(თარგმანი)
შემოდგომაზე მისი საპრეზიდენტო ვადა სრულდება, თუმცა ქვეყნის პირველი პირის, მიხეილ სააკაშვილის პარტია უკვე დაშლის პირასაა;
ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა შუაგულ თბილისში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის ,,ნაციონალური მოძრაობის,, მოწოდებით. საპროტესტო მიტინგი მიმართული იყო საქართველოს პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია ,,ქართული ოცნების,, წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად. ამ უკანასკნელმა გასული წლის ოქტომბრის თვეში, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და სააკაშვილის პარტია უკან მოიტოვა. პრეზიდენტი თავის მომხრეებს მისთვის დამახასიათებელი ემოციური სიტყვებით მიმართავდა და ისინიც საპასუხოდ პრეზიდენტის სახელს ,,მიშა,,-ს სკანდირებდნენ.
,,მე აქ მხოლოდ თქვენს გამო თუ დავრჩები სიცოცხლის ბოლომდე,, - განაცხადა პრეზიდენტმა, თუმცა მან ამ სიტყვებით ხალხის აღტაცებაში მოყვანა ვერ შესძლო.
მისი პიროვნული შარმი თანდათან ქრება. ოქტომბერში უკვე სააკაშვილის ათწლიანი მმართველობის ხანა სრულდება. მისი, როგორც დემოკრატი მმართველისა და კორუფციასთან მებრძოლის ავტორიტეტი შელახულია. მიტინგამდე რამოდენიმე დღით ადრე კოალიცია ,,ქართული ოცნების,, დეპუტატმა გამოაქვეყნა დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს თუ რაში იხარჯებოდა სახელმწიფოს ფინანსები. მათ შორის არის დუბაიში გატარებული საახალწლო საღამოების, რუსული ბულვარული პრესისის ჟურნალისტ - ქსენია სობჩაკისთვის განკუთვნილი სამაჯურის ხარჯები და ასევე მისი ვაჟიშვილების სკოლის ხარჯები, რომლებიც აგრეთვე სახელმწიფო ხაზინიდან იფარებოდა.
საკითხავი ის არის, კიდევ რამდენ ხანს შეძლებს სააკაშვილი თავისი პარტიის მთლიანობის შენარჩუნებას. როცა იგი მიტინგზე მოხსენებით გამოდიოდა, გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ტრიბუნა დატოვა. შინაგან საქმეთა ექს-მინისტრმა, რომლისაც უფრო ეშინოდათ, ვიდრე პატივს სცემდნენ, საპრეზიდენტო არჩევნებზე, მოლოდინის მიუხედავად, თავისი კანდიდატურა არ წამოაყენა. მერაბიშვილი დგას შიდაპარტიული უთანხმოების ცენტრში. აქ საქმე ეხება ციხეებში წამების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც გამოჩნდა საპარლამენტო არჩევნების წინ. ამ ვიდეომასალებმა და ბრალდებებმა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ძალადობასთან დაკავშირებით, სერიოზულად დაამძიმა პარტიის მდგომარეობა.
არჩევნებში დამარცხების შემდეგ პარტია მალე მისმა ბევრმა წევრმა დატოვა. ამას ადასტურებს ეკა ტყეშელაშვილიც, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, მრავალი წლის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო. იგი კოლეგებს ოპორტუნისტებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ თვითონ არასოდეს ყოფილა პარტიის წევრი.
სააკაშვილის ფრაქციის ერთი ნაწილი პარლამენტში თავს რადიკალურ, მეორე კი ზომიერ ოპოზიციად თვლის. სამთავრობო პარტიის წინააღმდეგ პროფილირებისათვის, იგი ევროპაზე აცხადებს სწორებას. მისი პლატფორმა აქამდე ნეოლიბერალური იყო და ჩანს, რომ პარტიის ძირითადი ბირთვი, ამ მიმართულების მიმდევართა ირგვლივ იკრიბება. მათ რიცხვს მიეკუთვნება მდიდარი ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე, რომელსაც თბილისში ორი კერძო უნივერსიტეტი ეკუთვნის. როდესაც იგი ჯერ კიდევ სააკაშვილის მინისტრი იყო, მიღებული იქნა შრომის კოდექსი, რომელსაც ზოგიერთი “მონათმფლობელურ კანონს” უწოდებდა. მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით მილიარდერ ივანიშვილის კოალიციამ კი მისი რეფორმა გადაწყვიტა.
სილვია შტრობერი
http://www.tagesspiegel.de/politik/georgien-praesident-saakaschwili-hat-seinen-charme-verloren/8099930.html