logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნინო ბურჯანაძე, მისი მოწაფეები და პოლიტიკური პლაგიატი
ნინო ბურჯანაძე, მისი მოწაფეები და პოლიტიკური პლაგიატი
14:47 23.08.2013
ნიკო ჯავახიშვილი, პოლიტოლოგი


2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობა“ დილემის წინაშე დადგა: ან საბოლოოდ ჩამოყალიბებულიყო „ფიურერის“ პარტიად, რომელშიც ყველა გადაწყვეტილებას ნაცბელადი სააკაშვილი და „გაულაიტერების“ ვიწრო წრე - ბოკერია, უგულავა, მერაბიშვილი, ადეიშვილი მიიღებდა, ან შეენარჩუნებინა შიდა პარტიული დემოკრატიის და დაბალანსების ის დონე მაინც, რომელიც მანამდე ჰქონდა.

იმ დროსაც კი ბევრმა იცოდა, რომ „ბოკერიას დაჯგუფებას“, რომელიც აგრესიულობით და ავანტიურიზმით გამოირჩეობდა, მეტ-ნაკლებად აბალანსებდნენ მმართველ პარტიაში არსებული სხვა გუნდები - მათ შორის, პირველ რიგში, პარლამენტის თავმჯდომარის გუნდი. ბურჯანაძე ახერხებდა, ერთი მხრივ, საერთო-პარტიული გუნდური თამაშის წესების დაცვას. მეორე მხრივ, საკუთარი გუნდის შენარჩუნებას, რაც მას სააკაშვილზე გავლენის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევდა.

მაგრამ 2008 წლის გაზაფხულისთვის სააკაშვილი საბოლოოდ გადაიხარა არაადექვატურობისკენ . „გადაგორებულმა“ პოლიტიკურმა კრიზისმა ის დაარწმუნა, რომ ყოვლისშემძლეა და ამიერიდან შეუძლია „გაილაღოს“. ბოკერია-უგულავას გუნდზე დაყრდნობით, სააკაშვილმა „ნაცმოძრაობის“ საბოლოო „წმენდა“ ჩაიფიქრა.

ამ საქმეში „ფიურერისთვის“ ძირითად დაბრკოლებას წარმოადგენდა ნინო ბურჯანაძე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შეუცვლელად გამოიყურებოდა. მას მოსთხოვეს დაეთმო საკუთარი გუნდი, სამაგიეროდ ნაციონალების საპარლამენტო სიას უხელმღვანელებდა და პარლამენტის სპიკერობაც გარანტირებული ექნებოდა. ბურჯანაძემ ამაზე უარი განაცხადა და თავისი პოლიტიკური გუნდი, რომელიც მიუღებელი იყო ბოკერია-რამიშვილის ტიპის და „თავისუფლების ინსტიტუტის“ „იდეოლოგებისთვის“, - არ გასწირა. ამის გამო მან საერთოდ დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და უარი თქვა პარლამენტის თავმჯდომარეობაზე.

ახლახან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე გააკრიტიკა და მას „კარიერიზმში“ დასდო ბრალი. არადა, ამ ტიპის პოლიტიკოსი იმ სიტუაციაში სრულიად საპირისპიროდ მოიქცეოდა. ძნელი სათქმელია, რა უნდა იყოს კარიერის მაძიებლისთვის პარლამენტის თავმჯდომარეობაზე და მმართველი პარტიის საპარლამენტო სიის პირველ ნომრად ყოფნაზე უფრო დიდი მიზანი. ალბათ, მხოლოდ პრეზიდენტობა, თუმცა იმ დროს (2008 წლის გაზაფხულზე) სააკაშვილის და ნაცმოძრაობის პოზიციები იმდენად მყარი იყო, რომ გარანტირებულ პარლამენტის თავმჯდომარეობაზე უარის თქმა, პრეზიდენტობის შორეული და გაურკვეველი პერსპექტივის გამო, არანაირ „კარიერისტულ“ ლოგიკაში არ ჯდება.

როცა ნინო ბურჯანაძის გუნდს ეხება საქმე, საინტერესოა, რომ ამჟამინდელი „კოაბიტანტების“ – „ქართული ოცნების“ და ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატები სხვადასხვა დროს სწორედ მის გუნდში შედიოდნენ. ორივე მათგანს დიდ პოლიტიკაში გზა ბურჯანაძემ გაუკვალა. ბაქრაძე თავად მივიდა იმ დროს პარლამენტის თავმჯდომარესთან და შევარდნაძის კანცელარიიდან პარლამენტში გადაყვანა სთხოვა, მარგველაშვილი კი ჟვანიას გარემოცვაში უიღბლო ყოფნის შემდეგ, პოლიტიკური არყოფნიდან ბურჯანაძის ფონდში გადასვლამ იხსნა.

მარგველაშვილიც და ბაქრაძეც უდავოდ ყველაზე გააზრებული არჩევანია ამჟამინდელი და ყოფილი მმართველი პარტიებისთვის. ნაციონალებს კადრების უმძიმესი დეფიციტი აქვთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათი „საამაყო სახე“ – „ეფექტური“ მერაბიშვილი განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა. ქართველ „ჰარი პოტერად“ წოდებული ადეიშვილი ევროპაში იმალება (თუ არც იმალება), ხოლო ოდიოზურ ბოკერიებზე, ნუგზარ წიკლაურებზე, ჩიორებზე და „ნაცების“ სხვა „ცნობად სახეებზე“ მოსახლეობას ისეთი ალერგია აქვს, ძნელად თუ რომელიმე წამალი უშველის. ერთ დროს „სააკაშვილის მემკვიდრედ“ აღიარებული უგულავა გაურკვეველი ორიენტაციის ქალებთან თუ კაცებთან ორგიებში დაფიქსირდა და თუნდაც ამით, მსუყე წერტილი დაუსვა საპრეზიდენტო ამბიციებს, რომ არაფერი ვთქვათ კორუფციაში ბრალდებებზე. ამ პირობებში ბაქრაძე ფაქტიურად ერთადერთ არჩევანს წარმოადგენდა ამ პარტიისთვის, რადგან იმის ჭკუა მაინც აღმოაჩნდა, რომ ნაციონალების ავანტიურებში შედარებით ნაკლებად „გასვრილიყო“.

„ოცნების“ კანდიდატად მარგველაშვილის დასახელება კი სულ სხვა გარემოებებმა განაპირობა. ის, ალასანიასთან შედარებით, გაცილებით უფრო კომფორტული პრეზიდენტი იქნება პრემიერისათვის. სახელისუფლებო ძალა შეეცდება მის დადებით პიროვნულ თვისებებს გაუსვას ხაზი, ხოლო უშუალოდ არჩევნების წინ გულმოდგინედ „გააპიარებენ“ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ 1-2 წლიან „უფასო სახელმძღვანელოების“ პროგრამას.

გამოდის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ფაქტიურად მასწავლებელსა და მის ყოფილ პროტეჟეებს და მოწაფეებს შორის შეჯიბრად გადაიქცა. ნებისმიერი მსოფლიო დონის პოლიტიკოსი იამაყებდა იმით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ორი მთავარი კონკურენტი სულ რამდენიმე წლის წინ სწორედ მან მოიყვანა დიდ პოლიტიკაში. სამართლიანი საარჩევნო გარემოს პირობებში, ისე ჩანს, რომ მოწაფეებს არც ისე ბევრი შანსი ექნებოდათ, თუმცა საქართველოში ყველაფერი შესაძლებელი მოხდეს.

დღეს ბურჯანაძის მიერ დაფრთიანებული „კოაბიტანტები“ ერთმანეთს აძლიერებენ და ორივე მათგანი ცდილობს, მათთვის უაღრესად საშიში მასწავლებელი როგორმე უკან ჩააჩოჩოს. თუმცა, ამას მაინც ვერ ახერხებენ, რადგან პოლიტიკური კლასი და გამოცდილება საშუალებას აძლევს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ისე ააგოს წინასაარჩევნო კამპანია, რომ ხელოვნურად შეზღუდული ფინანსური, მედია თუ სხვა რესურსების პირობებშიც კი, მასობრივად გადაქაჩოს „ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი მომხრეები თავისი მხარდამჭერების რიგებში. დღესაც პოლიტიკურ გარემოს და დღის წესრიგს ბურჯანაძე და მისი გუნდი ქმნის, ხოლო მარგველაშვილი და ბაქრაძე ან რეაგირების რეჟიმში არიან, ან გულმოდგინედ აგრძელებენ მასწავლებლისგან ცოდნის მიღებას. ალბათ, „ყოფილი მზვერავების“ მსგავსად, „ყოფილი მოწაფეებიც“ არ არსებობენ! ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დაიწყო ბურჯანაძის ერთ-ერთი ლოზუნგის და დაპირების - კოაბიტაციის დასრულების - ტირაჟირება თავის გამოსვლებში, თუმცა ამის ბევრს არ სჯერა.

იმ სიტუაციაში, როცა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში იქმნება გაურკვეველი სიტუაცია პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, საპრეზიდენტო კანდიდატის უმთავრესი ღირსება და პლიუსი იქნება პოლიტიკური გამოცდილება და სიტუაციების მართვის უნარი. ასეთ ვითარებაში რამდენად გამართლებულია პრეზიდენტის პოსტის რომელიმე „მოწაფისათვის“ ჩაბარება, ამომრჩეველმა თავად უნდა გადაწყვიტოს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა