logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
NEWEUROPE- საქართველოში მედიის თავისუფლება ბრუნდება
NEWEUROPE- საქართველოში მედიის თავისუფლება ბრუნდება
11:00 26.06.2013
გავლენიანი გამოცემა NEWEUROPE, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკას აშუქებს, აქვეყნებს სტატიას სათაურით - "საქართველოში მედიის თავისუფლება ბრუნდება"

ამა წლის იანვარში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რეზოლუცია მიიღო, სადაც გააკრიტიკა „მფლობელობის გადანაცვლებები ქართულ კერძო მედიაში“, რაც კანონიერი მფლობელებისთვის ტელეკომპანია იმედის დაბრუნებას შეეხებოდა. რეზოლუცია დაფუძნებული იყო მთელ რიგ ფაქტობრივ შეცდომებსა და გაუგებრობებზე და ძირს უთხრიდა რეფორმებს საქართველოში.
2007 წლის 7 ნოემბერს, სპეციალური დანიშნულების ძალები დამოუკიდებელი ტელევიზია „იმედის“ შენობაში შეიჭრნენ, დაიტაცეს ტელევიზიის აპარატურის დიდი ნაწილი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მომსახურე პერსონალს, მათ შორის ფეხმძიმე კორესპონდენტს. იმ ღამეს მაუწყებლობა შეწყდა და მედიასაშუალების მუშაობა 2008 წლის მარტამდე შეჩერდა.
ტელეკომპანია „იმედი“ ზოგჯერ სააკაშვილის მთავრობას აკრიტიკებდა, მან გაავრცელა ინფორმაცია 2006 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და იმ ანტისამთავრობო დემონსტრაციების შესახებ, რომელმაც 2007 წლის შემოდგომაზე, ქუჩებში ათი ათასობით დემონსტრანტი გამოიყვანა.
2008 წელს, როცა მაუწყებლობა აღდგა, ტელევიზია უკვე მმართველი პარტიის მფლობელობის ქვეშ იყო. კერძოდ, კომპანია, გიორგი არველაძის (დირექტორი, რომელიც გახლდათ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის იმდროინდელი ხელმძღვანელი), დავით კეზერაშვილის, (თავდაცვის ყოფილი მინისტრი) და გიგი უგულავას, (თბილისის მერი) მმართველობის ქვეშ იყო. უგულავას საქმე ამჟამად, არაკანონიერი ფინანსური გარიგებების ბრალდებით - ძიებაშია.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ცდილობდა ყურადღება მიეპყრო დარღვევებზე მედიასა და სიტყვის თავისუფლების სფეროში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2012 წლის ანგარიშში - „ვინ ფლობდა საქართველოს“ მიუთითა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის ორ დიდ ტელეკომპანიას ფლობდნენ და მართავდნენ ყოფილი სამთავრობო მაღალჩინოსნები ან ადმინისტრაციასთან დაკავშირებული პირები“.
ამ მოვლენებმა აგრეთვე გამოიწვია მწვავე კრიტიკა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, მათ შორის ევროპარლამენტისაც, რომელმაც 2007 წლის 26 ნოემბერს მოუწოდა „საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ ტელე და რადიო კომპანია „იმედს“ მისცენ მაუწყებლობის დამატებითი დაყოვნების გარეშე განახლების შესაძლებლობა და უზრუნველყონ კომპანიისთვის მისი შენობის დაზიანებისა და მოწყობილობების განადგურების კომპენსირება და ანაზღაურება“.
2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს ახალმა მთავრობამ, მედიის თავისუფლების აღდგენის შესახებ წინასაარჩევნო დაპირების შესრულება, ტელეკომპანია „იმედის“ მისი ყოფილი მფლობელებისთვის დაბრუნებით დაიწყო. ამან, „Freedom House“-ის მიერ, პრესის თავისუფლების 2013 წლის ანგარიშში, საქართველოს ქულების შეცვლა გამოიწვია, სადაც საქართველოს ქულა 52-დან 49-მდე ჩამოვიდა.
ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ - „ქვეყანამ სარგებელი მიიღო სატელევიზიო ბაზარზე პოლიტიკური მრავალფეროვნების ზრდით, მათ შორის წინა კერძო მფლობელებისთვის ტელეკომპანია „იმედის“ დაბრუნებით.“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კი, განაცხადა, რომ მედიაში მიკერძოებულობა შემცირდა.
„ქვეყანაში პრესის თავისუფლების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს. ჩვენ მივესალმეთ რეფორმების პროცესის დაწყებას, სადაც მთავრობა ცდილობს საკანონმდებლო პროცესში ჩართოს არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა „მედია ადვოკატირების კოალიცია“. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დანიშვნის პროცედურებში გატარებულ ცვლილებებსაც, აგრეთვე ისინიც მიესალმებიან, ვინც მედიიის თავისუფლებას იცავენ“ - ამის შესახებ, ევრკომისიის 2013 წლის მარტის ანგარიშშია ნათქვამი. კერძოდ, შეფასებაში მითითებულია, რომ - „მედიის გამჭვირვალეობის კუთხით კანონმდებლობის განხორციელება მისასალმებელი მიღწევაა“.
„იმ ძალისხმევების აღიარება, რომელიც გაღებულ იქნა დემოკრატიული ღირებულებების ხელშესაწყობად ისეთ გარდამავალ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია მის გასაძლიერებლად.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანების უფლებების სრულად განხორციელების მონიტორინგსა და ლეგალიზებაში, მათ შორის სიტყვის თავისუფლების უფლებისა და მედიის თავისუფლების საკითხებში. სწორედ ამ მიზეზით, ის მოვალეა გამოასწოროს იანვრის რეზოლუციაში აღნიშნული მცდარი წარმოდგენა საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ. ირონიულია ის, რომ ტექსტი იარაღად იქცა იმათ ხელში, ვინც თავად ზღუდავდა მნიშვნელოვან უფლებებს საქართველოში“ - ნათქვამია გამოცემის წერილში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა