logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
globalpost - გეი-უფლებებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოში შფოთი შეაქვს
globalpost - გეი-უფლებებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოში შფოთი შეაქვს
17:30 21.08.2013

დასავლური გამოცემა globalpost-ი საქართველოში სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მასალას აქვეყნებს:

გეი-უფლებები ფართოდაა გავრცელებული დასავლეთში, მაგრამ ყოფილ საბჭოთა კავშირში წინააღმდეგობები შეიმჩნევა.
რუსეთის მიერ ახლახანს მიღებულმა გეი-პროპაგანდის აკრძალვამ, რუსეთის პროდუქციასა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ბოიკოტისაკენ მოწოდებები გამოიწვია. საქართველოში კი, მართლმადიდებელი ეკლესია, ა.წ. მაისში, თბილისში გამართულ გეი-უფლებათა მხარდამჭერი აქციისათვის გზის გადასაკეტად, ათასობით მორწმუნეს გაუძღვა.
მათ ხატები მოჰქონდათ, გალობდნენ და გეების დასასუსხად ჭინჭარი ეპყრათ ხელთ. შემდეგ კი მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს.
ასევე, შეძახილებით - „მოჰკალ! მოჰკალ!,“ დემონსტრანტებმა მინი-ავტობუსს, რომელშიც გეი-აქტივისტები შეყუჟულიყვნენ, ალყა შემოარტყეს.
იმ დღეს არავინ მოუკლავთ და მიყენებული ტრამვებიც მეტ-ნაკლებად მსუბუქი აღმოჩნდა. დღეს კი საქართველო მომხდარს ზედმიწევნით აანალიზებს.
შალვა კეკელია იმ დღეს შეკრებილ 200 სასულიერო პირთაგან ერთ-ერთია. მისი თქმით, სასულიერო პირთა უმრავლესობა ძალადობის აღკვეთას ცდილობდა.
„ვუთხარით გეებს, რომ უნდა წასულიყვნენ, რადგანაც მათ წინააღმდეგ მიმართულ მასებს ვეღარ ვაკავებდით“ - განაცხადა მან 17 მაისს, გულისხმობდა რა მსვლელობის წინ გაჟღერებულ გაფრთხილებებს.
„მათ არ მოგვისმინეს და ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ. ასე რომ, ამის შეჩერება ჩვენ აღარ შეგვეძლო“ - აცხადებს მამა შალვა.
მისი თქმით, ჰომოსექსუალობა ცოდვაა, რომლის შეწყნარებაც საქართველოში დაუშვებელია.
„ჩვენთვის ეს სრულიად დაუშვებელია. გვესმის, რომ ყველა თავისუფალია, აკეთოს ის, რაც მოესურვება, მაგრამ ჩვენ არ გვსურს, რომ ჰომოსექსუალობა იქადაგონ, რადგანაც ეს ცოდვაა“- განაცხადა მამა შალვამ.
საქართველოს ბევრი მოქალაქის მსგავსად, ჰომოსექსუალობას მამა შალვაც, როგორც უცხოეთიდან შემოტანილ მოვლენას, ისე უყურებს.
„ევროპაში გამუდმებით ცდილობენ გვასწავლონ, როგორ მოვიქცეთ. რატომ ჰგონიათ, რომ ასეთი ბრიყვები ვართ და თვითონ არ ვიცით, რა გავაკეთოთ?“ - განაცხადა მან რუსთაველის გამზირზე, 100 წლის წინ აშენებულ ტაძარში, რომელშიც ის მსახურობს.
მეორე მხრივ კი, შორიახლოს მდებარე ღია კაფეში ვხედავთ დავით შუბლაძეს, „ლგბტ საქართველოს“ დამფუძნებელს.
მისი თქმით, საქართველოს საკუთარი, ძირძველი ტოლერანტობა გააჩნია.
„ჩვენ მხარდასაჭერად გაიმართა მანიფესტაციები, რომლებიც არა ლგბტ თემის წარმომადგენლების, არამედ საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეების მიერ მოეწყო. 15 000 ხელმოწერა შეაგროვეს და17 მაისის ძალადობის გამოსაძიებლად პარლამენტს გადასცეს“ - განაცხადა შუბლაძემ.
როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა პარლამენტარმა ეჭვი შეიტანა ხელმოწერების სინამდვილეში, Facebook-ს გვერდები აჭრელდა ატვირთული სურათებით და წარწერებით - „მე შევცოდე და მართლაც ვარსებობ“.
საზოგადოების მხრიდან ზეწოლის შედეგად კი ტაბუ მოიხსნა. ორი სასულიერო პირის წინააღმდეგ სასამართლო საქმე აღიძრა. მათ ბრალად, დემონსტრაციის ჩატარებისათვის ხელის შეშლის მიზნით ძალადობისა და მუქარის გამოყენება ედებოდათ. ერთი სასულიერო პირი გაამართლეს, მეორე კი სასამართლოს წინაშე ამ კვირაში წარდგება.
ალექსანდრე რონდელი (ანალიტიკური ცენტრის დირექტორი თბილისში) აცხადებს, რომ ანტი-გეი ძალადობას დადებითი შედეგები მოჰყვა.
„მომხდარი არ არის ცუდი, რადგანაც ეკლესიის დაუსჯელობისა და მისი კრიტიკის ტაბუ მოიხსნა. ახლა მას ბევრი აკრიტიკებს. მანამდე კი ეკლესიის თემა ტაბუ გახლდათ და ეკლესიის საქმიანობის განხილვა შეუძლებელი იყო“- განაცხადა რონდელმა .
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა კი აღნიშნა, რომ მისი ხელისუფლება უმცირესობებს იცავს.
„სამი დღის შემდეგ იმავე ჯგუფს მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების საშუალება მიეცა. პოლიცია ძალიან გონივრულად და გამოზომილად მოქმედებდა, ხოლო ხალხის მასებში აგიტაციის განმხორციელებლები და უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობის წამქეზებლები დაისაჯნენ. ეს გახლდათ უკიდურესად ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იცავს ხელისუფლება ამ უმცირესობათა უფლებებს“ - განუცხადა მან „ამერიკის ხმას“ მის აგარაკზე (ურეკი) ჩაწერილ ინტერვიუში.
საქართველოს ტრადიციულმა საზოგადოებამ 21-ე საუკუნეში შეაბიჯა და მოსალოდნელია, რომ ახალი თაობები კიდევ უფრო დიდი სოციალური ცვლილებების წინაშე დადგნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა