logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ამერიკელი ქართველების“ თვალით დანახული 17 მაისი
„ამერიკელი ქართველების“ თვალით დანახული 17 მაისი
16:20 06.06.2013
ძალიან გამიკვირდა ბატონი პრემიერის განცხადება ჩვენი ხალხი ამას ჯერ შეჩვეული არააო. მისგან არ მოველოდი. რას უნდა შევეჩვიოთ ? იქნებ კარგი რამე მოვიფიქროთ და იმას შევეჩვიოთ;

მათი პროპაგანდა–ეს არის შემზარავი გეგმა, რომელსაც ახორციელებენ მასონები და ეს გეგმა მიზნად ისახავს ადამიანთა გარყვნასა და დამორჩილებას მოჩვენებითი სიმშვიდითა და კონსტიტუციის უზენაესობით;

ნინია კაკაბაძე რომ იტყვის– ეს დამპალი მღვდელიო... რას ქვია დამპალი მღვდელი. დამპალი და გადაჯიშებული ამის მთქმელია;

ვეკითხები ცოლ – ქმარს თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს და ჰომოსექსუალისტების სხვა მხარდამჭერებს – გინდათ თქვენი შვილი ჰომოსექსუალი იყოს?;

როდესაც საბერძნეთი შედიოდა ევროკავშირში, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ განუმარტა მათ, რომ ათონის მთაზე ქალთა არდაშვება, მდედრობითი სქესის მიმართ დისკრიმინაციას უკავშირდებოდა. ბერძნების პასუხი იყო, რომ ისინი არ დაუშვებდნენ ტრადიციებში გამონაკლისს ევროკავშირში შესვლის სანაცვლოდ. საბერძნეთი ევროკავშირში მაინც მიიღეს;


მიმდინარე წლის 17 მაისის აქცია, დღემდე რჩება ქართული და არა მარტო ქართული პოლიტიკური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ უფლებადამცველების განსჯა-განხილვის საგანი.

რამდენად მისაღებია მსგავსი ტიპის აქციები ქართული რეალობისთვის, რა მდგომარეობაა ამ კუთხით „დემოკრატიის მექად“ აღიარებულ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რას ფიქრობს ამ საკითხზე ამერიკის ქართული დიასპორა და ვის ადანაშაულებენ ისინი 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამის შესახებ სააგენტო „ნიუსპრესის“ რეპორტაჟი ნიუ-იორკიდან:

მამა ალექსანდრე (თანდილაშვილი) – ნიუ-იორკის წმ.ნინოს სახელობის ქართული ტაძრის მოძღვარი:

-ყოვლად დაუშვებელია საქართველოში მამათმავლების მხარდასაჭერი პროპაგანდა. ეს საკითხი არამარტო საქართველოზე აისახება ცუდად, არამედ ამერიკაზეც, ინგლისზეც, საფრანგეთზეც და ყველა იმ ქვეყანაზე, სადაც ასეთ ადამიანებს თავისუფალი არეალი აქვთ. რამდენიმე დღის წინ ვუსმენდი სტატისტიკურ მიმოხილვას ასეთ ქვეყნებში შობადობის პროცენტული რაოდენობის შესახებ. მაგალითად ინგლისში, შობადობის სტატისტიკით, ინგლისელი მხოლოდ 32% იბადება, დანარჩენები ჩასული ხალხია. უარესი მდგომარეობა ყოფილა გერმანიაში. ეს კი იმის ბრალია, რომ არასწორი ორიენტაციის პროპაგანდამ იქაური ქალები გააბერწა და დედობისათვის უვარგისი გახადა. ამხელა ქვეყნები ვერ უძლებენ და საქართველოსათვის ხომ კატასტროფა იქნება. საქართველოსთვის პირველ რიგში ეს ყოფნა–არყოფნის საკითხი გახლავთ, მეორე რიგში ღირსების საქმეა. უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც უამრავი წმინდანი ცხოვრობდა, ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, რომლებმაც სიცოცხლის ფასად დაიცვეს სარწმუნოება და პატიოსნება. მე ძალიან გამიკვირდა ბატონი პრემიერის განცხადება, მისგან არ მოველოდი, როდესაც განაცხადა, რომ ჩვენი ხალხი ამას ჯერ შეჩვეული არააო. რას უნდა შევეჩვიოთ? იქნებ კარგი რამე მოვიფიქროთ და იმას შევეჩვიოთ. ვაჟკაცობის მაგალითები გვიჩვენონ, რომ ჩვენმა შვილებმა აიტაცონ და შეეჩვიონ. მაშინ ნარკომანიაც გამოვიტანოთ ქუჩაში და იმასაც შეეჩვევა ხალხი. მეძავებმა რაღა დააშავეს? ისინიც გამოვიყვანოთ სახალხოდ და ჩავთვალოთ, რომ აქ ცუდი არაფერია. ამერიკის შტატების უმრავლესობაში და ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა კანონით იკრძალება, რაც ძალიან კარგია. ქუჩაში ამის გამოტანა დანაშაულია. ჩვენი პოლიტიკოსები მაგათ მხარდაჭერაში გარკვეულ დივიდენდებს იღებენ და გაიძახიან, რომ ევროკავშირში არ მიგვიღებენ და ნატოში არ მიგვიღებენო. ეს დიდი სისულელეა.

- აცხადებენ, რომ მამაოები ცუდად მოიქცნენ, ძალადობას მიმართეს და ა.შ. პატრიარქმაც განაცხადა, რომ მან სინამდვილე არ იცოდა

იმის ფაქტები რომ ჰქონდეთ, რომ მამაოებმა დანაშაული ჩაიდინეს, 24 საათის განმავლობაში წაღმა–უკუღმა დაატრიალებდნენ. ბილწსიტყვაობაც ხომ ფაბრიკაცია აღმოჩნდა. რაც შეეხება ტაბურეტიან მამაოს, ტაბურეტის ტარება დანაშაული სულაც არა არის. მე მინახავს ჩვენთან სიონში და სხვა ტაძრებში თავიანთი სკამებით როგორ მოდის ხალხი. თუ ვინმემ დაინახა, რომ მამაომ ის ტაბურეტი ვინმეს ჩაარტყა ან შეიგინა, –ეს იქნებოდა ფაქტი და მართლაც იქნებოდა უღირსი საქციელი სასულიერო პირისგან. ღმერთს მადლობა, რომ ეს ასე არ ყოფილა. ერი და ბერი ერთად დადგა და ეს ასეც უნდა იყოს. მათ ერის ღირსება და ნამუსი დაიცვეს. სასულიერო პირებს ძალადობისათვის არ მიუმართავთ და ვინც მიმართა ეს კიდევ გამოსარკვევია.
ვისურვებდი, რომ ეს აღარ განმეორდეს. ასეთი გადახრის ადამიანები ყოველთვის იყვნენ და მომავალშიც იარსებებენ, მაგრამ ქუჩაში ნუ გამოიტანენ ამ სოდომის ცოდვას და თავს ნუ მოგვახვევენ თავიანთ გაუკუღმართებულ სექსუალურ ორიენტაციას.

ნიკო ნადირაშვილი; მუსიკოსი, ტრიო „საუნჯის“ ხელმძღვანელი:

-საქართველოში, როცა ხელისუფლება არ გაითვალისწინებს მართლმადიდებლური ეკლესიის რჩევებს, მით უმეტეს პატრიარქისას, –ასეთი ხელისუფლება ქვეყანას ყოველთვის დააზარალებს. პატრიარქის გვერდით გამოჩენა და მასთან ერთად სანთლების დანთება ყველას უნდა. გადასწრებაზე არიან ზოგიერთები. ევროპელებს კი, თუ უნდათ, რომ ევროპელობა დაიბრუნონ, ქართველებს მოგვბაძონ.

ზვიადი ინასარიძე; 22 წლის- სტუდენტი:

ნიუ–იორკში ვცხოვრობ და ახლოს ვიცნობ არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებსაც. მქონია საუბარი მათთან, თუ როგორ უყურებენ ისინი მათ წინააღმდეგ საზოგადოების აზრს. ასეთი ორიენტაციის ადამიანებს ერთი პასუხი აქვთ, რომ ისინი არიან სრულყოფილი ადამიანები და არ აქვთ განცდა იმისა, რომ არანორმალურად იქცევიან. პირიქით, მათ თავი მოაქვთ ჰუმანურ და დახვეწილ ადამიანებად, არ განიკითხავენ არავის და არაფერი აქვთ საწინააღმდეგო ტრადიციული ოჯახების მიმართ. მათი ეს ჰუმანურობა იქედან გამომდინარეობს, რომ მათ არ შესწევთ საიმისო ძალა ვინმეს დაუპირისპირდნენ. მათი პროპაგანდა –ეს არის შემზარავი გეგმა, რომელსაც ახორციელებენ მასონები და მიზნად ისახავს ადამიანთა გარყვნასა და დამორჩილებას მოჩვენებითი სიმშვიდითა და კონსტიტუციის უზენაესობით. ისე, რომ ამ კონსტიტუციაში ერების ინტერესები არ არის გათვალისწინებული. ჰომოსექსუალიზმი არის დაავადება და ასეც იყო ცნობილი 1993 წლამდე, შემდეგ კი ცვლილება შეიტანეს მედიცინის შეხედულებაში და ავრცელებენ აზრს, რომ ის ნორმალური მოვლენაა. ერთი წუთით დავუშვათ და მივიღეთ ეს ადამიანები. ჩვენ არ შეგვეცვლება ორიენტაცია, მაგრამ ჩვენი შთამომავლობა ხომ დიდი საფრთხის წინაშე დადგება? რაც შეეხება მათ პროპაგანდას ჩემს ქვეყანაში: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არის მართლმადიდებელი. როდესაც საბერძნეთი შედიოდა ევროკავშირში, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ განუმარტა მათ, რომ ათონის მთაზე ქალთა არდაშვება უკავშირდებოდა დისკრიმინაციას მდედრობითი სქესის მიმართ. ბერძნების პასუხი ასეთი იყო, რომ ისინი არ დაუშვებდნენ ტრადიციებში გამონაკლისს ევროკავშირში შესვლის სანაცვლოდ. საბერძნეთი ევროკავშირში მაინც მიიღეს. საქართველო საბერძნეთზე ნაკლები ისტორიისა და ტრადიციების ქვეყანა არ არის. ქრისტიანობა ქართველებისათვის მარტო რელიგია არაა. ქრისტიანობა იყო ის, რამაც მოგვცა ერთობა და დიდება ნიკოფსიიდან–დარუბანდამდე, გვასწავლა სამშობლოსათვის თავის გაწირვა, დედისადმი პატივისცემა, მეგობრისადმი წუხილი და მოყვასის სიყვარული. ეხლა კი ყველა ამ ღირებულებებს ებრძვიან. ქრისტიანობას არასწორი ღირებულებები არ შემოუტანია. ამას ამტკიცებს მისი ისტორია და დღეს რატომ უნდა მივიღოთ ეს არასწორი, გაუკუღმართებული ღირებულებები? მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკუღმართი ღირებულებები საქართველოს დაღუპავს და ამიტომ მათ არ ვენდობი.

გია მელიქიშვილი; ქართული დიასპორის წარმომადგენელი შეერთებულ შტატებში:

უმთავრესი კითხვაა–ბავშვებს როგორ უნდა განვუმარტოთ ქუჩაში გამოფენილი ასეთი „მხიარული“ სანახაობების შინაარსი ?

დოდო მილორავა; ქართული დიასპორის წარმომადგენელი შეერთებულ შტატებში:

–ჰომოსექსუალიზმი არის ავადმყოფობა. თავში არის ერთი წერტილი, რომელიც შეიძლება წაშალო და ადამიანი ჩვეულებრივი ცხოვრების წესს დაუბრუნდება. ეს დემოკრატია არ არის. დემოკრატია გარყვნილებას და მის ლეგალიზაციას არ ნიშნავს. რომელი დემოკრატიაა ის, რომ იმ გარყვნილს იცავ და ჩემს უფლებას არღვევ. მე მაქვს ოჯახი, გავზარდე წესიერი შვილი და არ მინდა ჩემმა შვილმა იცხოვროს ასეთ გარემოში. ვინ ხარ შენ, რომ მე ამ უფლებას მიზღუდავ. უმცირესობის უფლებებს იცავ და უმეტესობის უფლებებს არღვევ. ნინია კაკაბაძე რომ იტყვის– ეს დამპალი მღვდელიო... რას ქვია დამპალი მღვდელი, დამპალი და გადაჯიშებული ამის მთქმელია. ან დედა ენის ძეგლთან როგორ მისცეს უფლება რომ შეკრებილიყვნენ.

ოჯახებს გაუკეთონ რეკლამა, მრავალშვილიან ოჯახებს. რატომ ხარჯავენ გარყვნილებაში ამდენ ფულს. ინვალიდი ბავშვები ცოტა გვყავს? მათ დაახარჯონ ეს ფულები. ვეკითხები ცოლ–ქმარს თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს და ჰომოსექსუალისტების სხვა მხარდამჭერებს –გინდათ თქვენი შვილი ჰომოსექსუალი იყოს?

ნანა მეფარიშვილი; პოეტი:

ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებული მოვლენები, რაც საქართველოში ხდება, ერის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. ცხადია ძალადობას უნდა გავემიჯნოთ, მაგრამ როცა ვხედავთ, როგორ გვექცევა თავზე აქამდე სისხლით მოტანილი ქვეყანა, როცა ბინძური ხელებით ბილწავენ სიწმინდეებს, როცა ერისა და რწმენის გადაგვარებისაკენ გვიბიძგებენ, – ამ დროს სწორედ ერთად უნდა დადგეს ერიცა და ბერიც. 17 მაისს ქართველმა ხალხმა სამართლიანად აიმაღლა ხმა სამარცხვინო გეი –აღლუმის წინააღმდეგ.

ქეთევან ინასარიძე 20 წლის; სტუდენტი:

მამათმავლობა, სქესის შეცვლა და სხვა, ყველა ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი და სულიერი ავადმყოფობაა. გვიყვარხართ და გვინდა, რომ გამოსწორდეთ. გთხოვთ –ნუ იცხოვრებთ ამ მომაკვდინებელ ცოდვაში და ნურც მის პროპაგანდას ეწევით.


ლელა ჭელიძე
„ნიუსპრესის“ ამერიკა–კანადის ბიურო

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა