logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პლასტელინის კოჰაბიტაცია ხერხემალთან თუ რეალური პრეზიდენტი?
პლასტელინის კოჰაბიტაცია ხერხემალთან თუ რეალური პრეზიდენტი?
18:10 10.06.2013
ნანა დევდარიანი; პოლიტოლოგი

როდესაც საძულველ რეჟიმს ხერხემალში გამტეხი გამოუჩნდა, ხალხმა, როგორც ხდება ხოლმე, მიიჩნია, რომ მან უკეთ იცის, ვისთან ერთად, როგორ და როდის იმოქმედოს - აღადგინოს სამართლიანობა, შეამციროს ტარიფები, გაზარდოს პენსიები, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, ხელმისაწვდომი გახადოს ჯანდაცვა... ერთი სიტყვით, ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს, თუმცა ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა. ფაქტობრივად, პარლამენტის უმრავლესობისა და მინისტრების შემადგენლობის გარდა, საგრძნობი ცვლილებები არ ჩანს. ყბადაღებული კოჰაბიტაციის თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ დაიტოვა ერთ–ერთმა მინისტრმა მისი წინამორბედის პირადი მძღოლი და მდივანი. ცხადია, არც დანარჩენი სამინისტროებიდან უჩქარია ვინმეს „ნაციონალური“ კადრების გაშვება და ყველა მეოცნებე, რომელიც დაკარგულ სამსახურებში დაბრუნებაზე ოცნებობდა, ხახამშრალი დარჩა.
საკუთარი თანაგუნდელების დაცვა, „ნაციონალებმა“ რომ იციან, ისეთი უნდა: დამნაშავესაც კი კბილებით იცავენ, „ქართული ოცნება“ კი, მაგალითად, კობა დავითაშვილს არც მაშინ გამოესარჩლა, როცა სერგო რატიანი დაესხა თავს და არც მერე, როცა ჯანმრთელობის დაზღვევაში არსებულ ვითარებაზე თქვა სიმართლე! პირიქით, თავს დაესხნენ, ხოლო უმრავლესობის ლიდერმა ამავე საკითხზე გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო თქვენს მონა–მორჩილსაც მოთხოვა ბოდიშის მოხდა! ბატონებო, ბოდიში ჯერ იმათ მოთხოვეთ, ვინც პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით გიმშვენებთ გვერდს – თუ შეძლებთ, რა თქმა უნდა!
26 მაისის შემოქმედნი დღეს ისე გავეშებით გაჰყვირიან ძალადობაზე, თითქოს ორი წლის წინ ასეულობით ნაცემი, ნაწამები, დაპატიმრებული ადამიანი მათ სინდისზე არ იყოს, ხოლო რაკი დახოცილი და მაღაზიის სახურავზე შემოწყობილი ადამიანები ლგტბ არ იყვნენ, მათი სიკვდილი ეპატიებოდეთ! მეოცნებეებო, მაგათ მოთხოვეთ პასუხი, თუ მაგარი ბიჭები ხართ!
თუმცა ჯერჯერობით ხერხემლად ნამუშევარ ვანო მერაბიშვილს ბრალი სულ სხვა საქმეებზე აქვს წაყენებული და მისი დაკავებაც უფრო მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უნდა უკავშირდებოდეს, თორემ ამის გაკეთება ამ შვიდი თვის განმავლობაშიც შეიძლებოდა. მართლაც, 1 ოქტომბერს, არჩევნების წლისთავზე ამომრჩეველს უამრავი კითხვა ექნება მმართველ გუნდთან, რომელზეც პასუხის გაცემა ერთობ რთულია. ივანიშვილის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად „პლასტელინის კაცის“ დასახელება კი, კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს.
გიორგი მარგველაშვილი უდავოდ დადებითი პიროვნებაა, ნაკითხი და ინტელიგენტი, მაგრამ პრეზიდენტს, ამ თვისებების გარდა, პოლიტიკური გამოცდილება სჭირდება. საიდუმლო არ არის, რომ მსოფლიო პოლიტიკის კულუარებში საკითხებს ძირითადად პირადი კონტაქტები და ნდობა წყვეტს. მარგველაშვილს წლები დასჭირდება ერთისა და მეორის მოსაპოვებლად. იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი საქართველოს წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში, ვიდრე იგი ისწავლის, ბევრი საკითხი ჰაერში გამოეკიდება. მეორეც არის: ჩაუჯდებოდით ავტობუსში მძღოლს, რომელიც გზადაგზა სწავლობს ტარებას? მე – არა!
ასეც რომ არ იყოს, მარგველაშვილის ნათქვამი, რომ ის პლასტელინის კაცია და სადაც მიაგდებენ, იმ ფორმას მიიღებს, ამომრჩევლისთვის მკაფიო მესიჯია: - ძნელად საპოვნია კოჰაბიტაციისკენ პლასტელინზე მეტად მიდრეკილი მასალა. არადა, ამომრჩეველს კოჰაბიტაციისთვის ნამდვილად არ მიუცია ხმა. მან რეჟიმის გასტუმრებას დაუჭირა მხარი!
მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, დღეს ქართულ პოლიტიკაში ერთი ფიგურაა, რომელსაც უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება, დასავლეთთან და რუსეთთან დიალოგის ერთნაირი პოტენციალი აქვს. 26 მაისი ვახსენე და მისი პოლიტიკური სიმძიმეც ამ ერთმა ფიგურამ აიღო საკუთარ თავზე. კარგია, რომ იგი ბოლო ხუთი წელიწადი ოპოზიციაშია. ესეც ფასდაუდებელი გამოცდილებაა იმ ვითარებაში, როცა უმრავლესობიდან წასული პოლიტიკოსები მხოლოდ სხვათა ლიდერობით ახერხებენ ისევ უმრავლესობაში დაბრუნებას. ნინო ბურჯანაძე ლოკომოტივს არ გამოკიდებია. მან საერთოდ არ მიიღო 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა, რაკი ივანიშვილმა „შუა გაკრეფილად“ გამოაცხადა და ესეც უდავოდ მართებული გადაწყვეტილება იყო.
მოახერხებს თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიცია გაერთიანებას და ბურჯანაძის, როგორც ყველაზე ძლიერი კანდიდატის მხარდაჭერას? კარგი იქნებოდა, მაგრამ თუ სხვადასხვა, მათ შორის, მეტად სუბიექტური მიზეზების გამო ეს არ მოხერხდება, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საბოლოო არჩევანს ქართველი ხალხი აკეთებს და არა პოლიტიკური ლიდერები.
ვინც არ უნდა წამოაყენოს საპრეზიდენტო კანდიდატად „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისი გამარჯვება წარმოუდგენელია. ეს მათაც ძალიან კარგად იციან და მეორე ადგილისთვის იბრძვიან, რათა ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციის ნიშა შეინარჩუნონ. ამომრჩეველმა ეს არ უნდა დაუშვას. ნაძალადევის რაიონში შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ყოფილ მმართველ პარტიას მეორე ადგილი სულაც არა აქვს გარანტირებული. მეტიც, კუკავასა და მანჯავიძეს ერთმანეთისთვის ხმები რომ არ გაეყოთ, დღეს ნაძალადევის მაჟორიტარი არც „ნაციონალების“ წარმომადგენელი იქნებოდა და არც „ოცნებისა“ და ეს ხალხს მხოლოდ წაადგებოდა.
კოჰაბიტაციის ხიბლში მყოფ პოლიტიკოსებს ამომრჩეველმა უნდა აჩვენოს, რომ მათი კინკლაობით ან სიამტკბილობით სულაც არ არის დაინტერესებული. ნინო ბურჯანაძის არჩევით ხალხს ორი ძირითადი პოლიტიკური მოთამაშის ბალანსისა და კონტროლის მექანიზმი უჩნდება. და კიდევ ერთი: საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძის გამარჯვება (რაც სრულიად რეალურია) იმის საწინდარი იქნება, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს და 40%–ით პარლამენტში თავშეფარებული „ნაციონალები“ გაყალბებითა და ძალადობით მითვისებულ მანდატებს დაემშვიდობონ. 1 ოქტომბერს „ნაციონალების“ ჩამოშლა დაიწყო, მაგრამ პროცესი დუნედ და უშედეგოდ მიდის. ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის რანგში ამომრჩევლის ამ მოთხოვნას შეასრულებს და „ნაცმოძრაობას“ საბოლოოდ გაისტუმრებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა