logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბლეიკის სამოთხე საქართველოში (R)
ბლეიკის სამოთხე საქართველოში (R)
18:43 04.07.2013
ტატია ბრიტანულ გამოცემაში "ბიზნეს ნიუ იუროფ"
„მავანთათვის, ვინც სამხრეთ კავკასიის რეგიონს იცნობს, საქართველო საკვებსა და ღვინოსთანაა ასოცირებული. ის ასევეა ცნობილი, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, რომელიც კასპიის ზღვის რეგიონის ნავთობსა და ბუნებრივ აირს, ევროპის ბაზრებთან აკავშირებს. თუმცა, არც თუ ისე ბევრი განიხილავს საქართველოს, როგორც ნავთობისა და ბუნებრივი აირის წამყვან მწარმოებელს.
სამხრეთ კავკასიის მთების გაყოლებაზე გადაჭიმული საქართველოს უკიდურესად რთული გეოლოგიური ლანდშაფტი ხელს უშლის ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიის განვითარებას. ტრადიციული ვერტიკალური ჭაბურღილები და ერთ დროს გამოყენებული ტექნოლოგიები, საქართველოს გეოლოგიას არ შეესაბამებოდა. „საბჭოთა კავშირის გრანდიოზულ გეგმაში საქართველო ძალიან პატარა ნაწილს წარმოადგენდა. 20-30 წლის განმავლობაში კავშირის ინტერესი ნავთობის მოპოვების მხრივ, კასპიის ზღვის რეგიონში, რუსეთის ტერიტორიებსა და კავკასიის მთების მეორე მხარეს იყო კონცენტრირებული“ - აცხადებს ვინსენტ მაკდონელი, კომპანია Blake Oil & Gas აღმასრულებელი დირექტორი.
მიუხედავად ამისა, მაკდონელი აღნიშნავს, რომ საქართველო განლაგებულია საკმაოდ ხელსაყრელ წერტილში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად. „სამხრეთ კასპიისა და თერგის კასპიის აუზებში თავმოყრილია კასპიის ზღვის რეგიონის პროდუქციის დიდი ოდენობა.
100 მილიონი წლის წინ ცარცისებრი კარბონის დანალექი ქანების მიერ წარმოქმნილი ეს აუზები წარმოადგენს იმავე სისტემის ნაწილს, რომელსაც მიეკუთვნება რუსეთის კავკასიის მხარე, რომელსაც, თავის მხრივ, აქვს ნავთობის წარმოების წარმატებული ისტორია. თუმცა, რუსეთში არსებული საბადოებისაგან განსხვავებით, საქართველოს საბადოები უფრო ღრმადაა განლაგებული, რის გამოც ისინი მიუწვდომელი იყო უახლესი ტექნოლოგიების აღმოჩენამდე. თერგი-კასპიის აუზი უფრო წყალმარჩხია რუსეთის მხარეს. შესაბამისად, ცარცისებრი დანალექი ქანების ადგილებში ნავთობის მოპოვება იქ ბევრად უფრო ნაყოფიერია. ჩვენი ტექნოლოგიები კი, გვაძლევს უფრო ღრმა გათხრის საშუალებას საქართველოს მხარეს მდებარე საბადოების მოსაპოვებლად. აღმოვაჩინეთ კიდეც ნავთობი. კასპიის აუზის სამხრეთ მხარეს სრულიად ახალი სურათი იხატება. ეს ტერიტორია უფრო ღრმაა და, ალბათ, უფრო რთული, მაგრამ მართლაც შეიცავს ნავთობს“- აცხადებს მაკდონელი.
გერნზში რეგისტრირებული კომპანია Blake, 2009 წელს აშშ-ის კვლევითი კორპორაციის CanArgo Energy რესტრუქტურიზაციის შედეგად დაარსდა. კომპანია CanArgo საქართველოში 1997 წლიდან მუშაობს. 2008 წელს ის გაკოტრდა ნავთობის ფასების გამო წარმოქმნილი ფინანსური სირთულეებისა და რუსეთთან 2008 წლის ხანმოკლე ომის შედეგად.
1997 წელს კომპანიამ CanArgo, გათხარა პირველი ჰორიზონტალურ ჭა კავკასიაში, რითაც ააღორძინა ნავთობის მოპოვება ნინოწმინდის ტეროიტორიაზე. საქართველოს ნავთობმოპოვების ყველაზე დიდ წერტილში, ნინოწმინდაში ნავთობის მოპოვებამ პიკს 1970-იანი წლებში მიაღწია, როდესაც დღეში 70 000 ბარელი ნავთობი მოიპოვებოდა. სამგორი-ნინოწმინდის ერთობლივმა სტრუქტურამ დღემდე 210 მილიონი ბარელის მოპოვება უზრუველყო.
ნავთობმოპოვების შედარებით მცირე მასშტაბი ჯერ არ აძლევს საქართველოს უშუალოდ სატრანზიტო ნავთობგამტარი მილებით ადგილობრივი გადაუმუშავებელი ნავთობის მიწოდების საშუალებას. ნაცვლად ამისა, ნავთობის ექსპორტი ხორცილდება საქართველოს სარკინგზო ქსელისა და შავიზღვისპირეთის პორტების მეშვეობთ ბათუმში, საიდანაც ის გააქვთ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში.
„ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ნავთობს ნინოწმინდაში და დარწმუნებულნი ვართ, რომ ვერტიკალური ჭაბურღილების მეშვეობით მნიშვნელოვნად გავზრდით ნავთობმოპოვებას. იგივე შეიძლება ითქვას ნორიოს ნავთობწარმოებაზე, სადაც ცარცისებრი ნალექები უხვად მოიპოვება, ტექნოლოგიების არარსებობის პირობებში მათი დიდი ხნის განმავლობაში გამოუყენებლობის მიზეზით. ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე ცარცისებრი ნალექების მსგავს აუზებთან შედარებით, სადაც ერთი ვერტიკალური ჭა იძლევა 16000 ბარელს დღეში, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებას საქართველოში დიდი პოტენციალი გააჩნია“ - აცხადებს მაკდონელი.
განვითარებადი ინდუსტრია
საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია ნავთობისა დაბუნებრივი აირის ინდუსტრიაში რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია მოიზიდოს. ამჟამად საქართველო, ადგილობრივი მოხმარების ნავთობისა და ბუნებრივი აირის თითქმის სრული ოდენობის იმპორტს ახორციელებს, ხოლო საქართველოს უაღრესად მნიშვნელოვანი ურთიერთობები რუსეთთან, განაპირობებს ხელისუფლების მიერ ენერგიის მარაგის მრავალფეროვნების პრიორიტიზაციას, რაც გამოიხატება ბუნებრივი აირის შესყიდვაში აზერბაიჯანისაგან და ამავდროულად, თურქმენეთსა და ყაზახეთთან მოლაპარაკებებში იმპორტის შესახებ.
მიუხედავად ქვეყნის, როგორც მნიშვნელოვანი გზაჯვარედინის, სტრატეგიული განლაგებისა, საქართველოში არ არსებობს გადამამუშავებელი ქარხნები. თუმცა ისტორიულად ქვეყანაში შეიძლება არც კი ყოფილიყო გადამამუშავებელი ინდუსტრიის აუცილებლობა. მაკდონელის თქმით, საქართველოში ისეთი დიდი ოდენობის ნავთობის ტრანზიტი ხორციელდება, რომ შესაძლებელია გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა გადაუმუშავებელი ნავთობის ადგილობრივად მოპოვების გარეშეც.
„საქართველოს იოლად შეუძლია სატრანზიტო მილსადენების ნავთობის გადამისამართება გადამამუშავებელ ქარხანაში“ - თვლის მაკდონელი.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გეგმავს ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოების ინდუსტრიაში დამატებით 84 მილიონი დოლარის ინვესტირებას 2013 წლის ბოლომდე, რამაც, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, - „უკვე გამოიწვია ინვესტორების განახლებული დაინტერესება“.
აპრილში ინდურმა კომპანიამ Jindal Petroleum განაცხადა, რომ განახორციელებს დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას მას შემდეგ, რაც მის მიერ ლიცენზირებულ ხუთ წერტილში ნავთობის აღმოჩნდება.
კომაპნიის Blake თავდაპირველი ინვესტიცია განისაზღვრება 200 მილიონი დოლარით. კომპანიას ასევე სურს საკუთარი საინვესტიციო პორტფელის გაფართოება. ერთობლივი საწარმოს შესახებ შეთანხმების ფარგლებში მან მტკვრის აუზის უკიდურესად პერსპექტიული აქტივების 50% შესთავაზა კომპანიას MND Group. თავის მხრივ, ეს ჩეხური კომპანია დააფინანსებს კომპანიის Blake აქტივების განვითარებას ნინოწმინდაში, ასევე პერსპექტიულ და დიდ ახლადაღმოჩენილ საბადოებს მანავსა და ნორიოში, რომლებიც, წინასწარი გამოთვლებით, ერთობლივად უზრუნველყოფს 339 მილიონი ბარელის ოდენობის ნავთობისა და 8.8 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობის ბუნებრივი აირის მოპოვებას. „ჩვენ კარგად ვიცნობთ საქართველოს გარემოს და ვეძებთ შესაძლებლობებს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების კუთხით. კომპანია Blake ასევე ეძებს საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვა მიმართულებებითაც, მაგალითად, ალტერნატიული ენერგიის წარმოების კუთხით“, - აცხადებს მაკდონელი.
ნავთობის კომპანების უმრავლესობა საქართველოში მუშაობს წარმოების საზიარო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ძალითაც მოპოვებული ნავთობის 50% ეკუთვნის ინვესტორს, ხოლო დანარჩენი 50% საზიაროა სახლემწიფოსა და ინვესტორისათვის. „ეს გახლავთ ძალიან მომხიბლავი შესაძლებლობა, რადგანაც უმარტივებს ინვესტორს პროექტიდან პოტენციური ამონაგების გათვლას. საქართველოში გვაქვს პროდუქციის განაწილების ძალიან სტაბილური და ნათელი პირობები, რომლებიც ძალაშია კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე“, - აცხადებს მაკდონელი.
გასათვალისწინებელია ინვესტორებისათვის ხელსაყრელი და მეტ-ნაკლებად არაკორუმპირებული ბიზნეს-გარემო საქართველოში. აშშ-ის ანალიტიკური ცენტრის Heritage Foundation 2013 წლის თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 21-ე ადგილზეა მსოფლიოს 177 ქვეყანას შორის კორუფციის დაბალი დონისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიხედვით. მაკდონელს ასეთი დასკვნა გამოაქვს:„საქართველომ დიდ წინსვლას მიაღწია. სახეზეა კარგი ფისკალური სტრუქტურა, კარგი საგადასახადო რეჟიმი და დადებითი სიტუაცია კერძო საკუთრების თვალსაზრისით. ასეთი სახის ეკონომიკური თავისუფლების წყალობით საქართველო წარმოადგენს მიმზიდველ გარემოს ინვესტიციების განსახორციელებლად“- ნათქვამია ბრიტანული გამოცემის სტატიაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა