logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნინო ჩხობაძე- არსებობს დიდი საფრთხე, რომ მეწყერი ჩამოწვეს და ქვეშ მთლიანი ჰიდროელექტროსადგური მოიქციოს
ნინო ჩხობაძე- არსებობს დიდი საფრთხე, რომ მეწყერი ჩამოწვეს და ქვეშ მთლიანი ჰიდროელექტროსადგური მოიქციოს
14:35 18.03.2013
აღმოჩნდა, რომ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში იმ მცენარეების სახეობებიც კი არ არის აღწერილი, რა სახეობებიც ამ ხეობაში ხარობს;

გარემოს დაცვის სამინისტროში ისეთი პროექტები არ უნდა შედიოდეს, რომლებიც ბუნებას სერიოზულ ზიანს აყენებს;


განხორციელების შემთხვევაში, პროექტი მაქსიმალურად უნდა გაუმჯობესდეს და ინვესტორმა უნდა დაგვარწმუნოს იმაში, რომ თერგის წყალი კალაპოტში დარჩება;

თუ ვინმე მოსახლეობას ეუბნება, რომ ჰიდროელექტროსადგურების აშენების შემდეგ ელექტროენერგია უფასოდ ან შეღავათიან ფასში ექნება, - ეს ტყუილია;


დარიალის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების აშენების შედეგად, პროექტის თანახმად, მდინარე თერგი გვირაბში უნდა მოექცეს. ყაზბეგის რაიონში, ხდისა და თერგის ხეობაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობას საზოგადოებაში ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.

„ნიუსპრესი“ ამ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები- საქართველო“-ს თანათავმჯდომარეს ნინო ჩხობაძეს ესაუბრება.


ქალბატონო ნინო, რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ხდის ხეობა ჰესის აშენების შედეგად?

მოდით დავიწყოთ იქედან, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ხდის ხეობა უნიკალურ ხეობათა რიცხვში, წითელ წიგნში იყო შეტანილი. დაცვითი ღონისძიებების ახალი კანონის მიხედვით კი, ხეობა ბუნების ძეგლების ნუსხიდან ამოვარდა. ჰესების აშენების პრობლემა იმაშია, რომ წყლით მდიდარ ბუნებაში, ამან შეიძლება წყლის ნაკლებობა გამოიწვიოს და ის უნიკალურობა რაც ამ ხეობას გააჩნია, სრულად დაიკარგოს.

სამინისტროს მოწოდებაზე, იქნებ გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში განიხილოთ და თქვენი წინადადებები მოგვაწოდოთო, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ კომენტარი ძალიან მოკლე იყო. ჩვენ ვთვლით, რომ გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში ძალიან სუსტადაა გაკეთებული. ჰიდროელექტროსადგურის ასეთი განლაგება ამ ტერიტოტიაზე, ყოვლად დაუშვებელია, რადგან ერთ დღეს შეიძლება მეწყერი ჩამოწვეს და ქვეშ მთლიანი სადგური მოიქციოს. გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში არ ასახავს იმ რეალობას, რაც სინამდვილეში არის ხეობაში და ის ზერელედაა გაკეთებული. მეტსაც გეტყვით, აღმოჩნდა, რომ ანგარიშში იმ მცენარეების სახეობები აღწერილიც კი არ არის, რა სახეობებიც ამ ხეობაში ხარობს.

რაც შეეხება „დარიალ ჰესს,“ სამწუხაროდ, მასთან დაკავშირებით ნებართვა უკვე გაცემულია. არადა აქ პრობლემა უფრო სერიოზულად დგას იმ თვალსაზრისით, რომ მდინარე თერგის ძალიან დიდი მონაკვეთი მიწის ქვეშ, გვირაბში უნდა მოექცეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჰიდროლოგი ამტკიცებს, რომ წყალი იქნება და მოსახლეობა თერგის წყალს მართალია შემცირებული ვარიანტით, მაგრამ მაინც დაინახავს, ჩვენ ვთვლით, რომ უნდა ჩატარდეს სერიოზული მონიტორინგი. ბევრ ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებით, წყლის რეჟიმები უცნობია და წლების განმავლობაში არ წარმოებდა მათზე დაკვირვებები, არავინ არ იცის რა რაოდენობით წყალი ჩამოდის დღეს. პროექტირება კი იმ მონაცემებით ხდება, რომლებიც 20-30 წლის წინ არის ჩატარებული. უნდა დააკვირდნენ რეჟიმს, პროექტი მაქსიმალურად უნდა გაუმჯობესდეს და ინვესტორმაც დაგვარწმუნოს იმაში, რომ წყალს მდინარეში დატოვებენ.

რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ამ ჰესების მშენებლობა?

-ენერგეტიკის მინისტრს ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, მემკვიდრეობით დახვდა. გვარწმუნებდნენ, რომ ელექტროენერგია ექსპორტზე უნდა გავიტანოთო. ბევრი ენერგეტიკოსი ამტკიცებს, რომ სიმძლავრეები არ გვყოფნის და პოტენციალის ზრდა აუცილებელიაო, მაგრამ რამდენად სჭირდება ასეთი ელექტროენერგია საქართველოს ეკონომიკას, არავინ არ იცის. ამას თავიდან ენერგეტიკოსები კი არა, ეკონომისტები უნდა ითვლიდნენ, შემდეგ კი ენერგეტიკოსებმა და მათ შემდეგ გარემოს დაცვითმა ორგანიზაციებმა უნდა განვსაზღვროთ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს პროექტი, რათა გარემო ნაკლებად დაზიანდეს.

ენერგეტიკის სამინისტრო ყაზბეგში ჰესების მშენებლობას იმით ამართლებს, რომ იქ ამისთვის ხელსაყრელი ადგილია. არის თუ არა ეს თქვენი აზრით საფუძვლიანი არგუმენტი?

-ნებისმიერი ჰესის რაც აშენდა და რაზეც ხელი უკვე მოწერილია, შეთანხმების უკან დაბრუნება ძნელია, რადგან სახელმწიფოს კერძო ინვესტორებთან დადებულ ხელშეკრულებებზე გარკვეული პასუხისმგებლობა გააჩნია, თუმცა მათი გაუმჯობესება და მონიტორინგი ნამდვილად შეიძლება.

რაც მთავარია, სადაც ჯერ მშენებლობა არ დაწყებულა, მაგალითად ხდის ხეობაში, ამის გადახედვა შეიძლება. „დარიალი ჰესზე“ ვეღარაფერს შევცვლით, იქ ძირითადი ნაგებობები უკვე აშენებულია. „დარიალ ჰესთან“ დაკავშირებით, დღეს, მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია სერიოზული მონიტორინგი და ინსპექტირება ჩატარდეს, რათა მიზნობრივად შესრულდეს ყველა ის პირობა, რა პირობითაც მშენებლებს თანხმობა მიეცათ.

რაც შეეხება ხდის ხეობას, იქ უნდა გაკეთდეს თავდაპირველად დაკვირვება წყლის რეჟიმთან დაკავშირებით, კარგად იქნას შესწავლილი ხეობა, რეალურად აისახოს სიტუაცია და ფონური მასალა უნდა დაიდოს რეალურად და არა ზერელედ, ლიტერატურული მიმოხილვით. სწორედ ამის შემდეგ კი უნდა დავამტკიცოთ შეიძლება თუ არა იქ ჰესის აშენება.

საერთოდ კი, რა სჯობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა თუ მეცხოველეობის განვითარება, არავინ იცის, რადგან ეს საკითხები არავის შეუდარებია. ამიტომ ყველა ხეობასთან და ყველა მდინარესთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეფასება, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია.
ეს პროექტები დიდ ეკონომიკურ მოგებას არც ხეობას და არცთ თვითონ მუნიციპალიტეტს არ მოუტანს.

თქვენი აზრით, ღირს თუ არა დაზიანებული ბუნების სანაცვლოდ ელექტროენერგიის მიღება?
-დღესდღეობით ყაზბეგში ელექტროენერგიის პრობლემა რეალურად არის და მოსახლეობას ზედმეტი, ადგილობრივი წყარო ნამდვილად ესაჭიროება, თუმცა, მოდით გარემოსთან ნუ ვიჩხუბებთ და ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენი ნამოქმედარი ბუნებამ უკან არ დაგვიბრუნოს. არ არის გამორიცხული, რომ თუნდაც ბროლის წყალი, რომელიც ძალიან წყნარი მოდის, ხვალ ძალიან ადიდდეს და ყველაფერი რაც აშენდება, უეცრად დაანგრიოს.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დაითვალოს რამდენ ელექტროენერგიას მივიღებთ და რის საფასურად. ეს ყველაფერი დეტალურად უნდა შეფასდეს.

დეტალურად უნდა შეფასდეს თუ რატომ ვაოხრებთ ბუნებას და მდინარეებს, უნდა შეფასდეს ისტორიული და სასოფლო სამეურნეო ღირებულება, უნდა შეფასდეს რისკი, რომ ხომ არ გამოიწვევს ეს მოსახლეობის აყრას და ასე შემდეგ.

რამდენად იყო ჩართული გარემოსდაცვითი ორგანიზაციები პროექტის განხილვაში და იქნა თუ არა მათი რეკომენდაციები გათვალისწინებული?

„დარიალ ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, რამდენიმე ორგანიზაციამ, მათ შორის ჩვენც, ჯერ კიდევ ნებართვის გაცემამდე დასვა საკითხი თუ რატომ აძლევდნენ ამ ნებართვას.
გარემოს დაცვის სამინისტროში ერთი თვე ჰქონდათ ჩემი წერილი და რამდენიმე შეხსენების შემდეგ გამომიგზავნეს პასუხი, რომ - ჩვენ გუშინ უკვე გავეცით ნებართვა და შესაბამისად ეს უკვე უკანონო მშენებლობა აღარ არისო. ყოფილ გარემოს დაცვის მინისტრს და მის მოადგილეს პირდაპირ ეთერში დავუსვი კითხვა - რას აპირებს სამინისტრო, „დარიალ ჰესის“ უკანონოდ დაწყებულ მშენებლობაზე და რატომ არ რეაგირებთ მეთქი და პასუხი ვერ გამცეს.

სამწუხაროდ, განხილვებში აქტიურად არ იყო ჩართული არც მოსახლეობა და არც გარემოს დაცვითი ორგანიზაციები. გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში ზუსტად იმისთვის კეთდება, განისაზღვროს თუ რა ზემოქმედებას მოახდენს ჰესის მშენებლობა ბუნებაზე. ანგარიშში უნდა ჩანდეს და ექსპერტების მიერ მკაფიო რეკომენდაციები უნდა იყოს გაცემული, თუ როგორ უნდა შეარბილოს მშენებელმა გარემოზე ზემოქმედება.

ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, გარემოს ზემოქმედების შეფასების პროცედურა 7-8 ეტაპს მოიცავს, ჩვენთან კი ის მხოლოდ 1 ეტაპიანია. ეს ერთი ეტაპიც იმაში გამოიხატება, რომ საზოგადოებასთან ხდება ფორმალური განხილვები და როგორც წესი, ის კომპენსაციის მიღების საკითხით მთავრდება.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხდის ხეობაში, შპს „ყაზბეგი ჰესს“ მშენებლობის ნებართვა ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული, როდესაც იქ სამანქანო გზა გაიყვანა. საინტერესოა, რატომ იყო დარწმუნებული, რომ ნებართვას მიიღებდა?

ეს გზა არის მუნიციპალიტეტის მიერ შეკვეთილი და „ყაზბეგი ჰესის“ გაყვანილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო პროცედურები მათ შეასრულეს. გაურკვეველია მუნიციპალიტეტს ვისთან მიჰყავდა გზა, რადგან ზემოთ მხოლოდ საძოვრებია. ადგილობრივმა თვითმმართველობამაც კი არ ჩათვალა საჭიროდ განეხილა ეს საკითხი. გამოდის, კომპანია აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ნებართვას მიიღებდა. აღსანიშნავია, რომ ყაზბეგის რაიონში მცენარეული საფარი საკმაოდ მწირია და ამ გზის გაყვანის შედეგად, მცენარეების დიდი რაოდენობა განადგურდა. ზიანი უკვე მიყენებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰიდროელექტროსადგური აუცილებლად უნდა აშენდეს. ხდის ხეობასთან დაკავშირებით, რამდენადაც ვიცი პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის. ჩვენ ვთვლით, რომ ის არც უნდა დამტკიცდეს, სანამ ამ პროექტთან დაკავშირებით სწორი შეფასებები არ გაკეთდება.

ლიკა მეგუთნიშვილი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა