logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ძალაუფლებისთვის ბრძოლის საზიანო მხარე და საქართველოს მომავალი
ძალაუფლებისთვის ბრძოლის საზიანო მხარე და საქართველოს მომავალი
16:35 23.08.2013
დასავლური გამოცემა „globalpost“-ი, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ჟურნალისტ სილვია შტობერის ანალიტიკურ მიმოხილვას აქვეყნებს.

საქართველოს ახალი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ძალაუფლებისთვის იბრძვიან. ბრძოლაში ამჟამად ევროპარლამენტის ქრისტიან–დემოკრატებიც ერთვებიან, იწყებენ რა ძლიერი კრიტიკის გამოხატვას ივანიშვილის მიმართ.
კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი, ძირითადად პოლიტიკური ძალების თანაფარდობაშია, რომელიც საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებობს. ერთ მხარეს არის პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის ვადა შემოდგომაზე იწურება. გასული ცხრა წლის მანძილზე ხელისუფლებას მისი პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა და პარლამენტსაც აკონტროლებდა.
მეორე მხარეს, პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი, გამოუცდელი პოლიტიკოსი და მილიარდერი დგას, რომლის კოალიციამ „ქართული ოცნება," გასული წლის ოქტომბერში პარლამენტში მანდატების უმრავლესობა მიიღო. ხელისუფლებას ახლა მისი გუნდი მართავს.
სამთავრობო ძალაუფლების ფორმალური გადაცემა შეუფერხებლად მოხდა, მაგრამ ამის შემდეგ, ორივე მხარე კამპანიის რეჟიმს მალევე დაუბრუნდა. დემოკრატიულ უფლებამოსილებათა უარყოფაში ისინი ერთმანეთს ასწრებდნენ.
ის ფაქტი, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა, კრემლის ლაქიად წარმოჩენის მიზნით, მის კრიტიკას კვლავ იწვევს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დასავლეთზე ორიენტირებულ სააკაშვილს შორის, წლების მანძილზე პრობლემური ურთიერთობები იყო.

ძალაუფლებისთვის აღნიშნულ ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანეს ასევე ევროპარლამენტის კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP).
„ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის“ პოლიტიკოსი ელ მარბროკი ივანიშვილს ბრალს „ძალაუფლების ხელში სრულად ჩაგდებაში" სდებს. სააკაშვილის ეპოქაში მმართველ თანამდებობებზე მყოფი პირები იძულებით იყვნენ თანამდებობებიდან გათავისუფლებულიყვნენ.
ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის დეპუტატი იოაკიმ ზელერი, ბრალს სდებს ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ მან უარი თქვა დემოკრატიული შეთანხმების ძიებაზე.
ერთობლივ წერილში, რომელსაც ხელს ევროპის სახალხო პარტიის 21 დეპუტატი აწერს, პრემიერ–მინისტრს ბრალს, საქართველოსთვის ევროპისკენ მიმავალი გზის დახურვაში სდებენ.
სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია. ის რეგულარულად მონაწილეობს უმაღლეს დონეზე ჩატარებულ ევროპის სახალხო პარტიის შეკრებებში. ახლახან გამართულ შეხვედრაზე „ევროპის სახალხო პარტიის“ დეპუტატებმა დაამტკიცეს რეზოლუცია, რომელშიც აცხადებენ, რომ უარს იტყვიან ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე – შეთანხმებაზე, რომელიც მნიშვნელოვან უპირატესობებს სთავაზობს საქართველოს არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას.
„ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკოსები“ თავს იკავებენ სააკაშვილის კრიტიკისგან, რაც გასაკვირი არც არის. მაგრამ შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატების შენიშვნებს „საბჭოთა სტილის პროპაგანდა" უწოდა. ივანიშვილისკენ მიმართულ უჩვეულო წერილში, დიპლომატმა იმ მიკერძოებულ კომენტარებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს რეალობას არ ასახავს. შემდეგ კი ის მიესალმა ივანიშვილის და მისი მთავრობის ძალისხმევას რეფორმის განსახორციელებლად და მათ მზადყოფნას, გაითვალისწინონ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების რჩევები.
სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს განხორციელდა მთავრობის ადმინისტრაციის მოდერნიზაცია, თუმცა მან ასევე მოახდინა ძალაუფლების მხოლოდ საკუთარ ხელში კონცენტრაცია, ხელი შეუწყო ელიტურ კორუფციას, ახორციელებდა სამთავრობო კრიტიკის თვალთვალს და წამოიწყო საგადასახადო გამოძიებები იმ მეწარმეთა მიმართ, რომელთაც მის პოლიტიკას მხარი არ დაუჭირეს.
კანონიერი შეკითხვები შეიძლება დაისვას ასევე ახალი მთავრობის მიმართაც. კერძოდ, გაუგებარმა განცხადებებმა ახალი პრემიერ - მინისტრის მხრიდან, რომელმაც ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს, რომ ყველაფერს, რასაც იგი ამბობს და აკეთებს, საზოგადოებრივი აზრი შეაფასებს - უკვე გარკვეული ეჭვი დათესა.
საზოგადოებრივი ზეწოლა მოითხოვს მკაცრ სასჯელს სააკაშვილის ხელისუფლების უკანონო საქმიანობის შედეგად მიყენებული ზიანისათვის, რეალურისთვის თუ წარმოსახვითისთვის. გენერალურ პროკურატურაში ათასობით საჩივარი იქნა შეტანილი. ყოფილი პრემიერ–მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობა უკავია და ასევე ოცზე მეტი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, თანამდებობრივ უფლებამოსილებათა ბოროტად გამოყენებისთვის, სასამართლოს წინაშე წარდგომას ელიან.
საქართველოს მრავალ მოქალაქეს აწუხებს კითხვა – რატომ არის, რომ აღნიშნული ფაქტების მიუხედავად, ივანიშვილი კვლავაც ამახვილებს ყურადღებას კრიტიკაზე.
ევროკავშირის წრეები ბრიუსელში, ასევე განიცდიან ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატთა კრიტიკას. გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, შტეფან ფულეს განცხადებით, ის კმაყოფილია ახალი მთავრობით. ევროკავშირთან მოლაპარაკებები სტაბილურად მიმდინარეობს და „ზოგიერთ საკითხში ჩვენ გვაქვს უკეთესი შედეგი, ვიდრე ძველ მთავრობასთან"- აღნიშნავს ფულე.
რაც მთავარია, ვილნიუსის სამიტზე, ნოემბერში, ევროკავშირი დაინტერესებულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში თავისი სამეზობლო პოლიტიკის წარმატების დემონსტრირებაში. „აღმოსავლური პარტნიორობის" ხუთ სხვა წარმომადგენელს - სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, მოლდოვას და ბელორუსს, ანგარიშისთვის ძალზე მცირე მნიშვნელობის პროგრესი გააჩნიათ.
მიუხედავად ამისა, სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები საზღვარგარეთ, საქართველოში არსებული მდგომარეობის საშიშად წარმოჩენის ინტერესს არ კარგავენ.
სააკაშვილმა და 2003 წლის „ვარდების რევოლუციის" სხვა ლიდერებმა, ევროკავშირსა და ვაშინგტონში მხარდამჭერთა მოძიებაში ბოლო წლებში წარმატებებს, პირველ რიგში, კონსერვატიული ფრთის პოლიტიკოსებს შორის მიაღწიეს. საქართველოს მიზანმა გაწევრიანებულიყო ნატოში, ბევრ ლიდერზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ სურდათ დემოკრატიისკენ მიმავალი პროგრესის ნაკლებობისთვის ყურადღება არ მიექციათ.
უცხოელ პოლიტიკოსთა სიმპათიით განმსჭვალული განცხადებები სააკაშვილს დაეხმარა მოსახლეობის მიმართ საკუთარი პოლიტიკის ლეგიტიმაცია მოეხდინა.
იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის და ივანიშვილის ბანაკებმა თავიანთი კონფლიქტი საერთაშორისო არენაზე გაიტანეს, ისინი ასევე ზიანს აყენებენ საქართველოს იმიჯსა და მომავალს. და როდესაც ევროპელმა პარლამენტარებმა გააჩაღეს დებატები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ცალმხრივი, ნეგატიური სურათის წარდგენით, მათ ამით საკუთარი სამოქმედო სივრცეც შეიზღუდეს.
„ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის“ პოლიტიკოსი ბრუკი როგორც ჩანდა, მზად იყო კომპრომისისთვის, როცა განაცხადა: "ჩვენ ვცდილობთ ავაშენოთ ხიდები და გავანელოთ საქართველოში არსებული მდგომარეობა. მე მოვიწვიე პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შეხვედრაზე. ჯერ კიდევ გვაქვს დრო დიალოგისთვის და წესრიგის დამყარებისთვის".

სილვია შტობერი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა