logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
Forbes – ივანიშვილი კრემლის მოგზავნილი ნამდვილად არ არის
Forbes – ივანიშვილი კრემლის მოგზავნილი ნამდვილად არ არის
13:17 31.05.2013
სააკაშვილი შეგნებულად ცდილობდა „თბილისში ჩვენი კაცის“ როლის მორგებას;

სააკაშვილმა ჩათვალა, რომ საუკეთესო გზა, რომლის მეშვეობითაც საქართველო უზარმაზარ, აგრესიულ და ბირთვულ ქვეყანას გაემიჯნებოდა, ფეთქებადი ხასიათით ცნობილი და შურისმაძიებელი ვლადიმერ პუტინის გაღიზიანება-გასაცოფებლად ყველა შესაძლო გზის მოსინჯვა იყო;

განსხვავებით სააკაშვილისაგან, ივანიშვილი ბევრად უფრო მშვიდ და ფრთხილ თამაშს თამაშობს;


რეიტინგული ამერიკული გამოცება „ფორბსის“ ანალიტიკოსი მარკ ედომენი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვრცელ მასალას უძღვნის და აცხადებს, რომ საქართველო თავისი პოლიტიკით ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მიიწევს და ზოგიერთი ევროპელი და ამერიკელი ჟურნალისტის შეფასება ბიძინა ივანიშვილის პრორუსულობაზე, საფუძველს მოკლებულია:

მას შემდეგ თითქოს საუკუნე გავიდა, მაგრამ 2012 წლის შემოდგომაზე, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებამ, მავანთა შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ჯეიმი კირჩიკმა განაცხადა, რომ სააკაშვილის დამარცხება „რუსეთის გამარჯვების“ ტოლფასია, ხოლო ივანიშვილი „ნამდვილად დააბრუნებს საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში“. ჯენიფერ რუბინმა კი (Washington Post) ივანიშვილი, „საქართველოში ვლადიმერ პუტინის კაცად“ შერაცხა და მას „მჩაგვრელი“ უწოდა. არჩევნებამდე ნეოკონსერვატორ მემარჯვენეთა გარკვეული ჯგუფების მხრიდან, ივანიშვილის მიმართ გაჟღერებულ სიძულვილს, ბანი მისცა გამოცემამ Weekly Standard-მ, განაცხადა რა, რომ ივანიშვილის ზეობის შემთხვევაში „საქართველოს დემოკრატიასა და საქართველოს უმცირესობებს კიდევ ერთი უმძიმესი დარტყმა ემუქრება“.

მაშ, რა მოხდა შვიდ თვეზე მეტ დროში არჩევნების შემდეგ? რა გააკეთა რეალურად ივანიშვილმა? ნუთუ მართლა დააბრუნა საქართველო მოსკოვის გავლენის სფეროში? ნუთუ მართლა უარყო დასავლეთთან ინტეგრაცია? სრულიადაც არა. აი, რა განაცხადა ახლახანს „პუტინის კაცმა“ საქართველოს მხრიდან ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მცდელობის შესახებ: - „მომავალ წელს ძალიან სერიოზული ნაბიჯი უნდა გადავდგათ და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მოვიპოვოთ. ეს გეგმა ჩვენი მკაფიო სამიზნეა. მომავალ წელს იმართება ალიანსის ლიდერების შეხვედრა და ჩვენ დამაჯერებელად უნდა წავიწიოთ ამ მიმართულებით. ჩვენ უნდა გავხდეთ ალიანსის წევრი ქვეყანა, ხოლო ჩვენს მებრძოლებს, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ ამ მიზნის მისაღწევად [იგულისხმება ალიანსში გაწევრიანება]“.
დამეთანხმებით, ეს პუტინის კლონის სიტყვები არ უნდა იყოს.

სულ სხვაა საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის მიღება-არ მიღების საკითხი 2014 წელს, პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას სამოქმედო გეგმის შესახებ იღებს არა საქართველო, არამედ ალიანსის ამჟამინდელი წევრები. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ზუსტად იმას, რასაც მისგან მოელიან, თუკი გავითვალისწინებთ დასავლეთთან ინტეგრაციის გაღრმავების უდიდეს მხარდაჭერას საქართველოს საზოგადოების მხრიდან, ანუ ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს პროგრესის მისაღწევად ამ მიმართულებით.
როგორც რადიო „თავისუფალი ევროპისა“ და რადიო „თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულმა კვალიფიციურმა დასკვნამ ცხადყო, ივანიშვილის კურსი საქართველოს საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს: მოსახლეობის 68% თვლის, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ ყველაზე უკეთ წარმართავს ურთიერთობებს რუსეთთან, ხოლო 54% მიიჩნევს, რომ კოალიცია უზრუნველყოფს ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. ჯერ კიდევ გასულ შემოდგომაზე, საქართველოში არსებული მწვავე, თითქმის ძალადობრივი განხეთქილების ფონზე, „ქართული ოცნების“ მიერ, რუსეთთან მიმართებით აღებული პოლიტიკური კურსის 68%-იანი მხარდაჭერა თითქმის სასწაულად გვევლინება და ცხადყოფს, რომ ივანიშვილი სწორედ საქართველოს საზოგადოების მიერ მხარდაჭერილ კურსს მისდევს.

მაშ, რატომ ამოიძულეს ასე ივანიშვილი ამერიკელი მემარჯვენეების გარკვეულმა ჯგუფებმა მაშინ, როცა მას არასოდეს დაუმალავს პრო-დასავლური ორიენტაცია და ალიანსისაკენ მიმავალი გზისადმი ერთგულება? თუნდაც იმიტომ, რომ მან გაბედა მიხეილ სააკაშვილისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიხვეჭა ხმამაღალი ანტი-რუსული პოზირებისა და არანაკლებ ხმამაღალი პრო-ამერიკანიზმის წყალობით. სააკაშვილი შეგნებულად ცდილობდა „თბილისში ჩვენი კაცის“ როლის მორგებას. საკმაოდ ბევრი ადამიანი, რომლებსაც ეს არ უნდა შეშლოდათ, წამოეგო მის ანკესზე. რადგანაც სააკაშვილმა ესოდენ მოხერხებულად წარადგინა თავი, როგორც ამერიკის ერთადერთი სანდო მოკავშირე რეგიონში და
საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ერთადერთი იმედი, ბევრმა ჩათვალა, რომ რადგანაც ივანიშვილი ეწინააღმდეგება სააკაშვილს, ის ყველაფერ იმასაც უნდა ეწინააღმდეგებოდეს, რასაც სააკაშვილი წარმოადგენს და ემხრობა.

თუმცა, ზოგადად, განსხვავება სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის უფრო ტაქტიკური ხასიათისაა, ვიდრე სტრატეგიული: მათ შორის დავა თითქმის შემაძრწუნებელი სიზუსტით იმეორებს დებატებს რეალისტებსა და ნეოკონსერვატორებს შორის აშშ-ში. როგორც სააკაშვილს, ასევე ივანიშვილს სურს ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, ორივეს სურს საქართველოს გამოყვანა რუსეთის გავლენის სფეროდან. განსხვავება მათ შორის მდგომარეობს გზებში, რომელთა მეშვეობითაც ისინი აპირებენ ამ მიზნების განხორციელებას.

რაღაც გაურკვეველი მიზეზით, სააკაშვილმა ჩათვალა, რომ საუკეთესო გზა, რომლის მეშვეობითაც საქართველო გაემიჯნებოდა უზარმაზარ, აგრესიულ და ბირთვულ ქვეყანას მის ჩრდილოეთით, იყო ყველა შესაძლო გზის მოსინჯვა ფეთქებადი ხასიათით ცნობილი და შურისმაძიებელი ვლადიმერ პუტინის გაღიზიანება-გასაცოფებლად. ნაცვლად მშვიდი ნაბიჯებისა რუსეთზე საქართველოს დამოკიდებულების შესამცირებლად და ქვეყნის შესაძლებლობების ნაბიჯ-ნაბიჯ განმტკიცებისა მოსკოვის ზეწოლასთან გასამკლავებლად, სააკაშვილმა, შეძლებისდაგვარად, ფართოდ და ხმამაღლა განაცხადა საკუთარი მიზნების შესახებ, გამოთქვამდა რა ტელევიზიით ასეთ ფრაზებს: „ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს რუსეთთან. ჩვენ ახლა დასავლეთის შემადგენელი ნაწილი ვართ“. ამ „გეგმის“ სრული ფიასკოს მიზეზების დანახვა დღეს რთული არ არის.

განსხვავებით სააკაშვილისაგან, ივანიშვილი თამაშობს ბევრად უფრო მშვიდ და ფრთხილ თამაშს და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავების ნაცვლად, განზრახ ცდილობს მათ მინიმალიზაციას. ასეთი ისტორიული ფონის ზედაპირული მიმოხილვა ცხადყოფს, რომ ეს მცირე ტაქტიკური განსხვავება სინამდვილეში არც ისე მნიშვნელოვანია: ივანიშვილი კვლავინდებურად ერთგულია ალიანსში გაწევრიანებისა და საქართველოს დასავლეთთან დაახლოებისა, მის მიერ ამ მიმართულებით
გადადგმული ნაბიჯების შედეგად კი, საქართველოს საზოგადოება სწორედ მას უჭერს მხარს.

საქართველოს მიერ ალიანსში გაწევრიანებისაკენ სულ უფრო აქტიურად გადადგმული ნაბიჯების კვლადაკვალ, უპრიანია, გავიხსენოთ ყველა ის ისტერიული შეტევა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც მის არჩევას მოჰყვა და შევადაროთ ეს გააფთრებული ბრალდებები მის მიერ რეალურად შესრულებულ სამუშაოს პრემიერის რანგში. არის კიდევ შესაძლებლობა, რომ ივანიშვილმა ვერ მიიყვანოს საქართველო დასავლეთთან ინტეგრაციამდე? დიახ. ძალიანაც შესაძლებელია, რომ მოსკოვი შეაძრწუნოს ალიანსის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობამ, რის გამოც ის რადიკალურ ზომებს მიიღებს. უფრო უცნაური ამბებიც მომხდარა. თუმცა, თუკი საქართველოს იმედები ალიანსთან დაკავშირებით არ გამართლდა, ამის მიზეზი იქნება არა ბიძინა ივანიშვილი, როგორც „პუტინის კაცი საქართველოში“, არამედ ამ მიზნის თანდაყოლილი სიმძიმე და სირთულე.

მარკ ედომენი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა