logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
26 მაისს ჩემი წამება და ცემა პირადად გრიგოლ კვინიკაძის ხელმძღვანელობით ხდებოდა
26 მაისს ჩემი წამება და ცემა პირადად გრიგოლ კვინიკაძის ხელმძღვანელობით ხდებოდა
16:09 28.05.2013
ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაგვაკავეს, ძირს დაგვყარეს და უმოწყალოდ გვცემდნენ;

სამართალდამცავები ჩვენგან აღიარებით ჩვენებას ითხოვდნენ, რომ თითქოს ჩვენი მანქანა დაეჯახა იმ პოლიციელს, რომელიც შემდგომ აქციაზე გარდაცვლილად გამოცხადდა;

სამმართველოში სასწაული ხდებოდა, ყველა უმოწყალოდ იყო ნაცემი, მსგავსი რამ არ მინახავს;

გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს შორის, ყოფილმა პოლიტპატიმარმა კობა გოცირიძემ, ერთ-ერთ დაკავებულში ის პიროვნება ამოიცნო, რომელიც 2011 წლის 26 მაისს, მისი წამების პროცესს პირადად ხელმძღვანელობდა.

ყოფილი პოლიტპატიმრის განცხადებით, პიროვნება, რომელიც მასზე და სხვა დაკავებულებზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, - გრიგოლ კვინიკაძეა.

26 მაისს მისი წამების შესახებ, „ნიუსპრესს“ თავად კობა გოცირიძე ესაუბრება.

ბატონო კობა, როგორ მოხდა 26 მაისს თქვენი დაკავება და სამმართველოში გადაყვანა?

2011 წლის 26 მაისის აქციის დროს, როდესაც ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და აქციის მონაწილეების დარბევა დაიწყო, მე და ჩემმა მეგობრებმა მანქანით დავიწყეთ გადაადგილება, რომელიც შიდა ტერიტორიაზე გვყავდა გაჩერებული. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩვენს მანქანაზე განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული. თავისუფლების მოედანზე ჩვენი მანქანის მიმართულებით დაიწყეს სროლა, სანაპირომდე პოლიციის მანქანებით მოგვსდევდნენ და გვესროდნენ. გადავწყვიტეთ თავი რომელიმე საელჩოსთვის შეგვეფარებინა. ვაკეში, ჩეხეთის საელჩოსთან ავტოავარიაში მოვყევით, საელჩოს კედელს შევეჯახეთ და ამის გმო ვეღარ მოვახერხეთ შენობაში შესვლა. მხოლოდ ერთმა ჩვენმა მეგობარმა, რომელიც მანქანას მართავდა, მოასწრო და შენობაში შევიდა. ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ჩვენ ადგილზე დაგვაკავეს, ძირს დაგვაწვინეს და უმოწყალოდ გვცემდნენ. ეს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შემდეგ კი პოლიციის სამმართველოში გადაგვიყვანეს სადაც უკვე ჩვენი წამება დაიწყო.

რა ხდებოდა სამმართველოში, როგორ გეპყრობოდნენ თქვენ და სხვა დაკავებულებს?

სამართალდამცავები ჩვენგან აღიარებით ჩვენებას ითხოვდნენ, რომ თითქოს ჩვენი მანქანა დაეჯახა იმ პოლიციელს, რომელიც შემდგომ, აქციაზე ესკორტის დაჯახების შედეგად გარდაცვლილად გამოცხადდა. სამმართველოში სასწაული ხდებოდა, ყველა უმოწყალოდ იყო ნაცემი, მსგავსი რამ არც მინახავს. როგორ შეიძლება შენივე ქვეყნის შვილს ასე მოექცე რაც არ უნდა დამნაშავე იყოს ის, მითუმეტეს რომ ჩვენ არანაირი დანაშაული არ ჩაგვიდენია.

თქვენ, იმ პირებს შორის ვინც პატიმრებს აწამებდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამოიცანით, რომელიც ამჟამად დაკავებულია, ვინ არის ეს პიროვნება და რა სახის ზეწოლას ახორციელებდა დაკავებულებზე?

მე მხოლოდ ეს პოლიციელი არ ამომიცვნია, 26 მაისის საქმეზე როდესაც გამოძიება მიმდინარეობდა, იმ სამართალდამცავებიდან ვინც გვაწამებდა, რამდენიმე მაღალჩინოსანი ამოვიცანი. ამის შესახებ პროკურატურასაც 26 მაისის საქმის გამოძიების დროსაც განვუცხადე, შემდეგ კი, როდესაც ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამაზ თამაზაშვილის საქმეზე პოლიციელები დააკავესო, კადრების ნახვის დროს გრიგოლ კვინიკაძეც ამოვიცანი.

ანუ ეს ადამიანი პირადად მონაწილეობდა პატიმრების წამებაში?

დიახ. მე პირადად როდესაც დამაკავეს და სამმართველოში გადამიყვანეს, ჩემი წამება და ფსიქოლოგიური ზეწოლა, პირადად გრიგოლ კვინიკაძის ხელმძღვანელობით ხდებოდა. თავად კვინიკაძე მიტარებდა დაკითხვას და ჩემგან აღიარებით ჩვენებას ითხოვდა.

აპირებთ თუ არა მის ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობას?

კვინიკაძის ამოცნობის შემდეგ, პროკურატურაში ჩვენების მისაცემად დამიბარეს.
შესაბამისად, მე გამოძიებას ჩვენება უკვე მივეცი, მეტს კი ამ ეტაპზე, ისევ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერაფერს ვერ ვიტყვი.

ლიკა მეგუთნიშვილი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა