logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველო უკრაინა არ არის და მას ამის დასაბუთების საშუალება უნდა მიეცეს
საქართველო უკრაინა არ არის და მას ამის დასაბუთების საშუალება უნდა მიეცეს
10:05 04.09.2013
ლინკოლნ მიტჩელი - ექსპერტი დასავლური გამოცემა „theparliament“-ი საქართველოსთან დაკავშირებით ანალიტიკოს ლინკოლ მიტჩელის ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
ლინკოლნ მიტჩელის (კოლუმბიის უნივერსიტეტი) აზრით, საქართველოსა და უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრების, ვანო მერაბიშვილისა და იულია ტიმოშენკოს დაკავებებს შორის მსგავსებების ზედაპირული გამოყენება, საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცების მცდელობათა საფრთხის ქვეშ დასაყენებლად, - მიუღებელია.
რამდენიმე თვის წინ საქართველოს ახალი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კოლუმბიის უნივერსიტეტში,სადაც მე ვასწავლი, სიტყვით გამოვიდა. ეს გახლდათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის პირველი გამოსვლა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებასთან“ ორთაბრძოლაში დამარცხდა.
გამოსვლამდე, წულუკიანს ჩემს ოფისში გავესაუბრე. ოდნავ ვღელავდი. უკანასკნელ წლებში კოლუმბიის უნივერსიტეტში საქართველოსთან დაკავშირებული ღონისძიებები ვნებათაღელვით გამოირჩეოდა, გამომსვლელები ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ, ხოლო ყველას, ვინც კი საქართველოს ხელისუფლების გაკრიტიკებას ბედავდა, რუსეთის ჯაშუშად აცხადებდნენ. ქართველი სტუდენტების დაშინება კი მათივე ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ, ჩვეულ მოვლენად იქცა.
არ ვიცოდი, რა შედეგს მოიტანდა ეს კონკრეტული ღონისძიება, რადგანაც წულუკიანი, როგორც მინისტრი, ყველაზე ხშირად, წინა რეჟიმის მაღალჩინოსანთა დაკავებებთანაა გაიგივებული. ამ დაკავებებს ხმამაღალი კრიტიკა მოჰყვა მავანთაგან აშშ –სა და ევროპაში, რაც პრობლემას წარმოადგენდა ახალი ხელისუფლებისთვის, რომელიც საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესებას ცდილობდა.
მიუხედავად ამისა, თეა წულუკიანი, ცნობილი ადვოკატი ადამიანის უფლებათა სფეროში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სააკაშვილის რეჟიმის კანონდარღვევათა გამოძიების ათწლიანი გამოცდილება აქვს, ძალიან განსხვავდება საქართველოს წინა იუსტიციის მინისტრისაგან, წინა ხელისუფლების არადემოკრატიული მმართველობის პოლიტიკის გამტარებლისაგან, რომელიც არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებისთანავე ქვეყნიდან გაიქცა.
ხელმძღვანელობდა რა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიღებული გამოცდილებით, წულუკიანმა განმარტა, რომ ეს დაკავებები წარმოადგენს არა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, როგორც ამას ახალი ხელისუფლების კრიტიკოსები ამტკიცებენ, არამედ ახალი ხელისუფლების სწრაფვას ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებისაკენ. ქვეყანაში, რომლის წინა ხელისუფლებაც სულ უფრო იძირებოდა კორუფციის მორევში და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მზარდ ძალადობას იყენებდა.
ჩემი ეჭვები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მე და წულუკიანი, მინისტრის სიტყვით გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე შევედით დარბაზში, სადაც რამდენიმე პედაგოგი და სტუდენტი შევნიშნე. აუდიტორიის დანარჩენ ნაწილს წარმოადგენდნენ ნიუ–იორკის მიდამოებში მცხოვრები ქართველები. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, კითხვების დასმის დრო დადგა. დარბაზში მყოფი ქართველები გაღიზიანებულნი იყვნენ და წულუკიანისგან დაკავებების შესახებ საუბარს ითხოვდნენ. თუმცა, მათი გაღიზიანების მთავარი მიზეზი გახლდათ ის, რომ, მათი აზრით, ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ დაკავებათა რაოდენობა ძალიან მცირეა, რისი მიზეზიც მდგომარეობს ხელისუფლების ზედმეტად ფრთხილ და მორიდებულ დამოკიდებულებაში იურიდიული დეტალებისადმი.
დღეს საქართველოში, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული კონფლიქტია სახეზე. ლიდერები აშშ–სა და ევროპაში, რომლებიც თავს უხერხულად გრძნობენ საქართველოს წინა რეჟიმისთვის გაწეული მხარდაჭერის გამო და რომლებმაც საქართველოს მოქალაქეებზე, ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე ბევრად უფრო გვიან გააცნობიერეს წინა ხელისუფლების ნაწილის კრიმინალური და ძალადობრივი ხასიათის დონე, გამოთქვამენ შეშფოთებას მეგობრების დაკავებებთან დაკავშირებით.
საქართველოს ახალ ხელისუფლებას, თავის მხრივ, ჰყავს ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა, რომლებიც ანტაგონისტურად არიან განწყობილნი არჩევნებში დამარცხებული ხელისუფლების მიმართ, მისი ლიდერები ხომ სავარაუდოდ ჩართულნი იყვნენ ელიტარულ კორუფციაში, პოლიტიკური მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებაში, დემონსტრაციების დარბევასა და პატიმართა წამებაში.
საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რომელნიც არ წარმოადგენენ პრიორიტეტს აშშ–სა თუ ევროპის საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ნარატივი და ევრისტიკა განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს ვაშინგტონსა (კოლუმბიის ოლქი) და სხვა დასავლურ დედაქალაქებში. პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებთა, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე პირთა და მიმომხილველთა შეხედულებები ასეთი ქვეყნების შესახებ მოკლე, მაგრამ არაორაზროვანი ისტორიებისა და ანალოგიების მეშვეობით ყალიბდება, ნაცვლად დეტალური წვდომის მცდელობებისა.
წარმოდგენა საქართველოს შესახებ დღეს ასეთია: პოპულარული პრო–დასავლური ლიდერი დაამარცხეს პრო–რუსულმა ძალებმა, რათა ჩამოაშორონ ქვეყანა დემოკრატიისკენ მიმავალ გზას. ეს წარმოდგენა ზუსტად მიესადაგება კიდევ ერთ ყოფილ საბჭოთა ქვეყანას, უკრაინას. ასე რომ, მისი გაიგივება საქართველოსთან საკმაოდ ბუნებრივი ცდუნებაა. მიუხედავად ამისა, საქართველოს დანახვა ამ კუთხით არა მხოლოდ გამარტივებულია, არამედ უკიდურესად მცდარიც, და მოითხოვს ემპირიკული სინამდვილის უგულებელყოფას წარუმატებელი და დამარცხებული რეჟიმის პროპაგანდის სასარგებლოდ.
დღეს უკრაინის შესახებ წარმოდგენის მორგება საქართველოზე, ყველაზე ნათლადაა გამოხატული საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავების, როგორც უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების ექვივალენტის, განხილვაში. ზედაპირული მსგავსებები ნათელია: ორივე ყოფილი პრემიერ–მინისტრია, რომლებიც ხელისუფლების შეცვლიდან მალევე, გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. თუმცა, ამ მსგავსებებმა განსხვავებები არ უნდა დაჩრდილოს. ის, რომ ტიმოშენკო დიდწილად შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული, არ ნიშნავს, რომ ყველა ამჟამად დაკავებული ყოფილი პრემიერ–მინისტრი, მსგავს მდგომარეობაში იმყოფება.
დასავლეთში მერაბიშვილს კარგად არ იცნობენ, რაც ალბათ, მის დაკავებასთან დაკავშირებული შეშფოთების ერთ–ერთი მთავარი მიზეზიცაა. შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში (2004 წელი–2012 წლის პირველი ნახევარი), მერაბიშვილი ყველაზე მეტად იყო გაიგივებული საქართველოს წინა ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების ავტორიტარულ გამოყენებასთან. დემონსტრაციების დარბევა, ოპოზიციონერთა სატელეფონო საუბრების მიყურადება, პოლიციის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის და გაუხსნელ მკვლელობაში ჩართულობაც კი (გაერთიანებული ქართული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის, სანდრო გვირგვლიანის მკვლელობა 2006 წელს) – ყველა ეს მოვლენა უშუალო კავშირშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელსაც მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა.
როგორც პრემიერ–მინისტრი, მერაბიშვილი დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსების გამოყენებასთან მისი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, რომელიც ეს–ესაა დამარცხდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
არც ერთი ამ ბრალდებათაგან, არ ნიშნავს, რომ მერაბიშვილი დამნაშავეა და არსებობს სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო პროცესის საჭიროება. მიუხედავად ამისა, ეს ბრალდებები ცხადყოფს, რომ მისი დაკავების მიზეზი გახლავთ არა ის, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური ოპონენტია, არამედ ის, რომ ის აქტიურად იყო ჩართული უსამართლობასა და არაკანონიერ ქმედებებში.
უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს, დემოკრატიისგან შორს და რუსეთთან დაახლოებისკენ მიჰყავს საკუთარი ქვეყანა. მისი პრეზიდენტობის დროს შეინიშნება მედიისა და თავშეყრის თავისუფლების შეზღუდვა, კორუფცია და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. იანუკოვიჩმა 2010 წლის არჩევნებში, წინა რეჟიმის სისუსტისა და 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის მიზეზით გაიმარჯვა.
მიუხედავად იმისა, რომ იანუკოვიჩმა და ივანიშვილმა დაამარცხეს ადამიანები, რომლებიც ოდესღაც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ დასავლეთში, - ისინი ერთმანეთისაგან ძლიერ განსხვავდებიან. ივანიშვილმა დაამარცხა რეჟიმი, რომელიც უკვე ჩაფლული იყო კორუფციის, არაკომპეტენტურობის, წამებისა და ძალადობის მორევში. ასეთი რეჟიმის დამარცხების შემდეგ, ახალ ხელისუფლებას კანონის უზენაესობის აღდგენა მოეთხოვება, თუმცა ამავდროულად, მოეთხოვება ამა თუ იმ გზით, წარსულთან შერიგებაც. ამ კონტექსტში, წინა ხელისუფლების ლიდერთა დაკავება ძალიან განსხვავებულია.
კანონის უზენაესობის აღდგენაზე გამიზნული ძალისხმევა ვერ გაამართლებს, თუ კანონდამრღვევები არ დაისჯებიან. მიუხედავად ამისა, ახალმა ხელისუფლებამ უნდა გამონახოს გზა მათ დასასჯელად, ვინც უკანონო ქმედებების ბრძანება გასცა და ძალადობრივი და კორუფციული სისტემა შექმნა. ამასთან, ახალმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობა. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ აქამდე ივანიშვილის ხელისუფლება, ახერხებს დაკავებათა შემოფარგვლას მხოლოდ ყველაზე მაღალი თანამდებობის სავარაუდოდ დამნაშავე პირებით.
აშშ –სა და ევროპის მოწოდებები მერაბიშვილისადა სხვათათვის სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით, მნიშვნელოვანია, მაგრამ აღშფოთება დაკავებების გამო უადგილოა. მერაბიშვილსა და ტიმოშენკოს შორის არსებული ზედაპირული მსგავსებების გამო შეცდომის დაშვება, ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაციის არასწორად გააზრების ტოლფასია, რაც საქართველოში კანონის უზენაესობის დამკვიდრების მხარდაჭერას საფრთხის ქვეშ დააყენებს.

საქართველო არ არის უკრაინა და მას ამის დასაბუთების საშუალება უნდა მიეცეს ისევე, როგორც ბრალდებულებს – ყოფილ მაღალჩინსონებს მიეცემათ უდანაშაულობის დასაბუთების შესაძლებლობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა