logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ
17:47 18.09.2013
ამანდა პოლი - მიმომხილველი

დასავლური გამოცემა „todayszaman“-ი ანალიტიკოს ამანდა პოლის ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც ექსპერტი ევროკავშირს საქართველოს დაცვისკენ და მისი დაუყოვნებელი და რეალური დახმარებისკენ მოუწოდებს.


ორი კვირის წინ, დავწერე სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის გადაწყვეტილების შესახებ, შეუერთდეს საბაჟო კავშირს, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს, იმის ნაცვლად, რომ განაგრძოს მუშაობა სავაჭრო ხელშეკრულებაზე, რომლის თაობაზეც ერევანი სამი წელია ევროკავშირთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

სომხეთის მიერ კურსის ასეთი შეცვლა წარმოადგენს გამაფრთხილებელ სიგნალს ევროკავშირისთვის, იმასთან მიმართებაში, თუ რამდენად სერიოზულად მუშაობს რუსეთი, რომ სომხეთის შემთხვევა უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან დაკავშირებითაც გაიმეოროს. ევროკავშირის ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სამიტით, რომელიც ნოემბერში გაიმართება და დამოუკიდებლ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტით, რომელიც 25 ოქტომბერს არის დანიშნული, ევროკავშირსა და რუსეთს შორის გეოპოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. ევროკავშირისთვის, ეს არის ბრძოლა, რომელიც მან არ უნდა წააგოს.
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა არასდროს ყოფილა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული. რუსეთი თავის დასავლეთ სამეზობლოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ იმპერატივს და მას, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა შეკავების იარაღად მიაჩნია. ამიტომაც, ის ინტეგრაციის საკუთარ პროექტებს ქმნის. რადგან არ არსებობს საბაჟო კავშირთან შეერთების კრიტერიუმები თუ პირობები, ქვეყნებს, რომლებიც ამ კავშირს შეუერთდებიან, მოუწევთ, დათმონ არამარტო მოზრდილი ლუკმები თავიანთი ბიუჯეტიდან ახალი მაკონტროლებელი დაწესებულებებისთვის, არამედ - თავიანთი სუვერენიტეტიც. ამრიგად, ერთადერთი გზა, რომლითაც მოსკოვს შეუძლია, ისინი ამ კავშირში შეიყვანოს, მკლავების გადაგრეხვა და ძალადობაა.
მაშინ, როცა უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის უშუალო მეზობლები არიან და უკრაინას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მისი ზომის, რეგიონალური როლისა და ეკონომიკური პოტენციალის გამო, საქართველოც არ უნდა დაგვავიწყდეს. ამრიგად, იმედი გამიცრუვდა, როცა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, თავის ბოლოდროინდელ გამოსვლაში განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვასთვის იბრძოლებდა, მაგრამ როცა მას საქართველოს შესახებ ჰკითხეს, განაცხადა, რომ საქართველომ ორივე არჩევანით დაინტერესებაზე მიანიშნა. ეჭვი არაა, რომ ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომენტარებს გულისხმობდა საბაჟო კავშირის წევრობასთან დაკავშირებით, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გაიმეორა, რომ ევროინტეგრაცია მათ პრიორიტეტს წარმოადგენს.
საქართველო შეიძლება უფრო შორს იყოს და უფრო რთულ სამეზობლოშიც, მაგრამ ის არანაკლებ მნიშვნელოვანია. საქართველო ბევრს მუშაობს, რომ ევროკავშირის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. გარდა ამისა, ამჟამად, ის ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, სადაც ევროკავშირს ნამდვილად აქვს გავლენა. სომხეთი დაკარგულია, ხოლო ბერკეტი აზერბაიჯანზე თითქმის არ არსებობს. რუსეთმა საქართველოსთან მათრახი უკვე ბევრჯერ გამოიყენა. ის ამ ქვეყანას თავს დაესხა, მოახდინა მისი ორი რეგიონის ოკუპაცია, გააძლიერა საომარი კონტინგეტი, შეუწყვიტა გაზის მიწოდება და აკრძალა ქართული ღვინისა და წყლის შემოტანა. საქართველოს სურს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ეს ურთიერთობა ორმხრივ პატივისცემას მოითხოვს. მეეჭვება, რომ ქართველები დაივიწყებენ თბილისისკენ მომავალ რუსულ ტანკებს, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ. მიუხედავად ამისა, მოსკოვს კვლავაც უპირატესობა აქვს და შეძლებს თბილისი აცდუნოს თაფლაკვერებით, ჭორებით, რომ რუსეთი უარყოფს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, ან დადებს გარიგებას, რომ რომელიმე აღნიშნული რეგიონი საქართველოს დაუბრუნდება.
ევროკავშირმა რეაგირება მოახდინა რუსეთის ახალ თავდასხმით მიდგომაზე, მაგრამ, ჯერჯერობით, მხოლოდ სიტყვით. ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ევროპარლამენტის წევრებმა წუხილი გამოხატეს იმ მიუღებელი ზეწოლის გამო, რომელსაც რუსეთი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე ახორციელებს, ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიდგომის თანახმად. ისინი მოუწოდებენ მოსკოვს, პატივი სცეს დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს და არ ჩაერიოს მათ საშინაო საქმეებში, როგორც ამას საერთაშორისო კანონი მოითხოვს."
სამწუხაროდ, ეს მოთხოვნა იმას ჰგავს, რომ ლომს სთხოვო, ხორცის ჭამა მოიშალოს.
ისეთ მცირე და მოწყვლად სახელმწიფოებს, როგორიც საქართველოა, სჭირდებათ იმის ცოდნა, რომ ევროკავშირი მათ ზურგს უმაგრებს და რომ ისინი მიიღებენ ადეკვატურ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ევროკავშირმა თავი უნდა დაანებოს იმას, რაც ხშირად განიხილება, როგორც პოზიტიური მიდგომა და გამოიჩინოს რეალური სტრატეგიული აზროვნება. მან უნდა აჩვენოს, რომ მის სამეზობლო პოლიტიკას შეუძლია ბრჭყალები გამოაჩინოს. მან უნდა დაიწყოს თავისი ბაზრების გახსნა, გაზარდოს ფინანსური მხარდაჭერა და უფრო სწრაფად შეუდგეს სავიზო რეჟიმების მოხსნას. მეორე, მან უნდა დააჩქაროს თავისი ტექნიკური მზაობა, რომელიც, ხშირად ჩანს, რომ წინ კუს ნაბიჯებით მიიწევს. გარდა ამისა, მან უნდა აჩვენოს, რომ იმ ბილეთით, რომელიც მან თავის მეზობლებზე გასცა, საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მიღწევა შესაძლებელია, რასაც ის აჟამად არ აკეთებს.

ამანდა პოლი - ანალიტიკოსი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა