭიროა, რომ კრემლს "ოქროს ხიდები" შესთავაზონ ტრიუმფალისტური რიტორიკის მიწოდების ნაცვლად, რომელიც თავისი ხასიათით მოგებას არც ერთ მხარეს არ მოუტანს.
რა თქმა უნდა, სულ მცირე, სამი ინიციატივის გამოჩენა შეიძლება, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით, რომლებიც შეიძლება დროული, ეფექტური და სასარგებლო იყოს უფრო ფართო მიზნების მიღწევის გზაზე.
უპირველეს ყოვლისა, თუ გავითვალისწინებთ იმ რისკს, რაც საქართველოს ჩრდილოეთ ტერიტორიიდან სამხრეთის მიმართულებით კონფლიქტების გადმოტანის მიმართ არსებობს, საქართველო აუცილებლად უნდა ჩაერთოს მიკროუსაფრთხოების თანამშრომლობაში რუსეთთან, რათა თავისი ტერიტორიის მიმართ უსაფრთხოების რისკები შეამციროს. მეორე, თითოეული ქვეყნისთვის არსებობს შესაძლებლობები მეორე ქვეყნის ბაზარზე და საერთაშორისო ეკონომიკურ ინსტიტუციებთან თანამშრომლობის მხრივ. საქართველოს შეუძლია და კიდეც უნდა ითამაშოს არა წამყვანი, არამედ მაკავშირებელი როლი რუსეთსა და ნატოს შორის ზოგადად და, კონკრეტულად კი, რუსეთსა და თურქეთს შორის. და, მესამეც, რადგანაც საქართველო, რუსეთის და სომხეთის მსგავსად ქრისტიანობის ბასტიონია, მას შეუძლია დახმარება გასწიოს ამ რელიგიის დასაცავად ისლამისტური შეტევებისგან, რაც კიდევ ერთ სფეროს წამოადგენს, რაზეც მოსკოვს და თბილისს სასაუბრო ბევრი რამ აქვს.
საბოლოო ჯამში: საქართველო არასოდეს იტყვის უარს თავის მოთხოვნაზე ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ამის გაკეთება პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნებოდა ნებისმიერი მთავრობისთვის, ან რუსეთის საყვარელი ანალოგია რომ გამოვიყენოთ, ეს იქნება ბელგრადის მსგავსი, რომელმაც კოსოვო დასთმო. პოლიტიკური შეუძლებლობის მიღმა, ასევე სახეზეა მორალური შეუძლებლობა. მანამდე, ვიდრე უკუვაგდებდეთ მორალურობას როგორც "დასავლურ ცნებას", რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებისთვის შეუსაბამოა, რუსეთმა მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ ამბობს უარს იმ ნორმებზე, რომელიც მას სავარაუდოდ მომავალში დასჭირდება. ეს არის რეალობა. და ამ რეალობას საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ ათობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი არსებობს, რომლებსაც სურვილი აქვთ, სჭირდებათ და აუცილებლად უნდა შეეძლოთ თავიანთ სახლებში მისვლა. არსად მსოფლიოში არც ერთ მთავრობას არ ექნება პოლიტიკური, სამართლებრივი ან მორალური მანდატი, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება გამართოს. მასობრივი გადაადგილება თავისდათავად კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია იმის მიუხედავად, თუ რა პოზიცია აქვს რუსეთს საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ.
სამწუხაროდ, როცა საქმე უშუალოდ სუვერენიტეტის საკითხს ეხება, როგორც ასეთი, რამდენადაც მოსკოვი ცდილობს პარალელები გაავლოს კოსოვოსა და კავკასიაში თავისით შექმნილ არასახელმწიფოებრივ რეჟიმებს შორის, ერთი, რაც ცხადად არასასურველია კრემლისთვის, არის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ფართო აღიარება. მოსკოვს არ სურს "კოსოვოს სიტუაცია". კოსოვოსგან განსხვავებით, როგორც პოლ გობლე მსჯელობდა, ეს კრემლის, როგორც ამ რეჟიმების ექსკლუზიური სპონსორის, სურვილების წინააღმდეგ იქნება მიმართული. საბოლოო ჯამში, მოსკოვისთვის ნათელი უნდა იყოს გზავნილი: "კარგად დაფიქრდი, რას ისურვებ ხოლმე!", რადგანაც საქართველო რომ არ ყოფილიყო, მას ალბათ, გამოიგონებდნენ რუსული, ან, ალბათ, გლობალური უსაფრთხოებისთვის" - აცხადებს თედო ჯაფარიძე.




 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა