logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი წულაია - სააკაშვილი თავისი განცხადებებით ნატოსთან მოლაპარაკებებს საფრთხის ქვეშ აყენებს
ირაკლი წულაია - სააკაშვილი თავისი განცხადებებით ნატოსთან მოლაპარაკებებს საფრთხის ქვეშ აყენებს
18:18 08.07.2013
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის ტემპის დაცემის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. აღნიშნულ განცხადებას, კომპანია „მარაბდა კარწახის რკინიგზის“ მენეჯმენტი გამოეხმაურა, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს.
„newspress“-ი საკითხთან დაკავშირებით კომპანიის დირექტორ ირაკლი წულაიას ესაუბრა.
ბატონო ირაკლი, სააკაშვილმა რკინიგზის მშენებლობის ტემპის შენელებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. თქვენ კი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფთ, რა ხდება რეალურად?
სიმართლე გითხრათ ვერანაირად ვერ ჩავაღწევ სააკაშვილის ტვინამდე ვერ ამოვიღებ, რა უდევს მასში და რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს. ფაქტი კი ის არის, რომ რეალურად მშენებლობის ტემპი დღეს რვაჯერ უფრო დაჩქარებულია. ივნისი-მაისის შესრულებით ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობის ისტორიაში რეკორდი დავამყარეთ. ასე რომ, ციფრები ერთს ამბობენ და სააკაშვილი მეორეს.
ეს განცხადებები პროექტს რაიმე სახის ზიანს ხომ არ მიაყენებს?
რა თქმა უნდა მიაყენებს. ნატოსთან მოლაპარაკებები ფაქტობრივად უკვე შეთანხმებამდეა მისული და ეს განცხადებები ამ შეთანხმებას ხელს უშლის.
მოგეხსენებათ, 2014 წელს, ნატოს ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, ტვირთების გადმოზიდვა აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით იგეგმება.
სააკაშვილი რაღაც გეოპოლიტიკურ-სტრატეგიულ თამაშებში გვადანაშაულებს. მაშინ ასე გამოდის, რომ ამ თამაშებში აზერბაიჯანული და თურქული მხარეც არის ჩართული. პრეზიდენტს თითქოს ამ წლის ბოლოს უნდა დაემთავრებინა ამ რკინიგზის მშენებლობა და რეალურად ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ 28% აქვს შესრულებული. ერთ წელში დარჩენილი 72%-ის შესრულებას როგორ აპირებდა? ეს წარმოუდგენელია. ასევე, მას რეალურად რომ დაემთავრებინა მარაბდა-კარწახის მონაკვეთი, რაც ფაქტიურად შეუძლებელია, ხომ ყველასთვის ცნობილია, რომ ეს პროექტი მარტო საქართველოს მონაკვეთს არ მოიცავს, ის თურქეთის და აზერბაიჯანის მონაკვეთზეც შენდება. რკინიგზა რომც გაეხსნა, ფაქტიურად გამოუყენებელი იქნებოდა. მარაბდიდან კარწახამდე მატარებლით თუ ისეირნებდა, თორემ მატარებელი ვერც აზერბაიჯანიდან შემოვიდოდა და ვერც თურქეთიდან გავიდოდა, რადგან იქ რეალურად პროექტი 2014 წელს სრულდება.
თქვენი განცხადებით, პროექტის მეშვეობით თანხების მითვისება ხდებოდა და ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ეს ხომ არ არის აგრესიის მიზეზი?
ფაქტია, რომ აქ კადრები ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინიშნებოდა და მათ ხელისუფლება აკონტროლებდა. ამიტომაც პასუხისმგებლობა როგორც აქაურ ხელისუფლებას, ასევე ძველ ხელისუფლებას ეკისრება. უფრო დეტალურ განცხადებას კი, ალბათ პროკურატურა გააკეთებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა